გამოქვეყნდა ოთხშაბათის "ჩვენს თამაშში"
დღევანდელში სამხრეთული გვერდია = სონი ბილი და რამე, ანგარიშებ-ანონსებ-ცხრილებით
კადრში თუმც ვერა ხვდებიან საფრანგეთის "ტოპ 14"-ის მეორე ტურში ჩვეულ ყაიდაზე იმუშაკეს ბორჯღალოსანმა ფორვარდებმა,
მოწინავე სამეულში კი ის ბობოლები სხედან, რომელთაც ბიუჯეტი სხვებზე მეტი აქვთ >>>
http://Qaflan.netai.net/2014http://issuu.com/chveni-tamashi "ტოპ 14" რაგბეთში უმდიდრესი ლიგაა და ბლომად იბირებს უცხოელს. კადრების გადინება რომ აღკვეთონ, ახალი ზელანდია, ავსტრალია და ინგლისი საფრანგეთში გადასულებს ნაკრებში აღარ უხმობენ, სამხრეთ აფრიკას, უელსსა და ირლანდიას კი არჩევანი ცოტა რომ აქვთ, ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებენ.
აგერ, ტულუზმა მოჩანგლა ინგლისის 10 ნომერი თობი ფლადი (60 კეპი, 301 ქულა), რის გამოც ლესთერელი ოსტატი გაისად, მსოფლიოზე ვეღარ ირაგბებს, მაგრამ კი ვიხილავთ ტულონელებს - ბრაიან ჰაბანას (აფრ) და ლი ჰაფპენს (უელ). აღშფოთდა ირლანდიაც, როცა მგეზავი ჯონათან სექსთონი "რასინგ მეტროში" წაუვიდა, მაგრამ დუბლინელი პარიზს ვერ შეეწყო და საგაისოდ შინ ბრუნდება.
რასინგში სექსთონის წლიური ჯამაგირი 700 ათასი ევროა. კლუბი ეაჯა კელტ ვარსკვლავს, ოთხი წლითაც დარჩი და მოგიმატებთო, მაგრამ ჯონი მაგავე ვადით გაურიგდა მშობლიურ ლენსთერს, რაღაი მის ცოლს უცხო გარემოში ჩვილი ბავშვის მოვლა უჭირს.
სხვაფრივ, წინა კვირაში რომ გამოქვეყნდა კლუბთა ბიუჯეტები, ბობოლა საითმა "პლანეტმა" ეგეც განუმარტა მკითხველს, რომ ტოპში "სელერი კეპი" (საჯამაგირო ფონდის ზედა ზღვარი) 10 მილიონი ევროა, კლუბთა უმეტესობა კი მრავალ-დარგოვანი ბიზნესია. ასე მაგალითად, ტულუზის შეძლებაში თურმე ითვლება მაღაზიები, რესტორნები და ქალაქის აეროპორტიც!
>> კლუბთა ბიუჯეტი
(მლნ ევრო) ტულუზ 35.00
კლერმონ 27.90
ტულონ 25.37
რასინგ 25.36
სტად 25.28
მონპელიე 22.54
ლიონ 21.03
გრენობლ 20.77
კასტრ 19.04
ბორდო 15.86
ბეიონ 15.76
ლა’როშელ 14.47
უაიონაზ 14.28
ბრივ 13.63
რუსთაველთა ბუღრაობაჩემპიონმა ტულონმა მეორე ტურში ლელოებით 9/3 გააბურთავა ახალბედა ლა’როშელი, ვისაც მეორე მეოთხედში ზედიზედ რომ გაუგდეს ორი მორკინალი, წყვილი ლელო გაუშვა და საბოლოოდ 19:60 მოისრა. არც ამჯერად უთამაშიათ დაშავებულებს - ჰაფპენს და მამუკა გორგოძეს, ოზმა მეთ გიტომ კი 20 ქულა (ლ 6გ ჯ) მოკრიფა.
ტულუზმა 35:6 დაანგრია კასტრი და პრემიაც აიღო იმის და მიუხედავად, რომ 67’ წუთზე ნორჩმა ტომა რამომ ფეხი უთავაზა რუმინელ ბურჯ მიხეიცა ლაზერს, ვინაც უბურთოდ იჭერდა, და წითელი ბარათი მიიღო.
ბრივ - კლერმონის რკენაში * 6:21 ლელო არ დადებულა. პირველ ხაზში ერთმანეთს დაეჭიდნენ რუსთაველები - გოდერძი შველიძე და დავით ზირაქაშვილი. აღინუსხა ოთხი სინბინი. "ზირაქა" პირველ ტაიმში გააძევეს ფიჯელ ელია რანდიკენდიკეს ურჯუკად დაჭერისთვის, მერე კი რეფმა ვიტო კოლელიშვილიც დატუქსა.
ბეიონმა ლელოებით 5/2 აჯობა უაიონაზს * 38:12. ბორდო - რასინგის თამაშში * 30:21 სამი ლელო ბოლო 10 წუთში დაიდო; პარიზის "სტად ფრანსეზი" ჯერ 17, მერე კი 15 ქულით უგებდა ახალბედა ლიონს, მაგრამ სამითღა იმარჯვა * 23:20, მონპელიეს კი რომ გაუსინბინეს კივი ბექი რენე რეინჯერი, საათის თავზე რვით ჩამორჩა გრენობლს, მაგრამ მაინც მოუგო:
ჯონათან პელისიემ შეაგდო ჯარიმა; მეორე’ხაზელ ჰენდრიკ რუდტის სინბინით იხეირა ალეკს ტიულუმ, ბოლო წუთზე კი პელისიემ კიდევ დაჰკრა ჯარიმა, რაღაი აფრიკელმა ჰავბექმა შარლ მაკ’ლაუდმა მეტოქეს პასზე ხელი წინ ჩაუკრა * 20:17
2 სინბინი და 14 ჯარიმადასასრულ, ჩვენებურთა აქტივ-პასივიც წვრილად მოვიკითხოთ. 14-დან 11 კლუბის 16 ქართველი ფორვარდიდან: 23-კაცა განაცხადში იყო 9; დამწყებად ეწერა 5; 4 სათადარიგოდან შევიდა 3; მონპელიელმა მიხო ნარიაშვილმა კი შეუცვლელადაც იომა.
სქრამ.კომ-ის სტატისტიკის თანახმად, ლელო ვერ დავდეთ; სამაგიეროდ, მივიღეთ 2 სინბინი და 14 ჯარიმა! ლევან ჩილაჩავამ ოფლოუდი შეასრულა; წინსვლის მეტრაჟი ყველას მცირე გამოუვიდა, ბოჭვაში კი გამოირჩნენ ვიტო, მიხო და ზირაქა.
ჰო კიდევ, საფრანგეთიდან ხარისხიანი ფოტო საკმაოდ მოვიდა, მაგრამ კადრში ჩვენი ბურჯებიდან ეგრეც ვერავინ მოხვდა.
საფრანგეთის "ტოპ 14"II ტური
პარ 22/08
ტულუზ$ 35:06 კასტრ
შაბ 23/08
ბრივ 06:21 კლერმონ
ბეიონ$ 38:12 უაიონაზ
ბორდო 30:21 რასინგ
მონპელიე 20:17 გრენობლ$
ტულონ$ 60:19 ლა’როშელ
სტად 23:20 ლიონ$
III ტური * საქ დროით
პარ 29/08
კლერმონ 22.45 მონპელიე
შაბ 30/08
ლა’როშელ 16.45 ტულუზ
კასტრ 20.30 ბეიონ
გრენობლ 20.30 ბორდო
ლიონ 20.30 ბრივ
უაიონაზ 20.30 სტად
რასინგ 22.45 ტულონ
ა 2 ტური ქ სხვ მ-წ გატ:გაშ ლ $
1 ტულონ 9 +55 2-0 89:34 11/3 1
2 ტულუზ 9 +30 2-0 55:25 5/1 1
3 კლერმონ 8 +19 2-0 51:32 3/2 0
4 ბორდო 8 +18 2-0 48:30 3/2 0
5 სტად (პარ) 8 +6 2-0 48:42 5/4 0
6 ბეიონ 5 +12 1-1 53:41 5/4 1
7 ბრივ 5 +7 1-1 43:36 4/0 1
8 მონპელიე 5 =0 1-1 36:36 2/3 1
9 რასინგ (პარ) 4 -6 1-1 40:46 3/4 0
10 გრენობლ 2 -7 0-2 43:50 4/4 2
11 ლიონ 1 -12 0-2 29:41 3/2 1
12 უაიონაზ 1 -27 0-2 31:58 3/6 1
13 კასტრ 1 -32 0-2 28:60 1/7 1
14 ლა’როშელ 0 -63 0-2 34:97 3/13 0
ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; +1 ბონუსი ($: პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს (მინიმუმ) სამით მეტ ლელოს გაუტანს; ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 6 ქულაზე ნაკლებით (ლელოს ფარგალში) დამარცხდება; ფრეზე ბონუსი არავის ერგება
ქართული ლეგიონი @ 22-23/08 = საითზე და გაზეთში უკეთ ჩანს
კლუბი ჩვენებური წთ’ ლ სბ პ/ს მ ^ ოფ ბჭვ დერ -ჯ
ბეიონ გიორგი ჟღენტი +66 . 79’ 0/1 5 . . 2/0 . 3
ბორდო ზაზა ნავროზაშვილი =
ბრივ კახა ასიეშვილი =
გოდერძი შველიძე -41 . . 0/2 5 . . 2/0 . 3
კლერმონ დავით ზირაქაშვილი -75 . 22’ 0/1 1 1 . 7/0 . 2
* ვიტო კოლელიშვილი -31+33 . . 1/5 3 1 . 11/1 1/0 1
ლა’როშელ ლექსო ყაულაშვილი =
ლიონ გურამ კავთიძე =
მონპელიე მიხო ნარიაშვილი ! . . 0/3 0 . . 13/1 . 1
რასინგ დავით ხინჩაგიშვილი =
სტად ზურაბ ჟვანია =
დავით ქუბრიაშვილი +46 . . 0/1 0 . . 2/1 . 2
ტულონ * მამუკა გორგოძე =
* კოტე მიქაუტაძე @
ლევან ჩილაჩავა +51 . . 2/1 0 . 1 2/0 . 2
ტულუზ ვასო კაკოვინი -55 . . 0/3 10 . . 5/3 . 0
* არა-ბურჯი; წთ’ წუთი: = 23 კაცში არ იყო, @ არ შესულა, + შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა;
ლ ლელო, სბ სინბინი, პ/ს (ფეხი/)პასი/სოლო, მ წინსვლა (მეტრი, ^ გაბითურება, ოფ ოფლოუდი,
ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა, დერ დერეფანი (მოიგო/წააგო, -ჯ დაჯარიმდა
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 28 Aug 2014, 12:16