ტაააააკ. ესე იგი, რა ხდება. პირველი ტურის დიდად კმაყოფილი ვარ. რასაც ვფიქრობდი და რაც დავდე, ერთის გარდა ყველაფერი დაჯდა. ვფიქრობდი და აქაც დავწერე შემდეგი: საქართველოს ფორა 2, იაპონიის ფორა 2, ირლანდიის ფორა 1 და ურუგვაის ფორა 72 2. უბრალოდ ვნანობ იმას, რომ ბოლოს მაინც შემეშინდა და ერთმანეთს არ გადავაბი. ცალცალკე მეწერა ორ-ორი თამაში. ერთ ბილეთში კიდე ინგლისის ფორა 24.5 -ით 1 ჩავამათე და ნახევარმა ქულამ წამიგო ბილეთი.

ერთ ბილეთ ში ამერიკის ფორა 2 დავიჭირე და ზელანდია-არგენტინას საერთოდ არ შევეხე. ზელანდიის 1ს პატარა კუში ჰქონდა და ფორით ვერ გამეგო რა დაჯდებოდა.
მოკლედ, დავწერ რას ვფიქრობ მეორე ტურში და რატომ:
საფრანგეთი-რუმინეთი ფორა +40.5 2
გუშინ კრისტალს +44 ჰქონდა და მოვასწარი დადება

მოკლედ, რატომ ვფიქრობ ამ შედეგს. საფრანგეთი თამაშობს 6 ერში და ზოგადად ბობოლა ქვეყნებში ყველაზე ჯაჯგურა, უხეშ, ულამაზო, მაგრამ პრაგმატულ რაგბს. საფრანგეთი რაგბში იგივეა, რაც იტალია ფეხბურთში იყო თავის კატენაჩოთი. რუმინეთიც იგივე ჯაჯგურა და ძალისმიერ რაგბს თამაშობს, ოღონდ უფრო დაბალი კლასისას. მაშ როგორ თამაშს უნდა ველოდოთ? უნდა ველოდოთ ჭიდაობას, ბევრ რაქს, შერკინებას და აშ. ჰოდა ამ ჯაჯგურაობაში საფრანგეთს ელემენტარულად დრო არ ეყოფა 40 ფორით მოიგოს. 1.9 კუში ნაჩუქარია. პ.ს. ნაბოზარმა კრისტალბეთმა საერთოდ მოხსნა ამ თამაშის ფორები

ინგლისი-უელსი 1 1.3 ზოგან 1.35
ვისაც გიღირთ 1.3 კუშის აღება, მშვენიერი ვარიანტია.
პირველ ტურში ინგლისმა მაინცდამაინც საჩემპიონო თამაში ვერ აჩვენა, მაგრამ გამოავლინა ძალიან დიდი კლასი და პოტენციალი, რასაც პირადად მე ვერ ვიტყვი უელსზე. ზოგადად მე უელსს ვგულშემატკივრობ, მაგრამ სადღა იყო ის ძველი უელსი, ლაღად და რომანტიკულად რომ თამაშობდა. ჰალპფენის გარეშე გუნდი იმენნა უფანტაზიოდ დებილივით უტევს და ვინც თამაშს უყურა, პირველ ტაიმში ურუგვაი ტოლ-სწორად ეთამაშა. ძალიან არ მომწონს მე ეს უელსი. ალბათ ჯგუფში ჩარჩებიან. ინგლისი კიდე თან მასპინძელია, თან უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა, თან უელსს ლიდერები არ ყავს (რა ჭირად ეთამაშნენ იტალიას ის ტესტი, იქით იტალია მოისპო პარისეს დაკარგვით და აქეთ უელსი ჰალპფენისა). მოკლედ, გამართული ერთიანი. ფორითაც შეიძლება გარისკვა.
ზელანდია-ნამიბია ფორა74 1 1.6 და ფორა 78 1 1.85
ამ თემაშიც და არამარტო ბევრი მოსაზრება დაიწერა მოიგებს თუ არა ზელანდია ამხელა ფორებით. ჩემი აზრით კი და რატომ: არგენტინა ზელანდიასთან თამაშისას შუაზე გაიხა, ისეთი თამაში დადო, აი ძაან ბევრ დიდ გუნდს წააქცევდა იმ თამაშით და ესენი ვითომც არაფერიო, რობოტებივით აუღელვებლად აკეთებდნენ თავიანთ საქმეს. მეორე ტაიმში არგენტინა ლამის ვეღარ გადავიდა მეტოქის ნახევარზე. და ასეთი თამაშის მერე ზელანდია გადის ვინმე ნამიბიასთან, რომელსაც ტლანქმა რუმინეთმაც კი 40 ქულით მოუგო. აქ დაიწერა, შეიძლება ზელანდიამ თავი შეინახოსო. მე პირადად ვერ წარმომიდგენია როგორ ინახავს თამაშისას ზელანდია თავს. შერკინებებს დაიწყებს? ბევრ რაქში შევა? თუ რას იზამს?? მემგონი ხელდახელ, ლაღად, ოფლის მოუღვრელად შეუტევს და ყოველი მეორე შეტევა ხაზის გაჭრით და ლელოთი დასრულდება. ასე, რომ ფორა 1. არაა ნამიბია ზელანდიის გამჩერებელი დაბალ ფორაზე.
იტალია-კანადა ფორა +17.5 2 1.6
ეჰ, იტალია, იტალია. ეს გუნდი პარისესთან ერთად და პარისეს გარეშე 2 სხვადასხვა გუნდია. საფრანგეთთან ითამაშა რაღაც ბალამუტა რაგბი. არანაირი ფანტაზია შეტევაში. თან გამოჩნდა, რომ კასტროჯოვანიც, ეს ბებერი ხარი ისე ჯანზე ვეღარაა. ლამის ყველა შერკინება მოიგეს საფრანგეთის ბურჯებმა. მეორეს მხრივ, მოედანზე გამოდის ცუდ ფორმაში მყოფი, უდისციპლინო კანადა. მაგრამ ჩემი აზრით, კანადა არც ისე ცუდი გუნდია, რომ ამ იტალიამ 17 ქულით მოუგოს. ჯერ ერთი, ირლანდიას საკმაოდ ნორმალურად ეთამაშა. ბიჭები ჯანზე ყავს და შერკინებაშიც სოლიდურად გამოიყურება (ვისი ნავარჯიშებები არიან

) და ირლანდიამ რაც ლელოები დადო, უმრავლესობა მისი ბრწყინვალე ვარსკვლავების ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით. ბევრჯერ გაიჭრა კანადის ხაზი ხელდახელ ბურთაობისას. იტალიას არ ყავს ისეთი ვარსკვლავები, როგორც ირლანდიას. მიახლოებულიც არავინ ყავს მწვანეებთან, ასე, რომ კანადის ხაზი ისე ადვილად ვეღარ გაიჭრება. ამასთან, კანადასაც აქვს თავისი ორი დიდი პლიუსი. ესაა მათი კაპიტანი (გვარი დამავიწყდა) და დიტიეიჩ ვანდერმერვე. აი ძალიან მაგარი ბიჭები არიან და მათი ხათრით პატარა თანხიან ბილეთში საერთოდ კანადის ორიანს ვიღებ.
ამატ გარდა ვიღებ საქართველოს ფორა 22-ს 1.9 კუშით და იაპოშკების ფორა 19 2იანს 1.6
საქართველოს რატომ ვიღებ, ამას ახსნა არ უნდა. იმიტომ, რომ ჩვენები არიან, ჯიგრები არიან და მაგათ შემოვევლე. თან ზოგიერთის პესიმისტური განწყობის მიუხედავად არა მგონია 22 ქულით მოგვიგონ.
იაპონიას რაც შეეხება. ნაბოზარ ირბ-ს პირველი თამაშიდან 3 დღეში რომ არ დაენიშნა მეორე თამაში, ფორა 2ს კი არა, ეგრევე იაპონიის ორიანს ავიღებდი. მაგრამ ეხლა ცოტა საშიშია. რაგბისთვის 3 დღე დასვენება ძაან ცოტაა. და ამდროს ხვდებიან ვირივით ჯანიან სკოტებს თავიანთ მფრინავი ლეიდლოუთი. თუმცა მე მაინც მიღირს ფორა 2, იმიტომ, რომ იაპონია შოტლანდიაზე უკეთეს გუნდად მიმაჩნია თავიანთი ზესისწრაფეების გამო.
ასევე ვფიქრობ, რომ ეს ს. აფრიკა ამ სამოას 20 ქულით ვერ დაამარცხებს. ხოლო ავსტრალია-ფიჯის საერთოდ არ ვეკარები. ფორაა ძაან ცუდი. ვერ გაიგებ რამდენით მოიგებს ავსტრალია.
პ.პ.ს. ქართულო ტოტალიზატორებო, ამხელა დონის სპორტული ზეიმი რომ იმართება, ოლიმპიადის და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მერე ყველაზე ყურებადი, ინამუსეთ და თამაშებზე ტოტალები მაინც გამოიტანეთ. უსაძაგლესი სარაგბო პროგრამები გაქვთ მსოფლიოში.
* * *
დამავიწყდა დამემატებინა, ვისარგებლე აჭარაბეთის პროგრამით. კუშები და ფორები მაგათია.