ჩაქცევას ეწამლებაო მეორე "სამხრეთის ფალავნობა" (ოთხი ერი) შერკინების ახალი წესით რომ იწყება,
გადახალისებულ ავსტრალიას იმედი მიეცა, ჩემპიონ ზელანდიას აღარ დავეჩაგვრინები
და თამაშსაც უკეთ გავუშლიო >>>
http://Qaflan.netai.net/2013"ოლ ბლექსმა" შარშან (2012) ტურნირის ექვსივე მატჩი მოიგო, მე-17 სეზონში მეთერთმეტედ იჩემპიონა და ათ წლამდე გაიგრძელა ვოლაბებთან საცილო "ბლედისლოუს თასის" ფლობის პერიოდი.
წელს, ივნისის ტესტებში, ზელანდიამ სამჯერ ძლია სტუმარი საფრანგეთი, ავსტრალიამ კი "ბრიტანეთის ლომებთან" სერია 1-2 წააგო, რის გამოც კივი გურუ, რობი დინსი მოხსნა.
ამასობაში ირბ-მა დაასკვნა, შერკინების ქრონიკულ ჩაქცევას ეწამლება, თუ ძველ მეთოდს აღვადგენთ და ვიდრე პირველი ხაზები შეიბმებიან, ჯერ მკლავებს გადახვევენ ერთმანეთსო.
ამით ისედაც აკრძალული ჯახი პრაქტიკულადაც გამოირიცხა, იმის ბარემ მეათედ (!) დაჟინებას კი, რომ ჰავბექმა ბურთი შუაში შეაგდოს და არა თავისკენ, ძველი, კვაჭური ილეთების გაცოცხლება მოყვება.
უარი ძედოვშჩინასშერკინების ძალური საწყისის შესუსტება ყველაზე მეტად ოზებს აწყობთ, რაკი ამ საუკუნეში ისე დედლობენ, რომ მედია მათ პირველ ხაზს ტელე-ღიპუცებს ადარებდა.
რაღაი წესი შეიცვალა, მულტ-ფილმის გმირთა განსახიერება, ბენ რობინსონი ნაკრებში ვეღარ მოხვდა, ახალმა გურუმ, თავადვე ძველმა ბურჯმა და მსოფლიოს 1991 წლის ჩემპიონმა, იუენ მაკ’ქენზიმ კი დინს’ური ძედოვშჩინაც დაძლია.
დიახ, ვოლაბიზი შედგა არა სადაურობის, არამედ ფორმის გათვალისწინებით. ამის გადამკიდე ვორათაზის (სიდნი) წილი ოთხამდე დავიდა. სამაგიეროდ, ზე 15-ის ფინალისტს, ბრამბიზს 23-კაცა რაზმში 10 მოთამაშე ჰყავს, რედსს კი შვიდი.
წლევანდელი ტურნირის განრიგი შარშანდელს ზედ’მიწევნით მიყვება. 12 თვის წინდელი გუნდიდან მხოლოდ ოზთა ჰავბექი (გენია) დარჩა თავის ადგილზე და უნივერსალ ბექსაც (ეშლი-ქუპერ) მოენაცვლა პოზიცია, მაშინ როცა ოლ ბლექსის 8 მორკინალიდან ექვსი (!) იგივეა.
მერეღა დააწიესრაგბს დასაბამიდან შერკინება იგებს. კივებს გაფრენის წინ ვარჯიშზე რომ დაემტვრათ ჩიფსის თანა-კაპიტანი ლიამ მესამი, გამოუცდელი სთივენ ლუატუა მერეღა დააწიეს დელეგაციას.
დაშავდა 31 წლის დენ ქართერი და მეოთხე რაუნდამდე ვერ მორჩება, 32 წლის რიჩი მაკ’ქოუმ კი შარშანს აქეთ ექვსი თვე იუქმა და თუმც მთლად ფორმაში ვერაა, 117-ე კეპს მაინც კაპიტნად მიითვლის.
მეზობლების ბოლო ჯახი - შარშან, ოქტომბერში, ბრისბენში - ფრედ დასრულდა: ოზებმა ვერ გარისკეს, ვერ მოიგეს და მერე კივებმა რომ თავზე აიღეს ხელი, კინაღამ იმარჯვეს.
ამით ოლ ბლექსს ავსტრალიის მეასედ (!) ძლევა ხელიდან გაუსხლტა, სიდნის ოლიმპიურ სტადიონზე კი, სადაც ვოლაბიზი თავიდან მძლავრობდა, შარშან ბალანსიც გათანაბრდა (6-6)
ქვეიდი მარქაფაშიაზელანდიას უქართეროდაც არა უჭირს - ჩიფსელი არონ ქრუდენი დაგეზავს და კარშიც დაარტყამს. მაკ’ქენზიმ გუნდი მიუკერძოებლად რომ შეადგინა, თავისი შეგირდი, დინსის მიერ მოძულებული ქვეიდ ქუპერი მარქაფაშიღა დაისვა და 10 ნომრად მეთ ტომუა გაამწესა.
ეს 23 წლის ბრამბი სთივენ ლარქემის გაზრდილია და 12 ნომრად ამფსონი, ქრისჩენ ლეალიაფანო უყენია. ფრთებზე ნალიგარი იზი ფოლაუ და დინსის მიერ ათზე ნაჯახირები ჯეიმზ ო’ქონორი დგანან, ფულ’ბექი კია გიჟმაჟი ჯესი მოგი.
და მაინც, ამათ რომ ინავარდონ, შერკინებამ მინიმუმ ტოლი არ უნდა დაუდოს მეტოქეს, და როგორც ზემოთ შევნიშნეთ, ახალი წესის წყალობით, ოზებს ამისი შანსი გაუჩნდათ.
კაპიტანი ბრაზობსოთხ ერში, წინამორბედ სამისგან განსხვავებით, რაუნდში ერთის ნაცვლად წყვილი თამაშია, მაგრამ რაღაი არგენტინა ჯერაც ახალბედაა, მედიის გულის’ყურს სამი ბუმბერაზის დოზით ვერ იპყრობს.
პუმებს აფრიკა მასპინძლობთ, ოღონდაც არა ბლუმფონტეინში, არამედ ზანგურ სო’ვე’თო’ში. საქმე ისაა, რომ აპარტეიდის მესაფლავე, 95 წლის ნელსონ მანდელა უგონოდაა და ერი სპორტულ ზეიმს უძღვნის: 95-ათასა სტადიონზე ზედიზედ მართავს ფეხბურთსა და რაგბს.
არგენტინამ ივნისში 21 მოწინავე დაასვენა. პუმებს აკლიათ კაპიტანი, მარბიელი ხუან-მარტინ ფერნანდეს-ლოვე. პოსტზე მას ცვლის 35 წლის შუამარბი ფელიპე კონტეპომი, ვინც თამაშს თავს ანებებს, ჯადოქარი - ხუან-მარტინ ერნანდესი კი 15 ნომრად დაუხევიათ ლათინებს.
აფრიკას კადრების უცხოეთში გადინება აწუხებს: რაკი ნაკრებში მაინც უხმობენ, ბიჭები საშოვარზე უკვე თამამად მიდიან. პუმებთან ოთხი ლეგიონერი (ჰაბანა სტეინ პინარ ლოუ) იწყებს და ორიც (დიუ’პრე სტენკამპ) მარქაფაშია, რაზეც კაპიტანი ჟან დე’ფილიერსი ბრაზობს.
ფალავნობა 2013 (ოთხი ერი)
პირველი შაბათი
შარშანდელ ამავე შაბათთან შედარებით
* დაემატა, ^ დააწინაურეს, $ დაძრეს, # დაამარქაფეს
ავსტრალია - ზელანდია<< ვოლაბიზ
ბექ) 15 ჯესი მოგ* 14 იზრაელ ფოლაუ* 13 ადამ ეშლი-ქუპერ$ 12 ქრისჩენ ლეალიაფანო* 11 ჯეიმზ ოქონორ*
10 მეთ ტომუა* 9 ვილ გენია /
ფორ) 1 ჯეიმზ სლიპერ^ 2 სთივენ მორ^ 3 ბენ ელიგზანდერ*
4 რობ სიმონს^ 5 ჯეიმზ ჰორვილ*_კაპ; 6 ჰიუ მაკ’მენიმან* 7 მაიქლ ჰუპერ^ 8 ბენ მოუენ*
მრქ) 23 ტევიტა კურინდრანი* 22 ქვეიდ ქუპერ* 21 ნიქ ვაით* /
16 საია ფაინგა* 17 სქოთ სიო* 18 სეკორე კეპუ# 19 სქოთ ფარდი* 20 ლაიემ გილ*
<< ოლ ბლექს
ბექ) 15 იზრაელ დეგ, 14 ბენ სმით^ 13 კონრად სმით* 12 მა ნონუ$ 11 ჯულიან სავეა*
10 არონ ქრუდენ^ 9 არონ სმით /
ფორ) 1 თონი ვუდქოქ, 2 ენდრიუ ჰორ^ 3 ოუენ ფრენქს;
4 ლუქ რომანო, 5 სემ ვაითლოქ; 6 სთივენ ლუატუა* 7 რიჩი მაკ’ქოუ_კაპ, 8 ქიარან რიდ
მრქ) 23 რაიან ქროთი* 22 ბოდენ ბარეთ* 21 ტავერა ქერ-ბარლოუ* /
16 ქევენ მეალამუ# 17 ბენ ფრენქს, 18 ჩარლი ფაუმუინა* 19 ბროდი რეთალიქ, 20 სემ ქეინ*
<< მსაჯები
რეფ) ქრეიგ იუბერ; კიდ) იაკო პეიპერ / ლოურენს ფან’დერ’მერვე; ვიდ) შონ ფელცმან (აფრ)
შაბ 17/08 სიდნი, ეი’ენ’ზედ (ოლიმპიური) 14.05 საქ
<< ბალანსი
ავსტრალია (1899-2013) 551: 281-254*16 (11244:9129) +2115, 1413ლ
ზელანდია (1903-2013) 501: 379-104*18 (13111:6343) +6768, 1711ლ
პირისპირ (1903-2012) 146: 41-99*6 (1965:2859) ლ 221/375
ავსტრალიაში (1903-2012) 75: 24-46*5 (1096:1416) ლ 114/199
სიდნეიში (1903-2012) 51: 19-30*2 (744:938) ლ 78/130
ოლიმპიურზე (1999-2012) 12: 6-6 (280:282) ლ 23/28
სამ-ოთხ ერზე (1996-2012) 38: 11-27 (711:993) ლ 69/95
ბლედისლოუზე (1931-2012) 126: 34-87*5 (1793:2574) ლ 195/313
^ თასი 12-41
შარშან (2012) 0-2*1
19:27 (სიდნი 18/08) 0:22 (ოქლენდ 25/08) 18:18 (ბრისბენ 20/10)
აფრიკა - არგენტინა<< ბოკე
ბექ) 15 ვილი ლე’რუ* 14 ლუაზი მვოვო* 13 ჯეი’ჯეი ენგელბრეხტ^ 12 ჟან დე’ფილიერს$_კაპ, 11 ბრაიან ჰაბანა;
10 მორნეი სტეინ, 9 რუან პინარ^ /
ფორ) 1 ბისთ მთავარირა, 2 ადრიან სტრაუს^ 3 იანი დიუ’პლესი;
4 იბენ ეცებეთ, 5 იონდრი კრიერ* 6 ფრანსუა ლოუ* 7 ვილემ ალბერც, 8 დვეინ ფერმიულენ*
მრქ) 23 იან სერფონტეინ* 22 პეთ ლემბი, 21 ფური დიუ’პრე* /
16 ბისმარკ დიუ’პლესი# 17 გათრო სტენკამპ* 18 კუნი უსტჰეიზენ* 19 ფლიპ ფან’დერ’მერვე, 20 სია კოლისი
<< პუმას
ბექ) 15 ხუან-მარტინ ერნანდეს$ 14 გონსალო კამაჩო, 13 მარსელო ვოს, 12 ფელიპე კონტეპომი*_კაპ, 11 ხუან იმოფ*
10 ნიკოლა სანჩეს* 9 მარტინ ლანდახო^ /
ფორ) 1 ხუან ფიგაჟო$ 2 ეუსევიო გინიასუ, 3 მატია დიას*
4 მანუელ კარისა, 5 პატრისიო ალვასეტე; 6 პავლო მატერა* 7 ხუან-მანუელ ლეგისამონ* 8 ლეონარდო სენატორე^
მრქ) 23 ორასიო აგუჯა# 22 სანტიაგო ფერნანდეს# 21 ტომა კუველი* /
16 აგუსტინ კრევი* 17 ნაუელ ლოვო* 18 ხუან-პავლო ორლანდი; 19 მარიანო გალიარსა* 20 ხულიო ფარიას-კავეჯო#
<< მსაჯები
რეფ) ქრის პოლოქ (ზელ; კიდ) პასკალ გოზერ (სფრ) / ჯონ ლეისი (ირლ; ვიდ) ერიკ გოზენ (სფრ)
შაბ 17/08 სო’ვე’თო, ეფ’ენ’ბი (სოქერ სითი) 19.00 საქ
<< ბალანსი
აფრიკა (1891-2013) 419: 265-133*21 (9542:6452) +3090, 1176ლ
არგენტინა (1910-2013) 366: 204-152*10 (10754:6889) +3865, 1415ლ
პირისპირ (1993-2012) 15: 14-0*1 (587:294) ლ 74/27
აფრიკაში (1994-2012) 6: 6-0 (253:117) ლ 32/10
სო’ვე’თოში პირველად ახლაღა
შარშან (2012) 1-0*1
27:6 (კეიპ’თაუნ 18/08) 16:16 (მენდოსა 25/08)
სთრიმები
http://www.vipbox.tv/sports/rugby.html
http://www.sportlemon.tv/c-11.html
http://www.thefirstrow.eu/sport/rugby.html
http://livetv.ru/en/allupcomingsports/0/
http://www.vipboxsports.me/rugby/136237/1/...eam-online.html