წყვილი თრილერი სამხრეთული ზე 15-ის მესამედ’ფინალში ორივეგან მასპინძელმა იმარჯვა,
ოღონდაც ძლივს და თანაც, სასწაული სეირითhttp://Qaflan.netai.net/20142014 წლის ქართული განრიგი >>
http://qaflan.netai.net/2014/images/zera_2014.pdfწარსული >>
http://qaflan.netai.net/2014/Z_ZERA.htmწრიული ეტაპის შედეგის სისწორე დადასტურდა - ნახევარ’ფინალში ოთხი უკეთესი გავიდა. გავარდა ორივე კივური ვაილდ’ქარდი, ჩიფსმა კი თუმც ბოლომდე იბრძოლა, მაინც დათმო ორგზის პირველობა.
ბრამბიზმა ჩიფსს თავიდანვე თავ’ბრუ დაახვია და 22:3 გაუსწრო, მაგრამ ვაიქათომ 55’ წუთზე გააფრევა თამაში * 25:25. კანბერამ უმალ იძალა და ვალში არც ჩემპიონი დარჩა, მაგრამ ოზებმა ორი ჯარიმა ააცილეს და აღარც არეკნი დაკრეს. ჰოდა, მატჩის ბედი გარდასახვამ გადაწყვიტა.
აფრიკაში სტილთა კონტრასტი ვიხილეთ: ღონიერი შარქსი მთელი თამაში ეჭიდავა ბურთაობაზე გადაგებულ ჰაილენდერზს. კივებმა ტაიმი 17:13 მოიგეს და დასკვნით 10 წუთშიც წინ იყვნენ * 27:25, მაგრამ ძალამ ბოლოს მაინც გახნა აღმართი.
დაწუნებული სპეითიკანბერაში რვა ლელო დაიდო. ბრამბიზმა შარშანდელ ფინალში წაგებისთვის აიღო რევანში. ჩიფსს თავ-ბედი აწყევლინა თავის მიერვე დაწუნებულმა ფიჯელმა, ჰენრი სპეითმა, ვინც 13 სოლოზე 186 მეტრი ინავარდა, მბოჭავი 13-ჯერ (!) გააბითურა, ხაზი ორჯერ გაჭრა და სამი ოფლოუდიც გაუშვა.
სპეითმა და ჯესი მოგმა აქეთ-იქეთ რომ უწიეს წითელ ზოლს, ბურთის ჩაკვლისთვის გაასინბინეს თიმ ნანაი-ვილიამს’ი. ბრამბიზმა დერეფანში ააგორა მოლი, კარისკენ დაიძრა და ჰავბექი ნიქ ვაით’ი მოკლე ფრთაზე შეხტა ლელოში * 7:3
მეორე ლელოზე დვეინ სვინის უხეიროდ გადაკიდებული იხელთა იმავე ვაითმა, მოგმა კი ხაზი გაჭრა და რობი ქოულმენ’ი დაგეზა * 14:3. ამით ამოიწურა სინბინი, ოზებმა კი 20 ფაზა აკინძეს და ბენ მოუენის მიძალების შემდეგ, ვაითმა მოკლე პასით ახეირა მოგი * 19:3
მარცხნივ ააცილაფაზურად ჩიფსიც მიეძალა და ბანდი აკი ახლოდან ეწია მიზანს * 22:10. მესამე მეოთხედში ისევ გაიჯეჯილა სპეითმა, მაგრამ სალელოე რეიდის აღკვეთისას, ბოჭვაზე რომ შეაფერხა ჯეიმზ ლოუ, გაასინბინეს და კივებმაც ზედიზედ შეიტანეს ორი ლელო:
ჯერ ტავერა ქერ-ბარლოუმ ახლოდან შეუტია რაქის გვერდით, რაღაი ლიამ მესამს ბლოკი ეპატია, შემდეგ კი არონ ქრუდენმა და მაიქ ფითს’ჯერალდმა დაგეზეს ნანაი-ვილიამსი * 25:25
აქედან სამ წუთში გასატანი ჯარიმა ააცილა ქრისჩენ ლეალიაფანომ, მოლში კი ბექებიც მიაწვნენ * 32:25. საომარი 4 წუთიღა რომ რჩებოდა, ჩიფსმა ჯარიმის ნაცვლად შერკინება აიღო და გარეს ენსქომმა ივარგა ახლოდან, მაგრამ ქრუდენმა გარდასახვა მარცხნივ ააცილა * 32:30
გული ეტკინებოდათშარქსმა შინ მთელი თამაში მორკინალებით უტია, სამჯერ ლელო შეიტანა და ორჯერ - ვერა, და გოლებიც შეაგდო. მისგან განსხვავებით, ჰაილენდერზმა ლამის ყველა შანსი გამოიყენა, მაგრამ მოლსა და შერკინებაში ისე დაეჩაგვრინა იაპებს, რომ ფანობას გული ეტკინებოდა.
აფრიკის ჯილა ძალური სოლოებით მოპოვებული ჯარიმის გატანით დაწინაურდა. პირველი ლელო მგორავ მოლს მოყვა, 10:0-ზე კი ბურჯმა იანი დიუ’პლესიმ კარში დაამიწა ოვალი, მაგრამ არ ჩაეთვალა, რაღაი მანამდე, დაჭერილი, მუხლით შეეხო მიწას და ამად, შებოჭილი იყო.
იაპთა მორიგ მოლს გოლი მოყვა, კივებმა კი მეტოქეს პასაობით გაუწელეს დაცვა და ბენ სმითმა ღიობში შეუშვა მალაკაი ფეკიტოა, ვინც ვეღარავინ შეაჩერა * 13:10. სირენის შემდეგ შარქსი მოლის გაწყვეტისთვის დაჯარიმდა, ბენმა კი უცებ გაათამაშა და მთელმა გუნდმა ისე იბურთავა, რომ ორ წუთში ლელო ბურჯმა (!) დადო * 17:13
ვეღარ გაუძლესმესამე მეოთხედში შარქსი შვიდითაც ჩამორჩა. ჯეი’პი პიტერსენს ზედ ლელოსთან დაუვარდა ბურთი, მაგრამ აფრიკამ 5-მეტრა შერკინებაში დაადედლა და წამოშალა მეტოქე; შეინ ქრისთიც, ლელოს დაცვის ნაცვლად, გამოვარდნილი ოვალის მიწიდან აღებას შეეცადა და გილბერთი ბისმარკ დიუ’პლესის კერძი შეიქნა * 20:20
ნატალელთა ყოჩმა ორ წუთში სალელოე პასიც გაუხერხა ტონდი ჩავანხას * 25:20, მაგრამ ბოლო მეოთხედში ბენ სმითმა შექცეულით დაგეზა პათრიქ ოზბორნ’ი, ამან კი ფარული ოფლოუდი გაუხერხა ფილ ბერლი’ს * 27:25
ოთაგომ მეტს ვეღარ გაუძლო: ლიმა სოპოანგამ ჯარიმა ვერ უწია კიდეს. ამის პასუხად მარსელ კუციას მიზნამდე ცოტა დააკლდა, ხოლო ჟან დეისელს კონტაქტში, დამიწებისას დაუვარდა. ერთი კია, ეგ კივთათვის ვერაფერი ნუგეში იყო, რაკი შარქსი შერკინებაში მაგრად მიაწვა, ჯარიმა გამოიმუშავა და ფრანს სტეინმა იოლი შეაგდო * 28:27
ტოკიო თუ სინგაპური?ბოლოს ისევ იაპები ეძალებოდნენ: რაიან კანკოვსკიმ და ბისმარკმა კინაღამ ლელო შეიტანეს და ფრანსმაც სხვაობა გაზარდა * 31:27. შარქსს ახლა ინდოეთის ოკეანეზე მოუწევს გადაფრენა, რათა სტუმრად შეებას ქრუსეიდერზს, ვისაც იქვე, მე-14 რაუნდში აჯობა >>
http://qaflan.netai.net/2014/O5/22_ZERA-14.htmბრამბიზი სიდნი’ში ეახლება წრიული სტადიის უდაო ფალავანს - ვორათაზს. დიდი ფინალის მასპინძლობის შანსი ჯერაც სამივე ქვეყანას რჩება. რაც შეეხება მარაქაში 2016 წლიდან გასარევ მე-18 გუნდს, მახვშთა თანახმად, კანდიდატი ორიღაა - ტოკიო და სინგაპური.
პირველს ზურგს უმაგრებს რაგბული ტრადიცია, ნაკრების რეიტინგი, 2019 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობა და ავსტრალიაც, მეორეს კი - ზელანდიისა და აფრიკის მხარდაჭერის გარდა, ახალი ზე’სტადიონის უქმად ყოფნა, მულღაზანზრული ლობი (გუნდს ზღვისრეთელებით დავაკომპლექტებთო!) და აფრიკასთან სიახლოვეც (11 საათი ფრენა)
ზე რაგბიმესამედ’ფინალი ფოქსის 50’ რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...74&d=1405970478ბრამბიზ 32:30 ჩიფსბრმ (კანბერა) ავს #4: მოგ (მაკ’ქეიბ 68) სპეით სბ 48, კურინდრანი ლეალიაფანო ქოულმენ (ტომანე 58) <10-9> ტომუა ვაით /
სიო (რ.სმით 77) მენ-რეი (მერფი 58) ელიგზანდერ (ალა’ალატოა 77) პაუერ (აულუა 57) ქართერ; ფარდი ბათლერ მოუენ^კაპ -
4ლ: ვაით ქოულმენ მოგ ბათლერ; 3გ 2ჯ: ლეალიაფანო
ჩიფ (ჰემილთონ) ზელ #5: სვინი (მარშალ 57) ტიკოიროტუმა ნანაი-ვილიამს სბ 5, აკი ლოუ (ენსქომ 74) <10-9> ქრუდენ^კაპ ქერ-ბარლოუ (პულუ 63) /
მაკ’ინთოშ (პ.მანუ 63) მ.შვოლგერ (ჰარის 77) ტამეიფუნა (ბარეთ 70) ფითს’ჯერალდ (საიმონს 66) რეთალიქ; მესამ ლათიმერ სქვაირ -
4ლ: აკი ქერ-ბარლოუ ნანაი-ვილიამს ენსქომ; 2გ 2ჯ: ქრუდენ
რეფ იუბერ (აფრ; კიდ: ჰოფმან / ლექი; ვიდ აიუბ (ავს)
19/07 @ კანბერა, ჯი’აი’ოუ (14 284)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...42&d=14057816560:3(3) სბ(5ჩ) 7:3(7) 14:3(10) 19:3(21) 22:3(29) 22:10(36) /
22:13(42) 25:13(45) სბ(48ბ) 25:20(51) 25:25(55) 32:25(62) 32:30(77)
შარქს 31:27 ჰაილენდერზშრქ (დურბან) აფრ #3: მარე სითოლე (ლემბი 68) პიტერსენ იორდან მვოვო (ჩავანხა 48) <10-9> ფ.სტეინ რეინახ (მაკ’ლაუდ 68) /
დიუ’ტოი (ჩედვიქ 67) ბ.დიუ’პლესი^კაპ (ქუპერ 80) ი.დიუ’პლესი (ადრიანსე 67) ბრესლერ (დეისელ 31) ე.უსტჰეიზენ; კუცია ალბერც კანკოვსკი -
3ლ: კუცია ბ.დიუ’პლესი ჩავანხა; 2გ 4ჯ: სტეინ
ჰლნ (დანიდინ) ზელ #6: ბ.სმით^კაპ ბაქმან ფეკიტოა ბერლი ოზბორნ (რენატა 72) <10-9> სოპოანგა ა.სმით /
ჰეიმს რობინსონ (ქოლთმენ 54) ქინგ (კუნ 54) ჰოეატა (ფრენქლინ 41) ვილერ (ბექიუის 76) დიქსონ (ევანს 54) ქრისთი ნ.მანუ -
3ლ: ფეკიტოა ჰეიმს ბერლი; 3გ 2ჯ: სოპოანგა
რეფ ვოლშ (ავს; კიდ: პეიპერ / ვესელს; ვიდ ფელცმან (აფრ)
19/07 @ დურბან, გროუს’პოინთ ქინგზ პარქ
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...51&d=14058129973:0(3) 10:0(14) 10:3(26) 13:3(30) 13:10(33) 13:17(40+3) /
13:20(48) 20:20(54) 25:20(56) 25:27(64) 28:27(74) 31:27(80)
პლეი’ოფი [საქართველოს დროით]
ფრეზე: 1) ორჯერ 10 წუთი; 2) 10 წუთი პირველ ქულამდე; 3) 5-ქიქერიანი შუთაუთი
სთრიმები
>>
http://www.vipboxasia.co/sports/rugby.html
>>
http://www.sportcategory.com/c-11.html
>>
http://www.feed2all.eu/type/rugby.html
>>
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/ნახევარ’ფინალიშაბ 26/07
2# ქრს ზელ 11.35 #3 შრქ აფრ
1# ვრთ ავს 13.40 #4 ბრმ ავს
ფინალიშაბ 2/08
უკეთესის მოედანზე
( 11.35 ზელ | 13.40 ავს | 19.05 აფრ )
ქულა213 ბერნარდ ფოლი (ვრთ; 209 ბოდენ ბარეთ (ჰრქ; 189 მარნიც ბოსჰოფ (ლნზ; 178 ქოლინ სლეიდ (ქრს, ლიმა სოპოანგა (ჰლნ;
164 ფრანს სტეინ (შრქ; 144 ჯეისონ ვუდვორდ (რბლ, ჟაკ-ლუი პოტხიტერ (ბულ; 143 იოჰან ხუსენ (ჩტზ; 124 საიმონ ჰიქი (ბლუ;
120 ქვეიდ ქუპერ (რედ; 117 სიას ებერზონ (ფორ; 110 ნიქ ვაით (ბრმ; 102 არონ ქრუდენ (ჩიფ)
ლელო12 იზრაელ ფოლაუ (ვრთ;
10 ნემანი ნანდოლო (ქრს;
8 ჯორჯ მოალა (ბლუ, ჯესი მოგ (ბრმ, რობი ქოულმენ (ბრმ;
7 ქერთლი ბილ (ვრთ, თიმ ნანაი-ვილიამს (ჩიფ, ჯულიან სავეა (ჰრქ, მეთ ტომუა (ბრმ, მალაკაი ფეკიტოა (ჰლნ, ნიქ ქამინს (ფორ;
6 ჯონი მაკ’ნიქოლ (ქრს, ლიონელ მაპუ (ლნზ, იაკო რეინახ (შრქ, კორნალ ჰენდრიქს (ჩტზ, მეთ ჰოჯსონ (ფორ;
5 ბარეთ, ფოლი, რიჩარდ ბაქმან (ჰლნ, ლოლანგი ვისინია (ბლუ, ტევიტა კურინდრანი (ბრმ, ვილი ლე’რუ (ჩტზ,
პათრიქ ოზბორნ (ჰლნ, თი-ჯეი პერენარა (ჰრქ, ბენ სმით (ჰლნ, რობ ჰორნ (ვრთ)
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 22 Jul 2014, 16:31