ჰაიფელდტის თრილერი "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) ფინიშზე
ზელანდიამ აფრიკის ყოველ კოხტა სვლას
უმალვე ეშხიანად უპასუხა, სტუმრად 11 ქულით ძლია მოცილე
და შარშან მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა >>>
http://Qaflan.netai.net/2013"საუკუნის ტესტად" ინერციით 2000 წლის ავსტრალია - ზელანდია ითვლება, მაგრამ მას აქეთ რაგბი კიდევ უფრო რომ გაჩქარდა, გახისტდა და ტექნიკაც ფრიად დონეზე ავიდა, ამიერიდან ალბათ "ჰაიფელდტის თრილერი" უნდა მივიჩნიოთ კლასიკის მწვერვალად.
"ელის პარქზე" წინ ხან ერთი გუნდი იყო და ხანაც მეორე. დაიდო ცხრა (!) ლელო. აფრიკას საათის თავზე კიდევ ჰქონდა პირველობის შანსი და თანაც რეალური, მაგრამ ზელანდიამ ჩვეულ ყაიდაზე სასწაულად შემოუბრუნა თამაში და მაგ არენაზე თუმც ოდენ მეოთხედ, დასაბამიდან კი 50-ედ დაამარცხა ძველის’ძველი მეტოქე.
ურთულესი ამოცანაორივე გუნდი ბურთაობაზე შეიშალა და ფრიად ასიამოვნა რაგბეთი. გადასარევად იმსაჯა უელსელმა რეფმა, რომლის ცხოვრებისეული ორიენტაციაც კავკასიური გაგებით მისაღები ვერაა, მაგრამ რაგბის გააზრებას ვერაფერი დაეწუნება. უფალი ოუენსი ისეც დაიღალა, რომ ფეხი გაეჭიმა, საათის თავზე კი კანცელარულ შარსაც გაართვა თავი.
აფრიკა ურთულესი ამოცანის წინაშე იდგა: თავად 5 საცხრილო ქულა უნდა აეღო და ზელანდია ნულზე მოესვა, ანუ არ უნდა გაეშვა ოთხი ლელო და მინიმუმ რვით მოეგო. "ოლ ბლექსმა" შესვენებამდე შეიტანა სამი, მაგრამ ბოკე ბოლოჯერაც რომ დაწინაურდა * 27:24, თავად პრემია დაიბევა და წნეხის მოჭერით სხვაობის გაზრდაღა ჭირდებოდა.
კივებმა იაპებს ეგ არ აცალეს და იქეთ დაალელოვეს ორჯერ. ბრძოლა მერეც გაგრძელდა, მაგრამ სტუმართა მეოთხე ლელოთი ჩემპიონობის იმედი რომ გადაეწურათ, მასპინძლები ბედს შეურიგდნენ. ერთი კია, ბოკემ წლევანდელ ფალავნობაზე დაამტკიცა, რომ შემოქმედებითად რაგბობაც ხელეწიფება და რომ ზელანდიის უმთავრესი კონკურენტია.
ბენის რეკორდიკივებმა საგანგებო ჰაკა, "კაპა ო პანგო" შეასრულეს. იაპებმა სტადიონს გადაატარეს თვითმფრინავი, რათა 1995 წლის მსოფლიო თასის ფინალის მადლი გადმოსდებოდათ. საწყისი პინგ-პონგის შემდეგ ბოკემ შეუტია, ჟან დე’ვილიერსს მიზნამდე ცოტა დააკლდა, მაგრამ ლელოზე თამაშს მაინც დაწინაურება არჩია აფრიკამ და ჯარიმა კარში დაკრა * 3:0
ზელანდიამ პასუხად ლელო დადო: მსოფლიოს დე-ფაქტო საუკეთესო მორაგბემ, ქიარან რიდმა უჩინარი ოფლოუდი გაუხერხა ბენ სმითს და ამან გზად მბოჭავები რომ იფრინა, მერვე ლელო მიითვალა, რითაც ქრისჩენ ქალენს (ზელ) და ბრაიან ჰაბანას ჩამოართვა რეკორდი * 3:7
უმალ ჰაბანამ გაიბრწყინა ორჯერ მესამე’ხაზელთა გადაცემებით: ჯერ დვეინ ფერმიულენმა გაჭრა ხაზი და გარემარბს მომსხეპი პასი მიაწვდინა, მერე კი ფრანსუა ლოუმ გაახერხა ოფლოუდი, ჩაუქმა მულატმა გადაიკიდა და ბენთან ჯახში დაამიწა * 15:7. გამოხდა ორი წუთი, ბრაიანმა ბურთი ალალზე დაიჭირა, ფეხი გაეჭიმა და შეცვალეს.
ვერაფერი დააკლესზელანდია ფორვარდებით მიეძალა და ლიამ მესამმა ბროდი რეთალიქის ბიძგებით გადაიტანა ოვალი ხაზს იქეთ * 15:14. მალე ბოკემ მარჯვენა ალამთან რამდენჯერმე სცადა მოლის აგორება, მაგრამ ოლ ბლექსს ვერაფერი დააკლო, ზედ შესვენების წინ კი დაცვაში დაშავდა ვილემ ალბერცი და საკაცით გაიყვანეს.
კივებმა სირენის შემდეგ დუ’შაში გააგორეს - არეულ თამაშში მაჰა ნონუ წინ გაიჭრა და მეტობაზე ბებერმა კვაჭმა (!) ენდრიუ ჰორმა მესამი ახეირა * 15:21. მესამე მეოთხედში ბოკემ წითელ ზოლში 12 ფაზა აკინძა, ზეინ კერშნერი მეტობაზე ოვალს ვერ შეელია, მესამი ბურთის ჩაკვლისთვის გაასინბინეს და ვილი ლე’რუმ ახლოდან ივარგა * 22:21
ბოკეს მარჯვენა ალამთან რომ მიეცა შერკინება, გურუ ჰეინეკე მეიერმა უდროოდ შეცვალა ძმები დიუ’პლესები. რეთალიქმა თერნოვერი გაახერხა. მერე გაიჯეჯილა ჯულიან სავეამ და ნონუმ თითქოს შეიტანა სანუკვარი, მეოთხე ლელო, მაგრამ ვიდეო-ანალიზით გაირკვა, რომ სია კოლისიმ იმარჯვა, ოვალი არ დაამიწებინა და კივები ხეირად რგებულ გოლსღა დაჯერდნენ * 22:24
ბითუმად მოაღორასამაგიეროდ, ბოკემ იქვე გაიტანა მეოთხე ლელო - კაპიტანმა დე’ვილიერსმა ღონითა და ჯიგრით, ახლოდან გააბითურა მბოჭავები, მორნეი სტეინს კი მატჩში მეორედაც მოეცარა ფეხი * 27:24
აი, აქ კიდევ ჩაესახათ იაპებს ჩემპიონობის იმედი, მაგრამ კერშნერმა ბურთი კიდეზე უსწოროდ დაარტყა, ხოლო დე’ვილიერსის მიერ გადათელილმა ჯეელმა, ბოდენ ბარეთმა მწარედ, ბითუმად მოაღორა დაცვის შუაწელი და ზელანდიას პირველობა დაუბევა * 27:31
ამდენი კი ვეღარ აიტანეს მასპინძლებმა და გულდაგულ გადანახული თულფი ისროლეს: რეფს მოახსენეს, 16 ნომრად ზელანდიამ ქევენ მეალამუ ჩაბეჭდა ოქმში, მის ნაცვლად კი უკვე 20 წუთია, მოედანზე დეინ ქოულზიაო! ამაზე თამაში შეწყდა და საქმის გარჩევა გაჩაღდა.
მერე დაგიქვითავენოკივებმა ერთი პირობა მოედანზე ჰორის დაბრუნებაც (?) დააპირეს, მერე კი მოიბოდიშეს, შეგვეშალაო. მაგაზე დე’ვილიერსმა ოღრაშულად მიუგო, თამაში გავაგრძელოთ, ქულებს კი მერე ჩამოგაკლებენ ცხრილშიო. არადა, საშარო არაფერი იყო: მედიაში გამოქვეყნებულ ყველა სიაში მთელი კვირა სწორედ რომ ქოულზი ეწერა 16 ნომრად.
ბურთაობა გაგრძელდა. რაქში ხელის დარტყმისთვის სტუმრებს ახლა ბენ ფრენქსი გაუგდეს, მაგრამ ლელო მაინც იქეთ გავიდა - დიუ’პრეს ბურთი დაუვარდა და სავეამ რიდს გაატანა * 27:38
დე’ვილიერსი კიდევ გაიჭრა, მაგრამ სთივენ ლუატუამ გააგდებინა, 75’ წუთზე კი ლე’რუმ ჩაჭრა პასი და ფეხებ’შეკეცილი ალამთან შესრიალდა კიდეც, მაგრამ ვიდეოზე გამოჩნდა, რომ ბარეთს უყოჩაღია და ფეხი ორჯერ შეუხებინებია კიდის ხაზისთვის.
სქრამ.კომ’მა მატჩის სტატისტიკა რამდენჯერმე გადააკეთა და თუკი მაინც დაეჯერება, ბოკემ ბოჭვაზე ვერ ივარგა (70%, ოლ ბლექსმა კი თავისი უკლებლივ ყველა, 53-ვე რაქიდან გამოიტანა ბურთი, რაც უმაგალითო შემთხვევაა.
ბურთი დაავიწყდათდროში სხვაობა იმდენი იყო, რომ არგენტინა და ავსტრალია ნაღდად უცქერდნენ იოჰანესბერგის შოუს. ამის გამო ორივე მაჩანჩალა ამჩატდა და ბურთაობა სცადა, მაგრამ პუმებს ისევ არა გამოუვიდათ რა, ხოლო ოზებმა ძველი ყაიდა გაიხსენეს და თუ აქამდე ხუთ მატჩში სულ 5 ლელო დაედოთ, ამჯერად ერთბაშად 7 შემატეს აქტივს.
თამაშ-თამაშ, უიოლესად გაიფორმა რაგბული კარიერის პირველი ჰეთ-თრიქი ნალიგარმა იზი ფოლაუმ. რედსის ღერძმა (ქუპერ - გენია) სულ ბრტყლად, ხეირის ხაზზე გეზა ბექები და ამათაც ბევრჯერ გაჭრეს ხაზი.
ვოლაბებმა მაყურებელი მალევე დაადუმეს და არგენტინას ამქარში მიღების აქეთ პირველი გამარჯვების იმედიც შესვენებამდევე გადაუწურეს, ირბ-ული რაგბის ბოლოდროინდელი პრობლემა კი 0:7-ზე ძალუმად გამოჩნდა:
ოზთა წითელ ზოლში, ერთსა და იმავე ადგილას, 8 წუთში 7 შერკინება მოეწყო და 5 ჯარიმითა და ბურჯის გასინბინებით დასრულდა, მაგრამ მიწოლით გართულ პუმებს ბურთი დაავიწყდათ და გამოუგორდათ.
ფალავნობა 2013 (ოთხი ერი)ბოლო, მეექვსე შაბათი
აფრიკა$ 27:38 ზელანდია$აფრ: კერშნერ (ლემბი 71) ლე’რუ ენგელბრეხტ დე’ვილიერს^კაპ ჰაბანა (სერფონტეინ 22) <10-9> მ.სტეინ დიუ’პრე (პინარ 71) /
მთავარირა (სტენკამპ 53) ბ.დიუ’პლესი (სტრაუს 51) ი.დიუ’პლესი (უსტჰეიზენ 51) ეცებეთ კრიერ (ფრ.ფან’დერ’მერვე 62) ლოუ ალბერც (კოლისი 39) ფერმიულენ -
4ლ: ჰაბანა (1 2) ლე’რუ დე’ვილიერს; 2გ ჯ: სტეინ
ზელ: დეგ ბ.სმით კ.სმით ნონუ სავეა (პიატაუ 70) <10-9> ქრუდენ (ბარეთ 48) ა.სმით (ქერ-ბარლოუ 70) /
ვუდქოქ (ქროქეთ 53) ჰორ (ქოულზ 43) ფაუმუინა (ბ.ფრენქს 50, სბ 63) რეთალიქ (ფაუმუინა 67-73, ქეინ 74) ვაითლოქ; მესამ სბ 46 (ლუატუა 64) მაკ’ქოუ^კაპ რიდ -
5ლ: ბ.სმით მესამ (2 3) ბარეთ რიდ; 5გ: ქრუდენ 3, ბარეთ 2; ჯ: ბარეთ
რეფ ოუენს (უელ) @ იოჰანესბერგ, ელის პარქ (63 888)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...93&d=13810115473:0(10) 3:7(13) 10:7(19) 15:7(20) 15:14(26) 15:21(40+) /
სბ(46ზ) 22:21(48) 22:24(55) 27:24(58$პ) 27:31(62$პ) სბ(63ზ) 27:38(66)
* სქრამ.კომ’ის სტატისტიკა = 3’ჯერ შეცვლილი; რამდენად სანდოა?
ბურთის ფლობა 58-42% (52-48 / 63-37)
ტერიტორია 60-40% (52-48 / 67-33)
გაქცევა 132-89 (722-503 მეტრი, გარღვევა 14-9
პასი 163-131, ოფლოუდი 12-9
ფეხით 20-35, სადგამიდან 3/5-6/6, არეკნით 0-0
ბურთი რაქიდან 83-53, აცლა/გაგდებინება 12-25, მოლი 5-0
ბოჭვა 71-143, გატარება 31-28
დაჯარიმება 6-10
თავისი*მეტოქის შერკინება 7*1-5*0, დერეფანი 11*2-9*4
არგენტინა 17:54 ავსტრალია$არგ: ერნანდეს აგუჟა ვოშ კონტეპომი (ფერნანდეს 67) იმოფ (გონსალეს-ამოროსინო 67) <10-9> სანჩეს ლანდახო (კუველი 73) /
აჟერსა (ლოვო 73) გინიასუ (კრევი 67) ორლანდი (დიას 46) ფარიას-კავეჟო (კარისა 51) ალვასეტე; ფერნანდეს-ლოვე^კაპ მატერა სბ 31, ლეგისამონ (მაკომე 76) -
2ლ: ვოშ ლანდახო; 2გ ჯ: სანჩეს
ავს: ფოლაუ ეშლი-ქუპერ კურინდრანი ლეალიაფანო (ტომუა 41) ტომანე <10-9> ქუპერ (ფოლი 66) გენია (ვაით 75) /
სლიპერ სბ 15 (რობინსონ 61) მორ (ფაინგა 48) ელიგზანდერ (კეპუ 48) სიმონს სბ 51, ჰორვილ^კაპ (ტიმანი 61) ფარდი (რობინსონ 16-25, მაკ’ქალმან 70) ჰუპერ მოუენ -
7ლ: ფოლაუ (1 3 4) ეშლი-ქუპერ ტომანე რობინსონ ფოლი; 5გ: ლეალიაფანო 2, ქუპერ, ფოლი 2; 3ჯ: ლეალიაფანო 2, ქუპერ
რეფ ბარნს (ინგ) @ როსარიო, ხიგანტე (_)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...00&d=13810400930:7(4) სბ(15ავ) 0:10(25) 3:10(29) 3:13(31სბ) 3:18(33) 3:25(36) 10:25(38) /
10:32(43$პ) 17:32(49) სბ(51ავ) 17:35(56) 17:40(64) 17:47(75) 17:54(80)
* სქრამ.კომ’ის სტატისტიკა
ბურთის ფლობა 54-46% (54-46 / 54-46)
ტერიტორია 54-46% (53-47 / 56-44)
გაქცევა 118-109 (557-666 მეტრი, გარღვევა 19-18
პასი 130-129, ოფლოუდი 20-19
ფეხით 13-21, სადგამიდან 3/3-8/10, არეკნით 0-0
ბურთი რაქიდან 58-56, აცლა/გაგდებინება 17-15, მოლი 3-2
ბოჭვა 72-95, გატარება 31-30
დაჯარიმება 9-12
თავისი*მეტოქის შერკინება 13*0-2*2, დერეფანი 7*1-12*1
ირბ-ის რეიტინგი [7/10]
1 ზელანდია 9305, 2 აფრიკა 8786, 3 ინგლისი 8576,
4 ავსტრალია 8425, 5 საფრანგეთი 8159, 6 უელსი 8136,
7 სამოა 8042, 8 ირლანდია 7958, 9 შოტლანდია 7695,
10 არგენტინა 7550, 11 ტონგა 7477, 12 იტალია 7417
+/-: ზელ 98 აფრ, ავს 91 არგ
სტატისტიკურად უკეთესნიქულა (მხოლოდ ქიქერები: 88 მორნეი სტეინ (აფრ, 64 ქრისჩენ ლეალიაფანო (ავს, 37 არონ ქრუდენ (ზელ, 35 ნიკოლა სანჩეს (არგ)
ლელო: 8 ბენ სმით (ზელ; 5 იზრაელ ფოლაუ (ავს; 3 ჟან დე’ვილიერს (აფრ, ხუან-მანუელ ლეგისამონ (არგ, ვილი ლე’რუ (აფრ, ქიარან რიდ (ზელ, ბრაიან ჰაბანა (აფრ)
და სხვა >>
http://www.sanzarrugby.com/therugbychampio...s/player-stats/"პლანეტ რაგბის" რჩეულნი15 იზრაელ ფოლაუ (ავს, 14 ბენ სმით (ზელ, 13 კონრად სმით (ზელ, 12 ჟან დე’ვილიერს (აფრ, 11 ჯულიან სავეა (ზელ; 10 ბოდენ ბარეთ (ზელ, 9 არონ სმით (ზელ) / 1 მარკო აჟერსა (არგ, 2 ადრიან სტრაუს (აფრ, 3 ხუან ფიგაჟო (არგ; 4 იბენ ეცებეთ (აფრ, 5 ბროდი რეთალიქ (ზელ; 6 ხუან-მარტინ ფერნანდეს-ლოვე (არგ, 7 მაიქლ ჰუპერ (ავს, 8 ქიარან რიდ (ზელ)
უწინ ... შეჯამება
2012 >>
http://qaflan.netai.net/2012/MA/12_FAL-%20Jami.htm2011 >>
http://qaflan.netai.net/2011/L8/31_3N-SUM.htm2010 >>
http://qaflan.netai.net/2010/K9/20_3N-Jami.htm2009 >>
http://qaflan.netai.net/saiubileo/J9/28_3N-Wrap.htm2008 >>
http://qaflan.netai.net/RUGBY_KA/I9/17_3N-sum.htmდაფა
2008 >>
http://qaflan.netai.net/krivi_olimpshi/Zan.../3E2008Jami.jpg 2007 >>
http://qaflan.netai.net/krivi_olimpshi/Zan.../3E2007Jami.jpg 2006 >>
http://qaflan.netai.net/ragbis_akido/Gadmo...ri2006_Jami.jpg 2005 >>
http://qaflan.netai.net/ragbis_akido/Gadmo...ri2005_Jami.jpg2004 >>
http://qaflan.netai.net/ragbis_akido/Gadmo...ri2004_Jami.jpg 2003 >>
http://qaflan.netai.net/ze_ragbi/images/3E2003_mere.gif2014 >> ზე’რაგბის [ზე 15] განრიგი
http://www.sanzarrugby.com/linkservid/A2B9...034/showMeta/0/@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 8 Oct 2013, 14:28