ხულიგნები ემტერებიან საფრანგეთის "ტოპ 14"-ის მეოთხე ტურში ტულონმა გაჭირვებით რომ ძლია ბორდო,
ხოლო ტულუზი ბრივში დამარცხდა, ორნიღა - კლერმონი და მონპელიე თანა’ლიდერობენhttp://Qaflan.netai.net/2014http://issuu.com/chveni-tamashiტულონმა ფრედი მიშალაკის 6 ჯარიმით 18:13-ღა მოუგო ბორდოს, ვინც 20 წუთი კაც-ნაკლულმა ირაგბა. ტულუზმა ბოლოსკენ 10 ქულიანი ფორა გააბათილა, მაგრამ რომენ პუატის გადამკიდემ, მაინც წააგო:
ბრივს შეტევაში ბურთი წინ დაუვარდა, თობი ფლადმა 22-დან მოიგერია, რეფმა კი სტუმრები ნახეირებად მიიჩნია. ჰოდა, ფიჯელმა მბენიტო მასილევუმ კოხტა ფინტით იქეთ დაალელოვა ბობოლები * 26:19
მონპელიემ კასტრი 43:10 მოსრა, კლერმონისგან რასინგის დარბევაში კი ორი ლელო შეიტანა ბებერმა კაპიტანმა ორელიან რუჟერიმ * 32:6
ნამატჩევს გამარჯვებულებმა დღეობა მიულოცეს კანადელ ჯემი ქადმორს და ვაჟის შეძენა - კამი ლოპესს, მაგრამ ლხინი ცუდად დასრულდა: საქაბაბეში სამი მოძალადე აუხირდა გამოსწორების გზაზე შემდგარ ზელანდიელ ლოთს, გარემარბ ზექ გილდფორდს, წიხლის კვრით ყბა გაუტეხა და მწყობრიდან ერთი თვით გამოიყვანა.
დიახ, კლერმონელ მორაგბეებს ბოლო ხანს ერთობ ემტერებიან ხულიგნები: სულ რაღაც თვე’ნახევრის წინ ყამებით შეიარაღებულმა ბანდამ ღამით დაჭრა ცნობილი ოსტატები - რუჟერი, ბენჟამენ კეიზერი და ჟიულიან პიერი.
კომბინაციები გავიწყდებაოლიონმა მოლით მაშინღა დაუდო ლელო უაიონაზს, ამას რომ კაცი გაუსინბინეს * 26:23, სტად ფრანსეზ - ბეიონის ბურთაობაში კი ბონუსი ორივე გუნდმა აიღო, რაც ფრანგული სისტემით იშვიათობაა.
დაიყარა ბევრი სატრანსფერო ჭორი, ირლანდიის კავშირმა და რასინგმა კი დაადასტურეს, რომ 29 წლის ჯონათან სექსთონი შემდეგი სეზონიდან შინ, ლენსთერში (დუბლინი) ბრუნდება.
კელტ ვარსკვლავსაც წინა ტურში ტულონის ძლევა ყბის გატეხვად დაუჯდა და უქმობს. მისი თქმით, ლეგიონერობა და თან "სამყურებში" თამაში მგეზავისთვის ძნელი შესათავსებელია, რაკი უცხო კლუბი არა გზოგავს, ნაკრების შეკრების გაცდენით კი კომბინაციები გავიწყდება!
მედიამ ეგეც მოიძია, რომ რასინგი სეზონში მილიონ (!) ევროს სთავაზობს ტულონელ მეთ გიტოს, რათა გაისად ამან შეცვალოს სექსთონი. ავსტრალიელის ჯამაგირი ამჟამად 600 ათასია და უნივერსალი ბექი ტულონში საგადასახადო შეღავათითაც სარგებლობს.
რასინგის პატრონს, ჟაკი ლორანზეტს თვალი " ოლ ბლექ" დენ ქართერისთვისაც დაუდგამს, ლიონი კი ებაასება ვოლაბ ქვეიდ ქუპერს, ვინაც ხომ დაშავებულია და თან ვერც კავშირს ურიგდება კონტრაქტის გაგრძელებაზე.
შარიქაძის პირველი ლელოდასასრულ, ქართული ლეგიონიც მოვიკითხოთ. ელიტის 11 კლუბის 16 ჩვენებურიდან 7-ვე დამწყები - ბურჯი იყო, და სამი ფორვარდიც მარქაფიდან ჩაება თამაშში:
შეუცვლელად იომა გიორგი ჟღენტმა და ბურთი 16 მეტრზე ატარა; ლელო შეიტანა დათო ზირაქაშვილმა, უჯარიმოდ იმუშაკა და 6 სოლოზე ოვალი 22 მეტრით წაწია წინ; ჯვარედინი იოგები დაუწყდა დათო ხინჩაგიშვილს და ნახევარი წლით გამოვიდა მწყობრიდან; სინბინი არავის მიუღია, ჯარიმათა ჯამმა კი, წინა ტურთან შედარებით, 12-დან 7-მდე დაიკლო.
ტოპის მომდევნო "პრო დ2"-ის 16-დან 9 კლუბში მოღვაწე 21 ქართველიდან ითამაშა ცამეტმა. შეუცვლელად ირაგბა ხუთმა. კარიერის ამ ეტაპზე პირველი ლელო გაიტანა ნორჩმა ბექმა მერაბ შარიქაძემ, გიორგი ნაცარაშვილი კი გაგვისინბინეს.
საფრანგეთის "ტოპ 14"IV ტური
პარ 5/09
მონპელიე$ 43:10 კასტრ
შაბ 6/09
ბრივ 26:19 ტულუზ
კლერმონ$ 32:06 რასინგ
გრენობლ$ 30:12 ლა’როშელ
ლიონ 26:23 უაიონაზ$
სტად$ 34:29 ბეიონ$
ტულონ 18:13 ბორდო$
V ტური * საქ დროით
პარ 12/09
ლა’როშელ 22.00 კასტრ
შაბ 13/09
ტულუზ 16.45 კლერმონ
ბეიონ 20.30 ბრივ
უაიონაზ 20.30 გრენობლ
რასინგ 20.30 ლიონ
ტულონ 22.45 სტად
კვი 14/09
ბორდო 16.30 მონპელიე
ად ტ14 * 4 ტური ქ სხვ მ-წ გატ:გაშ ლ $
1 კლერმონ 14 +44 3-1 103:059 08/02 2
2 მონპელიე 14 +34 3-1 100:066 08/05 2
3 ტულონ 13 +53 3-1 117:064 12/06 1
4 სტად (პარ) 13 -16 3-1 088:104 10/10 1
5 გრენობლ 12 +25 2-2 110:085 12/06 4
6 ტულუზ 9 +11 2-2 099:088 09/06 1
7 ლიონ 9 +9 2-2 079:070 07/04 1
8 ბორდო 9 -1 2-2 084:085 06/07 1
9 ბრივ 9 -4 2-2 075:079 06/03 1
10 რასინგ (პარ) 8 -25 2-2 063:088 05/09 0
11 უაიონაზ 7 -3 1-3 087:090 09/08 3
12 ბეიონ 6 -17 1-3 088:105 07/12 2
13 კასტრ 6 -41 1-3 068:109 05/13 2
14 ლა’როშელ 4 -69 1-3 083:152 06/19 0
ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; +1 ბონუსი ($: პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს (მინიმუმ) სამით მეტ ლელოს გაუტანს; ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 6 ქულაზე ნაკლებით (ლელოს ფარგალში) დამარცხდება; ფრეზე ბონუსი არავის ერგება
"პრო დ2"III ტური @ 30-31/08
ორიაკ$ 25:09 მონტობან
კოლომიე 20:17 კარკასონ$
დაკს 20:26 ბურგუენ
მასი$ 16:19 ალბი
ტარბ 16:15 პერპინიონ$
ბიარიც 24:20 მონ’მარსან$
ნარბონ 25:15 ბეზიე
პო$ 26:21 აჟენ$
ად დ2 * 3 ტური ქ სხვ მ-წ $
1 პო 14 +45 3-0 2
2 ალბი 13 +30 3-0 1
3 პერპინიონ 9 +33 2-1 1
4 ბეზიე 8 +18 2-1 0
5 ბურგუენ 8 =0 2-1 0
6 კოლომიე 8 -8 2-1 0
7 ბიარიც 8 -13 2-1 0
8 ტარბ 8 -17 2-1 0
9 მონ’მარსან 6 +2 1-2 2
10 მონტობან 6 -4 1-2 2
11 ორიაკ 6 -23 1-2 2
12 ნარბონ 5 =0 1-2 1
13 კარკასონ 5 -18 1-2 1
14 დაკს 4 -7 1-2 0
15 აჟენ 3 -12 0-3 3
16 მასი 2 -26 0-3 2
+++
http://qaflan.netai.net/2014/O9/10_T14+GEO.htmტოპ 14-ის ქართველობა @ 5-6/09
კლუბი ჩვენებური წთ’ ლ სბ პ/ს მ ^ ოფ ბჭვ დერ -შ -ჯ
ბეიონ გიორგი ჟღენტი ! . . 0/4 16 2 . 3/1 . . 1
ბორდო ზაზა ნავროზაშვილი -23+35-49+75 . . 0/1 0 . . 4/2 . . 0
ბრივ კახა ასიეშვილი +56 . . 0/1 0 . . 4/1 . . 3
გოდერძი შველიძე -56 . . 1/2/3 5 . . 0/1 . . 0
კლერმონ დავით ზირაქაშვილი -58 35 . 1/6 22 . . 6/1 . . 0
* ვიტო კოლელიშვილი +41-52+68 . . 1/2 9 1 1 4/0 . . 1
ლა’როშელ ლექსო ყაულაშვილი -55 . . 0/7 11 . . 3/0 . . 0
ლიონ გურამ კავთიძე = . . . . . . . . . .
მონპელიე მიხო ნარიაშვილი -69 . . 0/1 9 1 . 6/1 . . 2
რასინგ დავით ხინჩაგიშვილი -19 . . 0/2 0 . . 2/0 . . 0
სტად ზურაბ ჟვანია = . . . . . . . . . .
დუდუ ქუბრიაშვილი = . . . . . . . . . .
ტულონ * მამუკა გორგოძე = . . . . . . . . . .
* კოტე მიქაუტაძე +71 . . 0/1 0 . . 0/0 1/0 . 0
ლევან ჩილაჩავა @ . . . . . . . . . .
ტულუზ ვასო კაკოვინი = . . . . . . . . . .
* არა-ბურჯი; წთ’ წუთი: = 23 კაცში არ იყო, @ არ შესულა, + შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; ლ ლელო, სბ სინბინი, პ/ს (ფეხი/)პასი/სოლო, მ წინსვლა (მეტრი, ^ გაბითურება, ოფ ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა, დერ დერეფანი (მოიგო/წააგო, -შ შეცდა (ბურთი დაკარგა, -ჯ დაჯარიმდა
პრო დ2-ის ქართველობა კლუბი ჩვენებური III
ალბი * ვახტანგ მაისურაძე =
ბექა შეყლაშვილი +68
აჟენ გიორგი თეთრაშვილი =
* თამაზ მჭედლიძე -14
ტარიელ რატიანიძე =
ბეზიე * ლაშა ლომიძე !
მასი დავით აშვეთია -57
ვახტანგ ახობაძე +57
დავით დადუნაშვილი =
* შალვა სუთიაშვილი !
დაჩი ყუფარაძე -75
ნარბონ ასტამურ იოსელიანი =
ორიაკ * ლევან დათუნაშვილი +50
* მერაბ შარიქაძე ლ!
ნიკა ხატიაშვილი =
პერპინიონ * დიმიტრი ბასილაია !
გიორგი მჭედლიშვილი =
პო გიორგი ნაცარაშვილი სბ!
ტარბ კახა კობერიძე +48
ირაკლი მირცხულავა =
* გიორგი ნემსაძე +55
= 23 კაცში არ იყო; ანაც იყო, მაგრამ არ შესულა