რად წაგვიხდინეს სეირი ... "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) მეოთხე რაუნდში გოლიათთა ჯახი მსაჯმა წაახდინა:
აფრიკას მოგონილი მიზეზით რომ გაუძევა შერკინების ყოჩი,
ზელანდიამ პრემიით მოიგო და გალიდერდა >>>
http://Qaflan.netai.net/2013"ოლ ბლექსისა" და ბოკეს ბუღრაობის განსჯა რომენ პუატს რომ დაეკისრა, აფრიკელებმა თავი მოუქონეს ფრანგს, შოტლანდიასთან კი გვავიწროვე, მაგრამ ალღო თანდათან აგიღეთ და მაინც მოვიგეთო.
ვაგლახ, რომ პროფილაქტიკამ ვერ გაჭრა: ბოლო ხანს დამკვიდრებული ტრადიციით, რომ ფავორიტს უსიკვდილოდ უნდა აამო მისსავე მოედანზე, პუატმა ორი ყვითელი მოუგონა იაპთა კვაჭს, მეორე ტაიმის დასაწყისშივე სულ გააძევა და რაგბეთს შოუთი ტკბობა აღარ აცალა, ბოლოს კი, ვითომდაც სამართლის გასაჩენად, კივებსაც მიდგა.
ზელანდია ისედაც უძლიერესია. მას შანსის გამოყენებაში ბადალი რომ არა ჰყავს, მორკინალებით ოთხი ლელო შეიტანა და საჩემპიონოდ ფრიად შესარგი ბონუსიც მიითვალა. ნამატჩევს ირბ-მა აღიარა რეფის შეცდომა და წითელი ბარათი გააუქმა, რაგბეთი კი კიდევ დარწმუნდა, რომ თამაში ცუდ დღეშია - მთლად მსაჯის ხუშტურზე ჰკიდია!
დაუძლეველი ინერციააფრიკა ოდითგან ზე-ხისტად რაგბობს და არც ზელანდიაა ანგელოზი: ბოკე სულ საჩხუბრად იწევს, კივებს კი მალვით ბლოკირება ზეციდან მონიჭებულ უფლებად მიაჩნიათ.
რაც კივეთს 2002 წელს ჩამოერთვა მსოფლიო თასის თანა-მასპინძლობა, დუბლინელმა ოღრაშებმა "ოლ ბლექსს" ფრიადი შეღავათები დაუწესეს:
ორგზის მოღორების შემდეგ (2003 2007) გუნდმა ბოლოსდაბოლოს (2011) შინ აიღო მსოფლიო თასი და მაგ ტურნირის ქვეყნიერების დასალიერში გამართვით ირბ-მაც ძაან იზარალა, მაგრამ ინერცია ძნელად დასაძლევი ფაქტორია.
ჰოდა, მავანთ აქამდე მიაჩნიათ, რომ რიჩი მაკ’ქოუსთვის ოფსაიდის ინდივიდუალური წესი მოქმედებს და დენ ქართერის დაგდებაც არას დიდებით არ შეიძლება.
უზადო ბოჭვააშკარაა, ამ პოსტულატებს არ იზიარებს ბოკეს კვაჭი ბისმარკ დიუ’პლესი, თორემ საწყის 15 წუთში ზედიზედ ორჯერ არ წაღლიტავდა ბურთს მეტოქეს და არც ქართერს შებოჭავდა ისე, რომ ეს შესაცვლელი გამხდარიყო.
რომ წაიქცა გამოჩენილი მგეზავი, კივებმა უმალ გუნდური ჩხუბი ატეხეს, რეფმა კი ტელი-რეფს მხოლოდ ეს კინკლაობა გადაამოწმებინა, ხოლო ტექნიკურად უზადოდ შესრულებული ბოჭვის გამო იაპი ოსტატი გაასინბინა.
ზელანდიამ სინბინით იხეირა და ტაიმიც 7 ქულით მოიგო, მეორის დასაწყისში კი ბისმარკს გაგანია შეტევაში, კარგა ხნის დაგვიანებით, კიდის მსაჯის ჩარევის შემდეგღა გამოუჩხრიკეს ცოდვა - დამხვდურ ლიამ მესამს კონტაქტში იდაყვი შეაგებაო - და მეორე სინბინიც რომ გამოუწერეს, ბოლომდე დაითხოვეს.
არეული მწყობრიმესამი საგანგებო ჰაკას, "კაპა ო პანგოს" გაუძღვა. პირველსავე შერკინებაში ბისთ მთავარირამ წამოაყენა ოუენ ფრენქსი, მაგრამ იბენ ეცებეთმა დერეფანი წააგო და ბრაიან ჰაბანას აბრაგანი მოეჭრა.
მაჰა ნონუმ მოსწრებულად გადაკიდა კუთხეში და ვილი ლე’რუმ ბურთით კიდეზე გადაირბინა; კივებმა მწყობრის შუაში აწიეს მხტომელი, ოვალი კი პირველ კაცზე მოაწოდეს და კაპიტანი ქიარან რიდი ზედახორაში ეწია მიზანს * 7:0
პუატმა ბისმარკს პირველი შარი 7:3-ზე მოსდო. ბეჭ-ნატკენი და მწყობრიდან 6 კვირით გამოსული ქართერი იერარქიის მესამე ნომერმა, 22 წლის ბოდენ ბარეთმა შეცვალა და ჯარიმა კიდეს ვერ უწია, მაგრამ მალე გარღვევა მოაწყო, დაჭერილმაც გააგრძელა წინსვლა და თუმც არონ სმითმა მოგვარე კონრადს უხეიროდ უპასა, ამან მაინც აიღო და ზორბა ბროდი რეთალიქს არეული მწყობრი კართან გაასერინა * 14:3
წინ გადაუგორდა31’ წუთზე თავ-პირი დაუსისხლიანდა მაკ’ქოუს დუბლიორს, სემ ქეინს, ბოკემ კი 10 მეტრიდან მოლი ააგორა და ლელო ბისმარკმა შეიტანა * 14:10. იქვე პუატმა კვაჭის ძმა, იანი რაქის გვერდით ბლოკირებაში ამხილა, ტაიმის ბოლოს კი ბოკემ ფაზები აკინძა წითელ ზოლში, მაგრამ თერნოვერი შეემთხვა * 17:10
კივებმა შესვენებაზე შეცვალეს იზრაელ დეგი, ვისაც ჰაბანა განგებ დაეჯახა უშნოდ. დიუ’პლესის გაძევების გამო ფლენქერმა ვილემ ალბერცმაც ნაადრევად დაასრულა თამაში, 5 წუთის შემდეგ კი ჰავბექმა ახლოდან სამჯერ დაგეშა ფორვარდები და რიდმა ჭიდილში, კარში შეიტანა ლელო * 24:10
კაც-ნაკლული ბოკე გატყდა. ნონუს ლელოდან 8 მეტრზე დაუვარდა ბურთი. 63’ წუთზე ჩარლი პიატაუმ გაიჯეჯილა, რეთალიქი მიეძალა და ჯულიან სავეამ ალმისკენ შეუცურა რიდს, მაგრამ ამას დამიწებისას წინ გადაუგორდა ოვალი.
ევროპულ ტურნეზეღაზელანდიამ პრემია მაინც აიღო - ჩაფხუტ’დაფარებულმა ქეინმა კონტაქტში დაუმიწა კუნი უსტჰეიზენს * 29:10. ბოლოს ბოკეც გახალისდა და პუატმა 3 წუთის შუალედით ორი კივი დაითხოვა - რიდი დერეფანში ზედიზედ (?) დარღვევისთვის, ნონუ კი იმად, რომ ჟან დე’ვილიერსს მხრით დაეჯახა.
მორნეი სტეინმა იქეთა ფლანგზე გადაკიდა ბურთი, ზეინ კერშნერმა ჰაერში წატყაპუნებით მოედანში დატოვა, პეთ ლემბი კი, პიატაუსგან შებოჭილიც, გადაწვდა ლელოს * 29:15. ბოლოს ბარეთმა ააცილა ჯარიმა, სირენის შემდეგ კი ლე’რუმ და დე’ვილიერსმა წაიპასავეს, მაგრამ იან სერფონტეინმა ვერ დაიჭირა შიგნით ნაპასევი.
აფრიკამ, ირბ-ის რიდით, რეფზე არაფერი თქვა და აღიარა, მეტოქემ გვაჯობაო. დუბლინიდან რელიზი გაავრცელეს, ტესტებზე რეფები ნამსაჯის მიხედვით ინიშნებიანო. ბისმარკს ტელე-ტრიბუნალმა ორშაბათსვე მოუხსნა წითელი. ბარეთი, ეტყობა, 10 ნომერი იქნება ორი კვირის შემდეგ, არგენტინაში, ქართერი კი, ვისაც 97 კეპი აქვს, უკეთეს შემთხვევაში, ნოემბერში, 3-ტესტა ევროპულ ტურნეზეღა ირაგბებს.
სავალალო დასკვნაპერთში, წვიმით გალუმპულ, სანახევროდ ცარიელ სუბიაქოზე, ქარში იცოდვილეს მაჩანჩალებმა.
ავსტრალია ზურგ’ქარში 11 ქულით დაწინაურდა; არგენტინამ ტაროსის წყალობით 10 ქულაღა გაქვითა. პუმებს "ოთხ ერზე" თამაში ჯერაც ვერ მოუგიათ, ვოლაბებმა კი იუენ მაკ’ქენზის ხელ’ქვეით პირველად იმარჯვეს და 4-წაგებიანი, ლომთაგან გამოყოლილი ნავსიც გატეხეს.
ოზებმა სიტყვა შეასრულეს: უწინდელზე ბევრი იჭიდავეს და ფეხით ჰკიდეს ბურთი. ტურნირში პირველად მოხდა, რომ ვოლაბიზი სტატისტიკებით ჩამორჩა მეტოქეს, მაგრამ კი მოუგო. აქედან არა-სახარბიელო დასკვნად გამოგვაქვს, რომ ამჟამად, ვინც რაგბის ალალად და კოხტად თამაშს ცდილობს, როგორც წესი, მარცხდება.
მოლები დაუმუხრუჭესარგენტინას, ცისფერ-ზოლიანის ნაცვლად, მუქი ლურჯი კვართი ემოსა. დაიდო თითო ლელო: ქვეიდ ქუპერმა და ჯეიმზ ო’ქონორმა სხარტად დაგეზეს ნალიგარი იზი ფოლაუ, ამან კი "შიგნით შეტეხა" და ახლოდან გააბითურა ოთხი მბოჭავი * 11:3
პუმებმა მესამე მეოთხედში ბევრი უტიეს, მაგრამ ოზებმა მოლები დაუმუხრუჭეს. ამ მონაკვეთიდან ლათინთა შერკინებამ დაიბრიყვა მასპინძლებისა, მაგრამ თითო გოლსა და გარდასახულ ლელოსღა გამორჩა - ფელიპე კონტეპომიმ წითელ ზოლში ოფლოუდი გაუხერხა ხუან-მანუელ ლეგისამონს * 14:13
აქ საომარი ლამის 15 წუთი რჩებოდა, მაგრამ უფრო საზრიანმა ოზებმა ფეხით გადაიტანეს თამაში მეტოქის ნახევარზე. ქრისჩენ ლეალიაფანომ ავდარში ორი გასატანი ჯარიმა ააცილა და მეთ ტომუასაც მოეჭრა არეკნი, ახალბედა ნიქ ვაითმა კი ისე უნარიანად მწყემსა გუნდი, რომ სახელიანი ჰავბექი, ვილ გენია ოზებს თამაშში აღარც ჩაუბამთ.
ფალავნობა 2013 (ოთხი ერი)
მეოთხე შაბათი
ზელანდია$ 29:15 აფრიკაზელ: დეგ (პიატაუ 41) ბ.სმით კ.სმით ნონუ სბ 75, სავეა (ქერ-ბარლოუ 76) <10-9> ქართერ (ბარეთ 16) ა.სმით /
ვუდქოქ (ქროქეთ 70) ქოულზ (მეალამუ 52) ო.ფრენქს (ფაუმუინა 65) რეთალიქ ვაითლოქ; მესამ (ლუატუა 62) ქეინ (თოდ 31-/, 71-75) რიდ^კაპ სბ 72 -
4ლ: რიდ (1 3) რეთალიქ ქეინ; 3გ: ქართერ, ბარეთ 2; ჯ: ბარეთ
აფრ: კერშნერ ლე’რუ (სერფონტეინ 69-73) ენგელბრეხტ (სერფონტეინ 74) დე’ვილიერს^კაპ ჰაბანა (ლემბი 74) <10-9> მ.სტეინ პინარ (ფერმაკ 70) /
მთავარირა (სტენკამპ 56-71) ბ.დიუ’პლესი სბ 16 + წბ 42, ი.დიუ’პლესი (უსტჰეიზენ 56) ეცებეთ ფან’დერ’მერვე (კრიერ 41) ლოუ (კოლისი 75) ალბერც (სტრაუს 20-26, 45) ფერმიულენ -
2ლ: ბ.დიუ’პლესი ლემბი; გ ჯ: სტეინ
რეფ პუატ (სფრ) @ ოქლენდ, იდენ პარქ (_)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...70&d=13791702607:0(5) 7:3(10) სბ(16ა) 14:3(23) 14:10(33) 17:10(35) /
წბ(42ა) 24:10(47) 29:10(68$პ) სბ(72ზ) სბ(75ზ) 29:15(76)
* სქრამ.კომ’ის სტატისტიკა
ბურთის ფლობა 52-48% (45-55 / 58-42)
ტერიტორია 56-44% (44-56 / 64-36)
გაქცევა 88-89 (314-293 მეტრი, გარღვევა 3-3
პასი 110-108, ოფლოუდი 5-3
ფეხით 32-26, სადგამიდან 4/6-2/4, არეკნით 0-0
ბურთი რაქიდან 63-65, აცლა/გაგდებინება 21-15, მოლი 1-6
ბოჭვა 105-97, გატარება 8-18
დაჯარიმება 16-9
თავისი*მეტოქის შერკინება 7*0-6*2, დერეფანი 15*2-17*2
ავსტრალია 14:13 არგენტინა$ავს: ფოლაუ ო’ქონორ ეშლი-ქუპერ ლეალიაფანო ქამინს <10-9> ქუპერ (ტომუა 66) ვაით /
სლიპერ (სიო 46) მორ (ფაინგა 66) ელიგზანდერ (კეპუ 60) სიმონს დაგლას (ტიმანი 51) ფარდი (მაკ’ქალმან 73) ჰუპერ მოუენ^კაპ -
ლ: ფოლაუ; 3ჯ: ლეალიაფანო
არგ: ერნანდეს აგუჟა (გონსალეს-ამოროსინო 52) ტიესი (ფერნანდეს 73) კონტეპომი იმოფ <10-9> სანჩეს კუველი (ლანდახო 62) /
აჟერსა (ლოვო 76) კრევი (გინიასუ 52) ფიგაჟო; კარისა ფარიას-კავეჟო (გალიარსა 58) ფერნანდეს-ლოვე^კაპ მატერა ლეგისამონ -
ლ: ლეგისამონ; გ 2ჯ: სანჩეს
რეფ ოუენს (უელ) @ პერთ, პათერსონს (18 214)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...80&d=13791844150:3(8) 3:3(12) 6:3(17) 11:3(28) 14:3(40+) /
14:6(61) 14:13(66)
* სქრამ.კომ’ის სტატისტიკა
ბურთის ფლობა 50-50% (60-40 / 40-60)
ტერიტორია 55-45% (70-30 / 39-61)
გაქცევა 76-86 (138-314 მეტრი, გარღვევა 1-0
პასი 68-76, ოფლოუდი 2-8
ფეხით 28-29, სადგამიდან 3/6-3/4, არეკნით 0/1-0
ბურთი რაქიდან 59-63, აცლა/გაგდებინება 12-4, მოლი 7-4
ბოჭვა 91-72, გატარება 8-6
დაჯარიმება 12-11
თავისი*მეტოქის შერკინება 5*0-6*4, დერეფანი 13*5-11*3
ირბ-ის რეიტინგი [16/09]
1 ზელანდია 9207, 2 აფრიკა 8851, 3 ინგლისი 8576,
4 ავსტრალია 8367, 5 საფრანგეთი 8159, 6 უელსი 8136,
7 სამოა 8042, 8 ირლანდია 7958, 9 შოტლანდია 7695,
10 არგენტინა 7641, 11 ტონგა 7477, 12 იტალია 7417
+/-: ზელ 43 აფრ, ავს 0 არგ
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 17 Sep 2013, 18:59