მეოთხითა და მეხუთით "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) მეორე რაუნდში იგივე წყვილები რომ ხვდებიან,
სტარტზე აღნუსხულ ბარაქიან სხვაობათა მიუხედავად, მაინც ფიცხელი ბრძოლაა მოსალოდნელი >>>
http://Qaflan.netai.net/2013წინა შაბათს ზელანდიამ ავსტრალია სტუმრად 18 ქულით ძლია, აფრიკამ კი შინ 60-ით მოსრა არგენტინა. გამარჯვებული კივები ოზებს უმეტეს სტატისტიკებში ჩამორჩნენ; მათ ორივე მგეზავიც დაემტვრათ; ვოლაბებმა უსწორო სტრატეგია აირჩიეს და უმაგალითოდ ბევრჯერაც შეცდნენ. ჰოდა, ძნელად, რომ "ოლ ბლექსმა" ისევ იოლად მოიგოს.
ვარჯიშზე დაშავებული დენ ქართერის კვალად, ზელანდიას ერთბაშად გამოაკლდნენ არონ ქრუდენი და ბოდენ ბარეთი, რის გამოც მეორე რაუნდში მეოთხე (!) და მეხუთე მგეზავებით იბურთავებს. ეგენი არიან 24 წლის უკეპო ქრუსეიდერი თომ თეილორი და ქრონიკულად მტვრევადი ქოლინ სლეიდი.
თეილორი ქართერის გუნდელი და შეგირდია და კარში მოძღვარივით ურტყამს. მეასე (!) კეპს იხვეჭს ბურჯი თონი ვუდქოქი და ამით "მაკ’ქოუ - მეალამუ - მულიაინას" კომპანიაში შედის. ზელანდია მეზობელთან შინ ბოლოჯერ 12 წლის წინ დამარცხდა და თუ ამჯერადაც არ წააგებს, ახლავე მე-11 წლით დაიბევებს გარდამავალ "ბლედისლოუს თასს"
მოეშვით მაგ ბიჭსოავსტრალიის ახალმა გურუმ, იუენ მაკ’ქენზიმ გადაწყვიტა, სტარტზე შერჩეულ რაზმს მეორე შანსიც მისცეს, რის გამოც 15-ეულში მხოლოდ ბეჭ-საოპერაციო ჰიუ მაკ’მენიმანი შეცვალა სქოთ ფარდიმ. ამით ჯესი მოგი დარჩა ფულბექად და მეთ ტომუა მგეზავად. მედია ვარაუდობს, რომ ოზები უფრო პრაგმატულად, ბრამბიზის ყაიდაზე ირაგბებენ და უანგარიშოდ პასაობის ნაცვლად, ფეხით მოედნის მოგებას დაეშურებიან.
მოძღვარს ისიც ეიმედება, რომ შეგირდები სალელოე მომენტებს გამოიყენებენ. ვაი-ფანთაგან ათვალწუნებული ქვეიდ ქუპერი ალბათ ისევ ბოლო მეოთხედში ჩაებმება თამაშში, მისთვის ქოქოლას-ყრამ კი ისე შეაწუხა რაგბეთი, რომ თვით "ოლ ბლექსის" შეფი სთივ ჰანსენი ითხოვს, მოეშვით მაგ ბიჭს, მაგარი მობურთალია და აცალეთ თამაშიო.
არგენტინა აფრიკას შარშანდელივით მენდოსაში უხვდება. ბოკემ შეცვალა მხოლოდ სათადარიგო ჰავბექი (21 ნომერი, პუმებს კი დაუშავდათ დამწყები მეორე ხაზი და 15 ნომერი ხუან-მარტინ ერნანდესი. სიახლე და ძვრაა პირველ ხაზში. ლათინები აქამდე უმაგრესი მორკინალებით იყვნენ ცნობილნი, მაგრამ ახალი წესის შემოღებას ქარაფშუტულად მოეკიდნენ და მაგით ძაანაც იზარალეს.
ფალავნობა 2013 (ოთხი ერი)მეორე შაბათი
წინა შაბათს აქეთ
* დაემატა, ^ დააწინაურეს, $ დაძრეს, # დაამარქაფეს
ზელანდია - ავსტრალია<< ოლ ბლექს
ბექ) 15 იზრაელ დეგ, 14 ბენ სმით, 13 კონრად სმით, 12 მაჰა ნონუ, 11 ჯულიან სავეა; 10 თომ თეილორ* 9 არონ სმით /
ფორ) 1 თონი ვუდქოქ, 2 ენდრიუ ჰორ, 3 ოუენ ფრენქს; 4 ბროდი რეთალიქ^ 5 სემ ვაითლოქ; 6 სთივენ ლუატუა, 7 რიჩი მაკ’ქოუ_კაპ, 8 ქიარან რიდ
მრქ) 23 ჩარლზ პიატაუ* 22 ქოლინ სლეიდ* 21 ტავერა ქერ-ბარლოუ / 16 დენ ქოულზ* 17 ვაიეთ ქროქეთ* 18 ჩარლი ფაუმუინა; 19 ჯერემი სრაშ* 20 სემ ქეინ
<< ვოლაბიზ
ბექ) 15 ჯესი მოგ, 14 იზრაელ ფოლაუ, 13 ადამ ეშლი-ქუპერ, 12 ქრისჩენ ლეალიაფანო, 11 ჯეიმზ ო’ქონორ; 10 მეთ ტომუა, 9 ვილ გენია /
ფორ) 1 ჯეიმზ სლიპერ, 2 სთივენ მორ, 3 ბენ ელიგზანდერ; 4 რობ სიმონს, 5 ჯეიმზ ჰორვილ_კაპ; 6 სქოთ ფარდი^ 7 მაიქლ ჰუპერ, 8 ბენ მოუენ
მრქ) 23 ტევიტა კურინდრანი, 22 ქვეიდ ქუპერ, 21 ნიქ ვაით / 16 საია ფაინგა, 17 სქოთ სიო, 18 სეკორე კეპუ; 19 ქეინ დაგლას*
20 ლაიემ გილ
<< მსაჯები
რეფ) იაკო პეიპერ; კიდ) ქრეიგ იუბერ / ლოურენს ფან’დერ’მერვე; ვიდ) შონ ფელცმან (აფრ)
შაბ 24/08 ველინგთონ, ვესთ’პექ 11.35 საქ
<< ბალანსი
ზელანდია (1903-2013) 502: 380-104*18 (13158:6372) +6786, 1717ლ
ავსტრალია (1899-2013) 552: 281-255*16 (11273:9176) +2097, 1415ლ
პირისპირ (1903-2013) 147: 100-41*6 (2906:1994) ლ 381/223
ზელანდიაში (1905-2012) 67: 51-15*1 (1362:794) ლ 169/98
ველინგთონში (1913-2009) 18: 11-6*1 (340:193) ლ 51/21
ვესთ’პექზე (2000-2009) 3: 2-1 (72:37) ლ 6/3
სამ-ოთხ ერზე (1996-2013) 39: 28-11 (1040:740) ლ 101/71
ბლედისლოუზე (1931-2013) 127: 88-34*5 (2621:1822) ლ 319/197 ^ თასი 41-12
შარშან (2012) 2-0*1
27:19 (სიდნი 18/08) 22:0 (ოქლენდ 25/08) 18:18 (ბრისბენ 20/10)
არგენტინა - აფრიკა<< პუმას
ბექ) 15 ლუკა გონსალეს-ამოროსინო* 14 გონსალო კამაჩო, 13 მარსელო ვოს, 12 ფელიპე კონტეპომი_კაპ, 11 ორასიო აგუჟა^ 10 ნიკოლა სანჩეს, 9 მარტინ ლანდახო /
ფორ) 1 მარკო აჟერსა* 2 ეუსევიო გინიასუ, 3 ხუან ფიგაჟო$ 4 ხულიო ფარიას-კავეჟო^ 5 მარიანო გალიარსა^ 6 პავლო მატერა, 7 ხუან-მანუელ ლეგისამონ, 8 ლეონარდო სენატორე
მრქ) 23 ხუან იმოფ# 22 სანტიაგო ფერნანდეს, 21 ტომა კუველი / 16 აგუსტინ კრევი, 17 ნაუელ ლოვო, 18 მატია დიას# 19 ტომა ლავანინი* 20 ვენხამინ მაკომე*
<< ბოკე
ბექ) 15 ვილი ლე’რუ, 14 ბიორნ ბასონ, 13 ჯეი’ჯეი ენგელბრეხტ, 12 ჟან დე’ვილიერს_კაპ, 11 ბრაიან ჰაბანა; 10 მორნეი სტეინ, 9 რუან პინარ /
ფორ) 1 ბისთ მთავარირა, 2 ადრიან სტრაუს, 3 იანი დიუ’პლესი; 4 იბენ ეცებეთ, 5 ჟანდრე კრიერ; 6 ფრანსუა ლოუ, 7 ვილემ ალბერც, 8 დვეინ ფერმიულენ
მრქ) 23 იან სერფონტეინ, 22 პეთ ლემბი, 21 იანო ფერმაკ* / 16 ბისმარკ დიუ’პლესი, 17 გათრო სტენკამპ, 18 კუნრად უსტჰეიზენ;
19 ფლიპ ფან’დერ’მერვე, 20 სია კოლისი
<< მსაჯები
რეფ) სთივ ვოლშ (ავს; კიდ) ჯონ ლეისი (ირლ) / პასკალ გოზერ (სფრ; ვიდ) მარშალ ქილგორ (ირლ)
შაბ 24/08 მენდოსა, მალვინას 23.10 საქ
<< ბალანსი
აფრიკა (1891-2013) 420: 266-133*21 (9615:6465) +3150, 1185ლ
არგენტინა (1910-2013) 367: 204-153*10 (10767:6962) +3805, 1416ლ
პირისპირ (1993-2013) 16: 0-15*1 (307:660) ლ 28/83
არგენტინაში (1993-2012) 8: 0-7*1 (164:297) ლ 16/38
მენდოსაში (2012) 1: 0-0*1 (16:16) ლ 1/1
შარშან (2012) 0-1*1
6:27 (კეიპ’თაუნ 18/08) 16:16 (მენდოსა 25/08)
http://www.vipbox.tv/sports/rugby.html
http://www.sportlemon.tv/c-11.html
http://www.thefirstrow.eu/sport/rugby.html
http://livetv.ru/en/allupcomingsports/0/
http://www.vipboxsports.me/rugby/136237/1/...eam-online.html
http://qaflan.netai.net/2013/F_FALAVNOBA.htm