მსაჯები დაცოცხეს სამხრეთული ზე 15-ის მეექვსე რაუნდის შემდეგ
უვარგისი მსაჯები ხომ დაითხოვეს და ლაზარეთიც დაშავებულებით გადაივსო>>>
http://Qaflan.netai.net/20142014 წლის ქართული განრიგი
http://qaflan.netai.net/2014/images/zera_2014.pdfhttp://qaflan.netai.net/2014/images/zera_2014.jpg სამხრეთული "სანზარ" ალიანსის რეფთა შეფი, ლინდონ ბრეი შეგირდების შეცდომათა გამო კარგა ხანს ბოდიშს იხდიდა და თანაც იქადნებოდა, ამქარში წესრიგს დავამყარებო, მაგრამ ცოცხი მაშინღა აამოქმედა, მსაჯთა თავნებობა ყოველგვარ ზღვარს რომ გადაცდა.
ამით ისევ მოიგო ლაიონზმა, კვლავ დამარცხდნენ რედსი და ჩიტაზი, ბლუზმა კომპენსაცია მიიღო და წააგო თვით ჩემპიონმა, ჩიფსმაც, შეჯიბრს კი სრულიად რაგბეთის თვალში მეტად გაუტყდა სახელი.
ჰოდა, იღო რა ყურად მედიის ყვედრება, უფალმა ბრეიმ დაწრიტა პანელი და ორი რაუნდით განკვეთა ოთხი უვარგისი - სთიაურთ ბერი და ლოურენს ფან’დერ’მერვე (აფრ, ფრანსისკო პასტრანა (არგ) და ჯეიმზ ლექი (ავს)
მწარედ მოხვდაზეპური რაგბი რომ მეტისმეტად ტრავმიანი გახდა, გუნდები ყოველ რაუნდში იცხრილებიან. აგერ, სთორმერზს გამოაკლდნენ სხალკ ბერგერ (წვივი) და ტიან ლიბენბერხ (კისერი; შარქსს - პეთ ლემბი (მკლავი) და კობუს რეინახ (მტევანი; ბულზს - ფლიპ ფან’დერ’მერვე; ლაიონზს - ფრანკო ფან’დერ’მერვე (კოჭი)
ბლუზს - პირი ვიპუ (შაკიკი და ინსულტი; რედსს - ლიამ გილ (კანჭი) და აიდან ტოუა (მკერდი; ფორსს - ჰიუ მაკ’მენიმან (ლავიწი; რებელზს - ლოჰლინ მიჩელ (მუხლი; ვორათაზს კი - თვით იზრაელ ფოლაუ, ვისაც ყელში ისე მწარედ მოხვდა, რომ დაეჟეჟა.
ლემბი, მიჩელი და ფრანკო ზე 15-ის ბოლომდე იუქმებენ; უიღბლო ტოუას გაუცდება 10 კვირა, რეინახს 8, გილს 6, ვიპუსა და მაკ’მენიმანს კი - ოთხ-ოთხი. ფოლაუ გუნდს მაინც ჩააკითხავს აფრიკაში, რათა მერვე რაუნდში ირაგბოს, ჩიფსელ რობი ფრუენს კი გულის სარქველი რომ კიდევ (!) გამოუცვალეს, მწყობრიდან ორი თვით გამოვიდა.
პასები და გარღვევებიალღოიანი ფოლაუ რაგბს ისე გაუშინაურდა, რომ მეორე სეზონის დასაწყისში, 33 პროფ’მატჩის შემდეგ, 26 ლელო მოუგროვდა, წელს კი ოთხ თამაშში 8 გაიტანა და თუ რამე არ შეემთხვა, უთუოდ მოუხსნის სეზონურ რეკორდს (15) ჯო როფს (ბრმ 1997) და რიკო გიარს (ქრს 2005)
ვორათაზი ოზურ ხუთეულში ერთი ქულით ჩამორჩება ბრამბიზს. სიდნის კლუბმა მეორე ტაიმში გატეხა მელბურნისა, სამივე ლელო კი 12 ნომრად მოთამაშე ქერთლი ბილის პასებსა და გარღვევებს მოყვა.
კანბერის გუნდი ორჯერ ახეირა რობი ქოულმენმა - ჯერ მეთ ტომუას რეიდი დაასრულა, მერე კი ალმისკენ გაგორებული დაუმიწა სთორმერ კობუს ფან’ვეიკს, ვინც ელოდა, ბურთი კიდეზე როდის გადავიდოდა. ბრამბიზს მესამე ლელო საჯარიმო ერგო - იაპთა მიერ 5-მეტრა შერკინების ჩაშლის გამო, სხვარფივ კი ქეიპთაუნი ძაან დააღალატა ქიქერმა პითერ გრანთმა.
პირიქით გაუგიაფორსმა 2007 წლის აქეთ პირველად მოიგო ზედიზედ სამი თამაში - ჩიფსს ლელო არ დაადებინა და ხუთ ჯარიმას დააჯერა. პერთელთა ლელოები მოლიდან და რაქიდან შეიტანა კაპიტანმა მეთ ჰოჯსონმა; კოლორიტ ნიქ ქამინსს დამიწებამდე კიდეზე დაებიჯა, მასპინძელთა კივ ჰავბექს, ალბი მეთიუსონს კი, ბინძურად რაქვისთვის, ერთი კვირით მიეცა დისკვალიფიკაცია - არადა, გუნდი უქმობს!
ბლუზს ჩიტაზთან მარქაფაში ესხდნენ მაჰა ნონუ და ნაიაპონიარი ჯერომ კაინო. გაჩაღდა ბურთაობა და დაიდო 7 ლელო, აფრიკელები კი იმას ჩივიან, რომ არგენტინელმა რეფმა 13:13-ზე კაცი ტყუილად გაუსინბინათ და ჯორჯ მოალასაც იმიტომღა ჩაუთვალა ლელო, რომ ინგლისურის ვერ’ცოდნის გამო, ტელი’რეფის დასკვნა პირიქით გაიგო.
18/4 თანაფარდობითრედსის დირიჟორმა ქვეიდ ქუპერმა იოჰანესბერგში შესვენებამდე 20 ქულა (2ლ 2გ 2ჯ) მოკრიფა. ტაიმი ქვინზლენდმა ულაპარაკოდ (20:6) მოიგო, მაგრამ მერე ლაიონზიც გახალისდა.
თავი გამოიდო პატრიოტმა მსაჯმაც: ჯარიმები 18/4 თანაფარდობით გასცა, დასკვნით 10 წუთში სტუმრებს ორი მორკინალი გაუგდო, კაცნაკლულ შერკინებას სრულის ჯობნა არ დაანება და ლელოს გატანის წინ, 5-მეტრა დერეფანში, უსწოროდ აგდებულზეც თვალი დახუჭა.
ჰაილენდერზ - ჰარიქეინზის შოუში პირველი შერკინება 23’ წუთზეღა დაეწყო, მაგრამ ლელოს დადებასაც 50 წუთი დაჭირდა. ლიმა სოპოანგას გოლებით მასპინძლები ბევრით (35:12) იგებდნენ, სტუმრებმა თავზე ხელი რომ აიღეს და სამი ლელოთი მაინც მიითვალეს სანუგეშო ქულა.
რაგბით ბედნიერნირაუნდი დასრულდა უშეღავათო აფრიკული დარბით, რომელმაც 48 728 მოსეირე მიიზიდა. შარქსის ღერძი საწყის მეოთხედში დაშავდა, მანამდე კი რეინახის გარღვევა სიბურა სითოლემ რომ გააგრძელა, რაიან კანკოვსკიმ ოფლოუდი გაუხერხა ვილემ ალბერცს.
ფრანს სტეინმა შორიდან იტანა ჯარიმები და ბულზმა ტაიმი 6:13 წააგო, მაგრამ შესვენების შემდეგ ზედიზედ დადო ორი ლელო: ჟაკ დიუ’ პლესიმ ორი მბოჭავი დაიფრინა, ბიორნ ბასონის რეიდის შემდეგ კი ჟაკ-ლუი პოტხიტერმა ფრთაზე მიაწოდა ჯეი’ჯეი ენგელბრეხტს * 20:13
სტეინმა ჩამორჩენა ერთ ქულამდე დაიყვანა, მაგრამ მერე კარის ნაცვლად კიდეზე დაკრა და არეკნიც ააცილა. ჰოდა, ბოლო ჯარიმა ბულზმა შეაგდო, მერე კი სასწაული რაგბით ბედნიერი მეტოქენი ერთმანეთს გადაეხვივნენ.
ზე რაგბი* მეექვსე რაუნდი ($ პრემია)
ფოქსის 50’ რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...57&d=1395684832ჰაილენდერზ 35:31 ჰარიქეინზ$2ლ: ბერლი ოზბორნ; 2გ 7ჯ: სოპოანგა / სბ: ჰოეატა -
3ლ: ბ.ფრენქს ბარეთ (2 3) 2გ 4ჯ: ბარეთ
რეფ ბრაიანთ (ზელ) 21/03
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...22&d=13954153653:0(8) 3:3(9) 6:3(14) 9:3(18) 9:6(22) 12:6(24) 15:6(26) 15:9(30) 18:9(37) /
18:12(46) 25:12(51) 28:12(56) 35:12(58) 35:19(63) სბ(68ჰლ) 35:26(75) 35:31(80)
ვორათაზ$ 32:8 რებელზ4ლ: ალოფა ბითემ ფოლაუ (3 4) 3გ 2ჯ: ფოლი -
ლ: ჰიგინბოთამ; ჯ: ჰეგართი / სბ: რობერთს
რეფ პეიპერ (აფრ) 21/03
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...24&d=13954284255:0(4) 5:5(28) 8:5(30) 8:8(35) 11:8(37) /
18:8(44) 25:8(50) სბ(55რ) 32:8(75$პ)
ბლუზ$ 40:30 ჩიტაზ4ლ: ლუატუა მოალა ლი ვუდქოქ; 4გ 4ჯ: ჰიქი -
3ლ: პრინსლუ ჰენდრიკს დანილერ; 3გ: ხუსენ, ვოთს 2; 3ჯ: ხუსენ 2, ვოთს / სბ: პრინსლუ
რეფ პასტრანა (არგ) 22/03
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...51&d=13954912300:3(5) 3:3(8) 3:6(9) 6:6(11) 13:6(18) 13:13(21) სბ(25ჩ) 16:13(29) 23:13(31) 30:13(33) 30:16(40+2) /
30:23(61) 37:23(66$პ) 37:30(69) 40:30(72)
ბრამბიზ 25:15 სთორმერზ3ლ: ქოულმენ (1 2) [საჯ] 2გ 2ჯ: ვაით -
2ლ: ფერმიულენ დე’იონხ; გ ჯ: გრანთ / სბ: ლიბენბერხ
რეფ ჯექსონ (ზელ) 22/03
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...53&d=13954951700:3(7) 7:3(10) 7:10(24) სბ(31ს) 10:10(33) 13:10(39) /
18:10(62) 18:15(76) 25:15(80+)
ფორს 18:15 ჩიფს$2ლ: ჰოჯსონ; გ 2ჯ: ს.ებერზონ -
5ჯ: ქრუდენ 4, ენსქოუმ (4) / სბ: მაკ’ინთოშ
რეფ ფან’დერ’მერვე (აფრ) 22/03
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...63&d=13955076035:0(13) 5:3(18) 8:3(26) 8:6(32) სბ(36ჩ) 8:9(40) /
8:12(44) 15:12(47) 18:12(58) 18:15(62)
ლაიონზ 23:20 რედს$2ლ: მაპუ სკოსან; 2გ 3ჯ: ბოსჰოფ -
2ლ 2გ 2ჯ: ქუპერ / სბ: ჰენსონ შაც
რეფ ბერი (აფრ) 22/03
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...83&d=13955152480:3(3) 0:10(7) 3:10(14) 3:13(17) 3:20(33) 6:20(40+3) /
9:20(53) 16:20(67) სბ(71რ) სბ(74რ) 23:20(79)
ბულზ 23:19 შარქს$2ლ: ჟ.დიუ’პლესი ენგელბრეხტ; 2გ ა: ჟლ.პოტხიტერ; 2ჯ: პოტხიტერ პოლარდ -
ლ: ალბერც; გ: სვილ; 4ჯ: ფ.სტეინ
რეფ ფრეიზერ (ზელ) 22/03
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...87&d=13955213100:7(9) 3:7(15) 6:7(22ა) 6:10(37) 6:13(40+) /
13:13(49) 20:13(55) 20:16(67) 20:19(71) 23:19(79)
უქმობდა ქრუსეიდერზ
ქულა: 107 მარნიც ბოსჰოფ (ლნზ;
74 ბოდენ ბარეთ (ჰრქ; 62 ლიმა სოპოანგა (ჰლნ, იოჰან ხუსენ (ჩტზ;
60 ქვეიდ ქუპერ (რედ; 56 საიმონ ჰიქი (ბლუ; 52 ნიქ ვაით (ბრმ, პეთ ლემბი (შრქ;
51 ჟაკ-ლუი პოტხიტერ (ბულ; 50 ბერნარდ ფოლი (ვრთ)
ლელო: 8 იზრაელ ფოლაუ (ვრთ;
4 ბარეთ, ჯესი მოგ (ბრმ, რობი ქოულმენ (ბრმ;
3 ვილემ ალბერც (შრქ, ჯორჯ მოალა (ბლუ, ქრის ფეაუაი-საუტია (რედ, მეთ ჰოჯსონ (ფორ)
მეშვიდე რაუნდი [საქართველოს დროით]
პარ 28/03
ქრს ზელ 10.35 ჰრქ ზელ
რბლ ავს 12.40 ბრმ ავს
შაბ 29/03
ბლუ ზელ 10.35 ჰლნ ზელ
რედ ავს 12.40 სთო აფრ
ბულ აფრ 17.00 ჩიფ ზელ
შრქ აფრ 19.05 ვრთ ავს
სთრიმები
>>
http://www.vipboxasia.co/sports/rugby.html
>>
http://www.sportcategory.com/c-11.html
>>
http://www.feed2all.eu/type/rugby.html
>>
http://livetv.sx/en/allupcomingsports/0/
მიმაგრებული სურათი