ვორათაზი ბურთაობს სამხრეთული ზე 15-ის მესამე რაუნდში სიდნის ვორათაზმა
ისევ პრემიით იმარჯვა და ამქარში ეულად დაწინაურდა >>>
>>>
http://Qaflan.netai.net/20142014 წლის ქართული განრიგი
[.PDF] >>
http://qaflan.netai.net/2014/images/zera_2014.pdf[.JPG] >>
http://qaflan.netai.net/2014/images/zera_2014.jpgავსტრალიური რაგბი კრიზისში რომაა, ოლიმპიურ სტადიონზე, ძველ მეტოქეთა - "ახალი სამხრეთი უელსის" ვორათაზისა და ქვინზლენდის რედსის ბუღრაობაზე ოდენ 18 ათასი მოსეირე მივიდა. არადა, ამ გუნდების ლიგური ანალოგები, ბლუზი და მორუნზი ორიჯინში რომ ბურთაობენ, 83-ათასა არენის ტრიბუნები პირამდე ივსება.
გურუს, "(ბობ) თემპლთონის თასზე" სიდნის კლუბს ზედიზედ ხუთი მარცხი ეგემა, ამჯერად კი ბონუსი ხომ აიღო და ზე’რაგბის ხანაში სარეკორდო სხვაობითაც ძლია მეზობელი. ვორათაზმა მორკინალებით დაჯაბნა სტუმარი, რომელიც ეგეც ვერ ააბურთავა ნაკრების ღერძმა (ვილ გენია - ქვეიდ ქუპერ)
მასპინძლები მალევე დაწინაურდნენ: 12 ნომრად მოთამაშე ქერთლი ბილმა ოფლოუდი გაუხერხა ნალიგარ იზრაელ ფოლაუს. ტაიმის შუაწელში ვორათაზის ათმა წევრმა კოხტა პასაობით ისევ გაათარხნა "იზი, ვისაც ორ მატჩში 5 ლელო (!) მოუგროვდა, ბოლო გადაცემა კი აფრიკის ბულზიდან ოზეთში გადასულმა, ჟაკ პოტხიტერმა შეასრულა.
ნული ქულითმესამე ლელოზე მგეზავმა ბრენდან ფოლიმ პასი შეუბრუნა პითერ ბითემს, მეოთხეზე კი ბილმა უცებ გაათამაშა ჯარიმა. რედსის ერთადერთი ლელო ვორათა’ყოფილმა ლოქი თერნერმა მაშინ დადო ალამთან, გაგორებული ბურთის კიდეზე განგებ გადაგდებისთვის ფოლაუ რომ გაასინბინეს, სალელოე პასი კი აიდან ტოუას ჩაეწერა.
წყვილი ბარაქიანი დარბი მოეწყო ზელანდიაშიც. ქრუსეიდერზი "იდენ პარქზე, სულ რაღაც 26 ათასი ქომაგის თვალწინ, 17:3 უგებდა ბლუზს, მაგრამ მასპინძლებმა 16 წუთში ოთხი (!) სადა ლელო რომ დადეს, 7-გზის ფალავანი გუნდი ნული ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.
ქრუსეიდერზს დაუბრუნდა ქიარან რიდი და მარცხნივ დაგეზა კვაჭი ქორი ფლინი, მეორე ლელოზე კი ქოლინ სლეიდმა ბლოკით იხეირა. მერე მოიერიშე ორჯერ გაატარა 33 წლის რიჩი მაკ’ქოუმ, ვისაც ცერი გატეხოდა და ორი თვე (!) იუქმებს; მესამედ სტუმართა ორი ბექი ერთურთს დაეჯახა გადაკიდებულის აღებისას, პრემიალურზე კი ბებერმა პირი ვიპუმ ახლოდან, ლიგურად შეაცურა ლელოში.
სასწაული რეიდიბლუზში 10 ნომრად ისე კარგად ითამაშა ახალბედამ, 20 წლის საიმონ ჰიქიმ, რომ ლიგელი გენიოსი, ბენჯი მარშალი მოედანზე აღარც შეუშვეს სერ’ებმა - ჯორჯ ქერვანმა და გრემ ჰენრიმ.
ბოლო ორი წლის ჩემპიონს, ჩიფსს მისსავე მოედანზე დასკვნით ათ წუთამდე უგებდა ჰაილენდერზი, ვინაც ერთადერთი ლელო გრძელი მოლით შეიტანა, მაგრამ სამიც იქეთ მიიღო.
ჩიფსის პირველი სხარტ ჩათამაშებას მოყვა; მეორეზე ყოჩმა ლიამ მესამმა აიტაცა და დაყვინთა, მესამეზე კი სასწაული რეიდი რომ მოაწყო სათადარიგო მარბიელმა ლიამ სქვაირმა, არონ ქრუდენმა უმალ ფრთაზე გადაუკიდა ასაელი ტიკოიროტუმას, ამან კი ნახტომში იხელთა ოვალი და ჩარლი ნგატაი’ს გადაუგდო.
კრიკეტულად დაიჭირააფრიკის ლიდერი შარქსი უქმობდა. სთორმერზმა 5 დერეფანი ჩააბარა მოტურნევე ჰარიქეინზს, მაგრამ ბოლოში იქვე აგორებული მოლით დაალელოვა, დიმიტრი კატრაკილისმა კი კიდიდან გარდასახა.
ქეიპთაუნის გუნდს თავიდან დიდი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ბევრსაც ცდებოდა. კივებმა ზედ შესვენების წინ გაილაღეს: კონრად სმითმა თერნოვერიდან მოაწყო გარღვევა, თი’ჯეი პერენარამ კი წინ გადაუკიდა ჯულიან სავეას.
უფრო ეშხიანი გამოვიდა მეორე ლელო: ჰედლი პარქსმა ფრთაზე დაბალი დაურტყა ქორი ჯეინს, ამან კი კრიკეტულად, ლამის მიწაზე დაიჭირა.
დათარსულები დაიმტვრნენშარშანდელმა ფინალისტმა, ბრამბიზმა პერთში ბლიც’კრიგი მოუწყო ფორსს - საწყის ნახევარ საათში კოხტა ბურთაობით სამი ლელო დაუდო, მაგრამ მერე ისე მოდუნდა, რომ უპრემიოდ დაშვრა და დათარსულებიც - პეთ მაკ’ქეიბი და დევიდ პოქოქი ისევ დაემტვრა.
სეზონი მესამე რაუნდშიღა გახსნა რებელზმა, რომელსაც მოკეთებული კაპიტანი, სქოთ ჰიგინბოთამი და ტულუზიდან დაბრუნებული 9 ნომერი, ლუქ ბერჯესი ყოჩობენ. პირველმა ჯარიმა უცებ გაათამაშა და ლელოში დაურტყა ჯეისონ ვუდვორდს, მეორე კი რაქიდან გასხლტა,
აფრიკაში, ზეგანზე, ბურული შინაომი თავსხმაში ჩატარდა. აქამდე ორჯერ გამარჯვებულმა ლაიონზმა მოგერიებაზე დაფარებით ორჯერ დაალელოვა ორჯერ დამარცხებული ბულზი, მაგრამ ამან მაინც მოიგო, რაღაი ჟაკ-ლუი პოტხიტერმა შვიდი გოლით 20 ქულა მოკრიფა.
ზე რაგბი2014 წლის ქართული განრიგი
[.PDF] >>
http://qaflan.netai.net/2014/images/zera_2014.pdf[.JPG] >>
http://qaflan.netai.net/2014/images/zera_2014.jpgმესამე რაუნდი ($ პრემია)
ფოქსის 50’ რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...98&d=1393868863ბლუზ$ 35:24 ქრუსეიდერზ4ლ: ჰალაი ლი მოალა ვილისონ; 3გ 3ჯ: ჰიქი / სბ: ლუატუა -
3ლ: ფლინ სლეიდ ქროთი; 3გ ჯ: თეილორ
რეფ ფრეიზერ (ზელ) 28/02
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...97&d=13935871850:7(16) 3:7(19) 3:10(20) 3:17(32) 10:17(35) 15:17(36) /
22:17(43) 29:17(48$პ) 32:17(55) სბ(67ბ) 32:24(73) 35:24(80+)
რებელზ$ 35:14 ჩიტაზ5ლ: ლ.მიჩელ ვუდვორდ ბერჯეს ჰეგართი ჰიგინბოთამ; 2გ: ჰეგართი; ჯ ა: რობერთს / სბ: ფიულისთოლერ -
2ლ: ქუქ ბარნს; 2გ: ხუსენ
რეფ გარდნერ (ავს) 28/02
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...03&d=13936119395:0(5) 10:0(21) 17:0(40) /
17:7(46) სბ(52რ) 24:7(60$პ) 24:14(71) 27:14(77ა) 30:14(80) 35:14(80+2)
სთორმერზ 19:18 ჰარიქეინზ$ლ: დ.ფური; გ 4ჯ: კატრაკილის -
2ლ: ჯ.სავეა ჯეინ; გ 2ჯ: ბარეთ
რეფ ვოლშ (ავს) 28/02
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...06&d=13936233243:0(8) 6:0(21) 6:7(35) 6:12(38) /
9:12(50) 9:15(60) 12:15(64) 12:18(68) 19:18(78) ბოლო(80+3)
ჩიფს 21:19 ჰაილენდერზ$3ლ: ნანაი-ვილიამს მესამ ნგატაი; 3გ: ქრუდენ -
ლ: ჰარდი; გ 4ჯ: სოპოანგა
რეფ ჰოფმან (ავს) 1/03
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...33&d=13936847340:3(3) 7:3(12) 7:6(20) 7:13(33) 7:16(38) /
14:16(49) 14:19(58) 21:19(69)
ვორათაზ$ 32:5 რედს4ლ: ფოლაუ (1 2) ბითემ ბილ; 3გ 2ჯ: ფოლი / სბ: ფოლაუ -
ლ: თერნერ
რეფ ჯექსონ (ზელ) 1/03
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...38&d=13936919355:0(3) 12:0(27) 19:0(35) სბ(40ვ) 19:5(40+) /
26:5(48$პ) 29:5(61) 32:5(79)
ფორს 14:27 ბრამბიზ2ლ: ჰეივორდ მაკ’ქალმან; 2გ: ს.ებერზონ -
3ლ: ფარდი მოგ ქოულმენ; 3გ 2ჯ: ვაით / სბ: მოგ
რეფ ბრაიანთ (ზელ) 1/03
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...42&d=13937002420:7(10) 0:14(16) 0:21(24) სბ(29ბ) 0:24(40+) /
0:27(55) 7:27(78) 14:27(80+3)
ბულზ 25:17 ლაიონზლ: სერფონტეინ; გ 5ჯ ა: ჟლ.პოტხიტერ -
2ლ: ვატერმეიერ ვეპენერ; 2გ ჯ: ბოსჰოფ
რეფ პოლოქ (ზელ) 1/03
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...44&d=13937084463:0(9) 6:0(12) 6:7(14) 13:7(25) 13:10(34) 16:10(36ა) 19:10(39) /
22:10(62) 25:10(75) 25:17(79)
მეოთხე რაუნდი [საქართველოს დროით]
სთრიმები

>>
http://www.vipboxasia.co/sports/rugby.html
>>
http://www.sportcategory.com/c-11.html
>>
http://www.feed2all.eu/type/rugby.html
>>
http://livetv.sx/en/allupcomingsports/0/პარ 7/03
ჰრქ ზელ 10.35 ბრმ ავს
რედ ავს 12.40 ჩტზ აფრ
შაბ 8/03
ქრს ზელ 10.35 სთო აფრ
ფორ ავს 12.40 რბლ ავს
ბულ აფრ 19.05 ბლუ ზელ
შრქ აფრ 21.10 ლნზ აფრ
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 5 Mar 2014, 15:46
მიმაგრებული სურათი