ნავსი პრემიით გატყდა "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) მესამე რაუნდში აფრიკამ ბრისბენში 42-წლიანი ნავსი გატეხა,
ავსტრალია პრემიით დაამარცხა და ქულებითაც გალიდერდა, რაღაი
ზელანდიამ ავდარში ცოტათი ძლია არგენტინა და რიჩი მაკ’ქოუც დაემტვრა >>>
http://Qaflan.netai.net/2013წინა’თქმაში სქემატურად გვეწერა, ბრისბენში მობურთალი და მოჭიდავე შეიბმებიანო, მაგრამ დრონი ისე იცვალნენ, რომ ბოკემ, აგრესიის გარდა, სისხარტითაც აჯობა ვოლაბებს და ლელოებით 4/0 გააბითურა. არადა, ოზებმა უმეტესი სტატისტიკებით ისევ გაუსწრეს მეტოქეს, რითაც კიდევ დამტკიცდა, რარიგ უსწოროდ რაგბობენ.
იაპმა ფორვარდებმა მასპინძლებს სტატიკაშიც აჯობეს და დინამიკაშიც - ბოჭვის არეში თავი გამოიჩინა მთელმა მესამე ხაზმა და კვაჭმა ბისმარკ დიუ’პლესი’მაც. რუან პინარ’ი - მორნეი სტეინ’ის ღერძმაც ვიზავებზე უკეთ წარმართა თამაში, 10 ნომრად ერთი წლის შემდეგ ხმობილმა ქვეიდ ქუპერმა კი ვერაფერი შექმნა და ჯარიმებიც მიიღო.
აფრიკამ სან’ქორპზე პირველად იმარჯვა და ავსტრალიაში მოგების რეკორდიც გაიუმჯობესა. ვოლაბები ბოლო მეოთხედში ისევ წახდნენ, რაც ეგებ იმისი ბრალიცაა, რომ "ბრიტანეთის ლომებთან" სერიის წინ ბიჭები ბანაკში გამოკეტა ყოფილმა უფროსობამ და ისე უწამლა, რომ მესამე ტესტიდან ორი თვის თავზეც გუნდი გამოფიტულია.
სამაგალითოდ წაღლიტააფრიკა თავიდან ბოლომდე წინ იყო. ბისმარკმა მალევე სამაგალითოდ წაღლიტა ბურთი ოზებს. ქვეიდი დაჯარიმდა. სტეინმა ალამთან გაახერხა დერეფანი, ბისთ მთავარირა მიეძალა და ლელო შეიტანა კუნი უსტჰეიზენმა, ვინც დროებით, ბლად-ბინზე (სისხლი) შესულიყო * 7:0
ვილემ ალბერცმა პასზე ჩაუკრა ოზებს ხელი და გაასინბინეს. ვილ გენიამ შერკინებაში ფეხი შეყო და 3 ქულა უძღვნა სტეინს. ნიქ ქამინსმა ხაზი გაჭრა, მაგრამ წაბორძიკდა.
ვეტერანმა კაპიტანმა, ჟან დე’ვილიერსმა შეაყოვნა შებოჭილი და ანგარიში 10:6 გახდა, შემდეგ კი ჯერ ქუპერი დაჯარიმდა ზოზინისთვის და მერე იზი ფოლაუც, როცა სამმა ბოკემ გამოიჭირა * 16:6
აქ კაპიტანი გენია ლელოს დაეშურა და ჯარიმა კიდეზე გადაატანინა, მაგრამ ბისმარკმა ისევ იყოჩაღა, ზედ შესვენების წინ კი მაიქლ ჰუპერმა ლელოსთან ალაგმა ვილი ლე’რუ, ხოლო სტეინმა ჯარიმა ააცილა.
ბითუმი შეცვლამეორე ტაიმის დასაწყისშივე ოზებმა მისსავე ლელოში დაატყვევეს ლე’რუ და 5-მეტრა შერკინების შემდეგ ჯარიმა შეაგდეს, მაგრამ ჰუპერმა სასტვენის შემდეგ შუბურად დასცა ბრაიან ჰაბანა და სინბინში წაბრძანდა.
იქვე ფლიპ ფან’დერ’მერვე მხრით დაეჯახა ადამ ეშლი-ქუპერს და ქრისჩენ ლეალიაფანომ ბოლოჯერაც დაარტყა კარში * 12:19, შემდეგ ღირს’შესანიშნავ ეპიზოდში კი, გარღვევაზე გასულს, მასვე ბურთი წინ დაუვარდა.
58’ წუთზე აფრიკამ ბითუმად გამოცვალა პირველი ხაზი პლუს მიმწოლი და თამაში უმალ გარდატეხა: ფრანსუა ლოუს თერნოვერიდან ჰაბანამ ფრთაზე მოსვა ფოლაუ და თუმც გადაკიდების შემდეგ ქვეიდი ურჯუკად დაეჯახა, ბურთი ჟანდრე კრიერმა იხელთა, შემდეგი ფაზიდან კი დე’ვილიერსი ლელოში შევარდა * 24:12
სადად ვირაგბებთოოზები აირივნენ. სტეინმა ჯარიმა კიდეზე დაკრა, ხუთი ფაზის შემდეგ კი პინარმა მომსხეპი პასით ფრთაზე მონახა ლე’რუ, ვინც შიგნით დაუბრუნა ზეინ კერშნერს * 31:12
ავსტრალია ამჩატდა. ქვეიდმა უცნაური ოფლოუდი მოინდომა, ლე’რუ კი გენიას გაექცა და პრემიაც გაფორმდა * 38:12
ნამატჩევს დე’ვილიერსმა ანუგეშა მეტოქე, ახალი მწურთნელის ხელ’ქვეით თანდათან დალაგდებითო, თავად გურუ იუენ მაკ’ქენზი კი გამოტყდა, ეტყობა, ამ რაზმს არც გაწაფვა და არც წვართი არ ჰყოფნის, ამ სტილში რომ იბურთაოს, რის გამოც ამიერიდან სადად, უღიმღამოდ (?!) ვირაგბებთო.
ვირტუოზული ოფლოუდიჰემილთონში რომ წვიმდა, ეგ არგენტინას ხელს მეტად აძლევდა. ზელანდიამ, ლოგიკის საპირისპიროდ, გემოზე ბურთაობა მოინდომა, მაგრამ ტექნიკური წუნი მიეძალა. მწყობრში დაბრუნებულმა დენ ქართერმა გამართულად ურტყა ტაქტიკურად, ხოლო კარში - ცუდად, მაგრამ ტესტ-რაგბში პირველმა მაინც დაძლია 1,400 ქულიანი მიჯნა.
პუმებმა იომეს, მეტოქეს შერკინებაში ალაგ-ალაგ აჯობეს, მაგრამ დერეფანი კი მოშლოდათ. "ოლ ბლექსის" ახალბედას, ფრენსის საილს თავიდანვე დაუვარდა ბურთი და სტუმრებმა ძღვენი შეიშნეს, მაგრამ ისევ აურია კვაჭმა ეუსევიო გინიასუმ და მეორე ჯარიმაზე სინბინიც დაიმსახურა.
ქართერმა ერთი შეაგდო და შორიდან ააცილა ორი, სინბინი კი 12 ქულად დაუჯდა არგენტინას: ქიარან რიდმა ვირტუოზული ოფლოუდი გაუხერხა არონ სმითს, ქართერის მიერ შორიდან წამოწყებული რეიდი კი ბენ სმითმა გადაკიდებით გააგრძელა და არონმა სპრინტი მოუგო მარტინ ლანდახოს * 15:7
თვეზე მეტს იუქმებსტაიმის ბოლოს წვიმამ უარესაოდ დაუშვა, მანამდე კი რიჩი მაკ’ქოუ დაჯარიმდა. მესამე მეოთხედში მეტოქეებმა შერკინებაში ერთურთს თითო ჯარიმა გამოსძალეს, რიდმა კი მოგერიებაზე დაუფარა ნიკოლა სანჩესს, თავადვე მიეძალა და სამი გრძელი პასის შემდეგ ჯულიან სავეა იქეთა ფრთაზე შებრძანდა ლელოში * 25:13
სანჩესის მიერ შორიდან დარტყმული ჯარიმა ხარიხას მოხვდა, საათის თავზე კი მუხლი ისე იტკინა მაკ’ქოუმ, რომ თვეზე მეტს იუქმებს და უაზრო, "მესამე ბლედისლოუსთვის" თუღა მოკეთდება. აურია რეფმაც: პუმებს მათსავე ლელოში ადროვა ხეირი, მერე დაივიწყა და კივებს 5-მეტრა შერკინება უძღვნა, ბენ სმითმა კი ვერ მიიღო კონრადის პასი.
სათამაშო 5 წუთიღა რჩებოდა, ხუან-მარტინ ფერნანდეს-ლოვემ კვართით რომ დაიჭირა უბურთო საილი, ვინც გაგორებულს მისდევდა, მაგრამ რეფმა დაზოგა არგენტინის სქიპერი. მატჩის ბედი თუმც გადაწყვეტილი იყო, გაკაპიტნებულმა რიდმა მაინც კარში დაარტყმევინა ბოდენ ბარეთს * 28:13, და "ოლ ბლექსს" მეტად აღარაც მისცემია პრემიალური, მეოთხე ლელოს გატანის შანსი.
ფალავნობა 2013 (ოთხი ერი)
მესამე შაბათი
ზელანდია 28:13 არგენტინაზელ: დეგ (პიატაუ 71) ბ.სმით კ.სმით საილი სავეა <10-9> ქართერ (ბარეთ 56) ა.სმით (ქერ-ბარლოუ 75) /
ვუდქოქ (ქროქეთ 41, ფაუმუინა 79) ჰორ (ქოულზ 47) ფაუმუინა (ბ.ფრენქს 71) რეთალიქ ვაითლოქ (სრაშ 75) ლუატუა მაკ’ქოუ^კაპ (ქეინ 60) რიდ -
3ლ: ა.სმით (1 2) სავეა; 2გ: ქართერ; 3ჯ: ქართერ 2, ბარეთ
არგ: ერნანდეს კამაჩო (გონსალეს-ამოროსინო 46) ვოს ფერნანდეს (კონტეპომი 71) აგუჟა <10-9> სანჩეს ლანდახო (კუველი 66) /
აჟერსა (ლოვო 70) გინიასუ სბ 23 (კრევი 50) ფიგაჟო (ორლანდი 63) კარისა ფარიას-კავეჟო (გალიარსა 55) ფერნანდეს-ლოვე^კაპ მატერა (მაკომე 76) ლეგისამონ -
ლ: ლეგისამონ; გ 2ჯ: სანჩეს
რეფ გარსეზ (სფრ) @ ჰემილთონ, ვაიქათო (_)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...96&d=13785748230:7(6) 3:7(11) სბ(23ა) 10:7(25) 15:7(27) 15:10(31) /
18:10(50) 18:13(53) 25:13(55) 28:13(75)
* სქრამ.კომ’ის სტატისტიკა
ბურთის ფლობა 59-41% (66-34 / 50-50)
ტერიტორია 64-36% (70-30 / 57-43)
გაქცევა 127-82 (449-227 მეტრი, გარღვევა 6-3
პასი 176-79, ოფლოუდი 14-2
ფეხით 21-24, სადგამიდან 5/8-3/4, არეკნით 0-0
ბურთი რაქიდან 88-60, აცლა/გაგდებინება 22-21, მოლი 2-1
ბოჭვა 93-128, გატარება 10-23
დაჯარიმება 10-10
თავისი*მეტოქის შერკინება 7*2-7*1, დერეფანი 10*6-10*2
ავსტრალია 12:38 აფრიკა$ავს: ფოლაუ ო’ქონორ ეშლი-ქუპერ ლეალიაფანო (ტომუა 75) ქამინს <10-9> ქუპერ გენია^კაპ (ვაით 70) /
სლიპერ (სიო 65) მორ (ფაინგა 67-70, 75) კეპუ (ელიგზანდერ 47) სიმონს (მაკ’ქალმან 31-/) დაგლას; ფარდი ჰუპერ სბ 50 (გილ 70) მოუენ (მაკ’ქალმან 71) -
4ჯ: ლეალიაფანო
აფრ: კერშნერ ლე’რუ ენგელბრეხტ დე’ვილიერს^კაპ (სერფონტეინ 71) ჰაბანა <10-9> მ.სტეინ (ლემბი 71) პინარ (ფერმაკ 76) /
მთავარირა (სტენკამპ 58) ბ.დიუ’პლესი (სტრაუს 58) ი.დიუ’პლესი (უსტჰეიზენ 4-9, 58-59, 63) ეცებეთ ფან’დერ’მერვე (კრიერ 58) ლოუ (კოლისი 71) ალბერც სბ 9, ფერმიულენ -
4ლ: უსტჰეიზენ დე’ვილიერს კერშნერ ლე’რუ; 3გ 4ჯ: სტეინ
რეფ ქლენზი (ირლ) @ ბრისბენ, სან’ქორპ (43 715)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...95&d=13785731200:7(6) 3:7(9სბ) 3:10(14) 6:10(23) 6:13(29) 6:16(35) /
9:16(44) 9:19(50სბ) 12:19(53) 12:24(60) 12:31(67) 12:38(70$პ)
* სქრამ.კომ’ის სტატისტიკა
ბურთის ფლობა 55-45% (55-45 / 55-45)
ტერიტორია 55-45% (55-45 / 55-45)
გაქცევა 101-73 (349-218 მეტრი, გარღვევა 2-5
პასი 158-71, ოფლოუდი 14-3
ფეხით 16-29, სადგამიდან 4/4-7/9, არეკნით 0-0/1
ბურთი რაქიდან 61-56, აცლა/გაგდებინება 12-18, მოლი 5-3
ბოჭვა 80-115, გატარება 12-11
დაჯარიმება 13-16
თავისი*მეტოქის შერკინება 5*0-7*2, დერეფანი 11*1-11*0
ირბ-ის რეიტინგი [9/09]
1 ზელანდია 9164, 2 აფრიკა 8894, 3 ინგლისი 8576,
4 ავსტრალია 8367, 5 საფრანგეთი 8159, 6 უელსი 8136,
7 სამოა 8042, 8 ირლანდია 7958, 9 შოტლანდია 7695,
10 არგენტინა 7641, 11 ტონგა 7477, 12 იტალია 7417
+/-: აფრ 165 ავს, ზელ 0 არგ