I დივიზიონი
ბაიონი - გიორგი ჟღენტი
ბრივი - გოდერძი შველიძე, კარლენ ასეიშვილი
მეტრო რასინგი - დავით ხინჩაგიშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი
კლერმონი - ვიქტორ კოლელიშვილი, დავით ზირაქაშვილი
ლიონი - გურამ კავთიძე
მონპელიე - მიხეილ ნარიაშვილი
სტად ფრანსე - ზურაბ ჟვანია, დავით ქუბრიაშვილი
ტულუზი - ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე
ტულონი - მამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა, კონსტანტინე მიქაუტაძე
ბორდო - ზაზა ნავროზაშვილი
ლა როშელი - ლექსო ყაულაშვილი
მეორე დივიზიონში ქართველების დიდი მიდი-მოდი გაიმართა. "აჟენში" სეზონის დასრულებისთანავე ჩაირიცხნენ გიორგი თეთრაშვილი და თამაზ მჭედლიძე. მეორე დივიზიონში აღზევებულ "მასიში" შერკინების კვაჭი ვახტანგ ახობაძე ჩაირიცხა, იქამდე კი ამ გუნდში შალვა სუთიაშვილი, დავით აშვეთია, ელიზბარ ყუფარაძე და დავით დადუნაშვილი თამაშობდნენ.
"ორიაკმა" მერაბ შარიქაძე და ნიკოლოზ ხატიაშვილი დაიმატა და, სავარაუდოდ, მომავალი სეზონიდან პირველ დივიზიონში აღზევებისთვის იბრძოლებს.
"ალბი" ქართველებისგან თითქმის სულიად დაიცალა, თუმცა "ბეზიედან" პირველხაზელი ბექა შეყლაშვილი მიიწვია. ლანგედოკელებმა, თავის მხრივ, ახალგაზრდა ქართველ მეორეხაზელ ლაშა ლომიძესთან გააფორმეს ხელშეკრულება.
"ტარბიდან" წავიდა, თუმცა ჯერ გარკვეული არ არის, სად განაგრძობს კარიერას გიორგი ჩხაიძე.
"ტარბის" ხელმძღვანელებმა გუნდში კახაბერ კობერიძე მიიწვიეს, რომელიც აქამდე "ალბიში" ირიცხებოდა.
II დივიზიონი
აჟენი - გიორგი თეთრაშვილი, თამაზ მჭედლიძე, ტარიელ რატიანიძე
მასი - შალვა სუთიაშვილი, დავით აშვეთია, ელიზბარ ყუფარაძე, დავით დადუნაშვილი, ვახტანგ ახობაძე
ორიაკი - ლევან დათუნაშვილი, ნიკოლოზ ხატიაშვილი, მერაბ შარიქაძე
ალბი - ბექა შეყლაშვილი, ალექსანდრე თოდუა
ბეზიე - ლაშა ლომიძე
ტარბი - კახაბერ კობერიძე, ირაკლი მირცხულავა, გიორგი ნემსაძე
პერპინიანი - გიორგი მჭედლიშვილი, დიმიტრი ბასილაია
http://sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/le...r-ragbishi.html This post has been edited by iverieli on 24 Jun 2014, 15:30