მოკლედ, როგორც აქ ვწერდით, 99% ისე ითამაშა რუმინეთმა
არანაირი ფანტაზია, არანაირი ხაზის თამაში
მაგათი ტაქტიკა: დაარტყი მოკლეზე ერთხელ, მეორედ, მესამედ და გადაკიდე
დაარტყი და გადაკიდე
იჯაჯგურე და გადაკიდე
აგერ, უბრალოდ მოკვდავებმაც რომ ვიცოდით მაგათი ტაქტიკა 99%-ანი სიზუსტით, წარმომიდგენია მელიტონას რა დონეზე ყავდა ეგენი შესწავლილი
ჰოდა, კი მიართვა ბიჭების თამადობით, ბოდიში და... მაგათი პრემიერ მინისტრის

ზემოთ 99% ვახსენე და ის დარჩენილი ერთი პროცენტი იყო - ფერკუ. ტიპი, რომელმაც მარტომ გვეთამაშა მთელი 80 წუთი

გვათხოვონ ეგ ბიჭი სამსოფლიოდ და ტონგას ნაწილებად დავშლით

ახლა ჩვენი ბიჭების თამაშს რაც შეეხება
პირველ რიგში უარყოფითი:
1. საწყისი 10 წუთის აბურდული თამაში, რომელიც უკვე ტრადიციად გვექცა სამწუხაროდ
2. ვაჩუქეთ ფაქტიურად 6 ქულა არაფრისგან
3. მაჩხო - ყველაზე პროგნოზირებადი მოთამაშე მთელ 30 კაცში. ბურთის მიღებისთანავე გაექანებოდა და კაი მესამეხაზელივით შეერჭობოდა რუმინელების ხაზში, გეგონება მრავალრიცხოვან მტერს ეკვეთა ხმალამოღებულიო

არა ფინტი, არა პასი, არაფერი.... ამოირჩევდა ერთ მოწინააღმდეგეს შორიდან და გავეშებული ეძგერებოდა.
4. ოდნავი უპირატესობა ქონდათ სტატიკაში და თუ არ ვცდები იმათზე ერთით მეტი აუტი წავაგეთ
ახლა უფრო სასიამოვნო:
პირველ 10 წუთს თუ არ ჩავთვლით, აშკარად ეტყობოდა რომ მწყობრად დალაგებული სათამაშო სქემით მოქმედებდნენ და მელიტონას კარგად ქონდა რუმინელების ტაქტიკა შესწავლილი
ყველა გადმოკიდებულ ბურთზე დამჭერს, მინიმუმ ერთი კაცი აზღვევდა. პლიუს ამას, დაკიდებული ბურთი ფაქტიურად წინ არ დაგვვარდნია (მგონი პირველ ტაიმში ზირაქამ ვერ დაიჭირა და ისიც უკან გადმოვარდა)
იყო მინიმალური ტექნიკური წუნი
წინა თამაშებთან შედარებით აშკარად უკეთესი იყო რაქებში მოქმედებაც
რამდენჯერ ტემპს მოვუმატეთ, იმდენი ბრინჯივით დაიბნენ რუმინელები და უშველებელი "დირკები" ჩნდებოდა დაცვაში. აშკარად ვერ ასწრებდნენ ხაზის დაწყობას. ზუსტად მაგის შედეგია ლელოც და ორი სინბინიც. როცა 9(!) ნომერი ფრთაზე მარტო დარჩა ორ კაცთან და იძულებული გახდა ხელი ჩაერტყა, ლელოს რომ გადარჩენილიყო.
სასიამოვნოდ გამაკვირვა ბეგომ (ორიოდე ცუდ პასს თუ არ ჩავთვლით), აშკარად ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო მისი ნაკრებში
პრინციპში, არავის გამოყოფა არ ღირს, ყველამ მშვენივრად ითამაშა
და მთავარი: პირველი ტაიმის 30-ე წუთიდან ყველაფერი იყო ძალიან ცხადი, რუმინელებს არ ქონდათ არანაირი რესურსი რომ ეს თამაში მაგათ სასარგებლოდ დაემთავრებინათ
ერთადერთი, წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელზე ლოცვას და სასწაულს შეიძლება გადაერჩინა მარცხისგან. სასწაულები კიდე, რაგბიში ძალიან იშვიათად ხდება

მოკლედ, რომ არა ოდნავ მეტად ნერვიულობა, რომ არა იმათი მხრიდან ორი სალელოვე შეტევის ჩაშლა და რომ არა იშვიათი ტექნიკური წუნი, ამ თამაშში კიდევ ორი ლელო მაინც უნდა დაგვედო
და კიდევ ერთხელ, რაც მთავარია, მას შემდეგ რაც თამაში დავალაგეთ, ჩვენი გამარჯვება ერთი წუთითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ.