ოთხშაბათის "ჩვენი თამაშიდან" =
ილუსტრაციად ყოფილი ვორათა ალოფა ალოფა,
რადგან ბურჯს ფოტოს არავინ უღებს
ბურჯებმა გვასახელეს საფრანგეთის "ტოპ 14"-ის მეათე ტურში ჩვენთვის ერთობ გასახარი რამ მოხდა -
ერთბაშად ოთხმა ქართველმა ბურჯმა შეიტანა ლელო, რაც ჯერარ’ნახული ამბავიაhttp://Qaflan.netai.net/2014http://issuu.com/chveni-tamashiბურჯი ირბ-ული რაგბის მშვენება თუ არა, დედა’ბოძი კი ნაღდადაა. ამ, ხარივით ბიჭებზე დგას შერკინება - თუ მაგათ იდედლეს, გუნდი წააგებს.
სხვა ამბავია, რომ სამხრეთული, ეშხიანი რაგბის ტრფიალთ არ მოგვწონს ბოლო’დროინდელი ტენდენცია - მატჩის ბედს ბურჯთა გინდ ძალითა და გინდაც ვირ’ეშმაკობით მოპოვებულ ჯარიმათა გატანა რომ წყვეტს, მაგრამ თუ პირველ’ხაზელი შეიტანს ლელოს, მაგას რა აჯობებს - გულით გავიხარებთ, რომ 1 და 3 ნომრებიც ბურთაობენ დანარჩენი გუნდის დარად!
"ტოპ 14" წყვილი ევრო’რაუნდის შემდეგ განახლდა. შვიდიდან ორი მატჩი სტუმარმა მოიგო. პრემია აიღო სამმა გამარჯვებულმა, ნუგეში - ერთადერთმა წაგებულმა, 70 თამაშში კი ფრედ ერთიც არ დასრულებულა.
კაპიტანს მიეშველაგვასახელეს კახა ასიეშვილმა (ბრივი), ლექსო ყაულაშვილმა (ლა’როშელი), ზურაბ ჟვანიამ (სტად ფრანსეზი) და ლევან ჩილაჩავამ (ტულონი). როგორც ქართული რაგბის დიდმა ქომაგმა, "მეორე დონის ფორუმზე" მპოსტავმა "ბებერმა" შენიშნა, ლელოები მით უფრო ფასეულია, რომ ოთხივე გუნდმა იმარჯვა, სტადმა კი, ლამის იყო დაკარგული, პრემიაც დაიბრუნა.
მივყვეთ ტურს ქრონოლოგიურად. ფორმაში ჩამდგარმა ბობოლა ტულუზმა, ვისაც გი ნოვესის ხელ’ქვეით პირველად წაეგო ზედიზედ ხუთი, გასვლაზე 5-ჯერ დაალელოვა ლიონი და მიყოლებით მეოთხედ იმარჯვა * 41:17
ასიეშვილი 11’ წუთზე მიეშველა კაპიტან არნო მელას და ანგარიში გახსნა. ბრივი ბოლო მეოთხედამდე მაინც აგებდა კასტრთან, მაგრამ ამას ჯერ კაცი გაუსინბინეს, მერე კი ექს-აფრიკელმა რორი ქოქოთმა შერკინებაში ბურთი მსაჯის ნიშნამდე შეაგდო, რასაც სწრაფი გათამაშება და ოზი ალფი მაფის ლელო მოყვა * 21:15
ლექსო ყაულაშვილი მეორე ტაიმში შედი-გამოდიოდა. მისი ძალური რეიდით ლა’როშელი 15:9 დაწინაურდა. ატლანტიკელებს სამი სამხრეთელი - კივი უინი ატონიო, ფიჯელები ლევანი (!) მბოტია და ჯონე ნქოვუ-ნაილიკო გაუყვითლეს, მაგრამ გუნდმა მაინც ძლია მონპელიე * 21:15
წამატებულში ივაჟკაცაარგენტინელმა ვენხამინ ურდაპიჟეტამ ივ’დიუ’მანუარზე 6 ჯარიმა და ერთიც არეკნი შეაგდო, რითაც უაიონაკსმა სეზონის პირველი საშინაო მარცხი აგემა პარიზის "რასინგ მეტროს" * 21:17
დედაქალაქისვე სტადს ბორდოსთან ორი ლელო შეაწია ფიჯელმა ვაისეა ნაიათალევუმ, ჟვანიამ კი წამატებულ დროში რომ ივაჟკაცა, გუნდს პრემიაც დაერიცხა * 39:22 და ქულებიც გაუტოლდა კლერმონს.
ამან ბეიონში 13:24 წააგო, გარდამტეხ ლელოზე კი მარვინ ო’ქონორი კონტრ-შეტევაზე გამოექცა ვიტო კოლელიშვილს. ჩილაჩავამ ტულონის 9 ლელოდან მესამე შეიტანა და ჩემპიონმაც 61:28 დაანგრია გრენობლი, მაგრამ დამდეგ ვიქენდზე ბლომად ხალხი მიუდის ნაკრებებში და პირველ ხაზს კაცებით ვეღარ აკომპლექტებს.
ორივეგან უსინბინოდ!ეგ რგოლი იქეთ იყოს და ტულონს ისედაც აკლიან ფრედი მიშალაკი, ხუან-მარტინ ფერნანდეს-ლოვე და მეთ გიტო, ბოკემ კი იხმო ბრაიან ჰაბანა, უელსმა - ლი ჰაფპენი და "ლე ბლემ" - მატიო ბასტარო.
ტესტებში საფრანგეთის პირველი მეტოქე ფიჯი რომაა, ლიგა ტოპ 14-ის ტურს მაინც ატარებს, მერე კი, ავსტრალიისა და არგენტინის ხათრით, ელიტას დაასვენებს.
დასასრულ, ტრადიციულად შევაჯამოთ ლეგიონის მონაგარი. ტოპის 10 კლუბის 15 ჩვენებურიდან დამწყებ 15-ეულში სამიღა მოხვდა, კიდევ ხუთი კი შემცვლელად შევიდა. 4 ლელო ზემოთ ვიზეიმეთ. სინბინში არავინ გაუმწესებიათ, ხოლო ოფლოუდი ბურჯს არ მოეთხოვება.
ტოპ 14-ის მომდევნო "პრო დ2"-ში პირველად დამარცხდა ლიდერი - პო, პრემია კი ვერავინ აიღო. ამ ლიგის 16-დან 8 კლუბში მოღვაწე 20 ქართველიდან ითამაშა თორმეტმა. არ შეუცვლიათ მხოლოდ ნიკა ხატიაშვილი; რვა ბრძოლაში მარქაფიდან ჩაება; სხვაფრივ კი არც ლელო დაუდია ვისმე და არც არავინ გაუძევებიათ.
ქართული ლეგიონი >>
http://qaflan.netai.net/2014/OB/04_T14+GEO.htmსაფრანგეთის "ტოპ 14"X ტურიშაბ 1/11
ლიონ 17:41 ტულუზ$
ბრივ 21:15 კასტრ
ლა’როშელ 21:15 მონპელიე
რასინგ$ 17:21 უაიონაკს
სტად$ 39:22 ბორდო
ბეიონ 24:13 კლერმონ
კვი 2/11
ტულონ$ 61:28 გრენობლ
XI ტური * საქ დროით
პარ 7/11
მონპელიე 23.45 ბრივ
შაბ 8/11
კასტრ 17.45 ტულონ
კლერმონ 23.00 სტად
გრენობლ 23.00 ლიონ
უაიონაკს 23.00 ლა’როშელ
რასინგ 23.00 ბეიონ
ბორდო 23.45 ტულუზ
ად ტოპ 14 * 10 ტური ქ სხვ მ-წ გატ:გაშ ლ $1 ტულონ 33 +137 7-3 326:189 39/16 5
2 კლერმონ 31 +69 7-3 242:173 20/12 3
3 სტად (პარ) 31 +10 7-3 234:224 25/20 3
4 ბორდო 27 +63 6-4 296:233 29/22 3
5 მონპელიე 26 +40 6-4 216:176 17/15 2
6 რასინგ (პარ) 25 +7 5-5 225:218 24/19 5
7 გრენობლ 24 -50 5-5 252:302 26/30 4
8 ტულუზ 23 +27 5-5 227:200 19/17 3
9 ბეიონ 21 +8 4-6 214:206 17/20 5
10 ლა’როშელ 19 -75 4-6 220:295 20/33 3
11 ბრივ 18 -60 4-6 206:266 20/25 2
12 ლიონ 17 -67 4-6 181:248 16/24 1
13 უაიონაკს 16 -25 3-7 201:226 14/19 4
14 კასტრ 15 -84 3-7 202:286 18/32 3
ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; +1 ბონუსი ($):
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს (მინიმუმ) სამით მეტ ლელოს გაუტანს;
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 6 ქულაზე ნაკლებით (ლელოს ფარგალში) დამარცხდება;
ფრეზე ბონუსი არავის ერგება
^ წინაა უკეთესი პირისპირ ბალანსით
"პრო დ2"VIII ტური18-19/10
აჟენ 28:19 მონ’მარსან
დაკს 16:34 კოლომიე
მასი 39:29 კარკასონ
მონტობან$ 43:03 ბიარიც
ნარბონ 33:17 ორიაკ
პო$ 35:10 ალბი
ბურგუენ$ 42:16 ტარბ
პერპინიონ 28:25 ბეზიე$
IX ტური1-2/11
ბიარიც 23:18 პერპინიონ$
ალბი 19:16 ტარბ$
ორიაკ 19:12 აჟენ
კარკასონ 40:17 დაკს
კოლომიე 15:07 მასი
მონტობან$ 17:18 ნარბონ
ბეზიე 19:00 ბურგუენ
მონ’მარსან 15:06 პო
ად დ2 * 9 ტური ქ სხვ მ-წ*ფ $1 პო 35 +99 8-1 3
2 ბეზიე 26 +48 6-3 2
3 პერპინიონ 24 +24 5-4 4
4 მონ’დე’მარსან 23 +27 5-4 3
5 კარკასონ 23 +22 5-4 3
6 ალბი 23 -13 5-4 3
7 ორიაკ ^ 21 -9 4-4*1 3
8 აჟენ 21 +32 4-5 5
9 ბიარიც 21 -14 5-4 1
10 კოლომიე 21 -4 5-4 1
11 მონტობან 20 +22 4-5 4
12 ნარბონ 17 -41 4-5 1
13 მასი 15 -42 3-6 3
14 ტარბ 15 -82 3-6 3
15 ბურგუენ ? 13 -16 3-5*1 3
16 დაკს 9 -53 2-7 1
? დაექვითა 4 ქულა
+++
http://qaflan.netai.net/2014/OB/04_T14+GEO.htmტოპ 14-ის ქართველობა @ 1-2/11 კლუბი ჩვენებური წთ’ ლ სბ პ/ს მ ^ ოფ ბჭვ დერ -შ -ჯ
ბეიონ გიორგი ჟღენტი = . . . . . . . . . .
ბორდო ზაზა ნავროზაშვილი = . . . . . . . . . .
ბრივ კახა ასიეშვილი -41 11 . 0/2 16 . . 4/0 . . 0
გოდერძი შველიძე +41 . . 0/1 1 . . 0/2 . . 1
კლერმონ დავით ზირაქაშვილი = . . . . . . . . . .
* ვიტო კოლელიშვილი -66 . . 6/9 8 1 . 5/2 . 1 1
ლა’როშელ ლექსო ყაულაშვილი +42-50+65 49 . 0/2 8 . . 1/0 . . 0
მონპელიე მიხო ნარიაშვილი = . . . . . . . . . .
რასინგ დავით ხინჩაგიშვილი = . . . . . . . . . .
სტად ზურაბ ჟვანია +61 80+3 . 0/2 14 1 . 0/0 . . 1
დუდუ ქუბრიაშვილი +61 . . 1/0 0 . . 1/1 . . 2
ტულონ * მამუკა გორგოძე = . . . . . . . . . .
* კოტე მიქაუტაძე = . . . . . . . . . .
ლევან ჩილაჩავა -13+17-65 36 . . . . . . . . .
ტულუზ ვასო კაკოვინი +61 . . 0/1 1 . . 1/1 . 1 0
* არა-ბურჯი; წთ’ წუთი; = 23 კაცში არ იყო, @ არ შესულა, + შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; ლ ლელო, სბ სინბინი, პ/ს (ფეხი/)პასი/სოლო, მ წინსვლა (მეტრი, ^ გაბითურება, ოფ ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა, დერ დერეფანი (მოიგო/წააგო, -შ შეცდა (ბურთი დაკარგა, -ჯ დაჯარიმდა
პრო დ2-ის ქართველობა კლუბი ჩვენებური VIII IX
ალბი * ვახტანგ მაისურაძე +53 =
ბექა შეყლაშვილი -41 +68
აჟენ გიორგი თეთრაშვილი +71 +65
* თამაზ მჭედლიძე ! +71
ტარიელ რატიანიძე = =
ბეზიე * ლაშა ლომიძე სბ -67 =
მასი დავით აშვეთია -65 -57
ვახტანგ ახობაძე = +66
დავით დადუნაშვილი = =
* შალვა სუთიაშვილი -79 =
დაჩი ყუფარაძე ! -66
ორიაკ * ლევან დათუნაშვილი ! -72
* მერაბ შარიქაძე = +72
ნიკა ხატიაშვილი +68 !
პერპინიონ * დიმიტრი ბასილაია -54 +15
გიორგი მჭედლიშვილი +62 =
პო გიორგი ნაცარაშვილი +41 სბ +47
ტარბ კახა კობერიძე +52 +68
ირაკლი მირცხულავა = =
* გიორგი ნემსაძე სბ =
= 23 კაცში არ იყო; ანაც იყო, მაგრამ არ შესულა
===