ორჯერ მოგებული ბორჯღალოსნებმა პირველი ტაიმის ბოლოს გაფლანგული ფორა მეორეში ხელახლა შექმნეს,
მაგრამ ესპანეთში უპრემიოდ რომ დაშვრნენ, ფინიშზე რუმინეთის შინ ძლევა მართებთ >>>
http://Qaflan.netai.net/2014მადრიდში რაგბობა ყოველთვის გვიჭირდა (6: 2-3*1) ამჯერადაც "არცა მთლად პირველი" შემადგენლობა გავუყვანეთ "ლომებს, რომლებმაც გულიანად ითამაშეს და სანუგეშო ქულა რომ აიღეს, "ერთა თასიდან" ვადამდე დაითხოვეს ბელგია.
კივი გურუს თავკაცობით ბორჯღალოსნები მეტის’მეტად მარდად და გაშლილად ბურთაობენ. რისკი ყოველთვის რომ ვერ ამართლებს, ზედ შესვენების წინ წყვილი ლელო გავუშვით, მაგრამ მერე უსიტყვოდ დავჯაბნეთ მეტოქე და საათის თავზე ისევ დავწინაურდით.
როგორც ყოველთვის, ზოგმა კარგად ითამაშა და ზოგმაც უხეიროდ, მაგრამ ფინიშზე არავინ გამოცვლის საკვანძო ადგილებზე წლობით მორგებულებს. დაგვემატება ბარემ ხუთი პირველი ნომერი და იმედია მოინახება სტრატეგიაც, რუმინეთს რომ გვაძლევინებს ... მინიმუმ
1 ქულით, რაც ერთბაშად რამდენიმე მიზნის მისაღწევად იკმარებს.
არ ჩაგვითვალაუელსელმა რეფმა საწყის 20 წუთში 10 ჯარიმა რომ დანიშნა, მეტოქენი დაანამუსა. კელტი შემტევს ხშირად ართმევდა ბურთს, ესპანეთმა კი ნორჩი პირველი ხაზი ორჯერ წამოგვიყენა. იმათ კიდეს დაუმიზნეს და ლელოს გადააცილეს, კვირიკაშვილმა კი სამიდან ორი შეაგდო * 6:0
მეორე მეოთხედში ავბურთავდით. ფრთიდან წამოსულმა მჭედლიძემ ლამის კარს უწია; მარცხნივ გადავაბით ძალური სოლოები და გორგოძემ კონტაქტში ბურთი ლელოში დაანარცხა, მაგრამ რეფმა კიდის მსაჯთან მოთათბირების კვალად, არ ჩაგვითვალა.
შტურმი კვირიკაშვილმა მაინც დაასრულა არეკნით * 9:0. ლომთა გატეხვა გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ აქეთ შეგვემთხვა ფათერაკი: სემპერემ ჩაჭრა ხმალაძის მიერ "მეკოსთვის" გამიზნული პასი * 9:7, პინტომ დასცა ხუციშვილი, მალიემ კი პელიუშონს იქეთა ფრთაზე აუწია აბრაგანი და ამან გააბითურა მაჩხანელი და კვირიკაშვილი * 9:14
ბორჯღალოსნები გახელდნენჩვენმა ფულ’ბექმა მეორე ტაიმში ლამის ყოველ გამონათებას შეცდომა მოაყოლა: ტაქტიკურად დიდებულად დაკრა და მოკლე ფრთაზე ჩააფლავა პასი; ოვალი პირდაპირ გადააგდო კიდეზე და ფრეზე იოლი გარდასახვაც ააცილა.
გვარგო დროულმა შეცვლებმა: მამუკაშვილმა და ფეიქრიშვილმა მხარი აუბეს გორგოძესა და შარიქაძეს. მოლი რომ ავაგორეთ, პინტო სინბინში გაუშვა რეფმა; გორგოძემ მბოჭავები ხელის კვრით იფრინა, მიეძალა შარიქაძე და ხუციშვილის პასით "გულივერა" მიზანს ეზია * 14:14
ბორჯღალოსნები გახელდნენ: ქიქოფი წამოიღო მამუკაშვილმა, ორიოდე ფაზის შემდეგ კი ხმალაძემ სლალომი მოაწყო და თუმც ლელოსთან დაიჭირეს, მიმყოლმა თხილაიშვილმა სანაკრებო მონაგარი გახსნა * 21:14
სასურველ შვიდამდელომებმა ბრძოლაში ჩააბეს ბებერი ჰავ’ბექი ფეიხო და მარცხნივ ოფლოუდებით წაიბურთავეს. კვირიკაშვილმა მომსხეპი პასით დაგეზა მჭედლიძე და ჯარიმაც შეაგდო * 24:14, მაგრამ 70’ წუთზე, განავარდების კვალად, უფრო იოლი ააცილა.
ფრთაზე კოხტად წაიბურთავეს მჭედლიძემ და ფეიქრიშვილმა, მაგრამ მალე ბურჯი გაგვისინბინეს რაქში ხელით თამაშისთვის; სხვაობაც ესპანეთისთვის სასურველ შვიდამდე დავიდა * 24:17 და აღარც შეცვლილა, რაკი ბოლოს წიკლაურმაც ააცილა 45 მეტრიდან.
უპრემიოდ დარჩენილებს ორივე ცხრილში თითო ქულით გაგვისწრო რუმინეთმა, ვინც მაჩანჩალა ბელგიას ოთხიდან სამი ლელო ჯანითღა დაუდო და ტაიმის ბოლოს 13 კაცსაც ვერაფერი დააკლო, რუსეთმა კი თვალ’სასეირო ბურთაობით აჯობა პორტუგალიას და გაინაღდა რეპეშაჟი, სადაც სამი მეტოქე ელის და ნოემბერში თუღა მიიღებს ინგლისის ბოლო, მეოცე საგზურს.
ერთა თასი 2014მეოთხე რაუნდი
საქართველო 24:17 ესპანეთი$ წარსული
http://site.rugby.ge/ka-GE/ENC-2014-SPN-PAST/28 მოვარჯიშე
http://site.rugby.ge/ka-GE/GEO-2014-Mar/23 მოთამაშე
http://site.rugby.ge/ka-GE/ENC-2014-SPN-SQD/გუნდები და მსაჯები
http://site.rugby.ge/ka-GE/ENC-2014-SPN-CARD/საქ: კვირიკაშვილი (წიკლაური 76) მჭედლიძე ზიბზიბაძე (მალაღურაძე 73) შარიქაძე მაჩხანელი^კაპ <10-9> ხმალაძე ხუციშვილი (ბეგაძე 62) /
ჟვანია (ასეიშვილი 70) ბრეგვაძე (მამუკაშვილი 50) ჩილაჩავა (ფეიქრიშვილი 50 სბ 76) ნემსაძე მიქაუტაძე; თხილაიშვილი (სუთიაშვილი 62) გორგოძე ჩხაიძე (ბერიშვილი 62) -
2ლ: გორგოძე თხილაიშვილი; გ 3ჯ ა: კვირიკაშვილი
ესპ: პელიუშონ პოჟი სემპერე სნი (ნავა 58) ბელზიუნს (ტუდელა 73) <10-9> მალიე რუე (ფეიხო 61) /
ლაბე ოსკი (ორტის 70) მორენო (პინტო 30 სბ 51) ბონან (ბარერა 54) რეკუერდა^კაპ; ქუქ ჟიბუენ ნეგრიო (ელგუაენ 49) -
2ლ: სემპერე პელიუშონ; 2გ ჯ: პელიუშონ
რეფ ჰენესი (უელ) შაბ 8/03 @ მადრიდი, უნივერსიტეტი
arena.ge ვიდეო >>
http://www.arena.ge/rugby2/ESP.vs.GEO.08.03.2014.mp43:0(9) 6:0(21) 9:0(29ა) 9:7(34) 9:14(40) /
სბ(51ე) 14:14(52) 21:14(57) 24:14(67) 24:17(76სბ)
რუსეთი$ 34:18 პორტუგალია5ლ: ოსტრიკოვ არტემიევ ვ.ცნობილაძე ოსტროუშკო გალინოვსკი; 3გ: კუშნარიოვ 2, სუგრობოვ; ჯ: კუშნარიოვ / სბ: კორშუნოვ ტემნოვ -
2ლ: გ.უვა ფორუ; გ 2ჯ: ბეტანკურ-ავილა / სბ: რებელუ
რეფ ქარლი (ინგ) @ სოჭი, მეტრეველი
7:0(6) 7:3(9) 14:3(12) 14:6(20) 14:13(24) 17:13(28) /
22:13(42) 29:13(46$პ) 34:13(48) სბ-სბ(51) სბ(58რ) 34:18(66)
რუმინეთი$ 29:10 ბელგია4ლ: ლუკაჩ [საჯ] კალაფეტეანუ ბურჩა; 3გ ჯ: ვლაიკუ / სბ: ლემნარუ ნისტორ -
ლ: [საჯ; გ ჯ: ვილიამს / სბ: ფერსხელდენ მირიალაკის
რეფ ბლესანო (იტა) @ კონსტანცა, ნაკა
7:0(4) 14:0(25) სბ(27რ) სბ(32ბ) სბ(36ბ) /
17:0(55) 17:3(57სბ) 24:3(59) 24:10(74) 29:10(79$პ)
26 წლის [1989-2014] მონაგარი163 თამაში [63 შინ, 67 გარეთ, 33 ნეიტრ]
98 მოგება - 59 წაგება * 6 ფრე
ქულა 3763:2979 [+784]
ლელო 450/303 [+147]
ესპანეთთან [2000-2014]
14თ [7შ 7გ] 10-3*1 ქ 460:227, ლ 65/24
15 ერთა თასზე [2000-2014]
74თ [36შ 35გ 3ნ] 58-12*4
ქ 2240:956 [+1284] ლ 296/77 [+219]
223 ბორჯღალოსანი88 ბექი, 126 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 222, ხოლო ფორვარდებმა 228 ლელო
ლელო24 მაჩხანელი გორგოძე; 21 ზიბზიბაძე;
18 ურჯუკაშვილი; 15 ზედგინიძე ხამაშურიძე;
14 უდესიანი კაჭარავა; 12 ლაბაძე;
11 ა.გიორგაძე კვირიკაშვილი;
10 ქავთარაშვილი ცაბაძე ჩხაიძე;
9 ჯიმშელაძე დადუნაშვილი;
8 კაცაძე ზირაქაშვილი;
7 შველიძე აბუსერიძე ნემსაძე შარიქაძე
@
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)