სქოთების გადამკიდე? დაუჯერებელია და წელს სამხრეთული რაგბის თვალ-მარგალიტი,
ზე 15 ბოლოს წინა რაუნდამდე დაკოჭლებული იქნება ... შოტლანდიისა გადამკიდეhttp://Qaflan.netai.net/20142013 წლის
წინათქმა >>
http://qaflan.netai.net/2013/N2/14_ZERA-00.htmშეჯამება >>
http://qaflan.netai.net/2013/N8/12_ZERA)2013.htm2014 წლის ქართული განრიგი
.PDF >>
http://qaflan.netai.net/2014/images/zera_2014.pdf (ჩაურთეთ FILL/FIT თაბახზე ამობეჭდვამდე)
.JPG >>
http://qaflan.netai.net/2014/images/zera_2014.jpgშაბათს, 15 თებერვალს, ზე’რაგბში მე-19 სეზონი იხსნება, ოღონდაც ჯერ მხოლოდ აფრიკაში. ამის მიზეზი ისაა, რომ ტრადიციულ ტურნეთა გამო შეჯიბრი ივნისში უნდა შეწყდეს და მერეღა გაგრძელდეს.
შარშან ავსტრალიაში სრულიად ბრიტანეთის ლომები ჩავიდნენ და მაგის ხათრით გამართლება კიდევ შეიძლება მონახვოდა ზე’რაგბის განრიგის არევას, წელს კი ვითარება ტრაგი-კომიკურია:
ბოგანო შოტლანდია ბოკესთან სატესტოდ 28 ივნისამდე რომ ვერ იცლის - მანამდელ ვიქენდებზე შტატებში, კანადასა და არგენტინაში სტუმრობს - მაგის გადამკიდე აფრიკა ზე’რაგბის ბოლოს წინის წინა რაუნდს ახლავე მართავს, რითაც ტურნირის ერთიანობას ხელყოფს.
მახვშებმა დათმესდიახ, მეოთხე წელია, დასი სამ, ეროვნულ ხუთეულადაა გამიჯნული, მაგრამ პლეი’ოფში გამსვლელი ექვსეული მაინც ერთიანი, 15-გუნდა ცხრილით დგინდება.
შარშან ეს ტაბულა ვითარებას სწორად ვერ ასახავდა ბოლო რაუნდამდე, რაკი ოზებს სხვებზე მეტი ეთამაშათ, წელს კი ცხრილი პირველად გასწორდება ივნისის ბოლოსღა, დასკვნითი ორი რაუნდის წინ, ხოლო მანამდე, სამ-ნახევარი თვე (!) სრულიად რაგბეთს უნდა ახსოვდეს, რომ კივებსა და ოზებს იაპებზე თითოთი ნაკლები ექნებათ ნათამაშევი.
ფანებს ვინ ჩივის და 15-გუნდა ცხრილის შედგენაში ბობოლა საითებიც დღემუდამ იჭრებოდნენ: ერეოდათ თაი’ბრეიქი და ავიწყდებოდათ "ბაი" - მოუქმე გუნდისთვის მუქთი 4 ქულის წინდაწინ მიმატება.
საქმეს რომ ვერ უშველა ჩიჩინმა, ზე’რაგბის მახვშებმა დათმეს და სტარტამდე ორი დღით ადრეღა, თვითერით ახარეს ფანობას, მედიასა და კლუბებსაც, რომ უქმობისთვის ამიერიდან გუნდს არაფერი ერგება!
ყველას უჭირსაფრიკა განრიგის არევას არ დაჯერდა და სასიკეთო გადაწყვეტილებაც მიიღო - კავშირის აღმასკომმა მესამე მოსმენით (!) შეიწყნარა ზე’რაგბში 2016 წელს საბოლოოდ ჩასაბმელი ქინგზის თხოვნა, ჩვენებურებში ბოლო ადგილზე გასულთან პლეი’ოფზე უარს ვამბობთ, სამაგიეროდ კი "ქარრის თასი" 8 გუნდამდე განავრცეთ და აღგვაზევეთო.
მახვშები 2016 წლიდან ზე 18-ის (ანაც მეტის) ფორმატის განხილვასაც სერიოზულად შეუდგნენ, რათა შემდეგი ხუთი წლით (2016-2020) დასახონ გეგმა, რომელიც ხარჯსა და მუშა-ხელის ცვეთას არ გაზრდის, ტელე-ბაზარზე კი უფრო სარფიანად გასაღდება.
ეს ბოლო მიზანი არსებითია, რაღაი რაგბში ფული ყველას უჭირს. აგერ, ავსტრალიის რაგბის კავშირი გაკოტრების პირასაა, საფრანგეთსა და იაპონიაში კი სამხრეთელ ვარსკვლავებს იმდენს უხდიან, რომ შინ ნაკრებში თამაშის ხათრითაც აღარ ჩერდებიან. ჰოდა, "ოლ ბლექსი" და ვოლაბიზი თუმც ჯერაც ჯიუტობენ, ბოკე ლეგიონერებსაც იწვევს.
შარქსი გაძლიერდააფრიკიდან ბულზს საშოვარზე წაუვიდნენ მორნე სტეინ, იანო ფერმაკ, ვეინანდ ულიფიე, ზეინ კერშნერ და ჟანდრე კრიერ, რის გამოც ბებერი ვიკტორ მეტფილდ ისევ ჩაეწერა განაცხადში და ბედად, პიერ სპის’იც მოკეთდა.
სთორმერზს გაექცნენ ბრაიან ჰაბანა, ჯო პიტერსენ და ანდრის ბეკერ, მაგრამ მწყობრში დარჩნენ ჟან დე’ვილიერს, პიტერ გრანტ, ხიო აპლონ და სხალკ ბერგერ’იც მორჩა.
დასში ქინგზის ნაცვლად დაბრუნებული ლაიონზი სათვალავში ჩასაგდები არაა და ჩიტაზიც კვლავ თითო-ოროლა ვარსკვლავის (ვილი ლე’რუ, ადრიან სტრაუს) იმედზეა, შარქსი კი ერთობ გაძლიერდა:
ბრამბიზიდან მივიდა გურუ ჯეიქ ვაით და სარასენსიდან მენეჯერი ჯონ სმით; პირველ ხაზში სულ ბოკეები დგანან - ბისთ მთავარირა და ბისმარკ და იანი დიუ’პლესები, მესამეში - ვილემ ალბერც, მგეზავებად კი - პეთ ლემბი და ფრანს სტეინ.
ჯეელი ოსტატებიავსტრალიაში თანა’შემწენი დაწინაურდნენ: ბრამბიზი სთივენ ლარქემმა ჩაიბარა, რედსი კი - რიჩარდ გრემმა. კანბერის კლუბს სულ ჯეელი, მაგრამ ოსტატი ბექები ჰყავს: ქრისჩენ ლეალიაფანო, მეთ ტომუა, ჯესი მოგ, ტევიტა კურინდრანი, და მღლეტელი დევიდ პოქოქ’იც გამოჯანმრთელდა.
რედსი კაპიტან ჯეიმზ ჰორვილის და ვოლაბთა ღერძის: ქვეიდ ქუპერ - ვილ გენია იმედადაა; ფორსი ტრადიციულად არაფრის-მაქნისია; რებელზს უყოჩებს მოკეთებული სქოთ ჰიგინბოთამ და უჰავბექებს ტულუზიდან დაბრუნებული ლუქ ბერჯეს.
ერთი ექს’მელბურნელი ლოთ’ყოფილი, ჯეიმზ ო’ქონორ ჯერაც ინგლისშია, მეორე - ქერთლი ბილ მიბრუნდა ვორათაზში, სადაც ნა-ლიგ’რულზ-არი იზი ფოლაუ და მღლეტელი მაიქლ ჰუპერ ბრწყინავენ, ხოლო ბერიქ ბარნს და დრუ მიჩელ საშოვარზე წავიდნენ.
ქართერს ზოგავენზელანდიის ჯილა ჩიფსი ზედიზედ მესამე ტიტულს უმიზნებს იმის და მიუხედავად, რომ სონი-ბილ ვილიამსი ლიგიდან რაგბში გაისადღა ბრუნდება, რათა მსოფლიო თასის კვალად რიოშიც (2016) იშვიდკაცოს.
ჩემპიონებს არონ ქრუდენ გეზავთ და ლიემ მესამ ყოჩობთ. ვაიქათოელებმა ქრუსეიდერზიდან მიიღეს რობი ფრუენ და იაპონიიდანაც დაიბრუნეს ბებერი მალილი მულიაინა, მაგრამ მოისაკლისეს რიჩარდ კაჰუი და ლელია მასანგა.
7-გზის ფალავანი ქრუსეიდერზი წელს ისევე დაასვენებს დენ ქართერს, როგორც შარშან რიჩი მაკ’ქოუ დაზოგა, მაგრამ 10 ნომრები მაინც ბლომად ჰყავს: ქოლინ სლეიდ, თომ თეილორ და თაილერ ბლაინდელ.
ალღო ვერ აუღოჰარიქენზში ელიან ჯულიან სავეას ძმის, მარბიელ არდის აფრენას. მოკეთდა ქორი ჯეინ; კონრად სმით ეტყობა არ დაისვენებს, 10 ნომერი კია ბოდენ ბარეთ, ვისაც "ოლ ბლექსი" შარშან გარდამტეხად იყენებდა.
ჰაილენდერზს ჰყავს სმითები - ჰავბექი არონ და მელელოვე ბენ, მაგრამ ბლუზში წაუვიდნენ მაჰა ნონუ და ბურჯი თონი ვუდქოქ. ოქლენდმა იაპონიიდან დაიბრუნა მარბიელი ჯერომ კაინოც, ლიგიდან კი გადაიბირა ხატება ბენჯი მარშალ, მაგრამ ამ გენიოსმა ირბ-ულ რაგბს აქამდე ვერ აუღო ალღო და გაირკვა, რომ ვერც ბოჭვა ეხერხება.
დასასრულ, ბობოლა საითის, "პლანეტ რაგბის" პროგნოზიც:
1 ჩიფს, 2 შარქს, 3 ვორათაზ, 4 ქრუსეიდერზ, 5 ბრამბიზ, 6 სთორმერზ,
7 რედს, 8 ბლუზ, 9 ჩიტაზ, 10 ბულზ, 11 ჰარიქენზ, 12 რებელზ, 13 ჰაილენდერზ, 14 ფორს, 15 ლაიონზ@
ამაღამ შაბ 15/02 * პირველი რაუნდი
საქართველოს დროით
ჩტზ აფრ - ლნზ აფრ @ 19.05
შრქ აფრ - ბულ აფრ @ 21.10
სთრიმები
>>
http://www.vipboxasia.co/sports/rugby.html
>>
http://www.sportcategory.com/c-11.html
>>
http://www.feed2all.eu/type/rugby.html
>>
http://livetv.sx/en/allupcomingsports/0/ @
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 15 Feb 2014, 12:54
მიმაგრებული სურათი