ხუთით უსწრებენ "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) მეხუთე რაუნდში აფრიკამ შინ უბონუსოდღა რომ ძლია ავსტრალია,
ხოლო ზელანდიამ - გარეთა და პრემიით - არგენტინა, გადამწყვეტი რკენის წინ "ოლ ბლექსი" ბოკეს 5 ქულით უსწრებს >>>
http://Qaflan.netai.net/2013ტიტულის მოცილეები შაბათს, იოჰანესბერგში შეიბმებიან. ზელანდია იმდენადაა წინ, რომ აფრიკა ჩემპიონობას მხოლოდ მაშინ ჩამოართმევს კივებს, თუ თავად 4 ლელოს დადებს, მეტოქეს მაგასვე არ დაანებებს და მინიმუმ 8 ქულით მოუგებს.
"ოლ ბლექსს" ალბათ დაემატება რიჩი მაკ’ქოუ, ბოკეს მეორე ხაზში კი დისკვალიფიცირებულ ფლიპ ფან’დერ’მერვეს მოგვარე, ფრანკო შეცვლის.
აფრიკამ ავსტრალიას თავიდანვე დასცა თავ’ზარი, მაგრამ მერე ვეღარ ჯობდა, რის გამოც მესამე ლელო ბოლოსღა გაუტანა, ხოლო მეოთხე იქეთ მიიღო. ზელანდიამ არგენტინა მესამე მეოთხედშიღა გატეხა, სანუკვარი, მეოთხე ლელო კი ბოლო შეტევაში შეიტანა და პირველობა თითქმის დაიბევა.
იაპონიიდან ხმობილმაბოკემ ვოლაბიზი 20 ქულით მოსრა, მაგრამ მაინც გულ’ნაკლული დარჩა. იაპებს მიაჩნიათ, რომ ფრანგმა რეფმა შერკინებაში მეტოქის დაჯაბნვა არ დაანებათ.
თავ’გზა-აბნეული ოზებიც ასე უმწეონი წელს არარა მატჩში არა ყოფილან: ტაქტიკური ფეხოსნობა რომ ვერაფერში გამოადგათ, მეორე ტაიმში ისევ ხელდახელ ბურთაობა სცადეს, მაგრამ ტექნიკამ კვლავ დააღალატათ.
აფრიკა გადასარევად ათამაშა იაპონიიდან ხმობილმა ფური დიუ’პრემ. 50-ე კეპები მიითვალეს იანი დიუ’პლესიმ და მორნეი სტეინმა, ყოჩი ჟან დე’ვილიერსი კი ბონუსს ისე ეშურებოდა, რომ 0:0-ზე, პირველსავე შერკინებაში რგებული ჯარიმა, კარის ნაცვლად კიდეზე დააკვრევინა.
მოედანზევე შეახურაპირველი მეოთხედის ბოლოსკენ აფრიკამ ზედიზედ გაიტანა წყვილი ლელო: აუტზე გადატანილი ჯარიმიდან, რამდენიმე მიძალების შემდეგ, დიუ’პრემ ახლოდან ახეირა ადრიან სტრაუსი, კიკოფიდან კი კაპიტანმა კადნიერად, შორს უპასა ჯეი’ჯეი ენგელბრეხტს, ხოლო ამან გაატანა ზეინ კერშნერს, ვინც მწარედ გააბითურა იზი ფოლაუ * 17:3
მესიე გარსეზმა ოთხი სინბინი გამოაცხო. მათი ოზური ნახევარი თითიდან გამოწოვილი იყო: იბენ ეცებეთი განგებ აიწია ისე, რომ მაიქლ ჰუპერს "შუბური ბოჭვა" დაბრალებოდა, მატჩის ბოლოს კი სიტალეკი ტიმანი რაქში თუმც დარტყმით შევიდა, მეტოქის ნაცვლად თავისიანს (!) უთავაზა.
ფან’დერ’მერვე ზედ შესვენების წინ იდაყვით სახეში დაეჯახა ჯო ტომანეს, დვეინ ფერმიულენმა კი ბურთზე ხელი ჩაუკრა ვილ გენიას. ოზთა მწურთნელი იუენ მაკ’ქენზი შესვენებაზე გუნდს მოედანზევე მიუხდა, გასახდელში არ წაიყვანა და იქვე შეახურა, ბრძოლაში გენიას ჩაბმით კი თამაში დალაგდა, ოღონდაც - მაინც უშედეგოდ.
აკრობატულად დაუმიწაბოლო მეოთხედში ბოკე კაც-ნაკლული რომ დარჩა, ლელო იქეთ დადო - დიუ’პრემ რაქიდან მოკლე ფრთაზე უპასა ვილი ლე’რუს, ამან კი ალამთან აკრობატულად დაუმიწა ახალბედა ქრის საუტიას * 28:3
მერე იაპებმა 5-მეტრა დერეფანი გაფლანგეს და სია კოლისიც წითელ ზოლში დაჯარიმდა, მეთ ტომუამ კი თავისი მეოთხედიდან გაიჯეჯილა და ოზებმა კიდიდან უცებ რომ მოაწოდეს ბურთი, ქვეიდ ქუპერმა საუტიას იქეთა ფლანგზე გადაუკიდა მოსწრებულად * 28:8
არგენტინამ ზელანდიას ოდენ შერკინებაში აჯობა და სტუმარს 50 წუთიც თანაბრად ეთამაშა, მაგრამ ლელოს გატანის შანსი ეგრეც არ მისცემია და 5 გოლს დაჯერდა, მაშინ როცა კივები ბურთაობას ეშურებოდნენ და მეორე ტაიმში სამი კოხტა ლელოც დადეს.
მთლად გაპარპაშდნენარგენტინა სამჯერ დაწინაურდა - მესამედ მარსელო ვოშმა შეაგდო ჯარიმა საკუთარი ნახევრიდან. 6:3-ზე ქიარან რიდმა აბრაგანის აწევისას დააწიოკა ნიკოლა სანჩესი, ბურთი კი ჯულიან სავეამ იხელთა, ფრთისკენ გაიჭრა და ადევნებულ მორკინალებს გაუსწრო.
მეორე ტაიმში კივები მთლად გაპარპაშდნენ: მათ ბურთი დროის 77% ეპყრათ და 82% მეტოქის ნახევარზე გაატარეს. პუმებს 29 გაცუდებული ბოჭვა დაუგროვდათ. სტუმრებმა მეტოქეზე სამჯერ მეტი ინავარდეს და წყვილი ლელო ზედიზედ დადეს:
ფაზური შტურმით ოვალი კიდიდან კიდემდე ორჯერ ჩათამაშდა და მაჰა ნონუმ მეტობა შეუქმნა სემ ქეინს, მერე კი, დერეფნიდან, ორი კაციც მიიზიდა და ბენ სმითი ღიობში შეუშვა.
დასკვნით მეოთხედში ზელანდია რამდენჯერმე ახლოს იყო მიზანთან, მაგრამ შეტევაში დაჯარიმდა, მატჩის ბოლო დერეფნიდან აგორებულ მოლს კი გარემარბმა ბენმა ჯიქური რეიდი მოაყოლა და გზად დაიფრინა ფელიპე კონტეპომი და სანჩესი * 33:15
ფალავნობა 2013 (ოთხი ერი)მეხუთე შაბათი
აფრიკა 28:8 ავსტრალიააფრ: კერშნერ (ლემბი 75) ლე’რუ ენგელბრეხტ (სერფონტეინ 58) დე’ვილიერს^კაპ ჰაბანა <10-9> მ.სტეინ დიუ’პრე / მთავარირა (სტენკამპ 54) სტრაუს (ბ.დიუ’პლესი 50) ი.დიუ’პლესი (უსტჰეიზენ 67) ეცებეთ ფან’დერ’მერვე სბ 40 (კრიერ 60) ლოუ ალბერც (კოლისი 60) ფერმიულენ სბ 67 - 3ლ: სტრაუს კერშნერ ლე’რუ; 2გ 3ჯ: სტეინ
ავს: ფოლაუ ეშლი-ქუპერ კურინდრანი ლეალიაფანო (ტომუა 73) ტომანე (ფეაუაი-საუტია 58) <10-9> ქუპერ ვაით (გენია 41) / სლიპერ (რობინსონ 52) მორ (ფაინგა 67) ელიგზანდერ (კეპუ 55) სიმონს (ტიმანი 67 სბ 75) ჰორვილ^კაპ; ფარდი (მაკ’ქალმან 58) ჰუპერ სბ 28, მოუენ - ლ: ფეაუაი-საუტია; ჯ: ლეალიაფანო
რეფ გარსეზ (სფრ) @ ქეიპთაუნ, ნუველანდს (48 500)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...88&d=13804064890:3(7) 3:3(9) 10:3(14) 17:3(16) 20:3(19) სბ(28ავ) 23:3(32) სბ(40აფ) /
სბ(67აფ) 28:3(72) სბ(75ავ) 28:8(78) ^ მანდელას სინი (2000-2013) 4-7
* სქრამ.კომ’ის სტატისტიკა
ბურთის ფლობა 59-41% (71-29 / 50-50)
ტერიტორია 60-40% (76-24 / 48-52)
გაქცევა 131-87 (508-407 მეტრი, გარღვევა 7-4
პასი 163-113, ოფლოუდი 9-9
ფეხით 26-21, სადგამიდან 5/6-1/2, არეკნით 0-0
ბურთი რაქიდან 92-57, აცლა/გაგდებინება 16-19, მოლი 10-1
ბოჭვა 93-150, გატარება 9-17
დაჯარიმება 13-15
თავისი*მეტოქის შერკინება 7*4-5*0, დერეფანი 16*2-13*2
არგენტინა 15:33 ზელანდია$არგ: ერნანდეს გონსალეს-ამოროსინო (აგუჟა 61) ვოშ ფერნანდეს (კონტეპომი 61) იმოფ <10-9> სანჩეს ლანდახო / აჟერსა (ლოვო 70) გინიასუ (კრევი 64) ფიგაჟო (ორლანდი 64) ფარიას-კავეჟო (კარისა 59) ალვასეტე; ფერნანდეს-ლოვე^კაპ მატერა ლეგისამონ (მაკომე 72) - 5ჯ: სანჩეს 4, ვოშ (4)
ზელ: დეგ ბ.სმით კ.სმით ნონუ (პიატაუ 70) სავეა <10-9> ქრუდენ (ბარეთ 72) ა.სმით (ქერ-ბარლოუ 68) / ვუდქოქ (ქროქეთ 70) ჰორ (მეალამუ 54) ო.ფრენქს (ფაუმუინა 41) რეთალიქ (სრაშ 75) ვაითლოქ; მესამ (ლუატუა 61) ქეინ რიდ^კაპ - 4ლ: სავეა ქეინ ბ.სმით (3 4) 2გ: ქრუდენ ბარეთ; 3ჯ: ქრუდენ
რეფ პეიპერ (აფრ) @ ლა პლატა, უნიკო (37 500)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...96&d=13804339053:0(9) 3:3(13) 6:3(16) 6:8(23) 6:11(28) 9:11(31) /
12:11(44) 12:14(46) 12:19(52) 12:26(56) 15:26(64) 15:33(80$პ)
* სქრამ.კომ’ის სტატისტიკა
ბურთის ფლობა 34-66% (48-52 / 23-77)
ტერიტორია 30-70% (49-51 / 18-82)
გაქცევა 52-117 (141-456 მეტრი, გარღვევა 2-6
პასი 94-152, ოფლოუდი 6-12
ფეხით 27-26, სადგამიდან 5/7-5/7, არეკნით 0/1-0
ბურთი რაქიდან 34-82, აცლა/გაგდებინება 13-13, მოლი 4-2
ბოჭვა 123-54, გატარება 29-6
დაჯარიმება 8-13
თავისი*მეტოქის შერკინება 5*3-3*1, დერეფანი 13*1-12*3
ირბ-ის რეიტინგი [30/09]1 ზელანდია 9207, 2 აფრიკა 8884, 3 ინგლისი 8576,
4 ავსტრალია 8334, 5 საფრანგეთი 8159, 6 უელსი 8136,
7 სამოა 8042, 8 ირლანდია 7958, 9 შოტლანდია 7695,
10 არგენტინა 7641, 11 ტონგა 7477, 12 იტალია 7417
+/-: აფრ 33 ავს, ზელ 0 არგ
სთრიმები
http://www.vipbox.tv/sports/rugby.html
http://www.sportlemon.tv/c-11.html
http://www.thefirstrow.eu/sport/rugby.html
http://livetv.ru/en/allupcomingsports/0/
http://www.vipboxsports.me/rugby/136237/1/...eam-online.html@