იმდენია, სათვალავი ერევათ საქართველოს ბორჯღალოსნებმა ვაკეში რომ დააშამათეს რუმინეთის მუხები,
ტიტულები ბითუმად მოიპოვეს და "ოლ ბლექსთან" შებმაც დაიბევეს >>>
http://Qaflan.netai.net/2014მოთამაშეს სტატისტიკის ზედმიწევნით ცოდნა არ მოეთხოვება. რაგბში გამარჯვებაც ისე მოგვიმრავლდა, რომ ფანობას ვინ ჩივის, მედიასაც აერია სათვალავი. ჰოდა, ყველა გაუგებრობას ერთბაშად რომ მოევლოს, დავიზუთხოთ ჩამონათვალი:
საქართველო (15-კაცა რაგბის) მსოფლიო თასზე გავიდა მეოთხედ;
ბორჯღალოსნებმა
* 12 გათამაშებაში მეშვიდედ მოიპოვეს "ერთა თასი"
* 15 სეზონში მეცხრედ იმარჯვეს წლიურ "უმცროს 6 ერზე"
* მეოთხედ შეასრულეს სლემი, ანუ ყველა მეტოქე ძლიეს;
* მერვედ შემართეს "ანთიმოზ ივერიელის თასი"
* 2007 წლიდან მოყოლებული, რუმინეთს 9: 7-1*1 ჯობიან.გარდა ამისა, ევროპის შესარჩევში პირველობით საქართველომ დაიმტკიცა წელს, 15 ნოემბერს, დაბლინში ირლანდიასთან ტესტი, 2015 წლის მსოფლიო თასზე კი, 2 ოქტომბერს, ჩვენებურად ღამის თერთმეტზე - კარდიფში კივებთან რკენა.
მისიონერული მიზნებითრაგბი ვაკეში 1960 წლიდან იმართება. 25-ათასიანი ტრიბუნები პირამდე შეივსო. დარი იდგა ჩინებული, მზიანი.
თამაშზე მობრძანდნენ ბიძინა ივანიშვილი, საქართველოსა და რუმინეთის პრემიერები, სპორტის მინისტრები და რაგბის თავკაცები. ამათგან ოკტავიან მორარიუ თან ევროპის ფირა’აერის შეფი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრიცაა.
ჩვენ გვეცვა შავი, წითელი საყელოთი და ნომრებით, ხოლო იმათ - თეთრი, მუქი სამშვენისებით. მოედნის პირას იდო მსოფლიოს თასი, რომელიც ირბ-მა მისიონერული მიზნებით გამოგვიგზავნა.
ინგლისელმა რეფმა საწყისი მეოთხედი ძალაუფლების დამტკიცებას მოანდომა, "კრეატიულობა-ნაკლულმა" (შემოქმედებითად ბერწმა) რუმინეთმა კი - ჭიდილს. ვლაიკუმ შეაგდო სამივე ჯარიმა, კვირიკაშვილმა - ორიდან ერთი, და სტეჟარი 6 ქულით დაწინაურდა * 9:3
ჩვენი ლელორაგბი მეორე მეოთხედიდან გაჩაღდა, მანამდე კი გალმა ტანი ჩაუდგა აბრაგანის ასაღებად ამხტარ "მეკოს" და სინბინში ჩაჯდა, ლემნარუმ კი რომ ვერ აიღო ხმალაძის მიერ კუთხეში დარტყმული, მაჩხანელმა კინაღამ დაუმიწა და ტელი-რეფის არყოფნაში, რეფმა მართებული განაჩენი კიდის მსაჯთან მოთათბირებითღა გამოიტანა.
40-მეტრა დერეფნიდან ბოლომდე რომ ჩავათამაშეთ ბურთი, კაჭარავამ გაჭრა ხაზი; აქეთ შეტევისას იარეს ზირაქაშვილმა და გორგოძემ, ბასილაია კარის წინ მიეძალა, აქეთ შეუტია მჭედლიძემ და ხეირზე ჯარიმა დაგვიბრუნდა * 6:9
უმალ დაიდო ლელოც: კვირიკაშვილის მოგერიებული უშნოდ აუხტა დუმიტრუს, ოვალი იხელთა მჭედლიძემ, შეუტია გორგოძემ, დაკრა მიქაუტაძემ, აქეთ გამოშლისას კი ხმალაძემ დაგეზა დათუნაშვილი და ამან ლელოზე მიუშვა ზირაქაშვილი * 13:9
რეფს აერიახმალაძის გადაკიდებულს დადევნებული შარიქაძის მოცელვისთვის რგებული იოლი ჯარიმა კარს აცდა. ვლაიკუმ წინ პასით გააქცუნა გალი, ვინც მეკომ შებოჭა, რეფს კი დასტვენა დაუგვიანდა. იქვე კვირიკაშვილმა კუთხეში გაარტყა მიწას. იმათ დერეფანში სწორად ვერ ააგდეს, ჩვენ მოლში ჯარიმა გვერგო და ტაიმი 16:9 დასრულდა.
მეორის დასაწყისში ბრეგვაძის გარღვევის შემდეგ ფერკუმ პასი წინ ჩაკვრით ჩაშალა, მაგრამ რეფმა ჯარიმა აკმარა. იქვე ავაგორეთ მოლი, რომელიც დიაგონალზე სვლით კარის პირდაპირ აღმოჩნდა. დაკრეს გორგოძემ, შარიქაძემ, კაჭარავამ და აქეთა კუთხეში ბასილაიამ, რეფს კი ბურჩა ფერკუში აერია და ბურთის ჩაკვლისთვის გაასინბინა.
შერკინებაში ვერ ვივარგეთ, მაგრამ ბოჭვაზე გვერგო ჯარიმა * 19:9. ხაზი გამოგვიჭრა მანოლემ, მაგრამ კალაფეტეანუ კარის წინ შებოჭა გორგოძემ. ლტოლვილი ფერკუ დაიჭირა მეკომ, მალაღურაძე კი შევიდა და უმალ ძელს მოარტყა ცენტრიდან დარტყმული.
გარჯის შედეგიფერკუმ თავისი ლელოდან სამი მბოჭავი გაგვიბითურა. გორგოძემ მოლიდან მოკლე ფრთაზე რომ შეუტია და დათუნაშვილს ბეგაძე მიყვა, კალაფეტეანუმ სალელოე პასზე წინ ჩაგვიკრა, რასაც მესამე (!) სინბინი მოყვა და მალაღურაძემ კიდიდან შეაგდო * 22:9
ბრძოლა ზრდილობისთვისღა გაგრძელდა. კოხტად წაიბურთავეს ფეიქრიშვილმა, შარიქაძემ და კაჭარავამ. გორგოძემ ბოჭვაზე ჯარიმა დაიმსახურა, მაგრამ კარის ნაცვლად კიდეს დავუმიზნეთ. ბოლოს რუმინეთმა მოლი ააგორა და ფერკუ ფრონტის შუაში ჯვარზე შეიყვანა; ხმალაძემ ბოჭვით უკან დაახევინა მუხებს, გალი კი დასცა შარიქაძემ და "შერკინების მენეჯმენტის" მოყვარულმა რეფმა მატჩი დაასრულა.
მალევე გამოიტანეს ბანერი, დაიქუხა კილიტა’მფრქვევმა, შედგა დაჯილდოება და გაიცა ინტერვიუები. ივნისში გველის "ირბ-ის თბილისის თასი, ნოემბერში კი ორი ტესტი აქაა (სავარაუდოდ იაპონია-ფიჯთან) და ერთიც - მათ შორის, ირლანდიაში.
სხვაფრივ, კივი გურუს, მილთონ ჰეიგისა და მისი შტაბის გარჯამ შედეგი უკვე მოიტანა და ამას ყველა ხედავს.
ერთა თასი 2014ბოლო, მეხუთე რაუნდი
საქართველო 22:9 რუმინეთიწარსული >>
http://site.rugby.ge/ka-GE/ENC-2014-ROM-PAST/29 მოვარჯიშე >>
http://site.rugby.ge/ka-GE/GEO-2014-Mar-ROM/23 მოთამაშე >>
http://site.rugby.ge/ka-GE/ENC-2014-ROM-SQD/გუნდები და მსაჯები >>
http://site.rugby.ge/ka-GE/ENC-2014-ROM-CARD/საქ: კვირიკაშვილი (მალაღურაძე 61) მჭედლიძე (ზიბზიბაძე 57) კაჭარავა შარიქაძე მაჩხანელი^კაპ <10-9> ხმალაძე ბეგაძე (ხუციშვილი 70) /
ნარიაშვილი (ფეიქრიშვილი 57) ბრეგვაძე (მამუკაშვილი 52) ზირაქაშვილი (ჩილაჩავა 57) მიქაუტაძე (ნემსაძე 61) დათუნაშვილი კოლელიშვილი (ჩხაიძე 67) გორგოძე ბასილაია -
ლ: ზირაქაშვილი; გ: კვირიკაშვილი; 5ჯ: კვირიკაშვილი 4, მალაღურაძე
რუმ: ფერკუ ლემნარუ (დინიშ 70) გალ-მინია სბ 14, დასკელუ (სურუჯიუ 61) დუმიტრუ (მანოლე 52) <10-9> ვლაიკუ კალაფეტეანუ სბ 65 /
ლაზერ (ურსაკე 61) რედოი (კეპეცინა 74) იონ (პუნჯა 74) სირბე პოპირლან; ლუკაჩ მაკოვეი^კაპ ბურჩა სბ 48 -
3ჯ: ვლაიკუ
რეფ პირს (ინგ) შაბ 15/03 @ ვაკე, მესხი (25 ათასი)
arena.ge ვიდეო>>
http://www.arena.ge/rugby2/GEO.vs.ROM.15.03.2014.mp40:3(3) 3:3(7) 3:6(13) სბ(14რ) 3:9(19) 6:9(24) 13:9(27) 16:9(40+2) /
სბ(48რ) 19:9(51) 22:9(66სბ) ბოლო(80+2)
ბელგია 20:34 რუსეთი$2ლ: ნილ ნანა; 2გ ჯ ა: ვილიამს / სბ: ჰენდრიკს -
6ლ: ვ.ცნობილაძე ოსტროუშკო (2 6) მაკოვეცკი სუგრობოვ არტემიევ; 2გ: სუგრობოვ ხუდიაკოვ
რეფ ვივარინი (იტა) @ ბრიუსელი, ეიზელ#2
7:0(13) 7:5(16) 10:5(28ა) სბ(30ბ) 10:10(38) /
10:15(43) 13:15(52) 13:22(54$პ) 13:29(66) 13:34(74) 20:34(79)
პორტუგალია$ 24:28 ესპანეთი2ლ: ვ.უვა აგილარ; გ 4ჯ: ბეტანკურ-ავილა / წბ: და’კუშტა -
3ლ: [საჯ] ქართერ ხენუა; 2გ 3ჯ: მალიე / სბ: სემპერე პინტო
რეფ კარდონა (სფრ) @ ლისაბონი, უნივერსიტეტი
0:3(5) 3:3(16) 3:6(20) წბ(25პ) 10:6(28) 13:6(32სბ) 18:6(40+2) /
21:6(45) 21:13(58) 24:13(63სბ) 24:20(68) 24:25(73) 24:28(76)
26 წლის [1989-2014] მონაგარი164 თამაში [64 შინ, 67 გარეთ, 33 ნეიტრ]
99 მოგება - 59 წაგება * 6 ფრე
ქულა 3785:2988 [+797]
ლელო 451/303 [+148]
>> რუმინეთთან [2000-2014]
18თ (8შ 8გ 2ნ) 9-8*1, ქ 332:333, ლ 27/29
ანთიმოზის თასზე [2002-2014] 8-5
>> 15 ერთა თასზე [2000-2014]
75თ [37შ 35გ 3ნ] 59-12*4
ქ 2262:965 [+1297] ლ 297/77 [+220]
>> 223 ბორჯღალოსანი
88 ბექი, 126 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 222, ხოლო ფორვარდებმა 229 ლელო
>> ლელო
24 მაჩხანელი გორგოძე;
21 ზიბზიბაძე;
18 ურჯუკაშვილი;
15 ზედგინიძე ხამაშურიძე;
14 უდესიანი კაჭარავა;
12 ლაბაძე;
11 ა.გიორგაძე კვირიკაშვილი;
10 ქავთარაშვილი ცაბაძე ჩხაიძე;
9 ჯიმშელაძე დადუნაშვილი ზირაქაშვილი;
8 კაცაძე;
7 შველიძე აბუსერიძე ნემსაძე შარიქაძე
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)