დანიდინის დარბაზში სამხრეთული ზე 15-ის მე-15 რაუნდში აფრიკის შარქსმა ტურნე გამარჯვებით დააბოლოვა,
ავსტრალიასა და ზელანდიაში კი ლიდერები შეიცვალნენ>>>
http://Qaflan.netai.net/20142014 წლის ქართული განრიგი
http://qaflan.netai.net/2014/images/zera_2014.pdfhttp://qaflan.netai.net/2014/images/zera_2014.jpgშარქსმა ზელანდიაში მეორე მატჩიც მოიგო. მეოთხე ლელო შვიდმა გუნდმა გაიტანა და პრემია ჩაიწერა. ბრამბიზმა და ჩიფსმა არა მარტო ლიდერობა დაკარგეს, არამედ ხუთ-ხუთი საფეხურითაც დაბლა დაეშვნენ, ჰაილენდერზ - ქრუსეიდერზის სამხრეთ-კუნძულური დარბი კი სეზონის საუკეთესო მატჩად უნდა ჩაითვალოს.
დაიდო რვა ლელო და წაგებულს ორი ქულა ერგო, მაგრამ გული კი მოუკვდა. ქრუსეიდერზმა 65’ წუთზე პრემია დაიბევა და 11 ქულითაც დაწინაურდა, მაგრამ ჰაილენდერზმა მალევე დაიყვანა ჩამორჩენა ორამდე, ბოლოს კი უმაგალითო შტურმი მოაწყო: სამ-ნახევარ წუთში ზედიზედ 28 რაქი მოიგო, 40 მეტრით წაიწია წინ და წითელ ზოლში დასცა ბანაკი, მაგრამ ვერც ჯარიმას გამორჩა და აღარც არეკნი დაკრა.
ქრუსეიდერზი ბარემ ათჯერ რომ გადაურჩა ლელოს, სათადარიგო მგეზავმა ჰეიდენ პარქერმა გარისკა და ფრთაზე კაცის გამოტოვებით უპასა პათრიქ ოზბორნს, მაგრამ ამან სიჩქარე დროზე ვერ აკრიფა და ეგრე გამოვიდა, რომ იზრაელ დეგმა ბურთს (!) გაუსწრო: ლელოსკენ გაჭრილს განდაგან დაეჯახა და ოვალის წვერი ალმის ძირზე შეახებინა.
მოძრავი ბურჯებიტელი-რეფმა, ვინი მანრომ სტუმრები არ გაწირა და სამართალი გააჩინა. ასე გახდა ქრუსეიდერზი კივეთის ლიდერი, ჰაილენდერზი კი მაინც დარჩა ექვსეულში.
გამარჯვებულებმა მთლად ახალი, მოძრავი პირველი ხაზი გამოიყვანეს და ორივე (!) ბურჯმა შეიტანა ლელო ფიჯელი ნემანი ნანდოლოს სოლოთა შედეგად; საბონუსო ლელოზე დეგმა დაფინტა და ცალი ხელით გადაუგდო ამავე ნანდოლოს, წაგებულთაგან კი ისევ გაიბრწყინეს ბენ სმითმა და ძირით ტონგელმა მალაკაი ფეკიტოამ.
ეს მატჩი დანიდინის დარბაზში მოეწყო, მის კვალად კი ჰარიქეინზი ჩიფსს ნაწვიმარსა და ქარიან სტადიონზე ერაგბა და ლელოებით 6/1 გააბითურა. დუბლი შეასრულა ჯულიან სავეამ და პირველი ლელოც შეამზადა; ჩიფსმა 50’ წუთზე შეიყვანა ცერ-მორჩენილი არონ ქრუდენი, მასპინძლებს კი დაემტვრნენ ანდრე თეილორი და ბურჯი ბენ ფრენქსი.
მოგი მოაღორაშარქსს ამჯერადაც გაუგდეს ორი მოთამაშე და 20 წუთი კაც-ნაკლულმა ირაგბა, მაგრამ ზე-მტკიცე დაცვითა და ფრანს სტეინის გოლებით ისევ იმარჯვა და ტურნე 3-1 ბალანსით დაასრულა. დურბანელთა პირველი ლელო ბისმარკ დიუ’პლესიმ ახლოდან შეიტანა, მეორე კი თერნოვერს მოყვა და იაკო რეინახმა ფეხით კვლავ მარჯვედ აგორა ოვალი.
პრეზიდენტ ჯექობ ზუმას აღსაყდრების გამო ბულზი ბრამბიზს
24 საათით ადრე ებურთავა და მალევე დაიბრიყვა: ბებერმა ვიკტორ მეტფილდმა თვით ჯესი მოგი მოაღორა და იან სერფონტეინს უპასა, მერე კი ამან, ფრანსუა ჰოუხარდის გარღვევის კვალად, ოფლოუდი მიართვა ჯონო როსს * 20:3
ოზებს მეორე ტაიმში ორჯერ გაუსინბინეს კაცი. მათ წაგებულ მატჩში სამი ლელო მაინც დადეს, ბულზიდან კი ბიორნ ბასონმა იხეირა ჩაჭრით და როსმა - მოლიდან მოწყვეტით. რვა გოლით (2გ 6ჯ) 22 ქულა მოკრიფა ჟაკ-ლუი პოტხიტერმა, და ავსტრალიაში ვორათაზი აღზევდა.
ბისმარკი უყოჩებს?სიდნის კლუბმა მელბურნში 6-ჯერ დაალელოვა რებელზი, იზრაელ ფოლაუმ კი სამ-მატჩა ნავსი გატეხა და ერთი ლელოც იქეთ აჩუქა მეტოქეს. სტუმრებმა პრემია 65’ წუთზე აიღეს, როცა ნიქ ფიპსი ფრონტის შუაში გაძვრა, ბრენდან ფოლიმ კი შებოჭილმაც ამოუგდო ქერთლი ბილს * 31:19
მოწინავე ექვსეულში ოზეთის მეორე წარმომადგენელია ფორსი, ვინაც ახლოდან ორჯერ მას შემდეგღა დაალელოვა ლაიონზი, რაც ამას სულ ტყუილად გაუძევეს ბურჯი. მეორე ტაიმში ტელი-რეფმა ინამუსა და ბლოკით გატანილი გაუბათილა ნიქ ქამინსს, ამას კი თავისსავე ლელოში მოეჭრა მოგერიება და ელთონ იანჩისმა დაუმიწა.
ქეიპთაუნში ქარი ძალუმად რომ ქროდა, წელს პირველად დამთავრდა თამაში ნულზე - ჩიტაზის მონაგარი სინბინიღა გამოვიდა. ამის გამო უელსთან ორივე ტესტი გაუცდება კვაჭ ადრიან სტრაუსს; კისერი ისევ ეტკინა ვეტერან სხალკ ბერგერს; ნაკრებისა და სთორმერზის კაპიტანმა, ჟან დე’ვილიერსმა კი ვარჯიშზე ისე დაიშავა მუხლი, რომ მწყობრიდან რვა კვირით გამოვიდა. ჰოდა, ბოკეს ნაღდად კვაჭი ბისმარკი უყოჩებს.
ზე რაგბი* მე-15 რაუნდი ($ პრემია)
ფოქსის 50’ რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...55&d=1401172955ბლუზ$ 23:29 შარქს2ლ: ბრეიდ ლი; 2გ: ჰიქი ვესთ; 3ჯ: ჰიქი 2, ვესთ -
2ლ: ბ.დიუ’პლესი რეინახ; 2გ: ფ.სტეინ; 4ჯ: სტეინ 3, მარე; ა: სტეინ / სბ: ი.დიუ’პლესი სტეინ
რეფ ბრაიანთ (ზელ) 23/05 @ ნორს’ჰარბორ
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...69&d=14008499430:3(6) 3:3(8) 3:10(12) 6:10(18) 6:13(27ა) 6:16(34) /
სბ(42შ) 13:16(43) 13:19(51) 13:26(56) სბ(62შ) 20:26(69) 20:29(70) 23:29(73)
რებელზ 19:41 ვორათაზ$ლ: ვეაინუ; გ 4ჯ: ვუდვორდ / სბ: ლეაფა -
6ლ: ჰორნ ეშლი-ქუპერ ჰუპერ ბილ ფოლაუ მაკ’ქიბინ; გ 3ჯ: ფოლი
რეფ ჰოფმან (ავს) 23/05
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...78&d=14008784980:3(7) 0:8(11) 3:8(15) 6:8(24) 9:8(27) 9:11(29) 9:16(37) სბ(40+2რ) /
12:16(46) 12:19(49) 12:24(54) 19:24(61) 19:31(65$პ) 19:36(71) 19:41(78)
ბულზ$ 44:23 ბრამბიზ4ლ: სერფონტეინ როს (2 4) ბასონ; 3გ: ჟლ.პოტხიტერ 2, პოლარდ; 6ჯ: პოტხიტერ -
3ლ: სპეით მოუენ კურინდრანი; გ 2ჯ: ლეალიაფანო / სბ: ტომუა მენ-რეი
რეფ იუბერ (აფრ) 23/05
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...81&d=14008882777:0(10) 10:0(14) 13:0(19) 13:3(23) 20:3(25) 20:6(36) 23:6(40) /
26:6(42სბ) 31:6(44) 31:13(48) 34:13(52) 37:13(62) 37:18(68) სბ(74ბ) 44:18(76$პ) 44:23(79)
ჰაილენდერზ$$ 30:32 ქრუსეიდერზ$4ლ: ჯ.რობინსონ ოზბორნ ფეკიტოა ბ.სმით; 2გ: სოპოანგა პარქერ; 2ჯ: სოპოანგა პარქერ -
4ლ: ტაუფუა პერი ლაულალა ნანდოლო; 3გ 2ჯ: სლეიდ / სბ: მაკ’ქოუ
რეფ ჯექსონ (ზელ) 24/05
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...87&d=14009270040:7(13) სბ(22ქ) 5:7(25) 12:7(29) 12:10(38) /
12:15(42) 15:15(49) 15:22(51) 18:22(61) 18:29(65$პ) 23:29(68) 23:32(71) 30:32(74$პ)
ჰარიქეინზ$ 45:8 ჩიფს6ლ: ა.თეილორ ბ.ფრენქს ჯ.სავეა (3 4) ლემ შილდს; 6გ ჯ: ბარეთ / სბ: გუდს -
ლ: სქვაირ; ჯ: ენსქომ / სბ: რეთალიქ
რეფ გარდნერ (ავს) 24/05
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...92&d=14009367880:3(3) 7:3(5) 7:8(15) 14:8(22) 21:8(31) /
24:8(47) 31:8(52$პ) სბ(54ჰ) სბ(60ჩ) 38:8(64) 45:8(73)
ფორს$ 29:19 ლაიონზ4ლ: ჰოჯსონ (1 4) ჰეივორდ ტუატარა-მორისონ; 3გ: ებერზონ, ჰეივორდ 2; ჯ: ებერზონ -
ლ: იანკის; გ 4ჯ: ბოსჰოფ / სბ: კ.ფური
რეფ ვოლშ (ავს) 24/05
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...98&d=14009474293:0(3) 3:3(5) 3:6(19) 3:9(28) სბ(35ლ) 10:9(36) 15:9(39) /
15:12(65) 22:12(75) 22:19(78) 29:19(80$პ)
სთორმერზ$ 33:0 ჩიტაზ4ლ: დ.ფური ფან’ვეიკ კოლისი ტანგითაკიმბაუ; 2გ: ქოულმენ გრანთ; 3ჯ: ქოულმენ 2, გრანთ / სბ: როუდს -
/ სბ სტრაუს
რეფ ბერი (აფრ) 24/05
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...07&d=14009675885:0(5) სბ(23ჩ) 8:0(30) 15:0(35) /
18:0(51) 21:0(63) 28:0(71) სბ(74ს) 33:0(77$პ)
უქმობდა რედს
ქულა: 188 ბოდენ ბარეთ (ჰრქ; 149 ბერნარდ ფოლი (ვრთ; 148 მარნიც ბოსჰოფ (ლნზ, ქოლინ სლეიდ (ქრს;
134 ჯეისონ ვუდვორდ (რბლ; 132 ლიმა სოპოანგა (ჰლნ; 131 ჟაკ-ლუი პოტხიტერ (ბულ; 124 საიმონ ჰიქი (ბლუ;
121 იოჰან ხუსენ (ჩტზ; 120 ქვეიდ ქუპერ (რედ; 115 ფრანს სტეინ (შრქ; 113 სიას ებერზონ (ფორ; 105 ნიქ ვაით (ბრმ)
ლელო: 10 იზრაელ ფოლაუ (ვრთ;
7 ნემანი ნანდოლო (ქრს, რობი ქოულმენ (ბრმ;
6 ჯორჯ მოალა (ბლუ, ჯულიან სავეა (ჰრქ, მალაკაი ფეკიტოა (ჰლნ, ნიქ ქამინს (ფორ, მეთ ჰოჯსონ (ფორ;
5 ბარეთ, ქერთლი ბილ (ვრთ, ტევიტა კურინდრანი (ბრმ, ჯონი მაკ’ნიქოლ (ქრს, ჯესი მოგ (ბრმ, თიმ ნანაი-ვილიამს (ჩიფ, თი-ჯეი პერენარა (ჰრქ;
4 სლეიდ, დამიან დე’ალენდე (სთო, ვილი ლე’რუ (ჩტზ, ბუმ პრინსლუ (ჩტზ, იაკო რეინახ (შრქ, ჯონო როს (ბულ, ქორთნოლ სკოსან (ლნზ, არონ სმით (ჰლნ, ბენ სმით (ჰლნ, ქორი ჯეინ (ჰრქ, ჯეიდენ ჰეივორდ (რბლ, კორნალ ჰენდრიქს (ჩტზ, რობ ჰორნ (ვრთ)
მე-16 რაუნდი [საქართველოს დროით]
პარ 30/05
ქრს ზელ 11.35 ფორ ავს
რედ ავს 13.40 ჰლნ ზელ
შაბ 31/05
ჩიფ ზელ 08.35 ვრთ ავს
ბლუ ზელ 11.35 ჰრქ ზელ
ბრმ ავს 13.40 რბლ ავს
ლნზ აფრ 19.05 ბულ აფრ
შრქ აფრ 21.10 სთო აფრ
სთრიმები
>>
http://www.vipboxasia.co/sports/rugby.html
>>
http://www.sportcategory.com/c-11.html
>>
http://www.feed2all.eu/type/rugby.html
>>
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/@
მიმაგრებული სურათი