ქრესტომათიული ტაქტიკით "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) ფინიშზე აფრიკა ზელანდიას ზეგანზე უხვდება და
ზე-რთული ამოცანის მიუხედავად, მაინც ნაცად ყაიდაზე აპირებს რაგბობას >>>
http://Qaflan.netai.net/2013"ოლ ბლექსი" ბოკეს უსწრებს სრული 5 ქულით, რაიც "პრემიით მოგებაა, ანუ იაპებმა კივები რომ ჩამოსვან ცხრილის კენწეროდან, მაგისთვის თავად უნდა დადონ 4 ლელო, მეტოქეს მაგდენი არ გაატანინონ და მინიმუმ 8 ქულითაც მოუგონ.
ზელანდიამ მატჩში 4 ლელო ბოლოჯერ 38 ტესტის წინ გაუშვა, აფრიკამ კი ძველ მეტოქეს ამდენი წინა ჯერზე 2004 წელს დაუდო. ის თამაშიც რომ "ელის პარქზე" იყო, ბოკე მაგადაა განწყობილი ოპტიმისტურად და სხვაფრივაც, მაგ სტადიონზე აფრიკა 8-3 ჯობნის ზელანდიას.
და მაინც, ქურციკებს ესმით, რომ შავებთან თამაშის თავიდანვე გაშლა არ ეგების, რაღაი შეცდომაზე დაგიჭერენ და იქეთ დაგალელოვებენ. ამიტომაა, რომ ბოკე მიყვება ქრესტომათიულ ტაქტიკას: მეტოქის შერკინებით დაჯაბნვას დაეშურება, გოლებით ქულათა მარაგს შექმნის და მერეღა ეცდება ბონუსის მითვლას.
ექსპერტთა აზრითაფრიკამ კვაჭად აღიდგინა ბისმარკ დიუ’პლესი, ოქლენდში ვისმა უმართებულო გაძევებამაც შეიძლება გადაწყვიტოს პირველობის ბედი. ზელანდიას გამოაკლდა მარჯვენა ბურჯი ოუენ ფრენქსი, რის გამოც 50-ე კეპის მიმთვლელ ბისთ მთავარირას უნდა ებუღრაოს 9 კილოთი მძიმე, მაგრამ ნაკლებად გამოცდილი ჩარლი ფაუმუინა.
ოლ ბლექსს უყოჩებს მოკეთებული მღლეტელი, 32 წლის რიჩი მაკ’ქოუ. ბრეიქდაუნის დიდოსტატი 120-ე კეპს ხომ მოიხვეჭს და 49-ედ რომ იმონაწილევებს "სამი-ოთხი ერის" მატჩში, ავსტრალიელ ჯორჯ გრეგანს ჩამოართმევს რეკორდს.
მაკ’ქოუ ბოკეს "ელის პარქზე" აქამდე არ შებმია და ერთი სული აქვს, მანდაც დაამტკიცოს გაწაფულობა. ექსპერტთა და ფანთა უმეტესობის აზრით, აფრიკა ალბათ იძალებს და იმარჯვებს, მაგრამ სტრატეგიული ამოცანა იმდენად რთულია, რომ ჩემპიონად ზელანდია დარჩება.
ნავსის გასატეხადმაჩანჩალები - არგენტინა და ავსტრალია (!) - მოედანზე ჩვენებურად ღამის სამის ნახევარზე გავლენ. პუმებს ჩინებული შანსი აქვთ, ნავსი გატეხონ და ამქარში მიღების შემდეგ პირველი გამარჯვება ჩაიწერონ, მაგრამ რაღაც ჭირად დაემტვრათ მონპელიეს 3 ნომერი ხუან ფიგაჟო.
სარეკორდო, 87-ე კეპს მიითვლის და ნაკრებს თავს მიანებებს 36 წლის ბექი ფელიპე კონტეპომი, ავსტრალია კი ირწმუნება, გავლაღდებიო, და ღერძად რედსის დუეტი: ქვეიდ ქუპერ - ვილ გენია აღუდგენია, ხოლო მარქაფაში ვორათაზის მგეზავი, ბერნარდ ფოლიც დაუსვამს.
ფალავნობა 2013 (ოთხი ერი)ბოლო, მეექვსე შაბათი
წინა შაბათს აქეთ
* დაემატა, ^ დააწინაურეს, $ დაძრეს, # დაამარქაფეს
აფრიკა - ზელანდია<< ბოკე
ბექ) 15 ზეინ კერშნერ, 14 ვილი ლე’რუ, 13 ჯეი’ჯეი ენგელბრეხტ, 12 ჟან დე’ვილიერს_კაპ, 11 ბრაიან ჰაბანა; 10 მორნეი სტეინ, 9 ფური დიუ’პრე /
ფორ) 1 ტენდაი "ბისთ" მთავარირა, 2 ბისმარკ დიუ’პლესი^ 3 იანი დიუ’პლესი; 4 იბენ ეცებეთ, 5 ჟანდრე კრიერ^ 6 ფრანსუა ლოუ, 7 ვილემ ალბერც, 8 დვეინ ფერმიულენ
მრქ) 23 იან სერფონტეინ, 22 პეთ ლემბი, 21 რუან პინარ / 16 ადრიან სტრაუს# 17 გათრო სტენკამპ, 18 კუნრად უსტჰეიზენ; 19 ფრანკო ფან’დერ’მერვე* 20 სია კოლისი
<< ოლ ბლექს
ბექ) 15 იზრაელ დეგ, 14 ბენ სმით, 13 კონრად სმით, 12 მაჰა ნონუ, 11 ჯულიან სავეა; 10 არონ ქრუდენ, 9 არონ სმით /
ფორ) 1 თონი ვუდქოქ, 2 ენდრიუ ჰორ, 3 ჩარლი ფაუმუინა^ 4 ბროდი რეთალიქ, 5 სემ ვაითლოქ; 6 ლიამ მესამ, 7 რიჩი მაკ’ქოუ_კაპ* 8 ქიარან რიდ
მრქ) 23 ჩარლზ პიატაუ, 22 ბოდენ ბარეთ, 21 ტავერა ქერ-ბარლოუ / 16 დეინ ქოულზ* 17 ვაიეთ ქროქეთ, 18 ბენ ფრენქს* 19 სთივენ ლუატუა, 20 სემ ქეინ#
<< მსაჯები
რეფ) ნაიჯელ ოუენს (უელ)
კიდ) ჯონ ლეისი (ირლ) / ლეითონ ჰოჯის (უელ)
ვიდ) გრემ ჰიუზ (ინგ)
შაბ 5/10 იოჰანესბერგ, "კოკა კოლა" [ელის] პარქ
19.00 საქ<< ბალანსი
აფრიკა (1891-2013) 424: 269-134*21 (65.9%) +3187, 1195ლ
ზელანდია (1903-2013) 506: 384-104*18 (77.7%) +6844, 1730ლ
პირისპირ (1921-2013) 86: 34-49*3 (1328:1641) ლ 129/172
აფრიკაში (1928-2012) 44: 24-19*1 (776:788) ლ 71/80
იოჰანესბერგ-სო’ვე’თოში (1928-2012) 13: 8-5 (293:267) ლ 28/26
ელის პარქზე (1928-2004) 11: 8-3 (255:206) ლ 26/19
სამ-ოთხ ერზე (1996-2013) 39: 11-28 (745:1074) ლ 66/104
აფრიკაში (1996-2012) 19: 8-11 (425:511) ლ 37/50
შარშან (2012) 0-2
11:21 (დანიდინ 15/09) 16:32 (სო’ვე’თო 6/10)
არგენტინა - ავსტრალია<< პუმას
ბექ) 15 ხუან-მარტინ ერნანდეს, 14 ორასიო აგუჟა^ 13 მარსელო ვოშ, 12 ფელიპე კონტეპომი^ 11 ხუან იმოფ; 10 ნიკოლა სანჩეს, 9 მარტინ ლანდახო /
ფორ) 1 მარკო აჟერსა, 2 ეუსევიო გინიასუ, 3 ხუან-პავლო ორლანდი^ 4 ხულიო ფარიას-კავეჟო, 5 პატრისიო ალვასეტე, 6 ხუან-მარტინ ფერნანდეს-ლოვე_კაპ, 7 პავლო მატერა, 8 ხუან-მანუელ ლეგისამონ
მრქ) 23 ლუკა გონსალეს-ამოროსინო# 22 სანტიაგო ფერნანდეს# 21 ტომა კუველი / 16 აგუსტინ კრევი, 17 ნაუელ ლოვო, 18 მატია დიას* 19 მანუელ კარისა, 20 ვენხამინ მაკომე
<< ვოლაბიზ
ბექ) 15 იზრაელ ფოლაუ, 14 ადამ ეშლი-ქუპერ, 13 ტევიტა კურინდრანი, 12 ქრისჩენ ლეალიაფანო, 11 ჯო ტომანე; 10 ქვეიდ ქუპერ, 9 ვილ გენია^ /
ფორ) 1 ჯეიმზ სლიპერ, 2 სთივენ მორ, 3 ბენ ელიგზანდერ; 4 რობ სიმონს, 5 ჯეიმზ ჰორვილ_კაპ; 6 სქოთ ფარდი, 7 მაიქლ ჰუპერ, 8 ბენ მოუენ
მრქ) 23 ბერნარდ ფოლი* 22 მეთ ტომუა, 21 ნიქ ვაით# / 16 საია ფაინგა, 17 ბენ რობინსონ, 18 სეკორე კეპუ; 19 სიტალეკი ტიმანი, 20 ბენ მაკ’ქალმან
<< მსაჯები
რეფ) ვეინ ბარნს (ინგ)
კიდ) იაკო პეიპერ (აფრ) / გრეგ გარნერ (ინგ)
ვიდ) ბენ სქინ (ზელ)
კვი 6/10 როსარიო, ხიგანტე
02.40 საქ<< ბალანსი
არგენტინა (1910-2013) 371: 204-157*10 (56.3%) +3766, 1420ლ
ავსტრალია (1899-2013) 556: 282-258*16 (52.2%) +2041, 1418ლ
პირისპირ (1979-2013) 20: 4-15*1 (300:507) ლ 24/58
არგენტინაში (1979-2012) 8: 3-4*1 (140:149) ლ 8/14
როსარიოში (2012) 1: 0-1 (19:25) ლ 1/1
შარშან (2012) 0-2
19:23 (გოულდ ქოუსთ 15/09) 19:25 (როსარიო 6/10)
სთრიმები
http://www.vipbox.tv/sports/rugby.html
http://www.sportlemon.tv/c-11.html
http://www.thefirstrow.eu/sport/rugby.html
http://livetv.ru/en/allupcomingsports/0/
http://www.vipboxsports.me/rugby/136237/1/...eam-online.html@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 5 Oct 2013, 14:16