ბუჯელალის დარდები საფრანგეთის "ტოპ 14"-ს ექვსი ტურის შემდეგ დამაჯერებლად კი ლიდერობს კლერმონი,
მაგრამ მედია მაინც ტულონის თავკერძა პატრონის, მურად ბუჯელალის ოინებითაა ავსილიhttp://Qaflan.netai.net/2014http://issuu.com/chveni-tamashiკიდევ ვიტყვით: ტოპ 14 ისე თანაბარი ლიგაა, რომ დასის ქვედა ნახევარს - ერთბაშად 7 გუნდს - ბალანსად ერთი და იგივე, 2-4 უწერია. ამ ლიანგისგან განსხვავებით, კლერმონს პირველი ტურის აქეთ ლელო აღარ გაუშვია და ტულონს უკვე 4 ქულით უსწრებს. ყვითლებმა ლიონთან დაასვენეს დათო ზირაქაშვილი, მეორე ტაიმი კი 27:0 მოიგეს.
კლერმონის გარდა, პრემია აიღო მხოლოდ ტულონმა - ბრივს 25’ წუთზე რაქში იდაყვის ჩარტყმისთვის წითლით რომ გაუგდეს პიტ მარე, სტუმრებმა გაილაღეს და 8 ლელო გაიტანეს. ჰეთ-თრიქი შეასრულა რუდი ვულფმა, ბრივი კი შარშანდელ გზას ადგას: თუ წინა სეზონში 29 ყვითელი და სამიც წითელი მოკრიფა, წელს უკვე 11+1 მოუნაგრებია!
უჭირს ევროპის ერთადერთ 4-გზის ჩემპიონს, ტულუზს - 36 წელია, სეზონი ასე ცუდად არ დაუწყია. ზემო-გარონელთა ვეტერანმა, ვენსან კლერკმა რასინგს კარიერის 86-ე ლელო დაუდო და ინგლისელმა თობი ფლადმაც გარდასახა * 16:15, მაგრამ მალე მაკსიმ მაშნომ შერკინებიდან ასწაპნა ბურთი სტუმრებს, მერე კი კივი ბურჯი, ნემია ტიალატაც გააგდეს და პარიზელებმა 27:16 იმარჯვეს.
მონპელიემ ერთობ უღიმღამო თამაშში უპრემიოდ, 23:3 გააბითურა რასინგის მეზობელი სტადი, ტური კი ლა’როშელ - ბორდოს ბურთაობამ დაამშვენა. სტუმრები 13 კაცის ამარა რომ დარჩნენ, მასპინძლებმა 10-ქულიანი მარაგი შექმნეს, მაგრამ მერე მათაც გაუგდეს კაცი. ჰოდა, ბორდომ გარდასახულ ლელოს ორი ჯარიმაც დაურთო * 29:26
კრუასანები მომენატრაოაკიდოში გვეწერა, "ბობოქრობს ტულონის შეფი მურად ბუჯელალი, ჩემი ფული უელსის, არგენტინისა და სამხრეთი აფრიკის ნაკრებთა წარმატებას რად უნდა ხმარდებოდესო". მარად ჯიქურად მოსაუბრე მდიდარი ეჭვობდა, უელსელი ლი ჰაფპენი კლუბში ტრავმირებული ჩამომივიდა და აქამდე მაგად ვერ რჩებაო, და თან ითხოვდა, "ოთხ ერზე" პაუზა რომაა, ბოკე ბრაიან ჰაბანა და პუმა ხუან-მარტინ ფერნანდეს-ლოვე მომეშველონ, თორემ ხელფასს დავუქვითავო.
მედიამ ჰაბანა ქეიპთაუნში მოიკითხა, ამან კი აღიარა, მესმის ბუჯელალის გულისწყრომა, რაკი დიდძალი სახსარი შეალია კლუბის მოძლიერებას, ჩემდათავად კი, როცა ფალავნობა დასრულდება, უმალ ტულონის მარაქაში გავერევი, რაკი დილით კრუასანების მირთმევა ძაან მომენატრაო.
აწრიალებულ პატრონს ეახლა ჰაფპენის აგენტი თიმ ლოპესი და დაარწმუნა, ჩემს კლიენტს საზარდულზე ოპერაცია არ დაჭირდება და მწყობრში სამ კვირაში ჩადგებაო, ყველაზე მეტად კი ბატონი მურადი გაახარა უნივერსლომა ბექმა, 31 წლის ავსტრალიელმა მეთ გიტომ (92 კეპი), ვინაც ტულონთან ორი წლითაც გაიგრძელა კონტრაქტი.
ქოქოთი "ლე ბლეშია"გიტო კლუბში 2011 წლის შემოდგომიდანაა და ინგლისელი ჯონი ვილქინსონის პენსიაზე გასვლის შემდეგ, უდაო ლიდერია. ოზ ვარსკვლავს რასინგმა წელიწადში მილიონი ევრო შეაძლია, რათა გადაებირებინა, ბუჯელალმა კი დაანამუსა მორაგბე, თუ ტულონიდან პარიზში გადახვალ, დავიჯერებ, რომ ცარიელი ტრიბუნების წინაშე გირჩევნია ბურთაობაო.
ტულონის უფროსობას სადარდებელი მაინც არ ელევა. ნაოპერაციევი ბეჭი რომ იღრძო 31 წლის კოლორიტმა, ფრედი მიშალაკმა და მწყობრიდან ოთხი თვით გამოვიდა, მურადს ჰკითხეს, ვილქინსონს ხომ არ დააბრუნებო. პატრონმა ეს შორს დაიჭირა, მაგრამ საიანვროდ კი მოჩანგლა არგენტინელი ხუან-მარტინ ერნანდესი, რაკი ჯეიმზ ო’ქონორი იანვარში ბრისბენის რედსში (ზე 15) გადადის.
47 კეპის მქონე "ჯადოქარი" პუმა ამჯერად უკლუბოდაა და ნაკრების განკარგულებაშია, მანამდე კი პარიზში 6 წელი გაუტარებია სტადში და ცოტაც რასინგში. სხვაფრივ, კვირას რომ გამოცხადდა "ლე ბლეს" სანოემბრო რაზმი, ფილიპ სანტ-ანდრემ 7 კაცი ტულონიდან აიყვანა, ოთხ-ოთხი - კლერმონიდან და ტულუზიდან, 9 ნომრად კი იხმო აფრიკელი (შარქს) რორი ქოქოთ’ი, ვინც კასტრში მოღვაწეობს.
მასიმ იმარჯვადასასრულ, საფრანგეთში მომუშავე ქართველებიც მოვიკითხოთ.
ელიტის 11 კლუბის 16 კავკასიელიდან დამწყებ 15-ეულში მოხვდა ხუთი ბურჯი და ორი მარბიელი, ერთი ბურჯიც შეცვლაზე შევიდა, 80 წუთით კი არავინ დაუტვირთავთ. 14 მეტრით წაწია წინ ბურთი ვიტო კოლელიშვილმა და 13-ით გიორგი ჟღენტმა, ბოჭვაზე კი გვასახელა კოტე მიქაუტაძემ (11/0)
ვიტომ პირველ ტაიმში 9 აღებაზე 3 ოფლოუდი გაუშვა; კოტემ ბურთი ორჯერ დაკარგა; 6 კაცი ჯამში 9-ჯერ დაჯარიმდა, მოედანზე ბოლო 10 წუთში შეშვებულმა ზურაბ ჟვანიამ კი მატჩი სინბინში დაასრულა.
ტოპის მომდევნო "პრო დ2"-ის 16-დან 9 კლუბში მოღვაწე 21 ჩვენებურიდან ცხრამ დაისვენა, ხოლო ვინც ირაგბა, იმათ არც ლელო გაუტანიათ და არც რამე დაუშავებიათ. მწირი, ოქმური სტატისტიკით, დუჟინიდან სამმა ითამაშა 80 წუთი, ოთხი მეორე ტაიმში შეცვალეს და ხუთი შევიდა, მაგრამ ვიქტორ დიდებულიძის გაწვრთნილმა მასიმ კი იმარჯვა სეზონში პირველად და გასახარი ეგა გვაქვს.
საფრანგეთის "ტოპ 14"VI ტური პარ 19/09
ბრივ 13:53 ტულონ$
შაბ 20/09
რასინგ 27:16 ტულუზ
კასტრ 27:18 უაიონაკს
კლერმონ$ 43:12 ლიონ
გრენობლ 24:15 ბეიონ
ლა’როშელ$ 26:29 ბორდო
მონპელიე 23:03 სტად
VII ტური * საქ დროით
პარ 26/09
ბეიონ 22.45 ტულუზ
შაბ 27/09
ტულონ 16.45 მონპელიე
ბრივ 20.30 ბორდო
გრენობლ 20.30 რასინგ
ლიონ 20.30 კასტრ
სტად 20.30 ლა’როშელ
უაიონაკს 22.45 კლერმონ
ად ტოპ14 * 6 ტური ქ სხვ მ-წ გატ:გაშ ლ $1 კლერმონ 23 +79 5-1 159:080 13/02 3
2 ტულონ 19 +89 4-2 194:105 22/09 3
3 მონპელიე 18 +48 4-2 144:096 12/07 2
4 ბორდო 17 +8 4-2 140:132 10/11 1
5 რასინგ (პარ) 17 +3 4-2 118:115 11/11 1
6 სტად (პარ) 17 -32 4-2 119:151 12/14 1
7 გრენობლ 16 +21 3-3 161:140 17/10 4
8 უაიონაკს 11 +1 2-4 145:144 13/13 3
9 ტულუზ 10 -4 2-4 124:128 10/09 2
10 ბეიონ 10 -9 2-4 126:135 09/14 2
11 ლა’როშელ 10 -47 2-4 150:197 12/22 2
12 კასტრ 10 -57 2-4 111:168 08/17 2
13 ლიონ 9 -39 2-4 102:141 08/12 1
14 ბრივ 9 -61 2-4 094:155 07/13 1
ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; +1 ბონუსი ($: პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს (მინიმუმ) სამით მეტ ლელოს გაუტანს; ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 6 ქულაზე ნაკლებით (ლელოს ფარგალში) დამარცხდება; ფრეზე ბონუსი არავის ერგება
"პრო დ2"V ტური 20-21/09
ორიაკ 15:10 კარკასონ$
კოლომიე$ 09:12 ბეზიე
მასი 27:25 ბურგუენ$
მონ’მარსან 30:20 მონტობან
ნარბონ 38:22 ალბი
პო 22:15 დაკს
პერპინიონ$ 32:16 აჟენ
ბიარიც$ 52:10 ტარბ
ად დ2 * 5 ტური ქ სხვ მ-წ*ფ $1 პო 22 +53 5-0 2
2 ალბი 17 +18 4-1 1
3 პერპინიონ 15 +44 3-2 3
4 მონ’დე’მარსან 14 +15 3-2 2
5 ბიარიც 13 +22 3-2 1
6 ბეზიე 13 +20 3-2 1
7 ორიაკ 12 -18 2-2*1 2
8 ტარბ 12 -45 3-2 0
9 ბურგუენ 11 -2 2-2*1 1
10 მონტობან 10 -9 2-3 2
11 კარკასონ 10 -16 2-3 2
12 ნარბონ 9 -19 2-3 1
13 კოლომიე 9 -25 2-3 1
14 აჟენ 8 +7 1-4 4
15 მასი 7 -27 1-4 3
16 დაკს 5 -18 1-4 1
@
ქართული ლეგიონიhttp://qaflan.netai.net/2014/O9/24_T14+GEO.htmტოპ 14-ის ქართველობა @ 19-20/09
კლუბი ჩვენებური წთ’ ლ სბ პ/ს მ ^ ოფ ბჭვ დერ -შ -ჯ
ბეიონ გიორგი ჟღენტი -64 . . 1/3 13 1 1 3/3 . 1 2
ბორდო ზაზა ნავროზაშვილი = . . . . . . . . . .
ბრივ კახა ასიეშვილი = . . . . . . . . . .
გოდერძი შველიძე -21 . . 0/2 0 . . 1/0 . . 1
კლერმონ დავით ზირაქაშვილი = . . . . . . . . . .
* ვიტო კოლელიშვილი -41 . . 4/5 14 1 3 3/0 . . 1
ლა’როშელ ლექსო ყაულაშვილი = . . . . . . . . . .
ლიონ გურამ კავთიძე = . . . . . . . . . .
მონპელიე მიხო ნარიაშვილი -73 . . 2/9 7 . 1 4/0 . . 2
რასინგ დავით ხინჩაგიშვილი = . . . . . . . . . .
სტად ზურაბ ჟვანია +71 . 79 0/0 0 . . 1/0 . . 1
დუდუ ქუბრიაშვილი -65 . . 0/2 0 . . 8/1 . . 2
ტულონ * მამუკა გორგოძე = . . . . . . . . . .
* კოტე მიქაუტაძე -65 . . 0/5 2 . . 11/0 1/0 2 0
ლევან ჩილაჩავა -41 . . 1/5 9 . . 5/0 . . 0
ტულუზ ვასო კაკოვინი = . . . . . . . . . .
* არა-ბურჯი; წთ’ წუთი; = 23 კაცში არ იყო, @ არ შესულა, + შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; ლ ლელო, სბ სინბინი, პ/ს (ფეხი/)პასი/სოლო, მ წინსვლა (მეტრი, ^ გაბითურება, ოფ ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა, დერ დერეფანი (მოიგო/წააგო, -შ შეცდა (ბურთი დაკარგა, -ჯ დაჯარიმდა
პრო დ2-ის ქართველობა კლუბი ჩვენებური V
ალბი * ვახტანგ მაისურაძე -54
ბექა შეყლაშვილი +47
აჟენ გიორგი თეთრაშვილი +69
* თამაზ მჭედლიძე !
ტარიელ რატიანიძე =
ბეზიე * ლაშა ლომიძე =
მასი დავით აშვეთია -52
ვახტანგ ახობაძე +76
დავით დადუნაშვილი =
* შალვა სუთიაშვილი =
დაჩი ყუფარაძე -76
ნარბონ ასტამურ იოსელიანი =
ორიაკ * ლევან დათუნაშვილი -60
* მერაბ შარიქაძე !
ნიკა ხატიაშვილი =
პერპინიონ * დიმიტრი ბასილაია +56
გიორგი მჭედლიშვილი =
პო გიორგი ნაცარაშვილი =
ტარბ კახა კობერიძე +48
ირაკლი მირცხულავა =
* გიორგი ნემსაძე !
= 23 კაცში არ იყო; ანაც იყო, მაგრამ არ შესულა
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 24 Sep 2014, 11:33