არსად წამიღია, რაც შევქმენი ეგ გვერდი, მას აქეთ მანდაა
http://site.rugby.ge/ka-GE/0/ ზემო მენიუ >> შიდა ასპარეზი >> დუბლები 2014\15 >>
http://site.rugby.ge/ka-GE/Espoirs-2014-15/მაგ შეჯიბრს ნაკლი მეტი აქვს, ვიდრე ღირსება
1) თითქმის ყველას ჰკიდია:
ხშირად კომისარს უთანხმდებიან, მოკლე ვითამაშოთო;
აგზავნიან შეკოწიწებულ გუნდს, რათა ფულადი ჯარიმა არ დაეკისროთ
2) კიდის მსაჯები არა ჰყავთ, რის გამოც თამაშობენ უოფსაიდოდ = ცრუ’რაგბს
3) დუბლებს გადაყოლილი კომისარი ვერ იცლის უმაღლესის ოქმის შესავსებად = ვერც მენეჯერები
4) რეალურად არსებობს იმისთვის, რომ კომისარმა მიიღოს ზედმეტი 50 ლარი, რაზეც ბევრჯერ ვთქვი,
რომ უმაღლესში გავუორმაგოთ კომისარს ჰონორარი = გავუხადოთ 100 ლარი,
დუბლებში კი დაითვალოს მარტო ანგარიში = ოქმი არაა საჭირო
5) აქამდე არსებობდა კიდევ იმიტომ, რომ ყოფილიყო ინტრიგის = პროტესტის წყარო:
დებულებაში ეწერათ, თუ ორივე თამაში ერთ დღესაა,
კაცს დუბლში და ძირითადში თამაში შეუძლია ჯამში 60 წუთიო (რატომ 80 არა?)
მაგრამ საქმეც ეგაა, რომ წუთი ჩვენს ძველებურ ოქმებში საერთოდ არაფრისა იწერება
და მაგას როგორღა აღნუსხავდა კომისარი = სიგარეტის კოლოფზე თუ გაზეთის არშიაზე?
6) დასავლეთის გუნდებისთვის იყო ორმაგი ხარჯი და რეალურად არაფერს აძლევდა