ღლეტვითა და პასაობით "ბლედისლოუს თასის" ბოლო რკენაში სამხრეთის ფალავანმა ზელანდიამ
ჯგუფური ღლეტვითა და სასწაული პასაობით წლეულს მესამედაც ძლია მოკეთებული ავსტრალია >>>
http://Qaflan.netai.net/20131931 წელს დაწესებული სამეზობლო თასი სამ მატჩად იმად თამაშდება, რომ სერიის ბედი ბოლო რკენაში გადაწყდეს, მაგრამ რაკი "ოლ ბლექსი" ბოლო ათწლეულში ჯაბნის ვოლაბებს, ჯილდოს ვადამდე იბევებს, ხოლო დასკვნითი ჯახი საბურთაო შოუღა გამოდის.
წელსაც ასე მოხდა. კივებმა "ოთხ ერზე" ოზებს ორივეჯერ მოუგეს და ვერცხლის ბლედისლოუ ზედიზედ მე-11 წლითაც შეინარჩუნეს, მაგრამ სპორტის არსი ისაა, რომ მეტოქეს ყოველ ჯერზე თავიდან უნდა აჯობო და მაყურებელიც გაახარო ბარაქიანი რაგბობით.
ზელანდიამ ამ მისიას თავი ბრწყინვალედ გაართვა და ვალში არც ავსტრალია დაურჩა. ოლ ბლექსს არცკი შესტყობია რიჩი მაკ’ქოუს გამოკლება, კონრად სმითის უქმობა და დენ ქართერის უყოლობა, ხოლო ვოლაბები ბოლოს და ბოლოს კოხტად გეზა ჭირვეულმა ქვეიდ ქუპერმა, ვისი დაღმასვლაც ორი წლის წინ, მსოფლიოზე დაიწყო.
ორჯერ მეტიროცა თამაშობს ახლანდელი ავსტრალია, სტატისტიკა მეტწილად ტყუის. ოზებმა ახლაც მეტი უტიეს და ლამის ყველა მაჩვენებლით გაუსწრეს მეტოქეს, კივებმა კი ოთხი ულამაზესი ლელო იქეთ დაუდეს, რაკი ისინი საბურთაო ალღოთი, პასის კულტურით, ბოჭვის უნარითა და ღლეტვაში გაწაფვით მსოფლიოში უბადლონი არიან.
თამაში იდეალურ პირობებში - დანიდინის დარბაზში ჩატარდა. ქვეიდმა ყური აღარ ათხოვა ქოქოლას, ყველაფერი გაიტანა და პირველად 75’ წუთზეღა გაუცუდდა ზე’ამბიციური მომსხეპი პასი, არონ ქრუდენმა კი კარს სამჯერ ააცილა. ზელანდიამ წელს მეათე (!) ტესტიც მოიგო; ჯეელმა სემ ქეინმა სრულ’ფასოვნად შეცვალა რიჩი, თერნოვერი კი წაგებულს გამარჯვებულზე ორჯერ (!) მეტი შეემთხვა.
ქეინს დაუვარდა პირველივე ქიქოფი, იზი ფოლაუ მიეძალა, წამოშლილ შერკინებაში კი რეფმა კივები გაამტყუნა * 0:3. ქრუდენმა შორიდან ძაან უხეიროდ დაკრა ჯარიმა, კარის პირდაპირ მოგებული რაქიდან კი იზრაელ დეგი ჩაერთო იერიშში, მეტოქის კვაჭი (!) გააბითურა და ჯულიან სავეა ახეირა * 7:3
ქრესტომათიული ლელოახალ დროებაში ქიქოფის მიღება პრობლემად იქცა, წინ დავარდნილი ბურთის აღება კი ჯერაც უმკაცრესად და ულოგიკოდ, ჯარიმით ისჯება. მსაჯსაც კალათბურთზე არა-ნაკლები როლი აქვს და მეტწილად დაბალანსებულად სტვენს. ჰოდა, კივთა მეორე ლელომდე გუნდებმა ორ-ორი გოლი გაიტანეს * 13:9
ჯერემი სრაშის გარღვევისა და დეგის მორიგი რეიდის შემდეგ ქიარან რიდი და არონ სმითი ზედ ალამთან შეაჩერეს ბენ მაკ’ქალმანმა და ქვეიდმა, ქრესტომათიული მეორე ლელო კი ოლ ბლექსმა თავისი ნახევრიდან ააგო: ქრუდენმა იქეთა ფრთაზე უნაკლოდ გადაუკიდა სავეას, ამან კი გაატანა დეგს, ვინც მოაღორა ფოლაუ, ახალბედა პითერ ბითემი და კარში შეაგრიალა ქეინი * 20:9
რომ გაიცვალა კიდევ თითო გოლი * 23:12, ზელანდია მარცხნივ მიეძალა მძიმე ფორვარდებით, არონ სმითმა კი შეტევა მარჯვნივ ციმციმ გააგრძელა ბექებით და მარბიელმა ლიამ მესამმა პასის შექცევით მიზანს სწია ქრუდენი * 30:12, მაგრამ ზედ სირენის წინ მეთ ტომუამ გაუსერა კივებს მწყობრი, ქუპერმა კი ფრთაზე ხელით მიაწვდინა ადამ ეშლი-ქუპერს * 30:19
ჩემპიონის საამებლადმეორე ტაიმის დასაწყისშივე მაჰა ნონუს შეცურებულიდან ფოლაუ ლელოში შედენა სავეამ * 33:19, მაგრამ მასვე ტევიტა კურინდრანიმ ჩაუჭრა პასი და ტომუა დროზე მიეხმარა * 33:26. ქრუდენმა იოლი ჯარიმა დაახაია, მერე კი ბურჯ ჯეიმზ სლიპერს კოლეგამ, ჩარლი ფაუმუინამ წაღლიტა ოვალი, კივებმა სხარტი გადაცემებით მეტობა შექმნეს და კიდეც გამოიყენეს * 38:26
საათის თავზე აიწყვიტა კურინდრანიმ, მაგრამ ტომუას დაგეზილი ბითემი ჩარლი პიატაუმ ალაგმა. უფალმა იუბერმა აქედან აურია და ორი საჩოთირო განაჩენით ოზებს გარდატეხის შანსი მოუსპო: ჯერ მეტოქის ლელომდე მისული მოლი გაუჩერა, მერე კი, ფალავნისა და ჩემპიონის საამებლად, უწყინარი უნებური ბლოკიც დაიხვია ხელზე.
41:26-ზე ბენ სმითმა მშობლიურ არენაზე გაინავარდა, გაქანებული მესამი კი ქვეიდმა (!) დაამუხრუჭა. იუბერი ვალების გასტუმრებას შეუდგა და ზელანდია ზედიზედ სამჯერ დააჯარიმა.
ქუპერმა სალელო პასი ვერ მოზომა, მაგრამ ლიგური აბრაგანი აუწია ფოლაუს და კურინდრანი ახლოდან ეწია მიზანს * 41:33, სირენის მიდამოში კი გაიმართა უანგარიშო ნავარდი, რომლის ჰაილაითებიც ოზთა - ბურჯ (!) სეკორე კეპუს სპრინტი და ფოლაუს შეცურება იყო.
ბლედისლოუს თასი 2013მესამე რკენა
ზელანდია 41:33 ავსტრალიაზელ: დეგ პიატაუ ბ.სმით (თეილორ 73) ნონუ სავეა <10-9> ქრუდენ (ბარეთ 61) ა.სმით (ქერ-ბარლოუ 68) /
ვუდქოქ (ქროქეთ 68) მეალამუ (ქოულზ 61) ფაუმუინა (ბ.ფრენქს 68) სრაშ (რეთალიქ 44) ვაითლოქ; მესამ (ლუატუა 73) ქეინ რიდ^კაპ -
4ლ: სავეა ქეინ ქრუდენ რიდ; 3გ: ქრუდენ; 5ჯ: ქრუდენ 4, ბარეთ
ავს: ფოლაუ ეშლი-ქუპერ კურინდრანი ტომუა ბითემ (ფოლი 68) <10-9> ქუპერ გენია /
სლიპერ (კეპუ 62) მორ (ფაინგა 60) ელიგზანდერ (რობინსონ 49) სიმონს ჰორვილ^კაპ (ტიმანი 65) მოუენ ჰუპერ მაკ’ქალმან (დენის 68) -
3ლ: ეშლი-ქუპერ ტომუა კურინდრანი; 3გ 3ჯ ა: ქუპერ
რეფ იუბერ (აფრ) 19/10 @ დანიდინ, ფორსაით ბარ (30 748)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...79&d=1382180833 0:3(4) 7:3(11) 7:6(16ა) 10:6(18) 13:6(23) 13:9(25) 20:9(31) 20:12(33) 23:12(35) 30:12(38) 30:19(40+) /
33:19(44) 33:26(49) 38:26(54) 41:26(70) 41:33(77) ბოლო(80+2)
* სქრამ.კომ’ის სტატისტიკაბურთის ფლობა 47-53% (39-61 / 54-46)
ტერიტორია 42-58% (34-66 / 50-50)
გაქცევა 109-113 (499-473 მეტრი, გარღვევა 9-8
პასი 138-160, ოფლოუდი 14-14
ფეხით 27-15, სადგამიდან 8/11-6/6, არეკნით 0-1/1
ბურთი რაქიდან 63-76, აცლა/გაგდებინება 24-12, მოლი 2-2
ბოჭვა 115-85, გატარება 22-16
დაჯარიმება 10-11
თავისი*მეტოქის შერკინება 8*1-1*2, დერეფანი 5*1-14*1
