თემიდა ერთობ სცოდავს თემიდამ რომ გააყალბა შემოდგომის პირველივე ტესტის შედეგი,
ავსტრალიას სტარტზევე ჩაუფლავდა "ბრიტანული სლემი" >>>
http://Qaflan.netai.net/2013ნაწვიმარ თვიქნემზე გარდამავალი, ბროლის "ქუქის თასისთვის" შეიბნენ ძველი მეტოქეები, ინგლისი და ავსტრალია. ოზებმა სლემი აწ უკვე ძაან შორეულ, 1984 წელს შეასრულეს, მაგრამ წლეულს თუმც ვეღარ ვარგიან, პირველი ტაიმი კი მაინც უსიტყვოდ მოუგეს ბრიტებს.
ამათ შესვენებაზე მოაწყვეს აღლუმი იმ გუნდისა, ვინაც ათი წლის წინ (2003)
http://qaflan.netai.net/Ovaluri/H8/22_RWC-2003.htmსწორედ რომ ავსტრალიაში აართვა მსოფლიოს თასი ვოლაბებს, მერე კი ცოტათი სტუმრები აირივნენ, ცოტაც მასპინძლებმა იძალეს, ხოლო მატჩის შედეგი განაპირობა ირლანდიური ბრიგადის გინდ მიკერძოებამ და გინდაც უხეშმა შეცდომებმა.
როგორც გაბერწებულ, ირბ-ულ შოუს ჩვევია, საწყის 25 წუთში თითქმის არაფერი მომხდარა. ვარდების ქიქერმა ოუენ ფარელმა ხუთიდან ოდენ ორი ჯარიმა გაიტანა, თამაშის გახურების კვალად კი ქვეიდ ქუპერის მიერ დაგეზილმა იზრაელ ფოლაუმ გააბითურა ქრის ეშთონი, ხოლო მეთ ტომუამ ახლოდან გადაუარა ბილი თველვთრიზს * 6:10
ვერ დაინახეს?გურუ იუენ მაკ’ქენზიმ, ვინც ზუსტად 22 წლის წინ (1991)
http://qaflan.netai.net/Ovaluri/H8/01_RWC-1991.htmმაგავე არენაზე ოზთა ჯგუფურ ლელოში დაიდო წილი და მსოფლიო თასიც შემართა, შესვენებაზე მოედანზე დატოვა (?!) შეგირდები. მესამე მეოთხედში მარლენდ იარდმა უბურთო ადამ ეშლი-ქუპერი უხეშად შეაფერხა, კელტმა მსაჯებმა კი გასინბინებისგან თავი შეიკავეს.
ქვეიდმა იოლი ააცილა და სხვაობა 10 ქულას (16:6) ვერ უსწორა. უმალ ტომუას მიერ ალმისთვის დამიზნებული ჯარიმა მაიქ ბრაუნმა აუტში არ გადაუშვა, ოღონდაც თავად კიდეს დააბიჯა.
ვერც ასო-კირკიტობით ცნობილმა რეფმა, ჯორჯ ქლენზიმ და ვერც თანა’მსაჯმა, დადლი ფილიპსმა ეს ვითომც ვერ დაინახეს, და ჯერ ბრაუნმა გაიჯეჯილა, მერე კი იარდმაც. ლტოლვილი ალამთან შებოჭა ეშლი-ქუპერმა, გამეორებაზე კი გამოჩნდა, რომ რეფმა მეზობლებს ამავე შეტევაში ორი "წინ დავარდნაც" აპატია.
ოზებმა თავიანთ ლელოსთან მოიგეს დერეფანი, მაგრამ ბრიტებმა ვილ გენიას დაუფარეს უაზროდ რისკიან მოგერიებაზე და ქრის რობშოუმ შეიშნო ძღვენი * 13:13
უკმარი ბლოკი!გაჩაღდა შეცვლები. ბრიტებმა დედალ ოზებს მორკინალებით მეტად დაუწყეს მორევა, გამარჯვების ლელო კი ბლოკითღა დადეს: დილან ჰართლი წინ ისე დაუდგა სთივენ მორს, რომ ამან ფარელამდე სამი მეტრის დაგვიანებით’ღა მიაღწია და ბოჭვა გაუცუდდა.
ამაზე სტუმრებმა ერთი ამბავი ატეხეს, მაგრამ ტელი-რეფმა, მარშალ ქილგორმა დაასკვნა, ბლოკი ჯარიმის დასანიშნად უკმარი იყოო და ლელო ჩათვალა * 20:13
ბოლო მეოთხედში ქუპერმა მეორე ჯარიმაც დაახაია, ფოლაუს მიძალების შემდეგ კი წითელ ზოლთან ბურჯ ბენ რობინსონს ოვალი წინ გადაუვარდა. ნამატჩევს ინგლისს ყისმათის გარდა ვერაფერი მოუწონა მედიამ, მაკ’ქენზიმ კი თემიდას ნამუსი მოწმინდა, რას იზამ, მაგათი შეცდომები გარდაუვალიაო.
არადა, იგივე გუნდები და უელსიც ორი წლის შემდეგ, მსოფლიოზე (2015)
http://qaflan.netai.net/2013/N5/07_RWC2015-SCH.htmერთ პულში არიან და სამი ბუმბერაზიდან ერთი პლეი’ოფს მიღმა უნდა დარჩეს!
თამამად და გულიანადზელანდია ორი გუნდით, ალთასა და ბალთას - ტოკიოსა და ტორონტოში ერაგბა "მეორე დონის" მეტოქეებს - იაპონიასა და კანადას. აზიაში თამაშს დააწვიმა, ონტარიოში კი ციოდა, მაგრამ საზოგადოება ორივეგან დიდძალი - 20 ათასზე მეტი მოგროვდა და ჰაკაც იგემა.
ნაღდმა, ოღონდაც მოჯეელო "ოლ ბლექსმა" 8-ჯერ დაალელოვა ალუბლები, მაორთა ეთნიკურმა ნაკრებმა კი ლელოებით 6/2 აჯობა ნეკერჩხლებს. ორივე მზარდმა სარაგბო ძალამ თამამად და გულიანად იბურთავა:
იაპონიამ აქამდელი შედეგებიც კი გააუმჯობესა და "ოდენ 48 ქულით" წააგო ჩემპიონთან, კანადამ კი ანგარიში გახსნა, მერე ერთი პირობა 11 ქულამდეც (15:26) შეამცირა ჩამორჩენა და ბარემ შვიდ ევროპელ ლეგიონერსაც რომ უთუოდ აიმატებს, კავკასიაში გულ’მოცემული გვეწვევა.
შემოდგომის ტესტები 2013შესავალი
ინგლისი 20:13 ავსტრალიაინგ: ბრაუნ ეშთონ თომქინს თველვთრიზ (ფლად 67) იარდ <10-9> ფარელ დიქსონ (ბ.იანგს 55) /
მ.ვუნიპოლა (მარლერ 55) თ.იანგს (ჰართლი 55) ქოულ (ვილსონ 67) ლონჩბრი (ეთვუდ 76) ლოზ; ვუდ რობშოუ^კაპ ბ.ვუნიპოლა (მორგან 67) -
2ლ: რობშოუ ფარელ; 2გ 2ჯ: ფარელ
ავს: ფოლაუ ეშლი-ქუპერ (ფოლი 51-53) კურინდრანი ტომუა ქამინს <10-9> ქუპერ გენია (ვაით 67) /
სლიპერ (რობინსონ 59) მორ (ფაინგა 69) ელიგზანდერ (კეპუ 51) ტიმანი (დაგლას 63) ჰორვილ; ფარდი (მაკ’ქალმან 51) ჰუპერ მოუენ^კაპ -
ლ: ტომუა; გ 2ჯ: ქუპერ
რეფ ქლენზი (ირლ) 2/11 @ ლონდონი, თვიქნემ (80 691)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...60&d=13834197683:0(4) 3:3(10) 6:3(29) 6:10(32) 6:13(35) / 13:13(51) 20:13(58)
* სქრამ.კომ’ის სტატისტიკა
ბურთის ფლობა 52-48% (48-52 / 55-45)
ტერიტორია 51-49% (46-54 / 55-45)
გაქცევა 102-87 (368-301 მეტრი, გარღვევა 3-4
პასი 103-103, ოფლოუდი 7-1
ფეხით 31-32, სადგამიდან 4/7-3/5, არეკნით 0-0
ბურთი რაქიდან 71-67, აცლა/გაგდებინება 17-14, მოლი 5-5
ბოჭვა 95-105, გატარება 13-20
დაჯარიმება 9-14
თავისი*მეტოქის შერკინება 6*2-7*1, დერეფანი 10*1-10*3
* ქუქის თასიავსტრალია = 8 = 1997 1998 1999 2004 2006 2008 2009 2012
ინგლისი = 7 = 2000 2001 2002 2003 2005 2010 2013
იაპონია 6:54 ზელანდიაიაპ: გორომარუ ჰიროსე^კაპ (ფუძიტა 60) საჰუ ვინგ (კ.ონო 77) ფუკუოკა <10-9> ტატეკავა (ტამურა 29) ტანაკა /
მიკამი (ნაგაე 77) ჰორიე (აოკი 77) ჰატაკეიამა (იამაშიტა 57) იტო (თომპსონ 66) ჰ.ონო; ტუი ბროდჰერსთ ჰოლანი (კიკუტანი 41) -
2ჯ: გორომარუ
ზელ: ბ.ბარეთ პიატაუ ბ.სმით (ქროთი 52) საილი ჰალაი <10-9> ქართერ (თ.თეილორ 53) ქერ-ბარლოუ (ა.სმით 69) /
ქროქეთ (ტუმანგა-ალენ 69) ქოულზ (ჰორ 65) ბ.ფრენქს; სრაშ ბერდ (ლ.ვაითლოქ 62) ლუატუა ქეინ სბ 80+, მაკ’ქოუ^კაპ -
8ლ: პიატაუ (1 8) ქეინ ბ.სმით მაკ’ქოუ სრაშ ჰალაი ბარეთ; 7გ: ქართერ 5, ბარეთ 2
რეფ ბერი (აფრ) 2/11 @ ტოკიო, ჩიჩიბუ’ნომია (20 454)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...78&d=13834565840:7(11) 3:7(14) 6:7(23) 6:14(28) 6:21(30) 6:28(33) /
6:35(52) 6:40(58) 6:47(69) 6:54(76) სბ(80+ზ)
კანადა 15:40 მაორი2ლ: ჰასლერ ქარპენთერ; გ ჯ: ანდერვუდ -
6ლ: გილდფორდ გიბსონ-პარქ (2 4) რობინსონ პროქთორ ნ.ბარეთ; 5გ: ა.თეილორ 2, რობინსონ 2, ვესთ
რეფ ანსელმი (არგ) 3/11 @ ტორონტო, ბი’ემ’ოუ (22 566)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...28&d=13836069735:0(5) 5:5(14) 5:12(30) 5:19(35) /
5:26(50) 8:26(55) 15:26(59) 15:33(69) 15:40(75)
ირბ-ის რეიტინგი [4/11]
1 ზელანდია 9305, 2 აფრიკა 8786, 3 ინგლისი 8631,
4 ავსტრალია 8370, 5 საფრანგეთი 8159, 6 უელსი 8136,
7 სამოა 8042, 8 ირლანდია 7958, 9 შოტლანდია 7695,
10 არგენტინა 7550, 11 ტონგა 7477, 12 იტალია 7417
13 ფიჯი 7356, 14 კანადა 7268, 15 იაპონია 7198,
16 საქართველო 6766, 17 რუმინეთი 6618, 18 შტატები 6491,
19 რუსეთი 6199, 20 ესპანეთი 6044, 21 ურუგვაი 5987,
22 პორტუგალია 5882, 23 ნამიბია 5870, 24 კორეა 5810
+/-: ინგ 55 ავს
პირველი ვიქენდისაქართველოს თარიღითა და დროით!
09/11 საქართველო 16.30 კანადა დიდუბე
09/11 იტალია 18.00 ავსტრალია ტურინი
09/11 ინგლისი 18.30 არგენტინა ლონდონი
09/11 შოტლანდია 18.30 იაპონია ედინბურგი
09/11 პორტუგალია 19.00 ფიჯი ლისაბონი
09/11 რუმინეთი 20.30 ტონგა ბუქარესტი
09/11 უელსი 21.30 აფრიკა კარდიფი
09/11 ირლანდია 21.45 სამოა დუბლინი
09/11 ჩილე 23.00 ესპანეთი ტემუკო
09/11 საფრანგეთი 24.00 ზელანდია პარიზი
10/11 შტატები 04.00 მაორი ფილადელფია
სთრიმები
http://www.vipbox.tv/sports/rugby.html
http://www.sportlemon.tv/c-11.html
http://www.thefirstrow.eu/sport/rugby.html
http://livetv.ru/en/allupcomingsports/0/
http://www.vipboxsports.me/rugby/136237/1/...eam-online.html@