აუცილებლად მინდა აღვნიშნო ცუდი მსაჯობა. ეს ფაქტი გასაკვირია,ვინაიდან როგორც წესი ფრანგი მსაჯები ჩვენს თამაშებს კარგად მსაჯობენ და თამამად შემიძლია
ვთქვა,რომ ხშირად სიმპატიაც აქვთ ჩვენს მიმართ. დღევანდელმა მსაჯმა კი რატომღაც იტალიელივით იმსაჯა.
თამაშს რაც შეეხება,ეს იყო რუსების საუკეთესო თამაში ჩვენთან ბოლო წლების განმავლობაში. უბრალოდ იმდენად აშკარა პროგრესი გვაქვს,მაინც ვერაფერს გახდნენ,მიუხედავად
იმისა,რომ მატჩის დასაწყისში საჩუქარი მიიღეს და მსაჯიც კეთილგანწყობილი იყო მათ მიმართ.
მოთამაშეებიდან მეკომ დაგლიჯა,ძალიან მაგრად ითამაშა. რამდენიმე ურთულესი,დაკიდებული ბურთი აიღო,კარგადაც წამოიღო და ფეხიც მაგრად ურტყა.
ბასილაია ძალიან კარგი. მამუკა და ვიტო გასაკვირი არცაა და აღნიშვნა არც ღირს. ტოპ მორაგბეები არიან. კაჭიც კარგი იყო.
პირველ ხაზში ძალიან მნიშვნელოვანი ისაა,რომ შეცვლაზე ფაქტიურად იგივე დონის სამეული შემოდის.
ჟვანია მართლა საოცრებაა. რაღაც სასწაული გააკეთა ერთ მომენტში,ბევრ უკანახაზელს შეშურდება ეგეთი რამ. მისი სახით,ნაღდად განძი გვყავს.ზრდის დიდი პოტენციალი აქვს,ბიჭი
მაგრად აზროვნებს.
ხმალაძე პორტუგალიასთანაც არ ვარგოდა და ეს თამაშიც ჩააგდო.
ბეგოს საერთოდ რა უნდა,არ ვიცი. ვაჟას არაუშავდა,ყოველ შემთხვევაში 9 ნომრის თამაში მაინც ითამაშა.
მთავარი პრობლემა იყო გადმოკიებული ბურთები,მეკოს გარდა,არავის აქვს უნარი,გადმოკიდებული ბურთი დაიჭიროს.
რუმინეთი ნაღდად ეცდება ამის გამოყენებას. ჩვენი ბედი,რომ მიტუს დონის ფეხით მოთამაშე დღეს არ ყავთ
This post has been edited by SGG on 23 Feb 2014, 02:03