ეულად ვლიდერობთ ბორჯღალოსნებმა ავჭალის ლაფში ექვსჯერ დაალელოვეს ბელგია და
"ერთა თასზე" და "მსოფლიოს შესარჩევშიც" ეულად დაწინაურდნენ >>>
http://Qaflan.netai.net/2014შარშანდელი, პირველი წრის ფინიშზე რუმინეთს გასვლაზე ფრე გავუგორეთ, შევინარჩუნეთ "ანთიმოზის თასი" და უკეთესი სხვაობით ორი ტიტული ერთბაშად მოვიხვეჭეთ.
http://qaflan.netai.net/2013/N3/18_ENC-ROM.htmამჯერად, მეორე წრის სტარტზე, მოვიგეთ პრემიით, მუხებმა კი პორტუგალიის მგლები ოთხჯერ რომ ვერ დაალელოვეს, ქულით ჩამოგვრჩნენ.
ნულზე ვიმარჯვეთ დასაბამიდან მეცხრედ, თოვლში კი შინ მესამედ ვირაგბეთ.
http://qaflan.netai.net/GANZI/KA_Borjhalosnebi.htmმოედანი ტრადიციულად ყოჩაღად გადავხვეტეთ, მაგრამ დამზრალი ნიადაგი მალე ატალახდა, ხოლო 4 გრადუს ყინვას ბოლო მეოთხედში ნამქერიც დაემატა.
ასე ვალელოვეთთამაშის წინა დილითღა ჩამოფრენილ ბელგიას ვაჯობეთ ყველაფერში: იმათ ლელოს დადების შანსი არა ჰქონიათ და კარში ერთხელაც არ დაურტყამთ. ჩვენი პასივი რაუნდის ერთადერთი სინბინი და დუდუ ქუბრიაშვილის ტრავმაღაა.
პირველ ლელოზე ხმალაძემ შორს უპასა ბასილაიას, ამას მიყვა დათუნაშვილი და მიქაუტაძე ახეირა. მეორეზე კაჭარავამ უშურველად მიაწოდა კვირიკაშვილს, მესამეზე კი ხმალაძემ მოკლე ფრთაზე ოფლოუდი გაუხერხა შარიქაძეს.
მეოთხეზე ხმალაძემ ლელოში ცერად შეუცურა კვირიკაშვილს. მეორე ტაიმში, მეხუთეზე, შარიქაძემ იხელთა დავარდნილი და მაჩხანელს ალმისკენ დაუგორა, ბოლოზე კი 8 ნომრად გადასულმა ჩხაიძემ 5-მეტრა შერკინებიდან აიტაცა.
ორი გარდასახვა ძელს მოხვდა. ღონიერი რუმინეთი კლუჟის ვეება, მაგრამ ცარიელ არენაზე ურისკოდ ერაგბა ცქვიტ ლუზიტანებს და ორ ლელოსღა გამორჩა, რუსეთმა კი ესპანეთი თითოჯერ დაალელოვა დაფარებითა და ჩაჭრით. ლომებმა დასკვნით ნახევარ საათში გაილაღეს და სანუგეშო ქულა მიითვალეს.
ერთა თასი 2014პირველი რაუნდი
საქართველო$ 35:0 ბელგიასაქ: კვირიკაშვილი (წიკლაური 59) შკინინი კაჭარავა შარიქაძე მაჩხანელი^კაპ <10-9> ხმალაძე (მალაღურაძე 57) ბეგაძე (ხუციშვილი 49) / ნარიაშვილი (ჟვანია 47 სბ 73) ბრეგვაძე (მამუკაშვილი 47) ქუბრიაშვილი (ჩილაჩავა 47) მიქაუტაძე დათუნაშვილი (ნემსაძე 57) თხილაიშვილი (ნარიაშვილი 75) ჩხაიძე ბასილაია (კოლელიშვილი 57) - 6ლ: მიქაუტაძე კვირიკაშვილი (2 4) შარიქაძე მაჩხანელი ჩხაიძე; გ ჯ: კვირიკაშვილი
ბელ: რუს მეგრელიძე (მაროტ 74) ბრებან პირონ ჩონგე (ვილიამს 50) ბრაუნ (დებატი 41) ბროუვერს / მასიმი (მირიალაკის 41) დინსტ (ფერმიულენ 50) ჟადო (კუემუ 74) ნანა ჰენდრიკს (ფრატერ 64) მორელი (ლე’კლუ 50) დე’მოლდერ^კაპ ეპე
რეფ იორდაკესკუ (რუმ) შაბ 1/02 @ თბილისი, ავჭალა (2 ათასი)
arena.ge ვიდეო >>
http://www.arena.ge/rugby2/GEO.vs.BEL.01.02.2014.mp45:0(6) 12:0(10) 17:0(20) 22:0(32$პ) 25:0(40+) /
30:0(56) 35:0(65) სბ(73ს)
რუმინეთი 24:0 პორტუგალია2ლ: რადოი გალ; გ 4ჯ: ვლაიკუ
რეფ გალაჰერ (ირლ) @ კლუჟ, არენა (5 ათასი)
3:0(8) 6:0(31) 13:0(35) 16:0(40+) / 19:0(42) 24:0(60)
ესპანეთი$ 25:28 რუსეთი3ლ: ფეიხო ქუქ ჟიბუენ; 2გ 2ჯ: პელიუშონ -
3ლ: ი.კუშნარიოვ (1 3) ოტროკოვ; 2გ 3ჯ: კუშნარიოვ
რეფ ლინთონ (შტლ) @ მადრიდი, უნივერსიტეტი (3 ათასი)
0:3(12) 3:3(17) 3:10(21) 3:17(25) 3:20(29) 3:23(32) 8:23(37) 11:23(40+) /
18:23(67) 18:28(75) 25:28(79) ბოლო(80+5)
@
26 წლის [1989-2014] მონაგარი160 თამაში [62 შინ, 65 გარეთ, 33 ნეიტრ]
95 მოგება - 59 წაგება * 6 ფრე
ქულა 3669:2943 [+726]
ლელო 440/300 [+140]
>> 15 ერთა თასზე [2000-2014]
71თ [35შ 33გ 3ნ] 55-12*4
ქ 2146:920 [+1226] ლ 286/74 [+212]
>> სულ 223 ბორჯღალოსანი
88 ბექი, 126 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 218, ხოლო ფორვარდებმა 222 ლელო
>> ლელო
24 მაჩხანელი; 22 გორგოძე; 19 ზიბზიბაძე; 18 ურჯუკაშვილი; 15 ზედგინიძე ხამაშურიძე; 14 უდესიანი; 13 კაჭარავა; 12 ლაბაძე; 11 ა.გიორგაძე; 10 ქავთარაშვილი ცაბაძე კვირიკაშვილი; 9 ჯიმშელაძე დადუნაშვილი ჩხაიძე; 8 კაცაძე; 7 შველიძე ზირაქაშვილი აბუსერიძე ნემსაძე შარიქაძე
@
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)