რას ვერ შეედავები,თუ ძმა ხარ

სამოასთან ლელოები მეკოს რა პონტში შეტენა

ბურთი ცუდად გადაიტანა აუტში ორივეჯერ. ლელოები გავიდა აუტების მერე და ორივე შეტევაში,გორგოძით დაწყებული,
პაჭი-პუჭებით დამთავრებული,ერთი 5-6 კაცმა ააცილა ბოჭვა და თურმე მეკო ყოფილა მთავარი დამნაშავე

მაშინ ის ლელოები აქტივში ჩაუთვალოს,აუტში რომ გადაიტანა და მაგ აუტიდან აგორებული მოლით ან კომბინაციით 2-3 წუთის მერე ლელო დაიდო,სადაც მეკოს ხელიც კი არ
მიუკარებია ბურთზე

ბელგიასთან მანამდე მაგრად წამოიღეს,შერკინებას ეძინა და მე-3 ხაზელი ერთ-ერთზე გამოქანებული შეატოვეს. გორგოძის გარდა ყველა ნული იყო მაგ თამაშში,მაგრამ ვისი
ბრალია,რა თქმა უნდა მეკოსი

მე-4-ზე პირველმა ნომერმა საუცხოოდ ითამაშა,უმაგრესი ცრუმოძრაობა გააკეთა. თამამად შემიძლია ვთქვა,რომ მან ლელო იქნებოდა მსოფლიოს ნებისმიერ 15 ნომერთან.
კაცზე არ გადავიდოდა,მაშინ პასით გაიყვანდა თანაგუნდელს,რომელიც ცარიელი იყო. ლელოდან 5 მეტრში 15 ნომერი 2 კაცთან მარტო არ უნდა დატოვო,ეს რაგბის ანბანია.
თან მანამდე ერთი 15 წუთი ჩვენს ნაკრებს ეძინა,ამერიკა მაგარი მომჯდარი იყო და შეტევას შეტევაზე აკეთებდა.
ესპანეთთან თბილისის თამაში საერთო სასაცილოა,ასით ნულზე შვიდკაცას თამაში დაიწყო ნაკრებმა და ორი ლელო გაუშვა.
რუსეთთან მოუვიდა ელემენტარული შეცდომა. ასეთები ხდება. თუმცა ეს თამაში მის აქტივშია,ძალიან მაგრად ითამაშა მერე და მატჩის საუკეთესო მოთამაშეობაც მისცეს.
მე-3 და მე-8 ლელოზე კი თამამად შეიძლება ითქვას,რომ მაღალი დონის 15 ნომერი,ნაღდად გადაგვარჩენდა. ეს ის შემთხვევაა,როცა კლასი არ ეყო.
მე ის გამივირდა,ხმალაძეს რომ ჩაუჭრეს,მეკოს რომ არ აკიდა,მაგას აძლევდა პასსო

სადაც ინგლისთან წაგება მეკოს შეტენა,არც ეს იქნებოდა გასაკვირი

მეზარება და ეხლა მეკოს პასები და გარღვევები რომ ამოვჭრა,რასაც ლელოები მოყვა... მითუმეტეს,თუ მასსავით,მეკოს პასის შემდეგ,2 წუთში და ფაზების მერე დადებულ ლელოებს ჩავთვლი

მეკო რომ დასაცავი გამიხდება

ან საერთოდ რა მოთხოვნებს უყენებთ? მეკო არის ფედერალ 1-ის დონის მოთამაშე,კარიერის დასაწყისს თუ არ ჩავთვლით(პრო დ2-ის პო),
მთელი კარიერა გაატარა,ფედერალ 1-ში. რომელ ქართველ 15-ს უთამაშია ელიტარულ დონეზე,ანტილოპას გარდა? არავის.
წიკლაურებს,ყიასაშვილებს,ბახვა კობახიძეებს,ბექა ურჯუკაშვილებს(რომელიც 15 არაა საერთოდ ) და მსგავს 15-ებს,მეკო სულ ჯიბეში ისვამდა და ჩაისვამს .
ახალგაზრდულებიდან თუ გამოჩნდება ვინმე და თუ მოასწრებს მსოფლიომდე გუნდში ინტეგრირებას,თორემ ვინც ზემოთ ჩამოთვალეთ,მაგათ კოჭლი მეკო ჯობს
This post has been edited by SGG on 12 Mar 2014, 00:15