ხო პაიჭაძის შევსება არ გამოვა რუმინეთთან, ეგრეც არ გაპოპულარებულა რაგბი და მადლობა ღმერთს ჯერ რუმინელებს არაფერი მიუქარავთ ჩვენს წინააღმდეგ- არ გავუმწარებივართ
კითხვას კითხვად ვტოვებ, მართლა მინდა აზრის მოსმენა: რას ელით 9 ნომრისგან იმგვარს რაც ბეგაძეს და ნიკორას არ აქვთ
არანაირად არ ვკლიაოზნიკობ, არ არის 9 ნომერი ის პოზიცია რომელსაც რომ ახლოს ვიცნობდე, ამიტომ მაინტერესებს მათი აზრი ვინც ეს უნდა იცოდეს, ვლგუსიხმობ მორაგბეებს რომლებიც მრავლად არიან აქ
მე მაინც მგონია რომ ბეგოც და ნიკორაც ცოტა შებოჭილები არიან, აბუსთვის ეგ ადვილი იყო, კაცი ღირსეული კაპიტანი იყო და მეტის უფლებასაც აძლევდა თავს (!) რაც სწორია ჩემი აზრით, მორაგბე ინიციატივიანი უნდა იყოს
ამათ უფრო ისე მგონია ფორვარდებზე თამაში უწევთ - ეს ჩემი აზრია
არც იქნება გასაკვირი ასეც რომ იყოს, საქვეყნოდ აქვთ სახელი გავარდნილი ჩვენ წინა ხაზელებს და მიუხედავად მცდელობისა გავშალოთ ხაზი და ხელდახელ ვიბურთაოთ, მაინც ძალისმიერი რჩება ჩვენი რაგბი
მადლობელი დავრჩები თუ ვინმე აზრს შემაწევს
აგე აბუ და ბრაუნი, ჯენტლმენობის და რაინდობის მაგალითი იყო ამათი ურთიერთობა მატჩის უკიდურესი დაძაბულობის მიუხედავად
ქართველებს ყველა ბორჯღალი მაგარი გვყავს მაგრამ კაპიტნობა უაღრესად საამაყოა ამას დამატებული
This post has been edited by clifford on 24 Feb 2014, 00:17