დაჩრდილული სამზადისი "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) მეხუთე რაუნდის წინ ევროპულ რაგბში განხეთქილება რომ გაფორმდა და ზე’რაგბის ვიცე-ჩემპიონის, "ბრამბიზის" გურუც გადადგა, ნაკრებთა სამზადისი დაიჩრდილა >>>
http://Qaflan.netai.net/2013ინგლისისა და საფრანგეთის კლუბები 15 თვე ეაჯებოდნენ შპს "ევროპის თასს, დებულება და სარფის განაწილების წესი შევცვალოთ, თორემ "ჰაინეკენის თასიდან" გავალთო, მაგრამ ვერაფერი შეასმინეს.
დუბლინის კანტორამ, რომელიც დე-ფაქტო ირბ-ის ფილიალია, არაფერი დათმო, რის გამოც ევროპის ორმა უძლიერესმა ლიგამ კვირას განაცხადა, რომ 2014/15 სეზონიდან გამართავს "ჩემპიონთა თასს"
ამაზე "კელტური ლიგის" წევრებმა, რომლებიც კავშირთა მიერ ფინანსდებიან, მიუგეს, რომ ახალ შეჯიბრში არ ჩაებმებიან და არც ირბ გასცემს მისი გამართვის ნებართვას, მაგრამ პრეცენდენტი არსებობს:
მსგავსი რამ კალათბურთში საუკუნეთა შესაყარზე მოხდა და ერთ-წლიანი განხეთქილების შემდეგ ერთიანი, ფიბა’სგან დამოუკიდებელი, ფრიად წარმატებული "ევრო ლიგის" გაბატონებით დასრულდა.
აფრიკელობით დაიწუნესაფრიკა ავსტრალიას "დედა"-ქალაქ ქეიპ’თაუნში უხვდება. თითქო ამას უცდიდაო და კანბერის ბრამბიზის იაპმა გურუმ, ჯეიქ ვაითმა 4-წლიანი კონტრაქტის შუა’წელში გაწყვეტა მოითხოვა, და კლუბიც დაეთანხმა.
მედიის ვარაუდით, ჯეიქი იმაზეა ნაწყენი, რომ ბრამბიზის აყვავების მიუხედავად, აფრიკელობით დაიწუნეს და ავსტრალიის ვოლაბიზი არ ჩააბარეს.
გადამდგარ გურუს სამსახური უმალ შესთავაზა დურბანის შარქსმა, ბრამბიზს კი თურმე ვაითის თანა’შემწე, ლეგენდარული 10 ნომერი, სთივენ ლარქემი გადაიბარებს.
ო’ქონორი კიდევ დათვრაოზებმა ბოკე კონცხზე ბოლოჯერ 1992 წელს ძლიეს, როცა რესპუბლიკამ დაგმო აპარტეიდი და დიდ რაგბში აღადგინეს. მოკეთდა სტუმართა მეორე’ხაზელი ჯეიმზ ჰორვილი და კაპიტნობაც დაიბრუნა.
სამი სიახლეა უკანა ხაზში: ნიქ ქამინსი არგენტინასთან დაშავდა, ჯეიმზ ო’ქონორი კი ისე დათვრა, რომ დასასვენებლად მიმავალი, თვითმფრინავში არ აუშვეს.
ამბავი გახმაურდა და უკლუბოდ დარჩენილი უწესო ჯეელი ნაკრებიდანაც დაითხოვეს, ხოლო ფრთაზე უნივერსალი ადამ ეშლი-ქუპერი გაამწესა უფროსობამ.
შეფერხებით ვრცელდებაავსტრალია აფრიკასავით, ანუ პოზიციურად და ანგარიშიანად აპირებს თამაშს. ბოკემ დაასკვნა, მსაჯის მიერ უსამართლოდ გაძევებული ბისმარკ დიუ’პლესი გადაღლილია და დასვენება მოუხდებაო, 9 ნომრად კი იხმო ბებერი ფური დიუ’პრე, ვინც იაპონიაში მოღვაწეობს.
ზელანდია არგენტინაშია, იქედან კი ცნობები შეფერხებით ვრცელდება. ხუთშაბათს ჭორად დაირხა, კაპიტანი ქიარან რიდი შეუძლოდაა, რის გამოც მესამე ხაზსა და მარქაფაში გადაადგილებაა მოსალოდნელიო, მაგრამ აქამდე [შაბ 11.30 საქ] არაფერი დადასტურებულა.
კივებმა კვაჭად აღადგინეს 35 წლის ენდრიუ ჰორი, ვინც "ოთხი ერის" შემდეგ რაგბს თავს ანებებს. დაშავებული დენ ქართერის ნაცვლად ათზე დაიწებს მუხლ-მოშუშებული არონ ქრუდენი, არგენტინას კი დაუბრუნდა ზორბა პატრისიო ალვასეტე, ვინც სტარტზევე დაიმტვრა.
ფალავნობა 2013 (ოთხი ერი)მეხუთე შაბათი
წინა შაბათს აქეთ
* დაემატა, ^ დააწინაურეს, $ დაძრეს, # დაამარქაფეს
აფრიკა - ავსტრალია<< ბოკე
ბექ) 15 ზეინ კერშნერ, 14 ვილი ლე’რუ, 13 ჯეი’ჯეი ენგელბრეხტ, 12 ჟან დე’ვილიერს_კაპ, 11 ბრაიან ჰაბანა; 10 მორნეი სტეინ, 9 ფური დიუ’პრე* /
ფორ) 1 ტენდაი "ბისთ" მთავარირა, 2 ადრიან სტრაუს^ 3 იანი დიუ’პლესი; 4 იბენ ეცებეთ, 5 ფლიპ ფან’დერ’მერვე; 6 ფრანსუა ლოუ, 7 ვილემ ალბერც, 8 დვეინ ფერმიულენ
მრქ) 23 იან სერფონტეინ, 22 პეთ ლემბი, 21 რუან პინარ# / 16 ბისმარკ დიუ’პლესი# 17 გათრო სტენკამპ, 18 კუნრად უსტჰეიზენ; 19 ჟანდრე კრიერ, 20 სია კოლისი
<< ვოლაბიზ
ბექ) 15 იზრაელ ფოლაუ, 14 ადამ ეშლი-ქუპერ$ 13 ტევიტა კურინდრანი^ 12 ქრისჩენ ლეალიაფანო, 11 ჯო ტომანე* 10 ქვეიდ ქუპერ, 9 ნიქ ვაით /
ფორ) 1 ჯეიმზ სლიპერ, 2 სთივენ მორ, 3 ბენ ელიგზანდერ; 4 რობ სიმონს, 5 ჯეიმზ ჰორვილ_კაპ* 6 სქოთ ფარდი, 7 მაიქლ ჰუპერ, 8 ბენ მოუენ
მრქ) 23 ქრის ფეაუაი-საუტია* 22 მეთ ტომუა, 21 ვილ გენია / 16 საია ფაინგა, 17 ბენ რობინსონ* 18 სეკორე კეპუ; 19 სიტალეკი ტიმანი, 20 ბენ მაკ’ქალმან
<< მსაჯები
რეფ) ჟერომ გარსეზ (სფრ)
კიდ) ნაიჯელ ოუენს (უელ) / პასკალ გოზერ (სფრ)
ვიდ) გრემ ჰიუზ (ინგ)
შაბ 28/09 ქეიპთაუნ, ნუველანდს 19.00 საქ
<< ბალანსი
აფრიკა (1891-2013) 423: 268-134*21 (65.8%) +3167, 1192ლ
ავსტრალია (1899-2013) 555: 282-257*16 (52.3%) +2061, 1417ლ
პირისპირ (1933-2013) 77: 43-33*1 (1473:1349) ლ 176/138
აფრიკაში (1933-2012) 41: 31-10 (902:586) ლ 109/62
ქეიპთაუნში (1933-2009) 10: 7-3 (164:144) ლ 18/16
სამ-ოთხ ერზე (1996-2013) 39: 19-19*1 (865:885) ლ 82/87
აფრიკაში (1996-2012) 19: 15-4 (533:368) ლ 50/34
მანდელას სინზე (2000-2013) 23: 10-13 (539:569) ლ 55/62 ^ სინი 3-7
შარშან (2012) 1-1
19:26 (პერთ 8/09) 31:8 (პრეტორია 29/09)
არგენტინა - ზელანდია<< პუმას
ბექ) 15 ხუან-მარტინ ერნანდეს, 14 ლუკა გონსალეს-ამოროსინო^ 13 მარსელო ვოს* 12 სანტიაგო ფერნანდეს^ 11 ხუან იმოფ; 10 ნიკოლა სანჩეს, 9 მარტინ ლანდახო^ /
ფორ) 1 მარკო აჟერსა, 2 ეუსევიო გინიასუ^ 3 ხუან ფიგაჟო; 4 ხულიო ფარიას-კავეჟო, 5 პატრისიო ალვასეტე* 6 ხუან-მარტინ ფერნანდეს ლოვე_კაპ, 7 პავლო მატერა, 8 ხუან-მანუელ ლეგისამონ
მრქ) 23 ორასიო აგუჟა# 22 ფელიპე კონტეპომი# 21 ტომა კუველი# / 16 აგუსტინ კრევი# 17 ნაუელ ლოვო, 18 ხუან-პავლო ორლანდი; 19 მარიანო გალიარსა, 20 ვენხამინ მაკომე
<< ოლ ბლექს
ბექ) 15 იზრაელ დეგ, 14 ბენ სმით, 13 კონრად სმით, 12 მაჰა ნონუ, 11 ჯულიან სავეა; 10 არონ ქრუდენ* 9 არონ სმით /
ფორ) 1 თონი ვუდქოქ, 2 ენდრიუ ჰორ* 3 ოუენ ფრენქს; 4 ბროდი რეთალიქ, 5 სემ ვაითლოქ; 6 ლიამ მესამ [ლუატუა] 7 სემ ქეინ, 8 ქიარან რიდ_კაპ [მესამ]
მრქ) 23 ჩარლზ პიატაუ, 22 ბოდენ ბარეთ, 21 ტავერა ქერ-ბარლოუ / 16 ქევენ მეალამუ, 17 ვაიეთ ქროქეთ, 18 ჩარლი ფაუმუინა; 19 ჯერემი სრაშ* 20 სთივენ ლუატუა [ტანერაუ ლათიმერ]
<< მსაჯები
რეფ) იაკო პეიპერ (აფრ)
კიდ) ვეინ ბარნს (ინგ) / ლეითონ ჰოჯის (უელ)
ვიდ) დიონ ფან’ბლომესტეინ (აფრ)
კვი 29/09 ლა პლატა, სიუდად [უნიკო] 02.40 საქ
<< ბალანსი
არგენტინა (1910-2013) 370: 204-156*10 (56.5%) +3784, 1420ლ
ზელანდია (1903-2013) 505: 383-104*18 (77.6%) +6826, 1726ლ
პირისპირ (1985-2013) 17: 0-16*1 (223:721) ლ 20/94
არგენტინაში (1985-2012) 7: 0-6*1 (115:221) ლ 9/26
ლა პლატაში (2012) 1: 0-1 (15:54) ლ 2/7
შარშან (2012) 0-2
5:21 (ველინგთონ 8/09) 15:54 (ლა პლატა 29/09)
სთრიმები
http://www.vipbox.tv/sports/rugby.html
http://www.sportlemon.tv/c-11.html
http://www.thefirstrow.eu/sport/rugby.html
http://livetv.ru/en/allupcomingsports/0/
http://www.vipboxsports.me/rugby/136237/1/...eam-online.html
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 28 Sep 2013, 12:08