გარდამტეხი - დამწყებ ათად ფალავნობის მესამე რაუნდში ოთხიდან სამ გუნდს ახალი მგეზავი ეყოლება,
თამაშები კი მიჯრითაა - ნეიპირში რომ ჩათავდება სეირი, მალევე პერთში გაგრძელდებაhttp://Qaflan.netai.net/2014http://issuu.com/chveni-tamashi"ოლ ბლექსის" მგეზავს, არონ ქრუდენს მკერდი სტკივა და უქმობს. ავსტრალიელმა ქერთლი ბილმა ცოტათი აურია კივებთან და დაამარქაფეს; ნორჩ აფრიკელს, ჰანდრე პოლარდს გამოცდილი მორნეი სტეინი ამჯობინა უფროსობამ, და მხოლოდ პუმამ, ნიკოლას სანჩესმა შეინარჩუნა 10 ნომერი კვართი.
ქრუდენს ცვლის 23 წლის ბოდენ ბარეთი, ვინაც მოთმინებით ელოდა შანსს. ბიჭს აქამდე ორჯერ დაეწყო ტესტი - არიფებთან (იტალია იაპონია) და ისიც 15 ნომრად, მაგრამ გარდამტეხად საათის თავზე რომ ებმებოდა ბრძოლაში და თანაც უმაგრეს გუნდში, კარიერის საწყისი 19 ტესტი მოიგო!
ზელანდია ეთამაშება არგენტინას, ამას კი ავსტრალიაზე ბევრად ღონიერი შერკინება ჰყავს. კივ ფორვარდთა დამწყები რვეული უცვლელია, ბექთა გადია იენ ფოსთერი კი აქებს პუმებს, რეპერტუარი გაიმრავალფეროვნეს, უწვეტად ბურთაობენ, გონივრულად ხმარობენ ფეხს, ოფლოუდსაც გემო გაუგეს და მეტობის გამოყენებაც ისწავლესო.
ნეიპირში ლამის გადაუღებლად წვიმს. მასპინძლებმა ავდარში საკმაოდ ივარჯიშეს და რაგბეთს ჰპირდებიან, რომ "ბლედისლოუ 1"ვით აღარ მიეძალებათ წუნი. ბურთის სისველე თურმე არც უჩვევ არგენტინას ხიბლავს, მედიას კი არ ავიწყდება, რომ აქედან ერთი წლის თავზე (20/09) გუნდები უემბლიზე შეიბმებიან მსოფლიო თასის პულში.
მშობლიურ ქალაქშიჩვენს მეფსონეებს ტყუილად ჰგონიათ, რომ მწვრთნელები ცდებს ატარებენ და ბიჭებს სინჯავენ. არაფერი მაგისი მსგავსი: ფოსთერისვე თქმით, ყოველ შაბათს საუკეთესო გუნდი ირჩევა იმათგან, ვინც მთელია და ჯანზეა! აგერ, ბეჭი მოურჩა მაჰა ნონუს და უმალ 12 ნომრად უხმეს. და მაინც, გამონაკლისებიც ხდება:
თამაში მის მშობლიურ ქალაქშიაო და კივებმა 15 ნომრად აღიდგინეს იზრაელ დეგი, ვისაც მტკივანი ფეხის გამო ორი ტესტი რომ გაუცდა, ბენ სმითმა ჩამოართვა ფულბექის როლი. ბენი პუმებთან ფრთაზე გადაწიეს; ამად 23 კაციდან მთლად ამოვარდა ქორი ჯეინი; არადა, უფროსობისვე მტკიცებით, ამას ოზებთან თურმე არაფერი შეშლია!
არგენტინამ დაიწუნა გოლიათი გარემარბი მანუელ მონტერო, მარბიელ პავლო მატერას დაშავებას კი მესამე ხაზის გადალაგება მოჰყვა. ოზებმა ჭკუას უხმეს და მიენდვნენ ზე 15-ის ჩემპიონის, ვორათაზის ღერძს: 10 ბერნარდ ფოლი - 9 ნიქ ფიპსი, რომელიც უკეთაა შეთამაშებული და უფრო გამწარებულიცაა, ვიდრე აქამდელი, შეკოწიწებული დუეტი.
არასოდეს ჩაუფლავებიაოვოლაბები ბოკეს შერკინებას რომ უფრთხიან, მარქაფაში 6 ფორვარდი და დაწუნებული ღერძიღა უზის. პერთში გვარიანი აფრიკული დიასპორა რომაა და სუბიაკოც გაშლილი, ქარიანი სტადიონია, მაგრად ფეხოსანი ქურციკები მანდ ტრადიციულად უკეთ თამაშობენ (3-3*1)
სტეინი კუთხეებს დააყუმბარებს და როცაკი შანსი მიეცემა, კარში საკუთარი ნახევრიდანაც დაარტყამს; შარქსის ბობოლა კვაჭი ბისმარკ დიუ’პლესი თადარიგშია; მოკეთდა 37 წლის ვიკტორ მეტფილდი და მეორე ხაზში ჩადგა, მსოფლიოს 2007 წლის საუკეთესო მორაგბე, ბრაიან ჰაბანა კი მეათე სეზონში მეასე (!) კეპს იხვეჭს:
31 წლის მულატი გარემარბის ანგარიშზე 56 ტესტ-ლელოა და როგორც გურუ ჰეინეკე მეიერი ბრძანებს, ჰაბანა იმ დონის პროფესიონალია, რომ ნაკრებში თამაში არასოდეს ჩაუფლავებია!
ფალავნობა * 2014 * ოთხი ერი რაზმები >>
http://attach.forum.ge/post-17-1408171186.jpgმესამე შაბათი
წინა შაბათს აქეთ
* დაემატა, ^ დააწინაურეს, $ დაძრეს, # დაამარქაფეს
11.35 ზელანდია - არგენტინა<< ოლ ბლექს
ბექ) 15 იზრაელ დეგ* 14 ბენ სმით$ 13 კონრად სმით, 12 მაჰა ნონუ* 11 ჯულიან სავეა; 10 ბოდენ ბარეთ^ 9 არონ სმით /
ფორ) 1 ვაიეთ ქროქეთ, 2 დეინ ქოულზ, 3 ოუენ ფრენქს; 4 ბროდი რეთალიქ, 5 სემ ვაითლოქ; 6 ლიამ მესამ, 7 რიჩი მაკ’ქოუ_კაპ, 8 ქიარან რიდ
მრქ) 23 მალაკაი ფეკიტოა, 22 ქოლინ სლეიდ* 21 თი’ჯეი პერენარა / 16 ქევენ მეალამუ, 17 ბენ ფრენქს, 18 ჯო მუდი* 19 ჯერემი სთრაშ* 20 სემ ქეინ
<< პუმას
ბექ) 15 ხოაკინ ტუკულეტ, 14 ორასიო აგუჟა^ 13 მარსელო ვოშ, 12 ხუან-მარტინ ერნანდეს, 11 ლუკას გონსალეს-ამოროსინო$ 10 ნიკოლას სანჩეს, 9 მარტინ ლანდახო /
ფორ) 1 მარკოს აჟერსა, 2 აგუსტინ კრევი_კაპ, 3 რამირო ერერა; 4 მარიანო გალარსა, 5 ტომას ლავანინი; 6 ხუან-მარტინ ფერნანდეს-ლოვე$ 7 ხუან-მანუელ ლეგისამონ$ 8 ლეონარდო სენატორე^
მრქ) 23 ხუან იმოფ* 22 სანტიაგო გონსალეს-იგლესიას* 21 ტომას კუველი / 16 მატიას კორტესე, 17 ლუკას ნოგერა-პას* 18 ნაუელ-ტეტას ჩაპარო; 19 მატიას ალემანო, 20 როდრიგო ვაეს*
<< მსაჯები
რეფ) პასკალ გოზერ; კიდ) ჟერომ გარსეზ (სფრ) / როან ჰოფმან; ვიდ) პითერ მარშალ (ავს)
შაბ 6/09 ნეიპირ, მაკ’ლეინ პარქ 11.35 საქ
<< ბალანსი
ზელანდია (1903-2014) 517: 394-104*19 (78.0%) +6988, 1770ლ
არგენტინა (1910-2014) 382: 207-165*10 (55.5%) +3769, 1453ლ
პირისპირ (1985-2013) 18: 17-0*1 (754:238) ლ 98/20
ზელანდიაში (1987-2013) 10: 10-0 (500:108) ლ 68/11
ნეიპირში პირველად ახლაღა
ოთხ ერზე (2012-2013) 4: 4-0 (136:48) ლ 16/4
შარშან (2013) 2-0
28:13 (ჰემილთონ 7/09) 33:15 (ლა პლატა 29/09)
შარშანწინ (2012) 2-0
21:5 (ველინგთონ 8/09) 54:15 (ლა პლატა 30/09)
14.05 ავსტრალია - აფრიკა<< ვოლაბიზ
ბექ) 15 იზრაელ ფოლაუ, 14 ადამ ეშლი-ქუპერ$ 13 ტევიტა კურინდრანი^ 12 მეთ ტომუა, 11 რობ ჰორნ; 10 ბერნარდ ფოლი^ 9 ნიქ ფიპს^ /
ფორ) 1 ჯეიმზ სლიპერ, 2 ჯეიმზ ჰენსონ^ 3 სეკოპე კეპუ; 4 სემ ქართერ, 5 რობ სიმონს; 6 სქოთ ფარდი, 7 მაიქლ ჰუპერ_კაპ, 8 ვაიქლიფ პალუ
მრქ) 23 ქერთლი ბილ# 22 ნიქ ვაით# / 16 საია ფაინგა* 17 პეკ ქოუან, 18 ბენ ელიგზანდერ; 19 ჯეიმზ ჰორვილ* 20 სქოთ ჰიგინბოთამ, 21 მეთ ჰოჯსონ*
<< ბოკე
ბექ) 15 ვილი ლე’რუ, 14 კორნალ ჰენდრიკს, 13 იან სერფონტეინ* 12 ჟან დე’ვილიერს_კაპ, 11 ბრაიან ჰაბანა; 10 მორნეი სტეინ^ 9 რუან პინარ /
ფორ) 1 ბისთ მთავარირა^ 2 ადრიან სტრაუს^ 3 იანი დიუ’პლესი; 4 იბენ ეცებეთ, 5 ვიკტორ მეტფილდ* 6 ფრანსუა ლოუ, 7 მარსელ კუცია^ 8 დვეინ ფერმიულენ
მრქ) 23 ლუაზი მვოვო, 22 პეთ ლემბი* 21 ფრანსუა ჰოუხარდ / 16 ბისმარკ დიუ’პლესი# 17 ტრევორ ნიაკანე* 18 მარსელ ფან’დერ’მერვე* 19 ლუდ დე’იახერ# 20 ვორენ ვაითლი*
<< მსაჯები
რეფ) ჯორჯ ქლენზი (ირლ; კიდ) გლენ ჯექსონ / მაიქ ფრეიზერ; ვიდ) ბენ სქინ (ზელ)
შაბ 6/09 პერთ, პათერსონს (სუბიაკო ოვალ) 14.05 საქ
<< ბალანსი
ავსტრალია (1899-2014) 568: 290-261*17 (52.6%) +2148, 1459ლ
აფრიკა (1891-2014) 433: 277-135*21 (66.4%) +3303, 1228ლ
პირისპირ (1933-2013) 78: 33-44*1 (1357:1501) ლ 139/179
ავსტრალიაში (1937-2013) 34: 21-12*1 (725:541) ლ 75/67
პერთში (1998-2012) 7: 3-3*1 (143:136) ლ 15/12
სამ-ოთხ ერზე (1996-2013) 40: 19-20*1 (893:893) ლ 88/85
ავსტრალიაში (1996-2013) 20: 15-4*1 (517:332) ლ 53/32
მანდელას სინზე (2000-2013) 24: 13-11 (577:567) ლ 63/58 ^ სინი 7-4
შარშან (2013) 0-2
12:38 (ბრისბენ 7/09) 8:28 (ქეიპთაუნ 28/09)
შარშანწინ (2012) 1-1
26:19 (პერთ 8/09) 8:31 (პრეტორია 29/09)
ირბ-ის რეიტინგი (1/09)
1 ზელანდია 9356, 2 აფრიკა 8934, 3 ავსტრალია 8719,
4 ინგლისი 8568, 5 ირლანდია 8344, 6 უელსი 8070,
7 საფრანგეთი 8001, 8 შოტლანდია 7778, 9 სამოა 7659,
10 იაპონია 7539, 11 ფიჯი 7456, 12 არგენტინა 7398
ფალავნობა * 2014 * ოთხი ერისაქართველოს თარიღითა და დროით
სთრიმები
>>
http://www.vipboxasia.co/sports/rugby.html
>>
http://www.sportcategory.com/c-11.html
>>
http://www.feed2all.eu/type/rugby.html
>>
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/შაბ 16/08 ავსტრალია 12:12 ზელანდია სიდნი
აფრიკა 13:06 არგენტინა$ პრეტორია
შაბ 23/08 ზელანდია$ 51:20 ავსტრალია ოქლენდ
არგენტინა$ 31:33 აფრიკა სალტა
2 რაუნდი ქ მ-წ*ფ სხვ ლ გატ:გაშ შინ გარ $
აფრიკა 8 2-0 +9 4/3 46:37 1-0 1-0 0
ზელანდია 7 1-0*1 +31 6/2 63:32 1-0 0*0 1
არგენტინა 2 0-2 -9 3/4 37:46 0-1 0-1 2
ავსტრალია 2 0-1*1 -31 2/6 32:63 0*0 0-1 0
ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე (*) 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია ($)
ტოლობისას: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
შაბ 6/09 ზელანდია 11.35 არგენტინა ნეიპირ
ავსტრალია 14.05 აფრიკა პერთ
შაბ 13/09 ზელანდია 11.35 აფრიკა ველინგთონ
ავსტრალია 14.05 არგენტინა გოულდ ქოუსთ
შაბ 27/09 აფრიკა 19.05 ავსტრალია ქეიპთაუნ
კვი 28/09 არგენტინა 02.10 ზელანდია ლა პლატა
შაბ 4/10 აფრიკა 19.05 ზელანდია იოჰანესბერგ
კვი 5/10 არგენტინა 02.40 ავსტრალია მენდოსა
შაბ 18/10 ავსტრალია 13.00 ზელანდია ბრისბენ [ბლ3]
@
* * *
http://www.vipleague.tv/rugby/247698/3/new...eam-online.html This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 5 Sep 2014, 22:12