ამჯერადაც ჩაუფლავდათ ისტორიას გამეორება ჩვევიაო და "ოლ ბლექსმა" ვერც ამჯერად მოიგო ზედიზედ მე-18 ტესტი -
კივები ფალავნობის სტარტზე დაამუხრუჭა ავსტრალიამ, ვინაც ფრემ ასევე გულ’ნაკლული დატოვაhttp://Qaflan.netai.net/2014http://issuu.com/chveni-tamashiაქამდე ზედიზედ 17-ჯერ ემარჯვნათ ამავე ზელანდიასა (1965-69) და აფრიკას (1997-98). სარეკორდოდ მომართულ შავებს ოზებმა აქამდე უკვე ორჯერ - 2010 და 2012 წლებში დაუსრულეს სერიები, და ახლა ნავსიც გაუსამეს, მაგრამ ვოლაბებმა შინ რომ ვერ მოიგეს, ამით იმის ალბათობა გაიზარდა, რომ კივები მე-12 წლითაც შეინარჩუნებენ 1931 წელს დაწესებულ, სამეზობლო "ბლედისლოუს თასს"
თამაშმა მოლოდინი სანახევროდღა გაამართლა. რაგბეთის ჭირად, ცა ჩამოიქცა და სიდნის ოლიმპიური სტადიონი ალაგ-ალაგ კიდეც დაიტბორა. აფრიკელმა რეფმაც თავი მოიქაჩლა და საწყის საათში 20 ჯარიმა დანიშნა. ოვალი რომ ხელიდან ცურავდა, მობურთალები მალიმალ აგორებდნენ ფეხით, სხვაფრივ კი ჯახი იყო უსასტიკესი.
ავსტრალია წინ ეგრეც ვერ გავიდა, მაგრამ თუ სტატისტიკა რამედ ღირს, გამარჯვებას მეტოქეზე მეტად იმსახურებდა. სტუმრებმა ოდნავ იძალეს სტატიკაში, სხვაფრივ კი ბურთი ვოლაბებს ეპყრათ და ავდრის მიუხედავად, ხელდახელ შეტევას ცდილობდნენ, ხოლო კივები თავს იცავდნენ და ჯარიმდებოდნენ. ზელანდიამ 20 წუთი კაც-ნაკლულმაც ირაგბა, მაგრამ მეტოქეს ლელო ეგრეც არ დაადებინა.
ჯარიმა ყინჩად გაათამაშასტუმრებმა ამინდს ალღო უკეთ აუღეს და ვიდრე ავსტრალია თამაშს ააწყობდა, 9:3 დაწინაურდნენ - არონ ქრუდენმა ოთხიდან სამი ჯარიმა შეაგდო; იზი ფოლაუ ბურთიანად კიდეზე გადავიდა და აბრაგანის დევნისას მსაჯიც გადათელა, ბოლოს კი გადმოკიდებულის აღებისას ნიქ ვაითს თავით შეეჯახა და თავად სისხლი დაედინა. ვაითიც აკოჭლდა, მანამდე და მერე კი ტაქტიკურად უხეიროდ ურტყა.
მისმა ვიზავმა, არონ სმითმა 3:0-ზე თერნოვერიდან მოკურცხლა, მაგრამ დეინ ქოულზს ბურთი წინ დაუვარდა. ვოლაბები 25’ წუთზეღა გამწარდნენ: ქერთლი ბილი ხოხვისთვის დაჯარიმდა, ტაიმის ბოლოს კი ჯარიმა ყინჩად გაათამაშა. მაგრად შეუტიეს ფოლაუმ, მეთ ტომუამ, ადამ ეშლი-ქუპერმა და კაპიტანმა მაიქლ ჰუპერმა, მაგრამ კივებმა კიდევ დაარღვიეს წესი, რასაც ბურჯის გასინბინება მოყვა.
ბილმა ახლა კი იკადრა კარში დარტყმა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა და შესვენებამდე ოზებს ერთი შეტევაც მიეცათ. მესამე მეოთხედში ბებერი რიჩი მაკ’ქოუ კიდევ დაჯარიმდა * 6:9, 51’ წუთზე კი, არონ სმითის გაგორებულის წყალობით, კივებმა ჩინებული პლაცდარმი მიიღეს, მაგრამ მაჰა ნონუს ზედ კარის პირდაპირ დაუვარდა.
სადა, გრძელი პასიმერე ოზებმა ზურგში ორჯერ, ღრმად გადაუკიდეს მეტოქეს ბურთი და სპრინტი გაუმართეს. პირველად იმარჯვა ქოულზმა, მეორედ - ჯულიან სავეამ, მაგრამ ქრუდენმა ლელოდან უმისამართოდ მოიგერია. ოზებს 3-კაცა მეტობა მიეცათ, მაგრამ სოლოსა და ოფლოუდის დიდოსტატმა ფოლაუმ სადა, გრძელი პასი ვეღარ შეასრულა!
ამ ეპიზოდში ქორი ჯეინი ოფსაიდში ჩარჩა და ანგარიში გათანაბრდა * 9:9. ბილს უმალ ჩაუჭრა სავეამ, მაგრამ ფოლაუმ იქვე ბეჭებზე დადო და ნონუც დაშავდა. ვაითმა ისევ ცუდად მოიგერია და რაქში ჰუპერი დაჯარიმდა * 9:12, მერე კი ვოლაბებმა კოხტა, ფაზური შტურმი მოაწყვეს, მაგრამ კივებმა სასწაულად დაიცვეს ლელო:
ზედიზედ სამ ხეირზე მიზანთან ახლოს იყვნენ ტომუა, ფოლაუ და ორჯერ - პეთ მაკ’ქეიბი, მაგრამ ეს კიდეზე მიაბრძანეს სავეამ და რაიან ქროთიმ. 70’ წუთზე ბოდენ ბარეთმა ბოჭვაზე ბურთს ფეხი მიკრა და გაასინბინეს * 12:12. ჰოდა, "ოლ ბლექსი" თუმც უმგეზავოდ დარჩა, ბოლომდე მაინც უდანაკარგოდ მიაღწია.
სხვა ვერავინ მოიგერიებდაომეტიც, კივებმა კიდევ შეუტიეს, მაგრამ წითელ ზოლთან სემ ქეინს შეემთხვა წუნი. მაქედან მოყოლებული, სამმა შერკინებამ სამ-სამი წუთი გასტანა. ოზებმა მეთოდურად გადაინაცვლეს თავისი 22-დან მეტოქისაში, მაგრამ ორი წლის წინდელი ფრესი არ იყოს, არეკნი არც ამჯერად შეამზადეს, და შეტევაში დაჯარიმდნენ.
ფრე რას გვიქვიაო და 2012 წლის დარად, კივებმა ისევ გაათამაშეს თავისი მეოთხედიდან, მაგრამ გაეჭედნენ. ასე ჩაფლავდა რეკორდი. ყაიმი ავსტრალიამაც ერთობ იწყინა. ჰუპერმა შენიშნა, ასე მგონია, წავაგეთო, ოლ ბლექსის გურუმ, სთივ ჰანსენმა კი შეგირდები შეაქო, ამათ გარდა ასეთ შტურმს ვერავინ მოიგერიებდაო.
და მართლაც, კაპიტან მაკ’ქოუს 20 ბოჭვა მოუგროვდა, ქიარან რიდს - 16, მეორე’ხაზელებს კი 15-15. ნონუ და ჯერომ კაინო ისე დაიმტვრნენ, რომ ამ შაბათს ვეღარ ითამაშებენ ოქლენდში, სადაც ზელანდიას აგერ უკვე 20 წელია, ტესტი არ წაუგია, ავსტრალიას კი "იდენ პარქზე" ბოლოჯერ 28 წლის წინ (1986) უმარჯვნია. ერთი კია, ოზებს ისტორია თურმე სულაც არ ადარდებთ და მოგებას დაეშურებიან.
ბოკე სამჯერ გადარჩაუარესად, კოკისპირულად დააწვიმა პრეტორიას. მეტიც, ლოფტუსზე სეტყვაც მოვიდა, მაგრამ ერთი ლელო კი მაინც დაიდო: 70’ წამზე (!) რუან პინარმა მოლიდან მოკლე ფრთაზე შეუტია და კორნალ ჰენდრიკსს წაეპასავა * 7:0
იაპებს კაპიტნის ვარჯიშზე დაუშავდათ მარბიელი ვილემ ალბერცი, პუმებმა კი აღარ ათამაშეს "ჯადოქარი", ხუან-მარტინ ერნანდესი. ბურთაობა ერთობ ჭირდა. არგენტინა შერკინებით ერეოდა აფრიკას, მაგრამ ერთი ჯარიმა თუ მოიპოვა, მეორედ ადრე მიწოლისთვის იქეთ გამტყუნდა * 10:3
მალე ნიკოლას სანჩესის პასი ვერ მიიღო მანუელ მონტერომ, ვილი ლე’რუმ კი ლელოსთან კინაღამ იხელთა თავისივე გადაკიდებული, მაგრამ ეგეც ნაღდი იყო, რომ უბურთოდ გააკავეს. მეორე ტაიმში თითო ჯარიმაღა გავიდა, დასკვნით 5 წუთში კი აფრიკას სამჯერ გადაურჩა ლელოს:
ჯერ აგუსტინ კრევიმ დერეფნიდან ლამის ხაზს უწია; მერე მორნეი სტეინს მოგერიებაზე დაუფარეს, სირენის შემდეგ კი მარსელო ვოშს დაუვარდა ოვალი. პუმებმა ტოლი არ დაუდეს ბოკეს, სანუგეშო ქულა ჩაიწერეს და შაბათს, შინ, სალტაში, მეტად მიეძალებიან გრანდს.
ფალავნობა * 2014 * ოთხი ერი რაზმები >>
http://qaflan.netai.net/2014/O8/15_FALV-SQD.htm.jpg >>
http://attach.forum.ge/post-17-1408171186.jpgპირველი შაბათი
ავსტრალია 12:12 ზელანდიაავს: ფოლაუ მაკ’ქეიბ ეშლი-ქუპერ ტომუა ჰორნ <10-9> ბილ (ფოლი 71) ვაით (ფიპს 67) /
სლიპერ (ქოუან 71) ჩარლზ კეპუ (ელიგზანდერ 79) ს.ქართერ სიმონს; ფარდი (ჰიგინბოთამ 67) ჰუპერ^კაპ პალუ (სქელთონ 71) -
4ჯ: ბილ
ზელ: ბ.სმით ჯეინ ფეკიტოა ნონუ (ქროთი 58) სავეა <10-9> ქრუდენ (ბარეთ 64 სბ 70) ა.სმით /
ქროქეთ სბ 39 (ბ.ფრენქს 48) ქოულზ (მეალამუ 53) ო.ფრენქს (მუდი 71) რეთალიქ ვაითლოქ; კაინო (ბ.ფრენქს 39-47, ქეინ 70) მაკ’ქოუ^კაპ რიდ -
4ჯ: ქრუდენ
რეფ პეიპერ (აფრ) 16/08 @ სიდნი, ეი’ენ’ზედ (68 627)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...03&d=14082065860:3(4) 3:3(12) 3:6(17) 3:9(22) სბ(39ზ) ნახ(40+2) /
6:9(45) 9:9(56) 9:12(60) 12:12(70სბ) ბოლო(80+2)
* სქრამ.კომ’ის სტატისტიკა
>>
http://www.espnscrum.com/the-rugby-champio...tch/207955.htmlბურთის ფლობა 66-34% (64-36 / 66-34)
ტერიტორია 67-33% (66-34 / 68-32)
სოლო 123-64 (248-173 მეტრი, გარღვევა 0-1
პასი 162-92, ოფლოუდი 9-1
ფეხით 19-23, სადგამიდან 4/5-4/5, არეკნით 0-0
ბურთი რაქიდან 96-50, აცლა 13-15, მოლი 5-3
ბოჭვა 80-146, გატარება 6-21
დაჯარიმება 10-17
თავისი*მეტოქის შერკინება 8*0-6*2, დერეფანი 8*3-10*4
წინსვლა (მეტრი: 33 ფოლაუ, 32 ჰუპერ, 27 ტომუა -
36 ა.სმით, 27 სავეა, 26 ბ.სმით, 25 ფეკიტოა
ბოჭვა: 11 ჰუპერ, 8 სიმონს, 7 პალუ, 6 ვაით ტომუა ჩარლზ -
20 მაკ’ქოუ, 16 რიდ, 15 ვაითლოქ რეთალიქ, 10 ქრუდენ, 9 ბ.ფრენქს, 8 კაინო, 7 ნონუ ა.სმით, 6 სავეა
გატარება: - 7 ო.ფრენქს, 4 ნონუ, 2 ბ.ფრენქს ქროქეთ ქრუდენ
დაჯარიმება: 2 ვაით ტომუა ფარდი - 3 მაკ’ქოუ ქროქეთ, 2 კაინო
ბურთის კარგვა: 3 ფოლაუ, 2 ბილ ტომუა ქართერ - 2 კაინო ნონუ
ღერძი (ფეხი/პასი/სოლო: ბილ 1/29/8, ტომუა 6/13/8, ვაით 10/63/4, ფიპს 0/21/2 -
ქრუდენ 7/13/3, ა.სმით 8/46/4
ჯილა: ფოლაუ 8/11, სლიპერ 2/14, პალუ 4/11, ჰუპერ 2/11, ქართერ 2/9, ფარდი 1/8 -
ბ.სმით 5/5/8, რიდ 9/4, მაკ’ქოუ 5/6, სავეა 1/2/7
აფრიკა 13:6 არგენტინა$აფრ: ლე’რუ ჰენდრიკს დე’ალენდე დე’ვილიერს^კაპ ჰაბანა <10-9> პოლარდ (მ.სტეინ 46) პინარ /
მთავარირა ბ.დიუ’პლესი (სტრაუს 56) ი.დიუ’პლესი (მალჰერბე 67) ბ.ბოთა (ეცებეთ 41) დე’იახერ; ლოუ კუცია ფერმიულენ -
ლ: პინარ; გ: პოლარდ; 2ჯ: პოლარდ სტეინ
არგ: ტუკულეტ ო.აგუჟა (გონსალეს-ამოროსინო 61) ვოშ გონსალეს-იგლესიას მონტერო <10-9> სანჩეს (დე’ლა’ფუენტე 65) ლანდახო (კუველი 41) /
აჟერსა (ნოგერა-პას 78) კრევი^კაპ ერერა (ტეტას-ჩაპარო 61) გალარსა ლავანინი (ალემანო 76) მატერა (სენატორე 58) ფერნანდეს-ლოვე ლეგისამონ -
2ჯ: სანჩეს
რეფ ლეისი (ირლ) 16/08 @ პრეტორია, ლოფტუს (_)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...20&d=14082221887:0(3) 7:3(8) 10:3(17) / 10:6(43) 13:6(51)
* სქრამ.კომ’ის სტატისტიკა
>>
http://www.espnscrum.com/the-rugby-champio...tch/207957.htmlბურთის ფლობა 46-54% (49-51 / 44-56)
ტერიტორია 44-56% (47-53 / 43-57)
სოლო 69-84 (264-223 მეტრი, გარღვევა 3-2
პასი 71-73, ოფლოუდი 3-3
ფეხით 43-35, სადგამიდან 3/3-2/3, არეკნით 0-0
ბურთი რაქიდან 44-62, აცლა 19-17, მოლი 8-4
ბოჭვა 82-52, გატარება 13-8
დაჯარიმება 10-13
თავისი*მეტოქის შერკინება 7*1-3*0, დერეფანი 16*3-16*2
წინსვლა (მეტრი: 86 ლე’რუ, 54 დე’ალენდე, 34 პინარ, 30 ფერმიულენ -
69 სანჩეს, 59 ტუკულეტ, 20 კრევი
ბოჭვა: 14 კუცია, 8 ლოუ მთავარირა ფერმიულენ, 7 ეცებეთ, 6 დე’იახერ -
8 ლეგისამონ, 7 ლავანინი, 6 მატერა
გატარება: 3 ი.დიუ’პლესი ფერმიულენ, 2 დე’ალენდე - 2 სანჩეს
დაჯარიმება: 2 დე’ვილიერს ეცებეთ პინარ - 2 ლეგისამონ სანჩეს
ბურთის კარგვა: 5 პოლარდ, 2 ბ.დიუ’პლესი ლე’რუ ლოუ ჰაბანა -
3 ლეგისამონ სანჩეს, 2 კრევი მატერა ფერნანდეს-ლოვე
ღერძი (ფეხი/პასი/სოლო: პოლარდ 6/2/2, სტეინ 5/6/2, პინარ 13/34/6 -
სანჩეს 8/6/8, ლანდახო 5/18/4, კუველი 6/24/6
ჯილა: ლე’რუ 15/5/13, ფერმიულენ 1/12, დე’ვილიერს 1/5/6, დე’ალენდე 2/2/6 -
ლეგისამონ 1/8/12, კრევი 1/11, ტუკულეტ 5/1/6, ვოშ 5/4/3
ფალავნობა * 2014 * ოთხი ერი საქართველოს თარიღითა და დროით
სთრიმები
>>
http://www.vipboxasia.co/sports/rugby.html
>>
http://www.sportcategory.com/c-11.html
>>
http://www.feed2all.eu/type/rugby.html
>>
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/შაბ 16/08 ავსტრალია 12:12 ზელანდია სიდნი
აფრიკა 13:06 არგენტინა$ პრეტორია
1 რაუნდი ქ მ-წ*ფ სხვ ლ გატ:გაშ შინ გარ $
აფრიკა 4 1-0 +7 1/0 13:06 1-0 0-0 0
ზელანდია 2 0-0*1 =0 0/0 12:12 0-0 0*0 0
ავსტრალია 2 0-0*1 =0 0/0 12:12 0*0 0-0 0
არგენტინა 1 0-1 -7 0/1 06:13 0-0 0-1 1
ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე (*) 2, წაგება 0;
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია ($)
ტოლობისას: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
შაბ 23/08 ზელანდია 11.35 ავსტრალია ოქლენდ
არგენტინა 23.40 აფრიკა სალტა
შაბ 6/09 ზელანდია 11.35 არგენტინა ნეიპირ
ავსტრალია 14.05 აფრიკა პერთ
შაბ 13/09 ზელანდია 11.35 აფრიკა ველინგთონ
ავსტრალია 14.05 არგენტინა გოულდ ქოუსთ
შაბ 27/09 აფრიკა 19.05 ავსტრალია ქეიპთაუნ
კვი 28/09 არგენტინა 02.10 ზელანდია ლა პლატა
შაბ 4/10 აფრიკა 19.05 ზელანდია იოჰანესბერგ
კვი 5/10 არგენტინა 02.40 ავსტრალია მენდოსა
შაბ 18/10 ავსტრალია 13.00 ზელანდია ბრისბენ [ბლ3]
@