სისხარტე თავისას შვრება "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) მეორე რაუნდში ზელანდიამ
სისხარტით, ალღოთი, დაცვითა და ავტორიტეტით მაინც დაჯაბნა
მოყოჩაღებული ავსტრალია, აფრიკამ კი არგენტინაში კინაღამ წააგო >>>
http://Qaflan.netai.net/2013წლევანდელი ზე 15-ის პირისპირ ჯახები ოზებმა კივებს 12-10 აჯობეს, მაგრამ ზელანდიის ხუთი გუნდის უკეთეს წევრთაგან შეკრებილი "ოლ ბლექსი" კლასით მაინც ლამის ყველა პოზიციაზე ჯობს ფაქტობრივად სამი ავსტრალიური კლუბის ნაკრებ "ვოლაბებს"
კივები რაგბობენ სხარტად და შედეგიანად: თავს მედგრად იცავენ და განზრახ დაჯარიმებასაც არ თაკილობენ, ხოლო როცა ბურთს მოიხელთებენ, ოსტატობის ხარჯზე აბითურებენ მეტოქეს. ოზები, პირიქით, ბევრს წვალობენ და პასაობენ, მაგრამ მეტწილად უშედეგოდ:
აგერ ზედიზედ მეორე თამაშია, სტატისტიკურად ჯობნიან მეტოქეს, მაგრამ მაქედან რა ხეირი? შაბათს ზელანდიამ შინ ზედიზედ 27-ე ტესტი მოიგო, ავსტრალია შინვე მიჯრით მეთხუთმეტედ (!) ძლია და მე-11 სეზონითაც შეინარჩუნა სამეზობლო "ბლედისლოუს თასი"
მოგონილი მიზეზითნა’მიწის’ძვრალ ველინგთონში ჭირვეული ქარი ქროდა და ალაგ-ალაგ წვიმდა. ვოლაბებმა საწყის 25 წუთში მაგრად უტიეს, მაგრამ ქრისჩენ ლეალიაფანოს მიერ, სამი ცდიდან ორ გატანილ ჯარიმასღა დაჯერდნენ, რაღაი აფრიკელმა რეფმა კივები აშკარად დაზოგა:
14 ფაზის კვალად ყურად არ იყო კიდის მსაჯის რჩევა და ოზთა პროტესტიც, სთივენ მორის დამიწება ტელი-რეფს გაარჩევინეო; არ გაასინბინა მაჰა ნონუ (მხრით დაჯახება) და ქიარან რიდი (ჩაწოლა) და 6:7-ზეც მოგონილი მიზეზით შეაბრუნა კარში დასარტყამი ჯარიმა.
ამეების გადამკიდე, სტუმრები 6 ქულაზე მეტით ვერ დაწინაურდნენ. არადა, ლეალიაფანოს სოლო არონ სმითმა ზედ ლელოსთან უვნებელყო და რიდთან ერთად, უმალ პროფესიული ფოლიც აიღო, უფალმა პეიპერმა კი მეტი - გაგდება ვეღარ აკადრა მასპინძლებს.
ხუთი ლელოგაწაფულმა ზელანდიამ ლელო მესამე შანსით გაიტანა:
0:3-ზე, ბენ სმითის გარღვევის შემდეგ, იზი ფოლაუმ ალამთანღა შებოჭა ჯულიან სავეა; იზრაელ დეგის რეიდი უზუსტო პასით დასრულდა; იქვე ახალბედა თომ თეილორმა ჯარიმა ვერ შეაგდო, მაგრამ 0:6-ზე რიდმა იხელთა აბრაგანი, ხუთი (!) გადაცემის შემდეგ კი - ბოლო პასი სთივენ ლუატუამ გაუშვა - ბენ სმითი ფრთაზე გაიქცა.
თეილორმა რაქში მოპოვებული ჯარიმა შეაგდო და მერე ცენტრის გამოღმიდან მოეცარა ფეხი, სირენის შემდეგ კი ნონუმ გააბითურა მეთ ტომუა, ლუატუამ - ბურჯი ბენ ელიგზანდერი, ხოლო დეგმა ფრთაზე ახეირა სმითი, ვინც ოზებს წყვილ მატჩში ხუთი (!) ლელო დაუდო * 15:6
მესამე მეოთხედში ჯეიმზ ო’ქონორმა გაიჯეჯილა, მაგრამ ბურთს ვერ შეელია. ოზებმა წითელ ზოლში ფაზები აკინძეს, მაგრამ კივებმა გაძლეს და რიდმა ბურთის წაღლეტვა რომ დაუპირა ელიგზანდერს, შემტევი დაჯარიმდა.
თეთრი კეპი ერგოელიგზანდერი მერე დაჯაბნა ვიზავმა, თონი ვუდქოქმა, ვინც ოდენ მეოთხე კივი ცენტურიონი შეიქნა და ნამატჩევს თეთრი კეპიც ერგო - ზელანდიამ სამიდან ორი ჯარიმა შერკინებაში მოიპოვა და ერთიც რაქში. 9:24-ზე ნონუს პასი ჩაუჭრა ფოლაუმ, გაქუსლა და დეგიც მწარედ მოაღორა, მაგრამ მაგით ოდენ სხვაობა შემცირდა.
ოზთა გურუმ, იუენ მაკ’ქენზიმ ნამატჩევს მსაჯი გააკრიტიკა, ახლებურ შერკინებაზე კი ბრძანა, ძველი ბურჯი ვარ, მაგრამ ახლა დავიბენი და ნოვაციას ჯერ ვერაფერი გავუგეო. ზელანდიას დაემტვრა მეოთხე (!) მგეზავიც - თეილორი (დაჟეჟილი ნეკნები, მაგრამ არა უჭირს რა, რადგან ყოველი წყვილი რაუნდის შემდეგ განრიგით უქმეა, ორ კვირაში კი დენ ქართერიც მოკეთდება და ბოდენ ბარეთიც.
აფრიკამ შინ 60 ქულითა და რვა ლელოთი გააბურთავა არგენტინა, სტუმრად კი ბოჭვაზე გამართულ ჭიდაობაში აყვა მეტოქეს. პუმათა მორკინალებმა მოკლე პასაობა და ოფლოუდებიც ააწყვეს; ლათინები დაცვაშიც მაგრად იდგნენ; მათ მეტოქე წრე-გადასული ურჯუკობითაც მოშალეს და ცოტაც - ოდენ 8 წუთი - რომ დასცლოდათ, საეტაპო გამარჯვებას მოიპოვებდნენ.
ბურული სენიარგენტინამ ორი ლელო დადო, აფრიკამ - ერთიღა. ბოკეს ბურთი რაქიდან გამოუგორდა და პუმებმა ფეხი მიუკრეს, შემდეგ ეპიზოდში კი ხუან-მანუელ ლეგისამონი 5-მეტრა დერეფანში აგორებული მოლით მიზანს ეწია * 7:0
ფელიპე კონტეპომიმ თერნოვერიდან რომ ვერ მოიგერია ოვალი, მორნეი სტეინმა და ჯეი’ჯეი ენგელბრეხტმა ბიორნ ბასონი დაგეზეს * 10:10
მალე რუან პინარმა გაგორებული კინაღამ დაუმიწა მარტინ ლანდახოს; იაპებმა აბრაგანზე წინ წატყაპუნებით ლელოც დადეს, მაგრამ ტელი-რეფმა არ ჩაუთვალათ, 26’ წუთზე კი თავი იჩინა ბურულმა სენმა: ამპარტავანმა გუნდმა ფრეზე ჯარიმა კარის ნაცვლად კიდეზე დაკრა და შედეგად მოლში ათი მეტრით უკან დაახევინეს!
ორნი ტრიბუნალზეშესვენებამდე პუმებმა ფაზები აკინძეს და მარსელო ვოსმა ახლოდან გააბითურა ენგელბრეხტი და ბურჯი იანი დიუ’პლესი. მეორე ტაიმში ლელო აღარ დადებულა, უფალ ვოლშს კი ორჯერ მოუხდა ტელი-რეფის შეწუხება, რათა აფრიკელთა საჩივრები გადაემოწმებინა.
მსაჯმა ეგრეც ვერაფერი დაასკვნა, მაგრამ კომისარმა ტრიბუნალზე მაინც დააბარებინა ორი არგენტინელი ფორვარდი: პავლო მატერამ თურმე ფრანსუა ლოუს თვალი ხელ’ჰყო, ხოლო ლეონარდო სენატორემ იბენ ეცებეთს უკბინა.
ბეჭი ეტკინა კონტეპომს და შეცვალეს; საათის თავზე ვოსმა თავისი ნახევრიდან ააცილა ჯარიმა; აფრიკა უამრავჯერ შეცდა, არგენტინა კი ბრეიქ’დაუნზე დაჯარიმდა. საომარი 8 წუთიღა რჩებოდა, მოლის ჩაქცევა რომ დაბრალდა ბურჯ მარკო აჟერსას. ჰოდა, სტეინმა პირველად დააწინაურა ბოკე, პუმები კი შუა ხაზს ვეღარ გადაცდნენ.
ფალავნობა 2013 (ოთხი ერი)
მეორე შაბათი
ზელანდია 27:16 ავსტრალიაზელ: დეგ ბ.სმით (პიატაუ 74-77) კ.სმით ნონუ (სლეიდ 77) სავეა <10-9> თეილორ (პიატაუ 78) ა.სმით (ქერ-ბარლოუ 70) /
ვუდქოქ (ქროქეთ 62) ჰორ (ქოულზ 48) ო.ფრენქს (ფაუმუინა 66) რეთალიქ ვაითლოქ; ლუატუა მაკ’ქოუ^კაპ რიდ -
2ლ: ბ.სმით; გ: თეილორ; 5ჯ: თეილორ 4, დეგ
ავს: მოგ ფოლაუ ეშლი-ქუპერ (კურინდრანი 63) ლეალიაფანო ო’ქონორ <10-9> ტომუა (ქუპერ 58) გენია (ვაით 77) /
სლიპერ (სიო 36) მორ (ფაინგა 77) ელიგზანდერ (კეპუ 55) სიმონს (დაგლას 70) ჰორვილ^კაპ; ფარდი ჰუპერ მოუენ (გილ 65) -
ლ: ფოლაუ; გ 3ჯ: ლეალიაფანო
რეფ პეიპერ (აფრ) @ ველინგთონ, ვესთ’პექ (_)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...71&d=13773527190:3(8) 0:6(26) 7:6(28) 10:6(37) 15:6(40+) /
18:6(54) 18:9(58) 21:9(61) 24:9(70) 24:16(73) 27:16(76)
ბლედისლოუს თასი (1931-2013) 42-12
* სქრამ.კომ’ის სტატისტიკა
ბურთის ფლობა 44-56% (45-55 / 43-57)
ტერიტორია 44-56% (46-54 / 41-59)
გაქცევა 80-107 (402-439 მეტრი, გარღვევა 6-3
პასი 112-144, ოფლოუდი 6-9
ფეხით 34-26, სადგამიდან 6/9-4/5, არეკნით 0-0
ბურთი რაქიდან 55-81, აცლა/გაგდებინება 9-9, მოლი 2-1
ბოჭვა 120-73, გატარება 15-13
დაჯარიმება 10-16
თავისი*მეტოქის შერკინება 3*2-5*0, დერეფანი 15*5-12*4
არგენტინა$ 17:22 აფრიკაარგ: გონსალეს-ამოროსინო კამაჩო ვოს კონტეპომი^კაპ (ფერნანდეს 49) ო.აგუჟა <10-9> სანჩეს ლანდახო (კუველი 57) /
აჟერსა გინიასუ (კრევი 67) ფიგაჟო; ფარიას-კავეჟო გალიარსა (ლავანინი 75) მატერა ლეგისამონ სენატორე (მაკომე 61) -
2ლ: ლეგისამონ ვოს; 2გ ჯ: კონტეპომი
აფრ: ლე’რუ ბასონ (ლემბი 62) ენგელბრეხტ (სერფონტეინ 69) დე’ვილიერს^კაპ ჰაბანა <10-9> მ.სტეინ პინარ /
მთავარირა (სტენკამპ 59) სტრაუს (ბ.დიუ’პლესი 53) ი.დიუ’პლესი (უსტჰეიზენ 69) ეცებეთ კრიერ (ფან’დერ’მერვე 57) ლოუ ალბერც (კოლისი 69) ფერმიულენ -
ლ: ბასონ; გ 5ჯ: სტეინ
რეფ ვოლშ (ავს) @ მენდოსა, მალვინას (_)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...02&d=13773953087:0(3) 7:3(9) 10:3(11) 10:10(15) 17:10(38) 17:13(40+) /
17:16(46) 17:19(72) 17:22(80+)
* სქრამ.კომ’ის სტატისტიკა
ბურთის ფლობა 55-45% (64-36 / 47-53)
ტერიტორია 54-46% (61-39 / 45-55)
გაქცევა 98-70 (306-257 მეტრი, გარღვევა 5-3
პასი 126-85, ოფლოუდი 13-4
ფეხით 21-20, სადგამიდან 3/5-6/6, არეკნით 0-0
ბურთი რაქიდან 65-46, აცლა/გაგდებინება 18-12, მოლი 2-5
ბოჭვა 79-98, გატარება 10-17
დაჯარიმება 13-8
თავისი*მეტოქის შერკინება 6*0-9*3, დერეფანი 10*0-9*1