ბურთაობით თუ ჭიდილით? "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) მესამე რაუნდში
ზელანდიას არგენტინასთან დენ ქართერი დაგეზავს,
ავსტრალია კი აფრიკის დაშამათებას ქვეიდ ქუპერის მეშვეობით ეცდება.>>>
http://Qaflan.netai.net/2013სამეზობლო საქმეთა გარჩევის კვალად, ამიერიდან ტურნირის ბოლომდე ყოველი მატჩი მობურთალისა და მოჭიდავის შებმა იქნება. ჩემპიონი კივები პუმებს ყოველმხრივ ჯობიან, მაგრამ ჯაჯგურში მათი აყოლის პერსპექტივა მაინც არ ხიბლავთ, ოზებს კი იაპთა ძლევის ერთადერთ მეთოდად ტრადიციული ხელდახელ თამაში ესახებათ.
"ოლ ბლექსში" მთავარი სიახლე ისაა, რომ მოკეთდა 31 წლის მგეზავი დენ ქართერი, ვისაც 95 ტესტიდან ოდენ 11 წაუგია და 1400 ქულამდე ერთიღა უკლია (29ლ 246გ 248ჯ 6ა. ვეტერანის გადამკიდე, 23-კაცა რაზმშიც ვეღარ მოხვდა 24 წლის თომ თეილორი, ვინც ორი კვირის წინ დებიუტი 14 ქულით (4ჯ გ) აღნიშნა, რაღაი "დი სის" დუბლიორი კივი 10 ნომრების იერარქიის მესამე კაცი, ბოდენ ბარეთიც მორჩა.
უკლუბოდ დარჩენილმა მაჰა ნონუმ ავსტრალიასთან კოჭ-ნატკენმა რომ ირაგბა, სააფრიკოდ ასვენებენ. მის ნაცვლად 12 ნომერზე ახალბედა ფრენსის საილი იწყებს, მარჯვენა ბურჯად კი დაშავებულ ოუენ ფრენქსს ჩარლი ფაუმუინა ცვლის. კაპიტანი რიჩი მაკ’ქოუ "სამი-ოთხი ერის" მატჩს 48-ედ ითამაშებს და რეკორცმენს, ავსტრალიელ ჯორჯ გრეგანს დაეწევა, არგენტინას კი ჰემილთონში აქამდე ორჯერვე ბლომად წაუგია (10:62 7:41)
დანავსული არენაპუმებს დაუბრუნდა კაპიტანი-თილისმა, მარბიელი ხუან-მარტინ ფერნანდეს-ლოვე, აქამდე მის ნაცვლად მოთამაშე ლეონარდო სენატორე კი კბენისთვის ცხრა (!) კვირით იუქმებს. ტრავმა მოიშუშა ფულბექმა ხუან-მარტინ ერნანდესმაც, საპენსიოდ გამზადებული ფელიპე კონტეპომი კი მარქაფაში მაინც ზის.
ავსტრალიამ ზელანდიასთან ორივე რკენა კი წააგო და "ბლედისლოუს თასსაც" მეთერთმეტე (!) წლით დაემშვიდობა, მაგრამ მეორედ უკეთ ირაგბა და ლოგიკით, კიდევ მოუმატებს. ბრისბენის ლიგური ტაძარიც - ყოფილი "ლენგ პარკი" - ისე დანავსული არენაა, რომ ბოკეს პროფ-ხანაში, წინა ექვს ჩასვლაზევე, მანდ ბარაქიანად წაუგია (20:32 6:32 9:29 0:49 6:21 13:30)
ამან მასპინძლები რაზმის გადასალაგებლად შეაგულიანა: ნალიგარი იზი ფოლაუ, ვინც ვორათაზში ორი წლითაც დარჩა, გურუ იუენ მაკ’ქენზიმ ფრთიდან 15 ნომრად გადაიყვანა და ნავარდის ფირმანიც მისცა, გუნდის აბურთავება კი დააკისრა თავის საყვარელ შეგირდს, ამოუცნობ ქვეიდ ქუპერს, ვინც ნაცნობ გარემოში - საკუთარ ქალაქში უბრუნდება ნაკრებს ერთი წლის შემდეგ და მეწყვილედაც თანა’რედს’ელი, ვილ გენია ეყოლება.
რაგბეთს აინტერესებსგენია თან კაპიტანია, რაღაი ვარჯიშზე კანჭი იტკინა მეორე-ხაზელმა ჯეიმზ ჰორვილმა და ორი კვირით იუქმებს. აფრიკა შერკინებაში რომაა მაგარი, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ვოლაბთა 3 ნომერ სეკორე კეპუზე, ვინაც ბენ ელიგზანდერი შეცვალა, ბრამბიზის ლიდერები - ჯესი მოგი და მეთ ტომუა კი თადარიგში სხედან.
გენია შარშან, აფრიკასთან დაიმტვრა და სეზონის ბოლომდე იუქმა. რაგბეთს ძაან აინტერესებს, მაკ’ქენზი ქუპერს დაცვაში ფრთაზე ან ზურგში გადამალავს თუ 10 ნომრის არხის აღებას დაავალებს. აფრიკა კვაჭად აწყებინებს ასევე ლამის ერთი წლით ნაუქმარსა და ფორმაში შესულ ბისმარკ დიუ’პლესს, ვილი ლე’რუ კი არგენტინასთან აბრაგანების აღებაში რომ ჩაიჭრა, ამჯერად ფრთაზე დგას და ფულბექად ზეინ კერშნერი ეხიდება.
ფალავნობა 2013 (ოთხი ერი)
მესამე შაბათი
წინა შაბათს აქეთ
* დაემატა, ^ დააწინაურეს, $ დაძრეს, # დაამარქაფეს
ზელანდია - არგენტინა<< ოლ ბლექს
ბექ) 15 იზრაელ დეგ, 14 ბენ სმით, 13 კონრად სმით, 12 ფრენსის საილი* 11 ჯულიან სავეა; 10 დენ ქართერ* 9 არონ სმით /
ფორ) 1 თონი ვუდქოქ, 2 ენდრიუ ჰორ, 3 ჩარლი ფაუმუინა^ 4 ბროდი რეთალიქ, 5 სემ ვაითლოქ; 6 სთივენ ლუატუა, 7 რიჩი მაკ’ქოუ_კაპ, 8 ქიარან რიდ
მრქ) 23 ჩარლზ პიატაუ, 22 ბოდენ ბარეთ* 21 ტავერა ქერ-ბარლოუ / 16 დენ ქოულზ, 17 ვაიეთ ქროქეთ, 18 ბენ ფრენქს* 19 ჯერემი სრაშ, 20 სემ ქეინ
<< პუმას
ბექ) 15 ხუან-მარტინ ერნანდეს* 14 გონსალო კამაჩო, 13 მარსელო ვოს, 12 სანტიაგო ფერნანდეს^ 11 ორასიო აგუჟა; 10 ნიკოლა სანჩეს, 9 მარტინ ლანდახო /
ფორ) 1 მარკო აჟერსა, 2 ეუსევიო გინიასუ, 3 ხუან ფიგაჟო; 4 მანუელ კარისა* 5 ხულიო ფარიას-კავეჟო; 6 ხუან-მარტინ ფერნანდეს-ლოვე_კაპ* 7 პავლო მატერა$ 8 ხუან-მანუელ ლეგისამონ$
მრქ) 23 ლუკა გონსალეს-ამოროსინო# 22 ფელიპე კონტეპომი# 21 ტომა კუველი / 16 აგუსტინ კრევი, 17 ნაუელ ლოვო, 18 ხუან-პავლო ორლანდი* 19 მარიანო გალიარსა# 20 ვენხამინ მაკომე
<< მსაჯები
რეფ) ჟერომ გარსეზ (სფრ)
კიდ) რომენ პუატ (სფრ) / ჯეიმზ ლექი (ავს)
ვიდ) მეთ გოდარდ (ავს)
შაბ 7/09 ჰემილთონ, ვაიქათო 11.35 საქ
<< ბალანსი
ზელანდია (1903-2013) 503: 381-104*18 (77.5%) +6797, 1719ლ
არგენტინა (1910-2013) 368: 204-154*10 (56.8%) +3800, 1418ლ
პირისპირ (1985-2012) 16: 15-0*1 (693:210) ლ 91/19
ზელანდიაში (1987-2012) 9: 9-0 (472:95) ლ 65/10
ჰემილთონში (1997-2004) 2: 2-0 (103:17) ლ 14/2
შარშან (2012) 2-0
21:5 (ველინგთონ 8/09) 54:15 (ლა პლატა 29/09)
ავსტრალია - აფრიკა<< ვოლაბიზ
ბექ) 15 იზრაელ ფოლაუ$ 14 ნიქ ქამინს* 13 ადამ ეშლი-ქუპერ, 12 ქრისჩენ ლეალიაფანო, 11 ჯეიმზ ო’ქონორ; 10 ქვეიდ ქუპერ^ 9 ვილ გენია_კაპ /
ფორ) 1 ჯეიმზ სლიპერ, 2 სთივენ მორ, 3 სეკორე კეპუ^ 4 რობ სიმონს, 5 ქეინ დაგლას^ 6 სქოთ ფარდი, 7 მაიქლ ჰუპერ, 8 ბენ მოუენ
მრქ) 23 ჯესი მოგ# 22 მეთ ტომუა# 21 ნიქ ვაით / 16 საია ფაინგა, 17 სქოთ სიო, 18 ბენ ელიგზანდერ# 19 ბენ მაკ’ქალმან* 20 ჯეიქ შაც*
<< ბოკე
ბექ) 15 ზეინ კერშნერ* 14 ვილი ლე’რუ$ 13 ჯეი’ჯეი ენგელბრეხტ, 12 ჟან დე’ვილიერს_კაპ, 11 ბრაიან ჰაბანა; 10 მორნეი სტეინ, 9 რუან პინარ /
ფორ) 1 ბისთ მთავარირა, 2 ბისმარკ დიუ’პლესი^ 3 იანი დიუ’პლესი; 4 იბენ ეცებეთ, 5 ფლიპ ფან’დერ’მერვე^ 6 ფრანსუა ლოუ, 7 ვილემ ალბერც, 8 დვეინ ფერმიულენ
მრქ) 23 იან სერფონტეინ, 22 პეთ ლემბი, 21 იანო ფერმაკ / 16 ადრიან სტრაუს# 17 გათრო სტენკამპ, 18 კუნრად უსტჰეიზენ; 19 ჟანდრე კრიერ# 20 სია კოლისი
<< მსაჯები
რეფ) ჯორჯ ქლენზი (ირლ)
კიდ) ნაიჯელ ოუენს (უელ) / გლენ ჯექსონ (ზელ)
ვიდ) ბენ სქინ (ზელ)
შაბ 7/09 ბრისბენ, სან’ქორპ 14.05 საქ
<< ბალანსი
ავსტრალია (1899-2013) 553: 281-256*16 (52.3%) +2086, 1416ლ
აფრიკა (1891-2013) 421: 267-133*21 (65.9%) +3155, 1186ლ
პირისპირ (1933-2012) 76: 33-42*1 (1337:1435) ლ 138/172
ავსტრალიაში (1937-2012) 33: 21-11*1 (713:503) ლ 75/63
ბრისბენში (1956-2010) 11: 9-2 (277:132) ლ 27/18
სან’ქორპზე (1965-2010) 7: 7-0 (205:62) ლ 20/7
სამ-ოთხ ერზე (1996-2012) 38: 19-18*1 (873:827) ლ 87/78
ავსტრალიაში (1996-2012) 19: 15-3*1 (505:294) ლ 53/28
მანდელას სინზე (2000-2012) 22: 13-9 (557:501) ლ 62/51 ^ სინი 7-3
შარშან (2012) 1-1
26:19 (პერთ 8/09) 8:31 (პრეტორია 29/09)
სთრიმები
http://www.vipbox.tv/sports/rugby.html
http://www.sportlemon.tv/c-11.html
http://www.thefirstrow.eu/sport/rugby.html
http://livetv.ru/en/allupcomingsports/0/
http://www.vipboxsports.me/rugby/136237/1/...eam-online.html