სანამ ოზი მოვა, ჩემს აზრსაც დავწერ.
გავაკეთე 10 ლარიანი ბილეთი. რადგან ამ ტურში რამე გამორჩეულად უეჭველ თამაშს ვერ ვხედავ.
კრისტალბეთს რაგბიზე ტოტალი ტრადიციულად არა აქვს და დავდე აჭარაზე. ამათ ზოგზე მაინც აქვთ
მოკლედ, პირველი თამაში, ესაა უელსი-ფიჯი. ვაპირებდი ამეღო ფიჯის ფორა 14.5 2. მაგრამ ნადოლოს დისკვალიფიკაცია დიდი დანაკლისია ფიჯისთვის. ნახევარი უელსიც დამტვრეულია, მაგრამ ინგლისთან ვნახეთ, რომ ამ გუნდს იმხელა პოტენციალი აქვს, რომ შემცვლელი მორაგბეების არანაკლებ ბურთაობენ ძირითადებზე. ცოტა დაღლილი კი იქნებიან, მაგრამ იმის ძალა კი ექნებათ, რომ რამდენიმე ლელო დადონ. თავის მხრივ არც ფიჯია ურუგვაი. ხელდახელ ძალიან კაი რაგბის თამაშობენ და მათაც აქვთ ლელოების დადების შანსი, მითუმეტეს განახევრებულ უელსთან. ამას დაემატება ჯარიმები და ვფიქრობ, რომ ტოტალი იქნება 46.5ზე მეტი. მიტუმეტეს, რომ უელსის დამრტყმელი უბრალოდ წარმოუდგენელი სიზუსტით ურტყამს ჯარიმებსაც და გარდასახვებსაც. თან დავაკვირდი ერთ რამეს: თუ ისეთი თამაშია, რომ ერთი გუნდი თავიდანვე წინ გაიქცა, მერე აღარც ერთი გუნდი ჯარიმებს აღარ ურტყამს. გაქცეული მეტოქის და მაყურებლის პატივისცემისთვის, ხოლო ჩამორჩენილი--ლელოს დასადებად. აი ამ თამაშში არა მგონია უელსი ისე გაიქცეს წინ, რომ ჯარიმების აუტში დარტყმა დაიწყონ ან მათ, ან ფიჯიმ.
შემდეგი, ესაა ჩვენი თამაში. ზელანდია-საქართველო. ზელანდიას კი გამოყავს ძირითადი შემადგენლობა, მაგრამ როგორც თვითონვე ინტერვიუებშიც არ მალავენ, ეს მატჩიო ჩვენთვის იქნება მშვენიერი ტესტიო, ანუ გავარჯიშებას აპირებენ. ერთმა მათგანმა კი თქვა, გუნდში სხვადასხვა განწყობაა საქართველოს მიმართო. ზოგი თვლის, რომ იოლად მოვუგებთო, ზოგი კიდევ ამბობს, რომ ძლიერი მორკინალები ყავთო და ძალისმიერ თამაშს ელიანო. ანუ, როგორც მინიმუმ ნახევარი ზელანდია მოედანზე სავარჯიშოდ გამოდის, რომ "ფორმიდან არ ამოვარდნენ". ეს ჩვენთვის დიდი პლიუსია. რადგან, მართალია ხაზსაც გაჭრიან და ლელოებსაც დაგვიდებენ, მგრამ ძალიანაც არ გაიმეტებენ თავს და აჭარაზე +63.5 ფორა 1.85 კუშად ნაჩუქარი მგონია. თან ჩვენც ხომ დავარტყავთ ერთ-ორ ჯარიმას და თუ ნამიბიასავით გაგვიმართლა, იქნებ ლელოც დავდოთ.
შემდეგი, ესაა ირლანდია-იტალია. ნუ აქ რა შეიძლება ითქვას, ერთი მხრივ მოედანზე გამოდის ძალიან კარგ ფორმაში, შეიძლება ითქვას, ზელანდიის მერე ყველაზე კარგ ფორმაში მყოფი გუნდი, და მეორეს მხრივ ცუდ ფორმაში მყოფი იტალია, რომელმაც დიდი ვერაფერი თამაშით დაგვამახსოვრა თავი და კანადას ცოტა რომ ეყოჩაღა, იქნებ ის თამაში მოეგო კიდეც. ასე, რომ ირლანდიისთვის -19.5 1 ძალიან რეალური მგონია. ამბობენ იტალიას პარისე უბრუნდებაო და ისე სუსტი აღარ იქნებაო, მაგრამ მე მაგის არ მჯერა. ჯერ ერთი, პარისე უთამაშებელია, ტრავმა ეხლა მოირჩინა და ბოლომდე მზად არ იქნება, თან გუნდია ისეთ ფორმაში, რომ მარტო პარისე რას უშველის. და გინდაც იყოს ეს პარისე, აი ბოლო შეხვედრების სტატისტიკა, სადაც პარისემაც ითამაშა:
ირლანდია-იტალია
26:3
46:7
15:22
42:10
36:6
ის ერთი შეხვედრა გაუვარდა ყარაულის თოფივით იტალიას, თორემ დანარჩენ მატჩებში ირლანდია სტაბილურად ლეწავს. ასე, რომ ფორა 19.5 1
და მეთხე შეხვედრა ჩემ ბილეთში ესაა საფრანგეთი-კანადა. როგორც წინაზეც დავწერე, საფრანგეთი ბობოლა გუნდებიდან ყველაზე პრაგმატულ, შედეგზე ორიენტირებულ რაგბს თამაშობს. მაღალი დონის გუნდია, მაგრამ ბევრს ჭიდაობს. ასე იყო იტალიასთანაც და ასე იყო რუმინეთთანაც. პირველს მოუგო 32-10, ხოლო მეორეს 38-11. ანუ ვერცერთთან 30იან ფორასაც ვერ ასცდა. და კანადა რომელზე ნაკლებია, რუმინეთზე თუ იტალიაზე? ვან დერმერვე უბრალოდ გაუჩერებელია, ზოგადად ხელით კარგად ბურთაობს და საფრანგეთსაც უნდა დაუდონ ლელო, როგორც ეს გააკეთა რუმინეთმა და იტალიამ. ჯარიმებსაც დაარტყამენ და ვფიქრობ 30იან ტოტალს აქაც ვერ გადასცდება საფრანგეთი და მითუმეტეს ფორა +40.5 კანადისთვის ძალიან რეალურია 1.65 კუშად.
აი ესაა ჩემი აზრი და ვნახოთ რა იქნება. ოზის აზრსაც ველოდები დიდი ყურადღებით.
ბ ჯგუფის ტამაშებს შეგნებულად არ ვეხები. ერთ უტოპიურ ბილეთში, რომელზეც 10 ლარი მედო, რაღაცეები დავსვი და დამრჩა მარტო იაპონიის ჯგუფიდან გასვლა. ვიცი ძააალიან მცირე შანსიღა დარჩა, მაგრამ იმედს ჯერ მაინც არ ვკარგავ. და ტუ იაპოშკები ჯგუფიდან გავიდნენ, ოთხციფრიან თანხას ვიგებ, ასე, რომ სტიმული საკმარისი მაქვს საგულშემატკივროდ. დამატებიტ ბილეთში აღარ ვიღებ. თან ძაან სკოლსკი ფორები დადეს და ვერ გავიგე რა დავწერო.
ჰო, კიდევ არგენტინა გადაახევს ბურთს თავზე ტონგას. აი ვერ წარმომიდგენია რით უნდა დაიცვას თავი ტონგამ. ოდესღაც რომ საფრანგეთს მოუგო, ეგ არგუმენტი არაა.