ქიქერებმა დაღუპეს სამხრეთული ზე 15-ის მეორე რაუნდში
ჩემპიონმა ჩიფსმა გარეთ ძლია ქრუსეიდერზი,
ვიცე-ფალავანმა ბრამბიზმა კი შინ, რედსთან წააგო>>>
http://Qaflan.netai.net/20142014 წლის ქართული განრიგი
[.PDF] >>
http://qaflan.netai.net/2014/images/zera_2014.pdf[.JPG] >>
http://qaflan.netai.net/2014/images/zera_2014.jpgტურნირის ორგანიზატორ სანზარ’ს სტანდარტული "მედია ცნობარის" გამოცემა დაუგვიანდა, მაგრამ მასშიც კი არ წერია, რომ ახალი სეზონიდან ზე’რაგბის სამატჩო რაზმიც 23-კაცა, ანუ 4-ბურჯიანია.
სამაგიეროდ, მახვშებმა 20 თებერვალს სიდნიში რომ იბჭეს, დაადგინეს, 2016 წლიდან დასში აღადგინონ აფრიკის მეექვსე გუნდი, პორტ-ელიზაბეთის "ქინგზ" (შარშან იასპარეზა) და მიიღონ არგენტინის ფრანჩაიზი, ანუ შეჯიბრი ფანობისა და მედიისთვის ზე 17-ად იქცევა.
ჯანიანი ბექიკივურ დარბში 7-გზის ჯილა ქრუსეიდერზი ქიქერებმა დაღუპეს: პირველ ტაიმში თაილერ ბლაინდელმა კარს ხუთივე (!) ჯარიმა ააცდინა, მეორეში კი თომ თეილორმა 4 ცდით ორი გოლიღა გაიტანა.
მასპინძლებს აკლდათ 8 ნომერი ქიარან რიდი, პირველი ლელო კი ჩიფსში გადასულმა, გულში ახალ-სარქველ-ჩადგმულმა ჯანიანმა ბექმა, რობი ფრუენმა დაუდოთ სამი მბოჭავის გაბითურებით * 0:5
ჩემპიონთა მგეზავს, არონ ქრუდენს მეორე ტაიმის დასაწყისში დამიწებისას გააგდებინა ოვალი ჯონი მაკ’ნიქოლმა, მაგრამ მალე ანგარიში 0:11 გახდა.
იქვე სემ ვაითლოქმა დერეფნიდან გაიტანა ლელო. ქრუსეიდერზმა სტუმარს ბურთის ფლობითა და ტერიტორიით ერთობ, 66-34% და 71-29% აჯობა, მაგრამ ბოლო შეტევაში ნაფი ტუიტავაკეს ჯეიმზ ლოუმ ჩაუჭრა პასი და ფრთაზე 95 მეტრი ირბინა, ხოლო ქრუდენმა გარდასახვით ქრუსეიდერზს სანუგეშო ქულაც აღარ დაანება * 10:18
ტოუამ დაფინტაოზურ შინაომშიც დაცვამ გადაწონა შეტევა: რედსში ვორათაზიდან გადასულმა ლოქი თერნერმა თავიდან ორივე ფრთაზე ალაგმა ჰენრი სპეითი, 14:9-ზე კი ჯესი მოგი დამიწებისას გადააგორა და ბურთში შეეზიარა.
ბრამბიზი ორი ჯარიმით დაწინაურდა, ქვეიდ ქუპერმა გრძელი პასებით ორი ლელო რომ გამოაცხო: ჯერ ფრთაზე მიაწვდინა თერნერს, მერე კი მომსხეპით ჩართო იერიშში პაპუასი აიდან ტოუა, ვინც დაფინტა * 14:6
მესამე მეოთხედში სტუმრებს ბურჯი გაუგდეს და მოგი განდაგან სვლით ეწია მიზანს * 17:20. მერე ქიქერებმა თითო ჯარიმა ააცდინეს, რედსმა ბრამბიზს ორჯერ გაუჩერა მოლი, სულ ბოლოს კი ქუპერმა კიდეზე ვერ გადაიტანა ჯარიმა, მაგრამ მოგსაც წინ დაუვარდა და ძღვენი ქრის ფეაუაი-საუტიამ შეიშნო * 17:27
სიიდან ამოშალესბლუზმა ლიგიდან გადმობირებული ბენჯი მარშალი ბრძოლაში მაშინღა ჩააბა, ჰაილენდერზი 29:7 რომ უგებდა და პრემიაც აეღო. ოთაგოელებმა აგრესიით დაჯაბნეს ოქლენდელები, მაგრამ 39 წლის კალატოზი ბრედ სორნი კი დაემტვრათ.
მასპინძელთა პირველი ლელო არონ სმითმა მოგერიებაზე დაფარებით დადო; მეორეზე, თერნოვერიდან, სლალომი მოაწყო მალაკაი ფეკიტოამ, მესამე კი ბენ სმითმა ახლოდან, ნასირენალს შეიტანა * 24:0
მარშალმა ერთი სალელოე შეტევა წამოიწყო. ბლუზს ბოლოსკენ დაემტვრა კაპიტანი ლუქ ბრეიდი, მგეზავმა ქრის ნოუქსმა კი ბოლოს ჯარიმაც რომ გააფუჭა და ამბიციური ბლუზი უქულოდ დატოვა, მესამე რაუნდისთვის 23-კაცა სიიდან ამოშალეს.
10 გოლი, 29 ქულაკვირას, მზის გულზე, პირველი ზე’რაგბული ჰეთ-თრიქი შეასრულა ნალიგარ-ნარულზარმა იზრაელ ფოლაუმ. ვორათაზის ბოლო ორი ლელო ბასიდან (ინგლისი) დაბრუნებულმა მეთ კარარომ სოლოებით შეამზადა, ჯეელმა გარემარბმა ალოფა ალოფამ კი:
62’’ წამზე "იზი" ახეირა; მერე გაგორებული კუთხის სარს მოარტყა, მაგრამ დამიწებამდე ბურთი ლელოს კიდეზე გაექცა; მესამე ლელოზე კი ბერნარდ ფოლის დარტყმული ძელს რომ მოხვდა, ოვალი იხელთა.
აფრიკაში, სამ თამაშში, ოთხი ლელოღა დაიდო. სამაგიეროდ კი ქიქერებმა გამოიჩინეს თავი: იოჰან ხუსენმა (ჩტზ) და პეთ ლემბიმ (შრქ) ხუთ-ხუთი გოლით 15-15 ქულა მოკრიფეს, ხოლო წინა რაუნდის გმირმა, მარნიც ბოსჰოფმა (ლნზ) ათით (გ 6ჯ 3ა) - 29 ქულა!
მე-12 ცდითბლუმფონტეინში კოკისპირულად წვიმდა და ჩიტაზმა მე-12 ცდით პირველად (!) ძლია კადრების გადინებით დასუსტებული ბულზი. პრეტორიის გუნდს ნახევარი წლით მეორედაც გამოაკლდა პიერ სპისი, ბებერი ვიკტორ მეტფილდი კი იშტაზე რომ მოვიდა, ამ უქმეებზე ძირითადში იწყებს.
შარქსმა ფორვარდებით დაჯაბნა ჰარიქენზი, ვინც სეზონი ტურნეთი დაიწყო. ნატალელთა პირველი ლელო, დაშლილი მოლის შემდეგ, ახლოდან შეიტანა ვილემ ალბერცმა, მეორეზე კი მართი ბენქსს პასი ჩაუჭრა ლუაზი მვოვომ.
ამქარში აღდგენილმა ლაიონზმა მეორე ბობოლაც შეიწირა: სთორმერზს ყოჩობდა ჟან დე’ვილიერსი; მასვე დაემატა არგენტინელი მანუელ კარისა და მოუკეთდა სხალკ ბერგერიც, მაგრამ ვერაფერი გააწყო გადახალისებული კოლექტივის ენთუზიაზმთან და ჩუბინ ქიქერთან.
არადა, მეორე ტაიმში ზედიზედ 20 წუთი კაც’ნაკლულს ერაგბა.
ზე რაგბი2014 წლის ქართული განრიგი
[.PDF] >>
http://qaflan.netai.net/2014/images/zera_2014.pdf[.JPG] >>
http://qaflan.netai.net/2014/images/zera_2014.jpg* მეორე რაუნდი ($ პრემია)
ფოქსის 50’ რჩეული
https://acrossthetasman.com/attachment.php?...31&d=1393302429ქრუსეიდერზ 10:18 ჩიფსლ: ს.ვაითლოქ; გ ჯ: თეილორ / სბ: ბერდ ჯ.ვაითლოქ -
2ლ: ფრუენ ლოუ; გ 2ჯ: ქრუდენ / სბ: ტამეიფუნა
რეფ პოლოქ (ზელ) 21/02
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...39&d=13929847700:5(10) სბ(37ქ) 0:8(39) სბ(40+3ჩ) /
0:11(45სბ) 7:11(50) 10:11(74) 10:18(80)
ჩიტაზ 15:9 ბულზ$4ჯ ა: ხუსენ -
3ჯ: ფუშე, პოლარდ 2
რეფ ბერი (აფრ) 21/02
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...44&d=13930170033:0(2ა) 6:0(6) 6:3(23) 9:3(26) 12:3(29) /
12:6(52) 15:6(61) 15:9(79)
ჰაილენდერზ$ 29:21 ბლუზ4ლ: ა.სმით ფეკიტოა ბ.სმით ოზბორნ; 3გ ჯ: სოპოანგა -
3ლ: ფ.საილი ტავაო-მატაუ ტუიპულოტუ; 3გ: ნოუქს
რეფ ვილიამსონ (ზელ) 22/02
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...61&d=13930709867:0(11) 14:0(14) 17:0(18) 24:0(40+) /
24:7(42) 29:7(50$პ) 29:14(64) 29:21(70)
ბრამბიზ 17:27 რედსლ: მოგ; 4ჯ: მოგ 3, ვაით (2) -
3ლ: თერნერ ტოუა ფეაუაი-საუტია; 3გ 2ჯ: ქუპერ / სბ: ჰოუმს
რეფ ლექი (ავს) 22/02
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...62&d=13930738013:0(9) 6:0(15) 6:7(18) 6:14(23) 9:14(31) 9:17(33) /
12:17(48) 12:20(50) სბ(54რ) 17:20(55) 17:27(79)
შარქს 27:9 ჰარიქენზ2ლ: ალბერც მვოვო; გ: მარე; 5ჯ: ლემბი -
3ჯ: ბარეთ 2, ბენქს (2) / სბ: ჰილ
რეფ ლის (ავს) 22/02
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...72&d=13931007613:0(6) 10:0(21) 10:3(34) 10:6(37) /
13:6(43) 13:9(52) 16:9(58) 21:9(65) სბ(72ჰ) 24:9(78) 27:9(80+)
ლაიონზ 34:10 სთორმერზლ: ვატერმეიერ; გ 6ჯ 3ა: ბოსჰოფ / სბ: მოსტერტ რედლინჰეის -
ლ: ნტუბენი; გ ჯ: კატრაკილის
რეფ პეიპერ (აფრ) 22/02
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...76&d=13931117017:0(3) 10:0(5ა) 13:0(9ა) 16:0(15) 19:0(20) 19:7(24) 22:7(35) 22:10(40+2) /
სბ(44ლ) 25:10(51) სბ(55ლ) 28:10(66ა) 31:10(72) 34:10(80)
ვორათაზ$ 43:21 ფორს6ლ: ფოლაუ (1 2 5) ალოფა დაგლას ბილ; 5გ ჯ: ფოლი / სბ: რაიან -
2ლ: ქამინს გოდვინ; გ 3ჯ: ჰოუმს
რეფ ჰოფმან (ავს) 23/02
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...90&d=13931611495:0(2) 5:3(10) 8:3(17) 15:3(24) 15:6(27) 15:11(35) 22:11(40+2) /
სბ(44ვ) 22:14(53) 29:14(58$პ) 29:21(64) 36:21(67) 43:21(72)
მესამე რაუნდი [საქართველოს დროით]
სთრიმები

>>
http://www.vipboxasia.co/sports/rugby.html
>>
http://www.sportcategory.com/c-11.html
>>
http://www.feed2all.eu/type/rugby.html
>>
http://livetv.sx/en/allupcomingsports/0/პარ 28/02
ბლუ ზელ 10.35 ქრს ზელ
რბლ ავს 12.40 ჩტზ აფრ
სთო აფრ 21.10 ჰრქ ზელ
შაბ 1/03
ჩიფ ზელ 10.35 ჰლნ ზელ
ვრთ ავს 12.40 რედ ავს
ფორ ავს 15.00 ბრმ ავს
ბულ აფრ 19.05 ლნზ აფრ
2014 წლის ქართული განრიგი
[.PDF] >>
http://qaflan.netai.net/2014/images/zera_2014.pdf[.JPG] >>
http://qaflan.netai.net/2014/images/zera_2014.jpg
მიმაგრებული სურათი