არდადეგების წინ სამხრეთული ზე 15-ის მე-16 რაუნდში 39 ლელო ხომ დაიდო და
ბევრ მოწინავესაც ზედ სატესტო არდადეგების წინ დაუცდა ფეხი>>>
http://Qaflan.netai.net/20142014 წლის ქართული განრიგი
http://qaflan.netai.net/2014/images/zera_2014.pdfhttp://qaflan.netai.net/2014/images/zera_2014.jpg"უმოტივაციოდ დარჩენილ" მეტოქეებთან დამარცხდნენ ჰაილენდერზ, ჰარიქეინზ, ბულზ და თვით შარქს’იც; ვორათაზმა სტუმრად ძლია წინა ორი წლის ჩემპიონი ჩიფსი, ქრუსეიდერზმა და ბრამბიზმა კი ბევრით მოიგეს და პოზიციები გაიმყარეს.
დავიწყოთ ბოლოდან, აფრიკით. ბულზმა დაასვენა 37 წლის ვიკტორ მეტფილდი, ვინც ივნისის ტესტებზე კაპიტნად აღადგინეს იმის გამო, რომ ჟან დე’ვილიერსი დაშავებულია. ბოკე მსოფლიოს რჩეულს რომ უნდა ებურთავოს შაბათს, 15 დამწყებში ხუთი (!) ლეგიონერი უწერია და მარქაფაშიც სამი, ანუ 23 კაციდან რვა ზე’რაგბში აღარ მოღვაწეობს!
უმეტფილდოდ ბულზი უმალვე * 9:0 დაიბრიყვა მაჩანჩალა ლაიონზმა, ვისი ქიქერი მარნიც ბოსჰოფიც (ბულზთან 2გ4ჯ2ა = 22 ქულა) ნაკრების კანდიდატია. მერე იურგენ ფისერს ლელოში დაუვარდა ბურთი, ბიორნ ბასონს გატანილი გაუუქმდა კიდეზე დაბიჯების გამო, მაგრამ გოლებით ანგარიში მაინც გათანაბრდა * 9:9
არეკნი ხეირზეაქ ივარგა ლაიონზის ყოჩმა, ვორენ ვაითლიმ და ქიქოფი იხელთა; ბოსჰოფმა მეორე არეკნიც შეაგდო; ელთონ იანკისმა დაფინტა, სტოკის ჰანეკომმა თავ-გზა აუბნია მცველებს და ვორიქ ტეკლენბერგი მიყვა. ჰოდა, ლაიონზი 29:9 რომ დაწინაურდა, ბულზმა ბოლოს თუმც ორი ლელო შეიტანა, მაინც უქულოდ დაშვრა.
ამით შარქსმა აფრიკის ჯილაობა დაიბევა. დურბანის გუნდმა ზღვისრეთულ ტურნეზე ოთხიდან სამი მოიგო, მაგრამ გამოიფიტა და სთორმერზს ფეხოსნობა გაუმართა. ლელო ერთადერთი დაიდო და ისიც - შესვენების მაუწყებელი სირენის შემდეგ.
ბოლოსკენ ქრონიკულად მუხლ-მტკივანმა ფრანს სტეინმა ორი ჯარიმა ააცილა; სტუმარმა დიმიტრი კატრაკილისმაც ორჯერ კიდეზე ვერ გადაიტანა ჯარიმა, მაგრამ შარქსს ბედმა უმტყუნა - რაქიდან გამოვარდნილი ბურთი საილოსი ტანგი’თაკიმბაუმ იხელთა, ხოლო იაკო ტაუტემ ხეირზე არეკნი შეაგდო * 19:21
ამერიკულად გადაახტაშარქსს თითქმის დაეწია ვორათაზი, ვისაც მარაგში თამაში აქვს და კივეთში 8-მარცხიანი ნავსიც გატეხა. ჩიფსს 10 ნომრად დაუბრუნდა არონ ქრუდენი. ტელი-რეფმა ოზებს ბლოკის მომიზეზებით გაუუქმა ლელო, მაგრამ ადამ ეშლი-ქუპერმა ისევ გაჭრა ხაზი და ფრთაზე იზი ფოლაუ გააჭენა.
საათის თავზე ქრუდენისა და თომ მარშალის შეცურებებით ორჯერ იხეირა ბანდი აკიმ და ჩემპიონი წინაც კი გავიდა * 17:16, მაგრამ უმალ ბრენდან ფოლიმ შეაგდო ჯარიმა, დეივ დენისმა კი ბურჯი პაულიასი მანუ ხელის კვრით მოიშორა. ბოლოს ფოლი წაქცეულიც მიწვდა ლელოს და ნაკრების ღერძში შეუწყვილდა "ბრამბი" ნიქ ვაითს, რაღაი ქვეიდ ქუპერი დაშავებულია, ხოლო ვილ გენია ჩამოალაბორანტეს.
არადა, ვილმა მაგრად ითამაშა ჰაილენდერზთან, ვისაც წაგებისთვის ზედიზედ მეორედ ერგო 2 ქულა. ორი ლელო გენიას გადაკიდებებს მოყვა და რედსი 21:0 დაწინაურდა. მეოთხე ლელო ქვინზლენდმა 5-მეტრა შერკინებიდან, მიწოლით (!) შეიტანა, მაგრამ ვალში არც კივები დარჩნენ და იაპონელი ჰავბექი, ფუმიაკი ტანაკა რაქს ბოლო შეტევაში ახლოდან, ამერიკულად გადაახტა * 31:31
ბილეთი ძვირიაგათანგული რედსი ამაზე მთლად გახელდა და კივებმა კიდეზე რომ ვერ გადააგდეს მიღებული ქიქოფი, ოზებმა ორ-ნახევარი წუთი უტიეს, 55 მეტრი გაიარეს და გენიას პასით ჯეიქ შაცმა კართან შეიტანა ლელო! ჰავბექის გარდა, დამცრობა არ აცდა არც კაპიტან ჯეიმზ ჰორვილს. ჰოდა, ბილეთიც რომ ძვირია, ბრისბენში, საფრანგეთთან სამიდან პირველ ჯახზე, ოდენ 29 ათას მოსეირეს ელიან.
ბრამბიზმა რებელზთან პრემია 30’ წუთზევე ჩაიწერა, ორი ლელო კი ნაკრებში 12 ნომრად დაყენებული მგეზავის, მეთ ტომუას ანგარიშზეა. ქრუსეიდერზი ფორსს ალალად ჯობდა, მაგრამ ბოლო ათ წუთამდე ერთი ლელოღა გაიტანა - ენდი ელისის ქიქ-პასს იზრაელ დეგის ფინტები და ოფლოუდი მოყვა * 13:0
7-გზის ჩემპიონებმა დასასრულ მაინც იძალეს და ორი საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს - ფორსის მიერ მოლის ჩაქცევისა და შერკინებაში წამოდგომისთვის, მაგრამ უპრემიოდ კი დაშვრნენ.
ხელახლა გამოაჩნდა77’ წუთზე პასი ჩაჭრა ქიარან რიდმა და გაიჯეჯილა; ლელო მაინც ვერ დაიდო, რაკი დადევნებულმა ნიქ ქამინსმა კიდეზე დააბიჯებინა ჯონი მაკ’ნიქოლს, ექვსი კვირით ნაუქმარ რიდს კი ტვინის შერყევის ნიშნები ხელახლა გამოაჩნდა და ინგლისთან 8 ნომრად ჯერომ კაინო დადგება.
ბრიტები შავ დღეში არიან - დენი ქეამ შეიძლება ეგრეც ვერ ითამაშოს, "ავივას პირველობის" ფინალის მონაწილენი - ნორსჰემპთონისა და სარასენსის წევრები კი მეორე ტესტისთვისღა "მოიაზრებიან.
ისე, ბროდი რეთალიქს რომ ჰკითხეს, ერთი მეტოქე მაინც დაგვისახელეო, ლოზ’ი ძლივს მოაფიქრდა, მაგრამ სახელი მაინც შეეშალა - ქორნთის ნაცვლად მაიქლ’ად მოიხსენია კოლეგა!
ალბათ ვერ გავლენკაინომ მაგრად ითამაშა ჰარიქეინზთან, ვინც ტელი-რეფისა და მსაჯის უსწორო ქმედებამ დააზარალა და მწყობრიდანაც გამოიყვანა. მაჰა ნონუმ რომ ირბინა, პასზე მეთ პროქთორმა ჩაუკრა ხელი, ოღონდაც უკან. წინ არც ბურთი წასულა, მაგრამ თემიდამ საჯარიმო ლელოს სინბინი დაურთო.
ბლუზმა უმალ იხეირა ფულბექის გაგდებით - პიტა აჰკიმ დიაგონალზე გაუგორა ლოლანგი ვისინიას, მეორე ტაიმის დასაწყისში კი 27:7 რომ გახდა ანგარიში, სტუმრები სანუგეშო ქულასღა დაჯერდნენ და პლეი’ოფში ალბათ ვეღარ გავლენ, რადგან ფინიშზე უქმობენ.
ზე რაგბი* მე-16 რაუნდი ($ პრემია)
ფოქსის 50’ რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...82&d=1401775964ქრუსეიდერზ 30:7 ფორს3ლ: მაკ’ნიქოლ [საჯ] (2 3) 3გ 3ჯ: სლეიდ -
ლ: ჰაილეთ-პეთი; გ: ებერზონ / სბ: ვაიქს
რეფ ფრეიზერ (ზელ) 30/05
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...90&d=14014554463:0(11) 6:0(23) 13:0(26) 16:0(40+3) /
16:7(50) სბ(71ფ) 23:7(73) 30:7(80+4)
რედს$ 38:31 ჰაილენდერზ$$5ლ: ბრაუნინგ დევის შიპერლი შაც (4 5) 5გ: ჰარის 4, გენია; ჯ: ჰარის -
4ლ: სოპოანგა ბაქმან ოზბორნ ტანაკა; 4გ: სოპოანგა 2, პარქერ 2; ჯ: პარქერ
რეფ ლის (ავს) 30/05
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...91&d=14014567467:0(14) 14:0(30) 21:0(35) /
21:7(46) 28:7(49$პ) 28:14(54) 28:17(63) 31:17(68) 31:24(75) 31:31(80$პ) 38:31(80+4)
ჩიფს 17:33 ვორათაზ2ლ: აკი; 2გ ჯ: ქრუდენ -
3ლ: ფოლაუ დენის ფოლი; 3გ: ფოლი; 4ჯ: ფოლი 3, ბილ (3)
რეფ პოლოქ (ზელ) 31/05 @ ნიუ’პლიმუთ
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...04&d=14015295663:0(3) 3:3(9) 3:10(16) 3:13(27) /
10:13(56) 10:16(58) 17:16(63) 17:19(68) 17:26(74) 17:33(80+)
ბლუზ$ 37:24 ჰარიქეინზ$5ლ: [საჯ] ვისინია კაინო მოალა ტუიპულოტუ; 3გ 2ჯ: ვესთ -
4ლ: ლევავე (1 4) ჯ.სავეა ა.სავეა; 2გ: ბარეთ / სბ: პროქთორ
რეფ ვილიამსონ (ზელ) 31/05
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...06&d=14015406090:7(12) 3:7(13) 10:7(15სბ) 15:7(18) /
22:7(44) 27:7(46$პ) 27:12(57) 34:12(67) 34:19(69) 37:19(73) 37:24(78$პ)
ბრამბიზ$ 37:10 რებელზ6ლ: ტომუა (1 3) მაკ’ქეიბ სიო ქართერ პაუერ; 2გ ჯ: ლეალიაფანო / სბ: ელიგზანდერ -
ლ: ჰიგინბოთამ; გ ჯ: ვუდვორდ
რეფ ვოლშ (ავს) 31/05
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...55&d=14017420645:0(3) 5:3(7) 12:3(14) 17:3(16) 22:3(30$პ) 25:3(39) /
32:3(44) სბ(68ბ) 32:10(70) 37:10(80)
ლაიონზ 32:21 ბულზ2ლ: ჰოლენბახ ტეკლენბერგ; 2გ 4ჯ 2ა: ბოსჰოფ -
2ლ: სმოლ-სმით ჟ.დიუ’პლესი; გ 3ჯ: ჟლ.პოტხიტერ
რეფ იუბერ (აფრ) 31/05
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...12&d=14015607163:0(2ა) 6:0(5) 9:0(10) 9:3(31) 9:6(37) /
9:9(45) 16:9(47) 19:9(56ა) 22:9(59) 29:9(70) 29:14(71) 29:21(75) 32:21(80)
შარქს$ 19:21 სთორმერზლ: რეინახ; გ 4ჯ: ფ.სტეინ / სბ: კუცია -
6ჯ: ქოულმენ 4, კატრაკილის 2; ა: ტაუტე / სბ: ქარ
რეფ პეიპერ (აფრ) 31/05
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...15&d=14015732523:0(4) 6:0(11სბ) 6:3(19) 6:6(25) 9:6(29) 9:9(33) 16:9(40) /
16:12(45) 19:12(48) 19:15(55) 19:18(64სბ) 19:21(80+ა)
უქმობდა ჩიტაზ
ქულა: 192 ბოდენ ბარეთ (ჰრქ; 170 მარნიც ბოსჰოფ (ლნზ; 169 ბერნარდ ფოლი (ვრთ; 163 ქოლინ სლეიდ (ქრს;
142 ჟაკ-ლუი პოტხიტერ (ბულ; 141 ლიმა სოპოანგა (ჰლნ; 139 ჯეისონ ვუდვორდ (რბლ; 129 ფრანს სტეინ (შრქ;
124 საიმონ ჰიქი (ბლუ; 121 იოჰან ხუსენ (ჩტზ; 120 ქვეიდ ქუპერ (რედ; 115 სიას ებერზონ (ფორ; 105 ნიქ ვაით (ბრმ)
ლელო: 11 იზრაელ ფოლაუ (ვრთ;
7 ჯორჯ მოალა (ბლუ, ნემანი ნანდოლო (ქრს, ჯულიან სავეა (ჰრქ, რობი ქოულმენ (ბრმ;
6 ჯონი მაკ’ნიქოლ (ქრს, მალაკაი ფეკიტოა (ჰლნ, ნიქ ქამინს (ფორ, მეთ ჰოჯსონ (ფორ;
5 ბარეთ, ქერთლი ბილ (ვრთ, ტევიტა კურინდრანი (ბრმ, ჯესი მოგ (ბრმ, თიმ ნანაი-ვილიამს (ჩიფ, იაკო რეინახ (შრქ, თი-ჯეი პერენარა (ჰრქ)
სთრიმები
>>
http://www.vipboxasia.co/sports/rugby.html
>>
http://www.sportcategory.com/c-11.html
>>
http://www.feed2all.eu/type/rugby.html
>>
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/მე-17 რაუნდი [საქართველოს დროით]
პარ 27/06
ჰლნ ზელ 11.35 ჩიფ ზელ
რბლ ავს 13.40 რედ ავს
შაბ 28/06
ჰრქ ზელ 11.35 ქრს ზელ
ვრთ ავს 13.40 ბრმ ავს
ფორ ავს 15.45 ბლუ ზელ
@
მიმაგრებული სურათი