ხვალ, პარასკევს ანზაკის დღეა და
დილის თამაშები იწყება
ჩვეულებრივზე ორ–ორი საათით ადრე
ბლუ ზელ 09.35 ვრთ ავს
ბრმ ავს 11.40 ჩიფ ზელ
ჭიდილი და ცოტა ლელო სამხრეთული ზე 15-ის მეათე რაუნდში
ლელო ხომ ცოტა გავიდა და მოჭიდავე შარქსიც მეტად დაწინაურდა>>>
http://Qaflan.netai.net/20142014 წლის ქართული განრიგი
http://qaflan.netai.net/2014/images/zera_2014.pdfhttp://qaflan.netai.net/2014/images/zera_2014.jpg ზე’რაგბი ფანობას ეშხიანი ბურთაობის გამო უყვარს, მაგრამ ხანდახან სამხრეთშიც იძალებს შაბლონი და ზე’15 ევროპულ ჰაინეკენს ემგვანება.
აგერ, აღდგომის ვიქენდზე, პირველ მატჩში 7 ლელო დაიდო, შემდეგი ხუთის ბალანსი კი - 1/1, 1/0, 1/0, 1/1, 2/0 - კაცს ფეხბურთის ანგარიშები ეგონება.
მაყურებელი ასიამოვნა ჰარიქეინზმა, ვინც ხუთი შეიტანა და სამჯერაც ოდნავ მოეცარა ხელი. აიშვეს გარემარბმა ჯულიან სავეამ და შუამარბად დაყენებულმა ალაპატი ლეიუამ, მაგრამ ორჯერ მცირე დარღვევა მაინც გამოჩხრიკა ტელი-რეფმა.
ამასობაში დარეტიანდა ბლუზის მგეზავი ქრის ნოუქსი და როგორც მერეღა გაირკვა, მის ნაცვლად შესულმა ბენჯი მარშალმა ბოლოჯერ ითამაშა რაგბი, რაღაი 13-კაცაში მიბრუნდა.
ბენჯის 212 წუთილიგელ მაესტროს სერ ჯონ ქერვანმა შესთავაზა, ოქლენდის (!) პირველობაზე გაგამწესებო; 29 წლის ოსტატმაც აღიარა, რაგბს ალღო ვერ ავუღეო, და კავშირი შარშან, აგვისტოში დადებული, 2-წლიანი კონტრაქტის გაუქმებაზე დაიყოლია.
მარშალმა რვა მატჩში მოედანზე სულ 212 წუთი დაჰყო, ზედ შესვენების წინ კი სიჩქარეც ვერ ეყო, ლელო ახლოდან რომ შეეტანა.
ამას დეინ ქოულზის გასინბინება მოყვა და ბლუზმა 5-მეტრა შერკინებაში საჯარიმო ლელო დაიმსახურა, მაგრამ მეორე ტაიმში ჰარიქეინზმა ისევ გაილაღა და კონრად სმითმა სავეას მიერ ორჯერ ფეხით მიკრულის დაუფლებით მიითვალა პრემიალური ლელო.
გრძელ ფრთაზეამ თამაშით წითელი პარასკევის პროგრამა გაიხსნა, მერე კი ზოგან უშეღავათო და ზოგანაც უფერული ბრძოლებიღა ვიხილეთ.
ოზურ დარბში რებელზის ყოჩმა, სქოთ ჰიგინბოთამმა საათის თავზეღა შეიტანა პირველი ლელო, როცა 5-მეტრა შერკინებიდან გრძელ ფრთაზე, ღერძს (!) მიეძალა, ზედიზედ ხუთი მატჩის მომგებმა ფორსმა კი სანუგეშო ქულა სირენის შემდეგღა აიღო.
ფორსი მოწინავე ექვსეულშია. იქვე წლეულს პირველად შეიჭრა 7-გზის ფალავანი ქრუსეიდერზი, ვინც ბოლო ორი წლის ჩემპიონი, ჩიფსი სტურმად ძლია იმის და მიუხედავად, რომ დარეტიანებული ქიარან რიდი ბრძოლას 33’ წუთზე გამოეთიშა.
ორიგინალური გეგმაქრუსეიდერზი 9:3 იგებდა, დომინიქ ბერდი მხრით დაჯახებისთვის რომ გაუსინბინეს. გარეს ენსქომის სამი ჯარიმით ჩიფსი უმალ დაწინაურდა, მერე კი თომ მარშალმა ალამთან გაიტანა ლელო * 17:9
ჩემპიონმა მეორე ტაიმის დასაწყისში 25 ფაზა აკინძა და ბოლო ათი წითელ ზოლში გაატარა, მაგრამ სტუმრებმა შტურმს გაუძლეს. მერე და მერე ქოლინ სლეიდმა ხუთიდან სამი ჯარიმა შეაგდო და ორიც ძელს მოარტყა, გადაცილებულზე კი ენსქომმა 52 მეტრიდან ააცილა.
ენსქომზე ჭორად დაირხა, დედა რომ უელსელი ჰყავს, კარდიფში გადავა და უელსის ნაკრებშიც ციმციმ აიყვანენო. უფრო ორიგინალური გეგმა დაუსახავს ჩიფსისვე შუამარბს, ბანდი აკი’ს - ქონოთში სამ წელს რომ მოილევს, ირლანდიის ნაკრებში თამაში შეეძლება, მაგრამ თუ დაიწუნეს, მაშინ მშობლიურ სამოას ეაჯება.
ზე 12-ის აქეთექვსეულში ავსტრალიიდან ვორათაზიცაა. ამას დაუბრუნდა კისერ- მორჩენილი იზრაელ ფოლაუ და 28’ წამზევე (!) დაალელოვა ბულზი, გამოიყენა რა ქერთლი ბილისა და ადამ ეშლი-ქუპერის ოფლოუდები.
იზის გარღვევით ლელოში შეიჭრა ბურჯი სეკორე კეპუც, მაგრამ რეფმა ბლოკი შენიშნა. ბულზი 0:13 რომ ჩამორჩა, ათამაშდა, მაგრამ ტურნეზე მესამედაც დამარცხდა ღირსეულად - სანუგეშო ქულით, ხოლო სიდნის კლუბმა ნავსი გატეხა:
პრეტორია ვერ ეძლია ზე 12-ის (2005) აქეთ - მასთან ზედიზედ 8 წაეგო!
წყვილი ჩიბლუხიბულზს მუშტის კვრისთვის სამი კვირით გამოაკლდა კაპიტანი ფლიპ ფან’დერ’მერვე. შაბათ საღამოს წყვილი ჩიბლუხი მოეწყო აფრიკაში:
შარქსი ისე ეჭიდავა და ეფეხოსნა ჩიტაზს, რომ ამას ვერ ებურთავა, სთორმერზმა კი შესვენებამდე ორჯერ დაალელოვა ლაიონზი და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია.
შარქსმა ტრავმების გადამკიდე მეოთხე 10 ნომერიც - თიმ სვილი ათამაშა. ამან ორი ააცილა და ქიქერობა გადააბარა ფრანს სტეინს, მაგრამ სალელოე გარღვევა მაინც მოაწყო.
ისევ დაუტკბასთორმერზის პირველ ლელოზე კაპიტანმა ჟან დე’ვილიერსმა უცებ გაათამაშა ჯარიმა, მეორეზე ნიზამ ქარი სამ დამხვდურს მოერია, მსაჯად აღდგენილი სთიუართ ბერი კი ისევ დაუტკბა ლაიონზს და მეტოქე 20-ჯერ (!) დაუჯარიმა.
სხვაფრივ, დამდეგ ვიქენდზე ავსტრალია და ზელანდია "ანზაკის დღეს" აღნიშნავენ: პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის უქმეზე თამაშამდე სამხედრო საყვირს დაუკრავენ, ბურთაობა კი პარასკევს ჩვეულებრივზე ორ-ორი საათით ადრე დაიწყება.
ზე რაგბი* მეათე რაუნდი ($ პრემია)
ფოქსის 50’ რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...03&d=1398148583ჰარიქეინზ$ 39:20 ბლუზ5ლ: ლეიუა ჯ.სავეა პერენარა სმით მატუჰუ; 4გ 2ჯ: ბარეთ / სბ: ქოულზ -
2ლ: მოალა [საჯ; 2გ: ნოუქს მარშალ; 2ჯ: ნოუქს მარშალ
რეფ ბრაიანთ (ზელ) 18/04
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...21&d=13978258310:3(3) 3:3(7) 6:3(11) 13:3(15) 13:10(30) სბ(40+1ჰ) 13:17(40+3) /
20:17(50) 27:17(52) 27:20(57) 34:20(65$პ) 39:20(80+)
რებელზ 22:16 ფორს$ლ: ჰიგინბოთამ; გ 5ჯ: ვუდვორდ / სბ: ელისონ -
ლ: ქამინს; გ: ჰოუმს; 3ჯ: ებერზონ
რეფ ლის (ავს) 18/04
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...23&d=13978336420:3(5) 3:3(13) 3:6(20) 6:6(26) /
9:6(45) 9:9(51) 12:9(56) 19:9(62) 22:9(77) სბ(80+2რ) 22:16(80+3)
ჩიფს$ 17:18 ქრუსეიდერზლ: თ.მარშალ; 4ჯ: ენსქომ -
6ჯ: სლეიდ / სბ: ბერდ
რეფ ვილიამსონ (ზელ) 19/04
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...46&d=13979111520:3(5) 0:6(10) 3:6(14) 3:9(16) 6:9(29სბ) 9:9(32) 12:9(39) 17:9(40) /
17:12(50) 17:15(69) 17:18(72) ბოლო(80+3)
ვორათაზ 19:12 ბულზ$ლ: ფოლაუ; გ 4ჯ: ფოლი -
4ჯ: ჟლ.პოტხიტერ 3, პოლარდ / სბ: ჰატინხ
რეფ ჰოფმან (ავს) 19/04
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...47&d=13979142527:0(2) 10:0(19) 13:0(30) 13:3(39) 13:6(40+2) /
13:9(47) 16:9(63) 19:9(66სბ) 19:12(78)
შარქს 19:8 ჩიტაზლ: დეისელ; გ: ფ.სტეინ; 4ჯ: სვილ, სტეინ 3 -
ლ: ბენჯემინ; ჯ: ვოთს / სბ: ბრიუსო
რეფ პეიპერ (აფრ) 19/04
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...58&d=13979329610:3(6) 3:3(32) /
6:3(46) 9:3(52) 12:3(63სბ) 12:8(66) 19:8(72)
სთორმერზ 18:3 ლაიონზ2ლ: დე’ალენდე ქარ; გ: გრანთ; 2ჯ: კატრაკილის გრანთ / სბ: დ.ფური -
ჯ: ბოსჰოფ
რეფ ბერი (აფრ) 19/04
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...63&d=13979470683:0(3) 6:0(15) სბ(22ს) 11:0(29) 18:0(35) /
18:3(44)
უქმობდნენ ბრამბიზ, ჰაილენდერზ, რედს
ქულა: 124 მარნიც ბოსჰოფ (ლნზ; 117 ბოდენ ბარეთ (ჰრქ; 109 ლიმა სოპოანგა (ჰლნ; 97 ჟაკ-ლუი პოტხიტერ (ბულ; 94 ქვეიდ ქუპერ (რედ;
90 ბერნარდ ფოლი (ვრთ; 89 ჯეისონ ვუდვორდ (რბლ; 85 იოჰან ხუსენ (ჩტზ; 80 ნიქ ვაით (ბრმ, საიმონ ჰიქი (ბლუ)
ლელო: 9 იზრაელ ფოლაუ (ვრთ;
6 რობი ქოულმენ (ბრმ;
5 ჯორჯ მოალა (ბლუ, ჯესი მოგ (ბრმ, ნიქ ქამინს (ფორ;
4 ბარეთ;
3 თვრამეტი კაცი!
ამიერიდან სუპერსპორტის მიხედვით >>
http://www.supersport.com/rugby/super-rugby/scorersსთრიმები
>>
http://www.vipboxasia.co/sports/rugby.html
>>
http://www.sportcategory.com/c-11.html
>>
http://www.feed2all.eu/type/rugby.html
>>
http://livetv.sx/en/allupcomingsports/0/მე-11 რაუნდი [საქართველოს დროით]
პარ 25/04
ბლუ ზელ 09.35 ვრთ ავს
ბრმ ავს 11.40 ჩიფ ზელ
.
შრქ აფრ 21.10 ჰლნ ზელ
შაბ 26/04
ჰრქ ზელ 11.35 რედ ავს
ფორ ავს 13.40 ბულ აფრ
.
ჩტზ აფრ 19.05 სთო აფრ
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 24 Apr 2014, 17:27
მიმაგრებული სურათი