ვიცი. წარმატებას გისურვებთ
* * *
რუსთავის „ხარები“ ვერცხლის მედალს დაეუფლა
დღეს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ჭაბუკთა ა ლიგის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს რუსთავის "ხარები" და ქუთაისის "აია" დაუპირისპირდნენ.
თამაში როგორც მოსალოდნელი იყო დაძაბულად წარიმართა. პირველი ტაიმი "აია"-ს სასარგებლოდ 10:6 დასრულდა. მეორე ტაიმში "ხარებმა" ჯარიმის გატანა შეძლეს და ანგარიშის სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა ქუთაისელმა მორაგბეებმა ზედიზედ ორი ლელო დადება მოახერხეს. (20:9)
ქუთაისელები ოქროს მედლებს დაეუფლნენ, ხოლო რუსთაველები კი ვერცხლის მედლებით მეორე ადგილზე გავიდნენ.
ვულოცავ ქუთაისლებს
დიმა რა გიყო, უფრო ძლიერმა გაიმარჯვა როგორც ჩანს. არაუშავს, ვერცხლიც არაა ცუდი.