დრამატურგიის კანონებით სამხრეთული ზე 15 უდრამატულესად, პირველად მოიგო სიდნის ვორათაზმა -
ბოლო წუთზე, შორიდან გატანილი ჯარიმით, 7-გზის ფალავანი, ქრუსეიდერზი ძლიაhttp://Qaflan.netai.net/20142014 წლის ქართული განრიგი >>
http://qaflan.netai.net/2014/images/zera_2014.pdfწარსული
http://qaflan.netai.net/2014/Z_ZERA.htmზე’რაგბის ფინალთაგან 2000, 2003, 2007, 2011, 2013 წლების რკენანი კლასიკადაა მიჩნეული, მაგრამ XIX ჯახმა ამათაც აჯობა: რაგბის დონე უფრიადესი ხომ იყო და მაყურებელიც სულ’მოუთქმელად ეწაფებოდა სეირს. იოტის’ოდენით, 1 ქულით - ჯარიმა გარდასახვის წილ - მასპინძელმა მაინც იმარჯვა. დაიდო ორ-ორი ლელო, ტაქტიან მსაჯს კი არავინ გაუსინბინებია და სანახაობაც ჩინებული დადგა.
ვორათაზმა წელს შინ მოიგო ათივე (!) და სეზონი ზედიზედ 9 გამარჯვებით დაასრულა. სიდნის კლუბმა ქრუსეიდერზთან 11-წაგებიანი ნავსი ათი (!) წლის თავზე, საჩემპიონო შებმაში გატეხა, კივებმა კი მას შემდეგ, რაც 2008 წელს მეშვიდედ იპირველეს და გურუ რობი დინსი ავსტრალიაში წაუვიდათ, ორი ფინალი და ოთხი ნახევარ’ფინალი წააგეს.
ვორათაზი ზე’რაგბის სულ მეშვიდე, და მესამე ავსტრალიელი ჯილაა, მაიქლ ჩეკა კი პირველი მწურთნელია, ვინც ევროპა - სამხრეთის დუბლი შეასრულა, რაღაი 2009 წელს ჰაინეკენი ააღებინა დაბლინის "ლენსთერს. წელს მას ეხმარებოდნენ დაცვის ოსტატი ნეითან გრეი და ორიც ექს-ქრუსეიდერი: დარილ გიბსონი და ქიქერთა რეპეტიტორი ენდი მერთენსი, ხოლო კაპიტანი დეივ დენისი იყო, მაგრამ დაშავდა.
ახალი რეკორდიფინალს წინ ტრადიციული ვირ’ეშმაკობა უძღოდა. კივებმა შეიცხადეს, თამაში რატომაა ქალაქის ვეება, ოლიმპიურ სტადიონზე, თუკი კლუბი მეტწილად მომცრო, 40-ათასა არენასაა ჩვეულიო. ოზებს ბოლო ვარჯიში ვითომც გაუგრძელდათ, რის გამოც ახალმა კაპიტანმა, მაიქლ ჰუპერმა კარგა ხანს აყურყუტა კოლეგა, ქიარან რიდი, ვისთანაც თასით სურათი უნდა გადაეღო, და ქერთლი ბილსაც ვითომ ბეჭი ატკივდა.
ოლიმპიურზე 61 823 მოსეირე მივიდა, რაც ზე’რაგბის ახალი რეკორდია. ზამთრის კვალობაზე ჩინებული, 13 გრადუსა, უქარო დარი იდგა. ვორათაზმა თავიდანვე კოხტად შეუბერა და 14:0 დაწინაურდა. ტაიმი 20:13 დასრულდა, მაგრამ მესამე მეოთხედში ორჯერ დაწინაურდა ქრუსეიდერზი. საათის თავზე ოზებმა მეორე ლელოც დადეს * 30:26, მერე კი კივებმა ორი ჯარიმა შეაგდეს და ბოლო წუთამდეც იგებდნენ.
გარდაუვალი ჩანდასტატისტიკურად სტუმრები, სტატიკის გარდა, ლამის ყველაფერში ჩამორჩნენ მასპინძლებს (ბურთი 67-33, ტერიტორია 70-30, სოლო 157-77, წინსვლა 555-375, პასი 200-101, რაქი 111-42, ბოჭვა 64-176) მაგრამ მათ მაინც ისე რაციონალურად ირაგბეს, რომ გაანეიტრალეს ოზთა თვალში’საცემი უპირატესობა და კინაღამ მოიგეს.
ოზებს, პირიქით, უჭირდათ სტანდარტებში (შერკინება 1-5, დერეფანი 9-16) მაგრამ მათ’და ბედად, თანამედროვე რაგბი უწყვეტი თამაშია და თუ ტექნიკაც ხელს გიწყობს, შერკინებაში კისრის გრეხვასა და ქრონიკულ ჩაქცევას თავს აარიდებ. სხვაფრივ, კივები დაცვაში იმდენად დაიტვირთნენ, რომ შეუძლებელი იყო, არ გამტყდარიყვნენ, და ბოლო ჯარიმაც, დრამატურგიის კანონებით, გარდაუვალი ჩანდა.
ერთ შეტევაში 4-ჯერ!საწყის 15 წუთში ვორათაზმა ლელო და სამი ჯარიმა მოინაგრა * 14:0. კივებს დაბრალდათ ბოჭვაზე ჩაწოლა (მეთ თოდ) და ორჯერ - ბურთის წინიდან აღება (სემ ვაითლოქ, ენდი ელის), ხოლო ლელო დერეფანში აწაპნვას მოყვა:
ოვალი მოიხელთა ბურჯმა სეკორე კეპუმ; მარჯვნივ ჩათამაშებიდან გაუტია იზი ფოლაუმ; ქერთლი ბილის მომსხეპი პასით მარცხნივ გაიჭრა ბერნარდ ფოლი, მაგრამ იზრაელ დეგმა შებოჭა; ბილმა პირდაპირ მიუშვა ქლიფი პალუ, მერე კი მოკლე ფრთაზე ახლოდან დაგეზა ადამ ეშლი-ქუპერი, ანუ ამ შეტევაში 4-ჯერ ჰქონდა ბურთი!
ჩამორჩენილმა ქრუსეიდერზმაც გაშალა თამაში და კონტრ’შეტევაზე დაიჭირა მეტოქე: ნემანი ნანდოლო მარცხნივ შებოჭა რობ ჰორნმა, მაგრამ გადაკიდებული გამოაქცუნა ქოლინ სლეიდმა, ქიარან რიდმა კი ოფლოუდი მიართვა თოდს * 14:7
მეორე მეოთხედში ქიქერებმა ორ-ორი ჯარიმა შეაგდეს: დენ ქართერმა წაქცეულმა ითამაშა; ჰუპერმა ბურთი ჩამარხა; ქეინ დაგლასი ამხტარ დომინიქ ბერდს დაეკიდა; ვაიეთ ქროქეთმა რაქში დააშავა; ქართერს კი ორ-კაცა ბოჭვაზე ბარკალი დაეჭიმა და სექტემბრამდე იუქმებს.
მსაჯის გასაკვირადთამაშის განახლებისას ანგარიში მალე გათანაბრდა: რიჩი მაკ’ქოუმ უოფლოუდა ელისს, ამან კი ფრთაზე გააქცუნა ნანდოლო. ლტოლვილი შებოჭეს ბილმა და ალოფა ალოფამ; ნემანიმ რამდენიმე გადაგორებით, თავს უკან მაინც გადადო ოვალი. მისი წითელი ბუცი მანამდე ლელოს კიდის ხაზს შეეხო, მაგრამ იუბერის გასაკვირად, ოზმა ტელი-რეფმა, ჯორჯ აიუბმა ლელო დაამტკიცა * 20:20
ოზები აირივნენ, ქროქეთმა კი შერკინებაში მორევა დაუწყო კეპუს * 20:23. ნანდოლო ზემოთ წაეტანა ალოფას, მაგრამ ფოლიმ ააცილა. იქვე რაქში ერთად დაჯარიმდნენ მაკ’ქოუ და ქორი ფლინი * 23:23. ელისმა მოგერიებაზე დაუფარა ფოლი’ს, მაგრამ ბილმა იყოჩაღა, კეპუმ კი უხეშად შებოჭა თომ თეილორი * 23:26
ვორათაზი გალაღდა: ბილმა ფრონტი შუაში გააჭრევინა ჰუპერს; ნიქ ფიპსმა რაქიდან მოკლე ფრთაზე გაუტია, მაგრამ ელისმა შებოჭა. მალე ოზებმა 10 ფაზა აკინძეს და 22-ში რომ გაწელეს დაცვა, ბილმა ახლოდან, მოკლე ფრთაზე, გოლიათ ბერდზე მიუშვა ეშლი-ქუპერი, ხოლო ფოლიმ გარდასახვაც შეაგდო * 30:26
ავტორიტეტი დააჯარიმესქრუსეიდერზმა კიდევ შემოატრიალა თამაში: ოზთა სათადარიგო კვაჭი, ტოლა ლატუ თითოჯერ დაჯარიმდა რაქში და ხაზის ოფსაიდისთვის. სლეიდმა ორჯერვე ზუსტად დაარტყა * 30:32
ვორათაზს მოსაგებად 4 წუთიღა რჩებოდა და ისევ ნაცადი, ფაზური ბურთაობა გააჩაღა. მასპინძლებმა ორჯერ გადააღწიეს 10-მეტრა წყვეტილს იქეთ, 78’10’’ ნიშნულზე კი ბებერი ავტორიტეტი, მაკ’ქოუ ბოჭვაზე გაამტყუნა იუბერმა.
წლის მექულემ, ფოლიმ ბურთი ოდნავ წინ წაწია, მაგრამ მსაჯმა ღიმილით უკან დაახევინა. კარამდე პირდაპირ, 45 მეტრი იყო. ქიქერმა რუტინა დაიცვა, ძალუმად დაკრა და ოვალი ხარიხას წკიპზე გადაევლო * 33:32
ქრუსეიდერზს ნახევარი წუთიღა ჰქონდა, მაგრამ ქიქ’ოფი ვერ აიღო. ფოლის 23 ქულა (გ 7ჯ) ფინალთა ახალი რეკორდია, მაკ’ქოუმ კი აღიარა, ეგრე არ უნდა გამომედო თავიო, და დაამატა, მომხდარს ვეღარაფერი ეშველებაო.
ზე რაგბი* ფინალი
ვორათაზ 33:32 ქრუსეიდერზვრთ (სიდნი) ავს #1: ფოლაუ ალოფა (ბითემ 75) ეშლი-ქუპერ ბილ ჰორნ <10-9> ფოლი ფიპს (მაკ’ქიბინ 76) /
რობინსონ პოლოტა-ნაუ (ლატუ 43) კეპუ (რაიან 66) ჟ.პოტხიტერ (სქელთონ 50) დაგლას; ჰოილს (ჩეპმენ 65) ჰუპერ^კაპ პალუ (სქელთონ 19-26) -
2ლ: ეშლი-ქუპერ; გ 7ჯ: ფოლი
ქრს (ქრაისთჩერჩ) ზელ #2: დეგ ფონოტია (მაკ’ნიქოლ 64) ქროთი (ჰაინს 68-71) დ.ქართერ (თეილორ 31) ნანდოლო <10-9> სლეიდ ელის (ჰაინს 72) /
ქროქეთ (მუდი 57, ნ.ლაულალა 64) ფლინ (ფანელ 64) ო.ფრენქს; ბერდ (ტუპოუ 64) ს.ვაითლოქ; მაკ’ქოუ თოდ რიდ^კაპ -
2ლ: თოდ ნანდოლო; 2გ: ქართერ სლეიდ; 6ჯ: სლეიდ
რეფ იუბერ (აფრ; კიდ: ვოლშ / ლექი; ვიდ აიუბ (ავს)
2/08 @ სიდნი, ეი’ენ’ზედ (61 823)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...76&d=14069836563:0(3) 8:0(5) 11:0(11) 14:0(15) 14:7(19) 17:7(22) 17:10(27) 17:13(36) 20:13(38) /
20:20(43) 20:23(49) 23:23(54) 23:26(57) 30:26(64) 30:29(68) 30:32(76) 33:32(80)
სქრამ.კომ’ის სტატისტიკა >>
http://www.espnscrum.com/super-rugby-2014/...tch/201491.htmlბურთის ფლობა 67-33% (64-36 / 71-29)
ტერიტორია 70-30% (68-32 / 72-28)
სოლო 157-77 (555-375 მეტრი, გარღვევა 7-6
პასი 200-101, ოფლოუდი 14-20
ფეხით 21-21, სადგამიდან 8/10-8/8, არეკნით 0-0
ბურთი რაქიდან 111-42, აცლა 17-10, მოლი 3-3
ბოჭვა 64-176, გატარება 22-21
დაჯარიმება 13-11
თავისი*მეტოქის შერკინება 0*1-3*2, დერეფანი 9*0-13*3
წინსვლა (მეტრი: 126 ფოლაუ, 74 ფოლი, 70 ბილ, 63 ეშლი-ქუპერ, 46 პალუ, 43 ჰუპერ -
102 ნანდოლო, 75 დეგ, 48 თოდ
ბოჭვა: 7 ჰუპერ, 6 პალუ -
20 თოდ, 18 ვაითლოქ, 17 რიდ, 16 ფრენქს, 15 მაკ’ქოუ, 13 თეილორ, 12 ფლინ, 9 ბერდ, 7 ელის ქროთი, 6 სლეიდ ფონოტია
გატარება: 4 ბილ, 3 ეშლი-ქუპერ ჰუპერ, 2 დაგლას ფოლი ჰორნ -
4 მაკ’ქოუ, 3 ფლინ, 2 ვაითლოქ სლეიდ ფრენქს ქროთი
დაჯარიმება: 3 კეპუ, 2 დაგლას ლატუ ჰუპერ - 3 მაკ’ქოუ, 2 ქართერ
ბურთის კარგვა: 3 ბილ, 2 ფიპს - 2 ბერდ დეგ ვაითლოქ რიდ სლეიდ
ღერძი (ფეხი/პასი/სოლო: ფოლი 8/29/11, ბილ 6/29/14, ფიპს 1/82/10, მაკ’ქიბინ 1/10/0 -
სლეიდ 7/9/3, ქართერ 1/2/1, თეილორ 2/5/3, ელის 5/36/5, ჰაინს 3/3/1
ჯილა: ფოლაუ 1/13/20, პალუ 6/17, ეშლი-ქუპერ 2/1/14, ჰორნ 2/9, კეპუ 1/2/8, სქელთონ 4/6 -
დეგ 3/9/12, რიდ 10/4, ქროთი 6/6, მაკ’ქოუ 5/6, ნანდოლო 2/8
ზე რაგბის 2014 წლის საბოლოო კიბე# კოდი გუნდი ქალაქი ქვეყ 2013
1 ვრთ ვორათაზ სიდნი ავს 9
2 ქრს ქრუსეიდერზ ქრაისთჩერჩ ზელ 4
3 შრქ შარქს დურბან აფრ 8
4 ბრმ ბრამბიზ კანბერა ავს 2
5 ჩიფ ჩიფს ჰემილთონ ზელ 1
6 ჰლნ ჰაილენდერზ დანიდინ ზელ 14
7 ჰრქ ჰარიქეინზ ველინგთონ ზელ 11
8 ფორ ფორს პერთ ავს 13
9 ბულ ბულზ პრეტორია აფრ 3
10 ბლუ ბლუზ ოქლენდ ზელ 10
11 სთო სთორმერზ ქეიპთაუნ აფრ 7
12 ლნზ ლაიონზ იოჰანესბერგ აფრ =
13 რედ რედს ბრისბენ ავს 5
14 ჩტზ ჩიტაზ ბლუმფონტეინ აფრ 6
15 რბლ რებელზ მელბურნ ავს 12
სტატ-ლიდერებიდამრტყმელი გუნ ქ ლ გ ჯ ა
ბერნარდ ფოლი ვრთ 252 6 45 44 0
ბოდენ ბარეთ ჰრქ 209 5 32 40 0
ქოლინ სლეიდ ქრს 198 4 20 46 0
მარნიც ბოსჰოფ ლნზ 189 0 18 43 8
ლიმა სოპოანგა ჰლნ 178 2 27 38 0
ფრანს სტეინ შრქ 164 0 16 43 1
ჯეისონ ვუდვორდ რბლ 144 3 15 33 0
ჟაკ-ლუი პოტხიტერ ბულ 144 1 14 34 3
იოჰან ხუსენ ჩტზ 143 1 21 30 2
საიმონ ჰიქი ბლუ 124 0 20 28 0
ქვეიდ ქუპერ რედ 120 2 22 21 1
სიას ებერზონ ფორ 117 1 17 25 1
ნიქ ვაით ბრმ 110 2 17 22 0
არონ ქრუდენ ჩიფ 102 1 20 19 0
ლელო 12 ნემანი ნანდოლო (ქრს, იზრაელ ფოლაუ (ვრთ)
8 ქერთლი ბილ (ვრთ, ჯორჯ მოალა (ბლუ, ჯესი მოგ (ბრმ, რობი ქოულმენ (ბრმ)
7 ჯონი მაკ’ნიქოლ (ქრს, თიმ ნანაი-ვილიამს (ჩიფ, ჯულიან სავეა (ჰრქ, მეთ ტომუა (ბრმ, მალაკაი ფეკიტოა (ჰლნ, ნიქ ქამინს (ფორ)
6 ლიონელ მაპუ (ლნზ, იაკო რეინახ (შრქ, ბერნარდ ფოლი (ვრთ, კორნალ ჰენდრიქს (ჩტზ, მეთ ჰოჯსონ (ფორ)
5 ალოფა ალოფა (ვრთ, ბოდენ ბარეთ (ჰრქ, რიჩარდ ბაქმან (ჰლნ, ლოლანგი ვისინია (ბლუ, ტევიტა კურინდრანი (ბრმ,
ვილი ლე’რუ (ჩტზ, პათრიქ ოზბორნ (ჰლნ, თი’ჯეი პერენარა (ჰრქ, ბენ სმით (ჰლნ, რობ ჰორნ (ვრთ)
ბოჭვა: 234 მეთ ჰოჯსონ (ფორ; 206 ჯარედ ბათლერ (ბრმ; 198 შეინ ქრისთი (ჰლნ; 193 ნასი მანუ (ჰლნ; 185 მაიქლ ჰუპერ (ვრთ)
მბოჭავის გაბითურება: 65 მალაკაი ფეკიტოა (ჰლნ; 53 ნემანი ნანდოლო (ქრს; 52 იზრაელ ფოლაუ (ვრთ; 51 ჯულიან სავეა (ჰრქ; 50 ადამ ეშლი-ქუპერ (ვრთ)
სოლო: 239 ქერთლი ბილ (ვრთ; 213 იზრაელ დეგ (ქრს; 201 ბერნარდ ფოლი (ვრთ; 190 ბენ სმით (ჰლნ; 187 ადამ ეშლი-ქუპერ (ვრთ)
ნავარდი (მეტრი: 1265 ბენ სმით (ჰლნ; 1187 იზრაელ ფოლაუ (ვრთ; 1168 ჯესი მოგ (ბრმ; 1149 ნემანი ნანდოლო (ქრს; 1131 იზრაელ დეგ (ქრს)
ოფლოუდი: 52 იზრაელ ფოლაუ (ვრთ; 28 იზრაელ დეგ (ქრს; 26 მალაკაი ფეკიტოა (ჰლნ, ქვეიდ ქუპერ (რედ; 25 ნიქ ვაით (ბრმ)
დერეფნის მოგება: 81 სტეფან ლა’ვის (შრქ; 73 ვიკტორ მეტფილდ (ბულ; 67 ბენ მოუენ (ბრმ; 62 რობ სიმონს (რედ; 58 მაიქლ როუდზ (სთო)
ზე 12/14/15-ის ჩემპიონები [1996-2014] წარსული >>
http://qaflan.netai.net/2014/Z_ZERA.htmქრუსეიდერზ (ქრაისთჩერჩ) ზელ 7 1998 1999 2000 2002 2005 2006 2008
ბლუზ (ოქლენდ) ზელ 3 1996 1997 2003
ბულზ (პრეტორია) აფრ 3 2007 2009 2010
ბრამბიზ (კანბერა) ავს 2 2001 2004
ჩიფს (ჰემილთონ) ზელ 2 2012 2013
რედს (ბრისბენ) ავს 1 2011
ვორათაზ (სიდნი) ავს 1 2014
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 5 Aug 2014, 13:24