მეთორმეტე წლითაც!"ოლ ბლექსმა" მეორე რაუნდში შინ სამაგალითოდ რომ გააპამპულავა ავსტრალია,
მე-12 წლითაც შეინარჩუნა სამეზობლო "ბლედისლოუს თასი",
აფრიკა კი მესამედაც გადაურჩა არგენტინაში წაგებას და ასე განსაჯეთ,
ფალავნობის ლიდერიც კია>>>
http://Qaflan.netai.net/2014http://issuu.com/chveni-tamashiავსტრალიას ოქლენდში ბოლოჯერ 28 წლის წინ (1986) მოეგო, სრულიად ზელანდიაში კი - 2001 წელს. "ოლ ბლექსს" "იდენ პარქზე" 1994 წლიდან ზედიზედ 32 ტესტში ემარჯვნა და სერია გააგრძელა.
რაკი ვერცხლის ბლედისლოუ არქაულად, ალალად თამაშდება: 3-მატჩა სერიის ანგარიში მოგებებად’ღა - ფრეთა, ქულათა და ბონუსების გარეშე ითვლება, ნა-ოქლენდ-ევს კივები 1-0 დაწინაურდნენ. ჰოდა, ოზებმა ოქტომბერში შინ გინდაც მოიგონ მესამე რკენა და სერია გააყაიმონ, თასი აქამდელ მფლობელს - მძლეთა’მძლე "ოლ ბლექსს" დარჩება!
სიდნის ფრეს შემდეგ ვოლაბები ყინჩად იყვნენ, მაგრამ ტასმანის ზღვაზე გადაფრენის კვალად ნაცნობ ყაიდაზე დადედლდნენ. შავებს, პირიქით, არგოთ გაჯორვამ და არაქათ-გამცლელმა რეჟიმმა. როგორც ნამატჩევს აღიარა რიჩი მაკ’ქოუმ, უფროსობამ ისეთ დარჯაკში გაგვატარა, რომ ჯახში ვაჯობეთ სტუმრებს და ადვილად მოვუგეთო.
ზელანდიამ ბარაქიანად - 31 ქულით, ხოლო ლელოებით 6/2 ჩამოიტოვა მარადი მეტოქე. კივებმა სასწაული რაგბი გვიჩვენეს - ძალუმიცა და სხარტიც. მათი ფორვარდები რაქში ხომ პარპაშებენ და ბურთაობაშიც ბექებივით გაწაფულები არიან, რის გამოც გუნდი ხელახლა იოლად ქმნის შესატევ სივრცეს და მოწინააღმდეგეს სულს არ ათქმევინებს.
შეტევა თერნოვერიდანკივთა ექვსი ლელოდან ხუთი ფორვარდების ანგარიშზეა: პირველი - შერკინებამ შეიტანა, ორი - მოლს მოყვა, ორიც - ახლოდან ატაცებას და ერთზეღა გაიჯეჯილა ბექმა, ოღონდაც წყვილი ლელო თერნოვერიდან გავიდა. ოზებმა ორივე უცებ, მატჩის წაგებაში დარწმუნებულებმა’ღა მიითვალეს, სხვაფრივ კი ფენომენმა იზი ფოლაუმ (159 მეტრი) პასი რომ იცოდეს, ეგრე მწარედ არ წააგებდნენ.
პირველ მეოთხედში თამაში თანაბარი იყო. ქერთლი ბილმა დაგეზა ფოლაუ და მაიქლ ჰუპერი მწარედ დასცა არონ ქრუდენმა. მაკ’ქოუს რაქში ხელი წაუცდა და 129-ე ტესტში ოდენ მეორედ წაბრძანდა სინბინში, მაგრამ სხვებმა ივაჟკაცეს და წინაც გავიდნენ * 9:6, მერე კი მოლში მეტოქის ფეხის აწევისთვის გააგდეს რობ სიმონსი.
ოლ ბლექსმა მეტობით უმალ იხეირა: ქრუდენის მიერ ჯვარზე მიშვებული ბროდი რეთალიქი ოზებმა კარში ძლივს გააკავეს, 5-მეტრა შერკინებაში კი რვამ ათრია შვიდი * 16:6. უმალ ფოლაუმ კიდევ გაიჯეჯილა, მაგრამ ბურთს ვერ შეელია, იქეთა ფრთაზე გადატანის შემდეგ კი რეთალიქმა თერნოვერი გამოაცხო, ქრუდენმა შეუტია და ჯულიან სავეა გააჭენა * 23:6
კივთაგან ურევდნენ მხოლოდ ლიამ მესამი (სამჯერ დაუვარდა ოვალი) და ქორი ჯეინი (ფოლაუ ურჯუკად გააჩერა). ავსტრალია შესვენებაზე გასახდელში არ წასულა, მერე კი აცუნდრუკებამ დაღუპა: მეთ ტომუამ ალამთან ვერ გადაიტანა ჯარიმა და ზე-კადნიერმა კივებმა თავისი ლელოდანაც ხელდახელ შეუტიეს. იქვე სავეამ ფეხით შეიცურა და მეორე-ხაზელმა სემ ვაითლოქმა რაქიდან ქიარან რიდს უპასა * 30:6
ზადი გამოვასწოროთომაკ’ქოუმ სინბინი დერეფანში აგორებულ მოლებში ორგზის გამოისყიდა და საათის თავზე ანგარიში დანარჩენი რაგბეთისთვის შემზარავი * 44:6 გახდა. ვოლაბებს არგოთ შეცვლებმა: ნიქ ფიპსმა, სქოთ ჰიგინბოთამმა და ბილმა ლელოზე ახლოდან მიუშვეს ფოლაუ, კაპიტანმა ჰუპერმა კი დერეფრის ბოლოდან გაუტია * 44:20
სტუმრებს მესამე ლელოს დადების შანსიც მიეცათ, როცა ფოლაუმ თავის 22-ში პასი ჩაჭრა და გაქუსლა, მაგრამ ჯეელ ბოდენ ბარეთისა შეეშინდა - ვითომც მოტყუება დაუპირა, შეჩერდა და მცველმა კიდეზე გადადენა. დასასრულ, ბურჯმა ბენ ფრენქსმა წაიტუტუცა და რაქში ბურთს ხელი მიჰკრა, ლელო კი მაინც მისმა გუნდმა დადო - სთივენ ლუატუა სირენის შემდეგ კარში შეხტა * 51:20
"ოლ ბლექსის" გურუ სთივ ჰანსენი მეზობლების რბევით ბედნიერი კი ჩანდა, მაგრამ ეგეც შენიშნა, ზადი კიდევ გამოგვაჩნდა და უნდა გამოვასწოროთო, ოზთა მოძღვარმა, ხოლო იუენ მაკ’ქენზიმ თავი იმართლა, ეგრე უვარგისებიც არა ვართო.
ტრავმულ ჭრილში ზელანდიას სრული თვით გამოაკლდა რაიან ქროთი (გატეხილი ყბა) და გაირკვა, რომ ფეხ-მტკივანი დენ ქართერიც სექტემბრის ბოლოსღა მოკეთდება, ავსტრალიას კი დაემტვრნენ პეთ მაკ’ქეიბი (კარიერაში მესამედ მოტყდა კისერი) და მესამე კვაჭიც, ნეითან ჩარლზი (გულის ფიცარი ეტკინა)
ასრულება არ ეწერათსხვანაირი, მომდარეო სეირი დავიგემოვნეთ არგენტინიდან, სადაც რაგბი მოკლე და ვიწრო, ღობით შემორაგულ მოედნებზე ტარდება, და უმოწყალოდაც ცხელა. პროვინციულ სალტაში ბევრი იყო გრძელი პაუზა და შერკინების ჩაქცევაც, მაგრამ ექვსი ლელო მაინც დაიდო და გამარჯვებული სულ ბოლოსღა გამოვლინდა.
არგენტინის შერკინებამ დააჩიავა ბოკეს ნაქები ფორვარდები - მეტოქის შეგორებაზე 4-ჯერ (!) იხეირა, მაგრამ ვერ ივარგა ქიქერმა ნიკოლას სანჩესმა - კარს სამი ჯარიმა და ერთიც არეკნი ააცილა.
მათგან ნებისმიერის გატანით პუმები გატეხდნენ ორმაგ ნავსს: მე-19 შეყრაზე პირველად ძლევდნენ ბოკეს და ფალავნობის მე-14 მატჩშიც პირველსავე მოგებას ჩაიწერდნენ, მაგრამ ამ გეგმებს ასრულება არ ეწერათ.
რეფმა ბოჭვაზე გაამტყუნაპუმებმა პირველ ლელოზე ფორვარდებით მარჯვნივ ჩაითრიეს დაცვა და მეტობა მარცხნივ გამოიყენა მანუელ მონტერომ, მაგრამ მალე ლათინებმა შეტევაში დაკარგეს ბურთი, რუან პინარმა ფეხი ორჯერ მიჰკრა ოვალს და ბრაიან ჰაბანამ მოიგო დოღი * 13:16
მეორე ტაიმში ტომას კუველი რაქის გვერდით გაძვრა, ხოაკინ ტუკულეტმა კი, ხუან-მარტინ ერნანდესის პასით, ნახტომში, ალამთან დაუმიწა თვით ჟან დე’ვილიერსს. დასკვნითი მეოთხედის წინ არგენტინა 12 ქულით * 28:16 იგებდა, მაგრამ ბოკემ ბრძოლაში ჩააბა მარქაფა და თამაში შემოაბრუნა.
დე’ვილიერსმა ჯარიმა კარის ნაცვლად კიდეზე დაარტყმევინა და მარსელ კუციამ მოლის კუდში ივარგა * 30:28. უმალ ურჯუკობისთვის დაჯარიმდა ბაკის ბოთა და მარსელო ვოში საკუთარი ნახევრიდან ეწია მიზანს * 31:30, მაგრამ ბოკემ აკინძა ფაზები და მარიანო გალარსა ბოჭვაზე გაამტყუნა უფალმა ვოლშმა * 31:33
ფალავნობა * 2014 * ოთხი ერიმეორე შაბათი
ზელანდია$ 51:20 ავსტრალიაზელ: ბ.სმით ჯეინ (ბარეთ 46) კ.სმით ქროთი (ფეკიტოა 41) სავეა <10-9> ქრუდენ (პერენარა 76) ა.სმით /
ქროქეთ (ბ.ფრენქს 61 სბ 77) ქოულზ (მეალამუ 66) ო.ფრენქს (ფაუმუინა 61) რეთალიქ (ქეინ 72) ვაითლოქ; მესამ (ლუატუა 63) მაკ’ქოუ^კაპ სბ 13, რიდ -
6ლ: [საჯ] სავეა რიდ მაკ’ქოუ (4 5) ლუატუა; 6გ: ქრუდენ 5, ა.სმით; 3ჯ: ქრუდენ
ავს: ფოლაუ მაკ’ქეიბ (კურინდრანი 63) ეშლი-ქუპერ ტომუა (ფოლი 56) ჰორნ <10-9> ბილ ვაით (ფიპს 52) /
სლიპერ ჩარლზ (ჰენსონ 32) კეპუ (ელიგზანდერ 63) ს.ქართერ სიმონს სბ 23; ფარდი (სქელთონ 65) ჰუპერ^კაპ პალუ (ჰიგინბოთამ 56) -
2ლ: ფოლაუ ჰუპერ; 2გ 2ჯ: ბილ
რეფ პუატ (სფრ) 23/08 @ ოქლენდ, იდენ პარქ (48 211)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...77&d=14088033030:3(2) 3:3(6) 6:3(8) 6:6(14სბ) 9:6(18) სბ(23ა) 16:6(29) 23:6(32) /
30:6(51) 37:6(55$პ) 44:6(60) 44:13(63) 44:20(66) სბ(77ზ) 51:20(80+)
* სქრამ.კომ’ის სტატისტიკა
http://www.espnscrum.com/the-rugby-champio...tch/207959.htmlბურთის ფლობა 51-49% (58-42 / 46-54)
ტერიტორია 56-44% (63-37 / 50-50)
სოლო 126-98 (572-397 მეტრი, გარღვევა 14-4
პასი 193-136, ოფლოუდი 19-12
ფეხით 23-8, სადგამიდან 9/10-4/4, არეკნით 0-0
ბურთი რაქიდან 72-74, აცლა 18-12, მოლი 9-3
ბოჭვა 109-108, გატარება 10-22
დაჯარიმება 10-12
თავისი*მეტოქის შერკინება 4*1-3*1, დერეფანი 14*1-10*0
წინსვლა (მეტრი: 104 სავეა, 61 ბ.სმით, 58 ქრუდენ, 45 ფეკიტოა, 42 ქროთი, 40 კ.სმით - 159 ფოლაუ
ბოჭვა: 12 ვაითლოქ, 9 მაკ’ქოუ, 7 მესამ რეთალიქ რიდ, 6 ბ.სმით კ.სმით ბ.ფრენქს ქოულზ -
11 პალუ, 9 ჰენსონ ჰუპერ, 8 სიმონს, 7 კეპუ, 6 ბილ ვაით მაკ’ქეიბ სლიპერ ჰორნ
გატარება: 2 მაკ’ქოუ მესამ - 4 ბილ ჰუპერ, 2 კეპუ ტომუა ჰორნ
დაჯარიმება: 2 მაკ’ქოუ ბ.ფრენქს ო.ფრენქს - 2 სიმონს ტომუა ფარდი ქართერ
ბურთის კარგვა: 3 მესამ, 2 ბ.სმით - 3 ბილ, 2 ეშლი-ქუპერ სქელთონ ტომუა ფოლაუ ჰუპერ
ღერძი (ფეხი/პასი/სოლო: ქრუდენ 5/27/7, ბარეთ 4/8/5, ა.სმით 8/71/5 -
ბილ 2/20/8, ტომუა 1/9/6, ფოლი 2/12/5, ვაით 2/35/2, ფიპს 0/28/5
ჯილა: ბ.სმით 1/16/10, კ.სმით 1/8/10, რიდ 9/9, რეთალიქ 7/10, სავეა 2/6/9, ქროთი 8/6, ქოულზ 1/4/8, მესამ 8/5, ფეკიტოა 3/8, ვაითლოქ 4/7, ჯეინ 1/3/7, მაკ’ქოუ 3/7 -
ჰუპერ 8/7, ფოლაუ 3/10, სლიპერ 1/10
არგენტინა$ 31:33 აფრიკაარგ: ტუკულეტ გონსალეს-ამოროსინო ვოშ ერნანდეს მონტერო (აგუჟა 78) <10-9> სანჩეს (დე’ლა’ფუენტე 78) ლანდახო (კუველი 34) /
აჟერსა (პოსტილიონი 78) კრევი^კაპ (კორტესე 80+) ერერა (ტეტას-ჩაპარო 68) გალარსა ლავანინი (ალემანო 70) მატერა (სენატორე 36) ფერნანდეს-ლოვე ლეგისამონ -
3ლ: მონტერო კუველი ტუკულეტ; 2გ: სანჩეს; 3ჯ: სანჩეს 2, ვოშ; ა: ერნანდეს
აფრ: ლე’რუ ჰენდრიკს დე’ალენდე დე’ვილიერს^კაპ ჰაბანა <10-9> პოლარდ (მ.სტეინ 56) პინარ (ჰოუხარდ 60) /
სტენკამპ (მთავარირა 46) ბ.დიუ’პლესი (სტრაუს 52) ი.დიუ’პლესი (მალჰერბე 46-78) ეცებეთ (ბ.ბოთა 70) დე’იახერ; ლოუ ჟ.სმით (კუცია 52) ფერმიულენ -
3ლ: ჰაბანა ჰენდრიკს კუცია; 3გ: პოლარდ, სტეინ 2; 4ჯ: პოლარდ 3, სტეინ
რეფ ვოლშ (ავს) 23/08 @ სალტა, მარტეარენა (_)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...95&d=14088418193:0(4) 3:3(11) 6:3(13ა) 6:6(23) 13:6(27) 13:9(30) 13:16(33) /
20:16(47) 25:16(51) 28:16(56) 28:23(60) 28:30(70) 31:30(74) 31:33(77)
* სქრამ.კომ’ის სტატისტიკა
http://www.espnscrum.com/the-rugby-champio...tch/207961.htmlბურთის ფლობა 54-46% (61-39 / 47-53)
ტერიტორია 57-43% (67-33 / 47-53)
სოლო 116-75 (389-332 მეტრი, გარღვევა 10-4
პასი 143-83, ოფლოუდი 15-7
ფეხით 30-31, სადგამიდან 5/8-7/7, არეკნით 1/2-0
ბურთი რაქიდან 75-47, აცლა 10-13, მოლი 4-4
ბოჭვა 65-101, გატარება 14-18
დაჯარიმება 6-9
თავისი*მეტოქის შერკინება 3*4-2*0, დერეფანი 10*1-12*3
წინსვლა (მეტრი: 89 ტუკულეტ, 50 მონტერო, 40 სანჩეს, 37 ლეგისამონ, 30 კრევი -
103 ლე’რუ, 38 ფერმიულენ, 36 პინარ, 33 დე’ალენდე
ბოჭვა: 8 ლეგისამონ, 6 აჟერსა გალარსა სანჩეს -
12 ლოუ, 9 ეცებეთ, 8 ჟ.სმით, 7 ბ.დიუ’პლესი კუცია პოლარდ, 6 დე’იახერ
გატარება: 2 ერერა სენატორე ფერნანდეს-ლოვე -
6 დე’იახერ, 2 ბ.დიუ’პლესი ჟ.სმით ჰაბანა ჰენდრიკს
დაჯარიმება: 2 აჟერსა - 2 ი.დიუ’პლესი
ბურთის კარგვა: 2 ერნანდეს ვოშ კრევი - 3 დე’ალენდე, 2 ეცებეთ პინარ
ღერძი (ფეხი/პასი/სოლო: სანჩეს 7/18/9, ერნანდეს 7/10/7, ლანდახო 2/37/3, კუველი 3/35/6 -
პოლარდ 6/5/2, სტეინ 3/6/0, პინარ 10/27/5, ჰოუხარდ 0/13/0
ჯილა: ტუკულეტ 4/2/12, ვოშ 2/8/8, ლეგისამონ 1/5/11, კრევი ფერნანდეს-ლოვე 6/9, გონსალეს-ამოროსინო 3/6/6, გალარსა 2/8 -
ლე’რუ 9/10/11, ფერმიულენ 5/9
ირბ-ის რეიტინგი [25/08]
1 ზელანდია 9356, 2 აფრიკა 8934, 3 ავსტრალია 8719,
4 ინგლისი 8568, 5 ირლანდია 8344, 6 უელსი 8070,
7 საფრანგეთი 8001, 8 შოტლანდია 7778, 9 სამოა 7659,
10 იაპონია 7539, 11 ფიჯი 7456, 12 არგენტინა 7398
+/-: ზელ 14 ავს, აფრ 0 არგ
@
საქართველოს თარიღითა და დროით
შაბ 16/08 ავსტრალია 12:12 ზელანდია სიდნი
აფრიკა 13:06 არგენტინა$ პრეტორია
შაბ 23/08 ზელანდია$ 51:20 ავსტრალია ოქლენდ
არგენტინა$ 31:33 აფრიკა სალტა
2 რაუნდი ქ მ-წ*ფ სხვ ლ გატ:გაშ შინ გარ $
აფრიკა 8 2-0 +9 4/3 46:37 1-0 1-0 0
ზელანდია 7 1-0*1 +31 6/2 63:32 1-0 0*0 1
არგენტინა 2 0-2 -9 3/4 37:46 0-1 0-1 2
ავსტრალია 2 0-1*1 -31 2/6 32:63 0*0 0-1 0
ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე (*) 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია ($)
ტოლობისას: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
შაბ 6/09 ზელანდია 11.35 არგენტინა ნეიპირ
ავსტრალია 14.05 აფრიკა პერთ
შაბ 13/09 ზელანდია 11.35 აფრიკა ველინგთონ
ავსტრალია 14.05 არგენტინა გოულდ ქოუსთ
შაბ 27/09 აფრიკა 19.05 ავსტრალია ქეიპთაუნ
კვი 28/09 არგენტინა 02.10 ზელანდია ლა პლატა
შაბ 4/10 აფრიკა 19.05 ზელანდია იოჰანესბერგ
კვი 5/10 არგენტინა 02.40 ავსტრალია მენდოსა
შაბ 18/10 ავსტრალია 13.00 ზელანდია ბრისბენ [ბლ3]
@