ერთი დღით დავბრუნდი წარსულში, ორი წლის წინ ...
როცა "ოლიმპში" ამ საათზე ვაგზავნიდი მასალას
საგზური მეოთხედ, ვადამდე! ბორჯღალოსნებმა სავსე ეროვნულ’ყოფილზე ბონუსით ძლიეს რუსეთი,
მდევარ რუმინეთთან სტატუს-ქვო შეინარჩუნეს და
მსოფლიო თასის საგზურიც მეოთხედ, ვადამდე მოიპოვესოთხი წლის წინ, თებერვლის ბოლოსვე,
http://qaflan.netai.net/2010/K2/28_ENC-SPN.htmდიდუბეშივე დავამარცხეთ ესპანეთი, მეორე ნომრად კი კივეთში რუსეთი გამოგვყვა. ამჯერად კვალში რუმინეთი გვიდგას, დათვებს კი მის ნაცვლად ელით რეპეშაჟში ჯახირი.
რაგბი კვირის მთავარ მოვლენად იქცა: 2010 წლის დარად,
http://qaflan.netai.net/2010/KB/19_CAN-prv.htmისევ გვეწვია ირბ-ის ფრანგი თავკაცი ბერნარ ლაპასე; მთავრობამ ამას დაამთხვია რაგბის დაფინანსების საფუძვლიანად გაზრდის გამოცხადება, მაიდნის ამბებმა კი თბილისის ფორუმზე გააცხოველა ფილოსოფიური დისპუტი, რუსეთისთვის ჰიმნზე ქოქოლა უნდა დაგვეყარა თუ არა.
ჩაის სმასავითჭორების გადამკიდე, ქალაქი ბორგავდა, რაგბის ბილეთები გათავდაო. სტადიონი თითქმის შეივსო, რაც არ ეამებათ ბრიტანელ ექსპერტებს, საქართველო ელიტაში შოტლანდიის პოტენციურ შემცვლელად რომ არ აწყობთ. ნაწვიმარი იყო და ციოდა, მაგრამ ხალხი შოუთი კი გაერთო და მორიგი, მე-16 გამარჯვებითაც ისიამოვნებდა.
გიო ახვლედიანს დაუწერია საუკუნეთა მიჯნაზე, ყოველ დილით ჩაის სმა, აბა, როგორღა უნდა გიხაროდესო. და მართლაც, მეტოქეს, ვისი რჱგბის წიაღშიც სამი ათეული წელი გავატარეთ
http://qaflan.netai.net/matiane50/index.htmდა მერეც ერთი ათეული გვიძალიანდებოდა, ბოლო ათ შეყრაზე (2004-2014) უსიტყვოდ, 10-0 (307:115) ლელოებით კი 41/7 ვჯობივართ.
დერეფნიდან, მოლითსაწყისი მეოთხედის მთავარი მოქმედი პირი მერაბ კვირიკაშვილი იყო: 4’ წუთზე გადაკიდებული გამოაქცუნა, მბოჭავები მოაღორა, ფეხით შეიცურა და ზედ ლელოსთან გაუსხლტა ოვალი, მერე კი კუშნარიოვის აბრაგანზე ჩაიჭრა და ოტროკოვმა აქეთ დაგვიმიწა * 0:7
რუსებმა ერთხელაც გაგვითამაშეს ბურთი და ფაზებიც აკინძეს, მერე კი ქართველმა ფორვარდებმა - დავით ზირაქაშვილმა, მამუკა გორგოძემ, ვიტო კოლელიშვილმა იძალეს; ვუწიეთ ლელოს, "მეკომ" კი 40 მეტრიდან ააცილა ჯარიმა და ახლოდან გაიტანა * 3:7
კვირიკაშვილის მეორე გარღვევის შემდეგ ბლოკზე დავჯარიმდით; ისევ შეუტია დიმიტრი ბასილაიამ, 5-მეტრა დერეფანში აგორებული მოლი კი "ზირაქამ" დააგვირგვინა * 10:7. კუშნარიოვმა 35 მეტრიდან დაახაია, მეკომ კი ერთი მაგარი ტაქტიკური დარტყმაც შეასრულა.
პრემიას დავეშურეთმეორე ტაიმში მალევე გავტეხეთ სტუმრები: ბასილაიას რეიდის შემდეგ თაზო მჭედლიძე კიდეზე გადადენეს, მაგრამ რუსებმა თავიანთი დერეფანი წააგეს და ჯაბა ბრეგვაძეს კოლელიშვილი მიყვა * 17:7
აქედან ათ წუთში ბასილაიას მიძალებიდან გორგოძე ლელოს მიწვდა * 24:7. კუშნარიოვმა 35 მეტრიდან შეაგდო შერკინებაში მოპოვებული ჯარიმა, რის შემდეგაც მთელი პირველი ხაზი და შემკვრელი შევცვალეთ და პრემიას დავეშურეთ.
არტემიევმა აბრაგანის ასაღებად ამხტარი კვირიკაშვილი ჩამოაგდო. 67’ წუთზე მოლი 30 მეტრზე ვათრიეთ. ზედიზედ ეპიზოდებში მარჯვნივ მჭედლიძეს და მარცხნივ მერაბ შარიქაძეს ლელომდე ცოტა დააკლდათ, ბონუსი კი მოგვიტანა მოედანზე ახლად შეშვებულმა თედო ზიბზიბაძემ, ვისაც ვაჟა ხუციშვილმა და მეკომ უპასეს * 29:10
ვაკეში ჩამოიტანენცხრილი და ქულათა ნიხრიც ბილეთს რომ ებეჭდა, სტადიონზე მისულები, ტელე-მაყურებლებისგან განსხვავებით, პრემიაზე აღარ ინერვიულებდნენ. დაიდო ზე-გეგმიური, მეხუთე ლელოც: ზედიზედ ორი ჯარიმის შემდეგ (თამაშგარე, მოლის ჩაქცევა) რუსეთი შერკინებაშიც რომ ვეღარ დაგვიდგა, რეფმა კარში აწია ხელი * 36:10
ჰოდა, მაგ 7 ქულის წყალობით წლევანდელ "ერთა თასზეც" ვუსწრებთ რუმინეთს, ვინაც ესპანეთი კლუჟში თანდათან გატეხა და ბექებით სამჯერაც დაალელოვა მეორე ტაიმში.
პორტუგალიამ ბელგიას გასვლაზე 13 კაცით ხუთი წუთი გაუძლო და ფაქტობრივად გააგდო, ფინიშზე - 15 მარტს, ვაკეში კი ირბ "მსოფლიო თასის" ჩამოტანას გვპირდება, რაც აქამდეც უნდა მომხდარიყო, რაღაი ეგ ჯილდო უამრავ არა-სარაგბო ქვეყანაში გამოუფენიათ.
ერთა თასი 2014მესამე რაუნდი
საქართველო$ 36:10 რუსეთიწარსული >>
http://site.rugby.ge/ka-GE/ENC-2014-RUS-PAST/27 მოვარჯიშე >>
http://site.rugby.ge/ka-GE/GEO-2014-Feb/23 მოთამაშე >>
http://site.rugby.ge/ka-GE/ENC-2014-RUS-SQD/ გუნდები და მსაჯები >>
http://site.rugby.ge/ka-GE/ENC-2014-RUS-CARD/საქ: კვირიკაშვილი (მალაღურაძე 73) მჭედლიძე კაჭარავა (ზიბზიბაძე 65) შარიქაძე მაჩხანელი^კაპ <10-9> ხმალაძე ბეგაძე (ხუციშვილი 70) /
ნარიაშვილი (ჟვანია 57) ბრეგვაძე (მამუკაშვილი 57) ზირაქაშვილი (ჩილაჩავა 57) მიქაუტაძე დათუნაშვილი (ნემსაძე 65) კოლელიშვილი გორგოძე ბასილაია (ჩხაიძე 57) -
5ლ: ზირაქაშვილი კოლელიშვილი გორგოძე ზიბზიბაძე [საჯ ჩხაიძე; 4გ: კვირიკაშვილი 3, მალაღურაძე; ჯ: კვირიკაშვილი
რუს: არტემიევ ოტროკოვ (სუგრობოვ 74) გერასიმოვ (რუდენკო 79) მაკოვეცკი გალინოვსკი <10-9> კუშნარიოვ იანიუშკინ (რიაბოვ 63) /
ვოლკოვ (სეკისოვ 57) კორშუნოვ (სელსკი 46) იგრეცოვ (ზიკოვ 61-69) ვოიტოვ^კაპ (ბუტენკო 50) კულიომინ; ოსტრიკოვ ტემნოვ გრესევ (ხუდიაკოვ 59) -
ლ: ოტროკოვ; გ ჯ: კუშნარიოვ
რეფ რუის (სფრ) შაბ 22/02 @ თბილისი, დინამო არენა (50 ათასი)
arena.ge >> ვიდეო
http://www.arena.ge/rugby2/GEO.vs.RUS.22.02.2014.mp40:7(14) 3:7(22) 10:7(29) /
17:7(43) 24:7(53) 24:10(56) 29:10(71$პ) 36:10(80+3)
რუმინეთი$ 32:6 ესპანეთი4ლ: [საჯ] დუმიტრუ (2 4) კალაფეტეანუ; 3გ 2ჯ: ვლაიკუ -
2ჯ: მალი
რეფ მაკ’ფეილ (ჰოლ) @ კლუჟ’ი, არენა
3:0(7) 6:0(19) 6:3(22) 13:3(40+) /
13:6(50) 20:6(56) 27:6(65) 32:6(78$პ)
ბელგია 6:19 პორტუგალია2ჯ: ვილიამს / სბ: მასიმი -
2ლ: გ.უვა მარი; 3ჯ: ბეტანკურ-ავილა / სბ: ალმეიდა დუშ’სანტუშ
რეფ ჰენესი (უელ) @ ბრიუსელი, ეიზელ#2
3:0(5) 3:3(7) 6:3(14) 6:6(25) 6:9(32) სბ(40+ბ) /
6:14(47) სბ(58პ) სბ(62პ) 6:19(75)
@
26 წლის [1989-2014] მონაგარი162 თამაში [63 შინ, 66 გარეთ, 33 ნეიტრ]
97 მოგება - 59 წაგება * 6 ფრე
ქულა 3739:2962 [+777]
ლელო 448/301 [+147]
>> რუსეთთან [1993-2014]
18თ [9შ 6გ 3ნ] 16-1*1 ქ 443:224, ლ 49/13
49 ლელო: 5 უდესიანი მაჩხანელი; 4 ჩხაიძე; 3 ლაბაძე გორგოძე;
2 ზედგინიძე ჯიმშელაძე ზირაქაშვილი კოლელიშვილი ზიბზიბაძე;
1 ქავთარაშვილი შ.მოდებაძე ნადირაძე ცაბაძე ხამაშურიძე შველიძე
ა.გიორგაძე სამხარაძე მჭედლიშვილი ურუშაძე კაჭარავა მალაღურაძე
ურჯუკაშვილი ხინჩაგიშვილი ნატრიაშვილი ბრეგვაძე დათუნაშვილი ნემსაძე ქუბრიაშვილი
გამარჯვება: 11 აბუსერიძე; 10 ურჯუკაშვილი ლაბაძე ზიბზიბაძე გორგოძე; 9 კვირიკაშვილი ჩხაიძე;
8 ჯიმშელაძე ზედგინიძე ხამაშურიძე მაჩხანელი დ.კაჭარავა; 7 შველიძე დათუნაშვილი; ...
>> 15 ერთა თასზე [2000-2014]
73თ [36შ 34გ 3ნ] 57-12*4
ქ 2216:939 [+1277] ლ 294/75 [+219]
>> 223 ბორჯღალოსანი
88 ბექი, 126 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 222, ხოლო ფორვარდებმა 226 ლელო
>> ლელო
24 მაჩხანელი; 23 გორგოძე; 21 ზიბზიბაძე;
18 ურჯუკაშვილი; 15 ზედგინიძე ხამაშურიძე;
14 უდესიანი კაჭარავა; 12 ლაბაძე; 11 ა.გიორგაძე კვირიკაშვილი;
10 ქავთარაშვილი ცაბაძე ჩხაიძე; 9 ჯიმშელაძე დადუნაშვილი;
8 კაცაძე ზირაქაშვილი; 7 შველიძე აბუსერიძე ნემსაძე შარიქაძე
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)