#40114843 · 7 Mar 2014, 18:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
otar zoidze
| QUOTE | | ზუსტი არაა ამგვარი შეფასება. ქრისტე სახელმწიფოზე არ საუბრობდა, რადგან ხსნას საჭიროებს ადამიანი და არა სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები. ქრისტეს ზრუნვის ერთადერთი საგანი ადამიანია და არა თეორიები, დოქტრინები, ეროვნული ინტერესები, იდეოლოგიები, ზოგადად: კაცთა სწავლებანი. |
პირადად ჩემთვის ეს არის მთავარი. სწორედ ამ მიდგომის გამო მიყვარს და არა სასწაულების გამო.
ქრისტეს მერე,ქრისტეს სახელით ლაპარაკობდა და წერდა უამრავი ადამიანი,რომელსაც ქრისტესთან საერთო არაფერი ჰქონდა და თუ ჰქონდა,ბევრ რამეში განსხვავდებოდა მისგან.
სახელმწიფო რომ არსებობს და კიდევ დიდხანს იარსებებს,ეს რეალობაა რა თქმა უნდა. მაგრამ მე მას ტაშს არასოდეს დავუკრავ და მადლობელი არ ვიქნები. ისევე როგორც არსებობს მკვლელობა,ყაჩაღობა,შურიანობა და ათასი ცოდვა. ვიცი რომ არსებობს და რეალობაა.
ქრისტეს მიდგომა კი აბსოლუტურად სწორია იმ მხრივ,რომ სახელმწიფო სულიერი არსება არაა,სახელმწიფო ადამიანების შექმნილია,თითქოს ბოროტებისგან თავის დასაცავად,სინამდვილეში კი ყველაზე დიდი ბოროტებები სწორედ სახელმწიფოებრივი ინტერესების სახელითაა ჩადენილი. სამწუხაროდ,ჩვენი სახეა სახელმწიფო.
ადამიანი ინდივიდუალურად შესანიშნავი არსებაა. ისინი სახიფათოები ხდებიან მაშინ,როცა რაღაც საერთო მიზნებისთვის იწყებენ გაერთიანებას. რაც უფრო დიდ გაერთიანებას აყალიბებენ,მით მეტი ძალადობის გამოყენება ხდება საჭირო,ამ ერთობის შესანარჩუნებლად.
This post has been edited by SGG on 7 Mar 2014, 18:36
|