ჰეიგის პრობლემა რამდენადაა არ ვიცი, სელექცია საერთოდ 0-ია დღეს ნაკრებში. პრინციპში წლების წინ რა პრობლემებიც გვქონდა იგივე დარჩა.
მწვრთნელის ხელი ეტყობაო რომ ამბობენ, მწვრთნელის ხელი უნდა შეეტყოს ნაკრებს როცა წნეხის ქვეშ ვთამაშობთ. ესპანეთის დონის გუნდი რო მოგაწვება და ბრინჯივით დაიბნევი სადაა მანდ მწვრთნელის ხელი? მწვრთნელი ტაქტიკა ჩანს ძლიერ მოწინააღმდეგეებთან როცა წნეხის ქვეშ გიწევს თამაში, ტაქტიკაც და სელექციაც იქ გამოჩნდება ხოლმე და ესპანეთის დონის გუნდი ამას რო გიზამს რაღა უნდა თქვა, მე პირდად ვერც ტაქტიკა დავინახე და ვერც სტრატეგია, ბოდიში იმათთან ვინც უკეთაა ჩახედული და რამე აზრი გამოიტანა

კაი ეგ ცალკე თემაა და გადავდოთ.
მარკეტინგი და მენეჯმენტი - 0. თამაში როა საიდან იგებთ ხალხო? აი 1 კვირაში უპრინციპულესი ჯახი გვაქ რუმინეთთან და რომელიმე ჟურნალისტს სადმე უთქვამს ეს? ტელევიზია აშუქებს?

დომხალი სრული. რაზეა ლაპარაკი საერთოდ ვიდერეფერი არ გვყავს ელემენტარულად მსაჯები მკითხაობენ ამა თუ იმ სადაო ეპიზოდზე და მერე იტყვიან ზოგიერთები ცუდი მსაჯობააო. კაი მაგასაც თავი დავანებოთ, ტაბლოზე საათი რო არ ჩერდება ეგ ხო აი სულ მარტივი რაღაცაა.
და კიდევ ერთი ძალიან მარტივი შეკითხვა - თუ რუმინეთი ათამაშებს ჩელენჯზე გუნდს ჩვენ ვინ დაგვიშალა? საქართველოა რა, აქ ოდრისკოლიც რო იყო მოგინახავენ რაიმე მიზეზს.
უკეთესის იმედით და დიდი მიზნების მიღწევის სურვილით - ასე წინ ვერ წავალთ