ტიტანური კლასიკა ფალავნობის მეოთხე რაუნდში
ზელანდიამ ბოლოსკენ რომ მოიგერია აფრიკის მიძალება,
ხოლო არგენტინამ ავსტრალიას ვეღარ გაუფრევა,
"ოლ ბლექსის" ზედიზედ მესამედ გაჯილავების ალბათობა გაიზარდაhttp://Qaflan.netai.net/2014http://issuu.com/chveni-tamashiავდარი ფალავნობას თან სდევს: ველინგთონში თამაშისას ცრიდა, გოულდ’ქოუსთზე კი ზედ დაწყების წინ დაუშვა და გუნდებს გეგმები აურია. კივებმა და ბურებმა ძველ’მოდური, უშეღავათო, ლელო’მწირი ტესტი ითამაშეს; ოზთა და პუმათა მსუბუქ ბურთაობაში 6 ლელო დაიდო, მაგრამ ტიტანური კლასიკა ბევრად სჯობდა პოპ-რაგბს.
ველინგთონში ბლომად - 30 დერეფანი გამწკრივდა და 19 შერკინებაც დაეწყო; ტაქტიანი მსაჯობით, კარში სადგამიდან 7-ჯერღა დაირტყა ბურთი; ზელანდიამ ტოტალურად, ამპლუის განურჩევლად იპასავა, რათა მეტოქეს გადაწყობა გაჭირვებოდა, მაგრამ აფრიკამ კონტაქტის არეში ილომგულა და კივთა ლამის ყველა წამოწყება ჩაშალა.
"ოლ ბლექსმა" პირველ ტაიმში დროის 71% მეტოქის მხარეს გაატარა, მაგრამ ლელო აქეთ მიიღო და შესვენებაზე ჩამორჩენილი წავიდა * 6:7. მეორე ნახევარში რიჩი მაკ’ქოუმ მიითვალა 24-ე ტესტ-ლელო და ფორაც 4 ქულამდე ავიდა * 14:10, ბოკემ კი პარტია მაინც მოსაგებ ენდშპილში გადაიყვანა, მაგრამ ტექნიკამ და იღბალმაც უღალატა.
ზედიზედ 36 მოგებასტატისტიკა მრავლის’მთქმელია: ბოკეს ორჯერ მეტი ბოჭვა მოუგროვდა (75-155 * 19 კუცია სერფონტეინ, 17 მეტფილდ); ბურთის გაქცუნებით კივებმა ასევე ორჯერ აჯობეს სტუმრებს 162-80 (611-282 მეტრი); გადაცემათა თანა’ფარდობაა 235-84, ოფლოუდისა კი მთლად ფანტასტიკური 16-1
ფულბექ იზრაელ დეგს ბურთი 53-ჯერ მიუვიდა; ჯულიან სავეამ 19 წაღებაზე 118 მეტრი ინავარდა; მეორე ტაიმში შუამარბად გადაყვანილმა ბენ სმითმა მბოჭავი 10-ჯერ (!) გააბითურა; მეასე, ოქროს კეპი ჩამწარდა ქურციკთა კაპიტანს, ჟან დე’ვილიერსს, "ოლ ბლექსმა" კი 2009 წლიდან საშინაო ტესტებში 36-მდე გაიგრძელა მოგებათა წყება.
მატჩის საწყისმა მონაკვეთმა (ორ ჩასტვენას შორის) 2 წუთსა და 15 წამს გასტანა. ანგარიში ბრაიან ჰაბანას მიერ რაქში მიღებული ჯარიმიდან გაიხსნა, მაგრამ იქვე 20 წლის ჰანდრე პოლარდმა შორიდან კუთხეში გაარტყა მიწას ოვალი, დერეფნიდან დვეინ ფერმიულენს შეატევინა, ფრონტის შუაში ჩასულმა კი პასი შეუბრუნა კორნალ ჰენდრიკსს * 3:7
დაუზარელი მაკ’ქოუ22’ წუთზე მაკ’ქოუს ლელოში ჩაუწვნენ და არ დაამიწებინეს, მაგრამ რუან პინარმა წინა ფაზაში ოფსაიდი დაარღვია * 6:7. 36’ წუთზე, 5-მეტრა შერკინებიდან, არონ სმითს დაუვარდა ქიარან რიდის ნაპასევი, სირენის შემდეგ კი ბოკე ბოჭვაზე დაჯარიმდა, მაგრამ არონ ქრუდენმა 47 მეტრიდან ძაან დაახაია.
პინარს მანამდე მუხლი ეტკინა და მწყობრიდან მინიმუმ თვე-ნახევრით გამოვიდა, შესვენებაზე კი გაირკვა, რომ მაჰა ნონუს მკლავი მოტყდომოდა და წელს მეტად ვეღარ ირაგბებს. მესამე მეოთხედში შავებმა ნაცად ყაიდაზე გააგრძელეს ბურთაობა და სავეამ რომ გაჭრა ხაზი, რაქიდან, ხეირზე, ქრუდენმა იქეთა ფრთაზე გადაკიდა.
დე’ვილიერსმა უყურა, როგორ ახტა რიდი, ამას კი დაუზარელი რიჩი მიჰყვა და ჩამოგდებული ბურთით ალამთან შეხტა * 11:7. მალე ა.სმითმა ფეხით გაიგორა, მაგრამ ვილი ლე’რუმ დოღი მოუგო, კვაჭად შესულმა ბისმარკ დიუ’პლესიმ კი ზედიზედ სამჯერ (!) ისე ააგდო დერეფანში, რომ ოვალი კივებს დარჩათ.
დაუხვდნენ და გადადენესპოლარდს უფარებდნენ, მაგრამ შორიდან მაინც დააქუხა არეკნი * 11:10. ქრუდენს ზედიზედ ორი დარტყმა რომ გაუცუდდა, ბოდენ ბარეთით შეცვალეს. ჰანდრემ 51 მეტრიდან კარს კი უწია, მაგრამ ააცილა, ხოლო სავეას მორიგი რეიდის კვალად, ბარეთმა იოლი ჯარიმა შეაგდო * 14:10
დაშავდა ლე’რუც. ბოკემ ბოლო 7 წუთი უტია. დე’ვილიერსმა კარში დარტყმის ნაცვლად სამჯერ გადაატანინა ბურთი კიდეზე. ორჯერ აგორდა მოლი და თამაში კივთა წითელ ზოლში გაჩაღდა. პოლარდის შექცეულიდან იან სერფონტეინი ბარეთმა გააჩერა; იაპებმა კივებს 5-მეტრა შერკინებაც წამოუშალეს, ფერმიულენი კი სამ კაცს მიეძალა, მაგრამ რიდის ბრიგადაც მაგრად დაუხვდა და კიდეზე გადადენა.
ასე დასრულდა გოლიათთა საარაკო ბრძოლა, "ოქროს ნაპირზე" კი 14 ათასი ფანიღა მივიდა ვოლაბიზ - პუმასის ცოდვილობის საცქერლად, რაც ამ საუკუნეში ოზური ანტი-რეკორდი ყოფილა. ავსტრალიამ პირველ ტაიმში პროცენტულად 75-25 იძალა ბურთში და 81-19 ტერიტორიით, მაგრამ ერთი ლელოღა დადო და 14:7 დაწინაურდა.
აყირავებულმაც დაუდო1’57" ნიშნულზე ბერნარდ ფოლიმ ბრტყელი პასით დაზეგა მაიქლ ჰუპერი და ეს კონტაქტშიც ეწია მიზანს. მალევე სეკოპე კეპუს ჯახში თერნოვერი შეემთხვა და მანუელ მონტერომ კიდეზე ზედიზედ დაიფრინა სამი * 5:7
34’ წუთზე ფოლი ბურთს ვერ შეელია და თუმც ნიქ ფიპსი მაინც შეწვა კარში, მსაჯმა ჰუპერს ბლოკი დაუდგინა, თამაშის განახლებისას კი მონტეროს დაუვარდა იზი ფოლაუს მიერ ალალბედზე გაგორებული და შეცდომით ისევ და ისევ ჰუპერმა იხეირა * 21:7
საათის თავზე ფიპსმა გაჭრა ხაზი და ბითემმა მონტეროს კუთხეში აყირავებულმაც დაუდო * 29:13. ამან ავსტრალია დაამშვიდა, არგენტინა კი გამოაცოცხლა. ტომას კუველიმ უცებ გაათამაშა ჯარიმა და მარსელო ვოში მიუშვა ლელოზე * 29:20
რეფს აღარ დაელოდაორ წუთში ფოლის სოლო გაანიავა სქოთ ჰიგინბოთამმა, რობ ჰორნს კი თავის ლელოსთან დაუვარდა ბურთი და ნიკოლას სანჩესმა ხოაკინ ტუკულეტს შეუცურა * 29:25
გარდასახვა, ოზთა ბედად, ძელს მოხვდა. მონტერომ კიდევ გაიჯეჯილა ფრთაზე, სანჩესს კი ფოლის სენი გადაედო, კარის წინ ცოცხალი თავით არ მისცა ხუან იმოფს, კუველი’ს კი რაქში აღებისას ხელი აუკანკალდა.
ბოლო 5 წუთი ავსტრალიის 5-მეტრა შტრიხზე, შერკინებაში გაილია. ვოლაბებმა იდედლეს და სამჯერ ჩაწვნენ. ბურთი პუმებს გადაეცათ, კუველი კი მეორე ცდაზე რეფს აღარ დაელოდა, შეაგდო და დაისაჯა!
ფალავნობა * 2014 * ოთხი ერი რაზმები >>
http://attach.forum.ge/post-17-1408171186.jpgმეოთხე შაბათი
ზელანდია 14:10 აფრიკა$ზელ: დეგ ბ.სმით კ.სმით ნონუ (ჯეინ 41) სავეა <10-9> ქრუდენ (ბარეთ 59) ა.სმით /
ქროქეთ (მუდი 59) ქოულზ (მეალამუ 71) ო.ფრენქს (ბ.ფრენქს 59) რეთალიქ სრაშ (ტუიპულოტუ 78) ლუატუა (ქეინ 51) მაკ’ქოუ^კაპ რიდ -
ლ: მაკ’ქოუ; 3ჯ: ქრუდენ 2, ბარეთ
აფრ: ლე’რუ (ლემბი 71) ჰენდრიკს სერფონტეინ დე’ვილიერს^კაპ ჰაბანა <10-9> პოლარდ პინარ (ჰოუხარდ 36) /
მთავარირა (ნიაკანე 67) სტრაუს (ბ.დიუ’პლესი 55) ი.დიუ’პლესი (მ.ფან’დერ’მერვე 78) ეცებეთ (დე’იახერ 71) მეტფილდ; ლოუ (ვაითლი 48) კუცია ფერმიულენ -
ლ: ჰენდრიკს; გ ა: პოლარდ
რეფ გარსეზ (სფრ) 13/09 @ ველინგთონ, ვესთ’პექ (35 747)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...08&d=14106186543:0(11) 3:7(17) 6:7(24) / 11:7(47) 11:10(56ა) 14:10(67)
* სქრამ.კომ’ის სტატისტიკა
http://www.espnscrum.com/the-rugby-champio...tch/207969.htmlბურთის ფლობა 61-39% (64-36 / 57-43)
ტერიტორია 61-39% (71-29 / 51-49)
სოლო 162-80 (611-282 მეტრი, გარღვევა 7-7
პასი 235-84, ოფლოუდი 16-1
ფეხით 33-28, სადგამიდან 3/5-1/2, არეკნით 0-1/1
ბურთი რაქიდან 93-47, აცლა 20-22, მოლი 3-6
ბოჭვა 75-155, გატარება 10-31
დაჯარიმება 10-10
თავისი*მეტოქის შერკინება 8*1-10*0, დერეფანი 10*4-13*3
წინსვლა (მეტრი: 118 სავეა, 113 დეგ, 91 ბ.სმით, 47 კ.სმით, 43 რიდ, 33 ქრუდენ -
68 ლე’რუ, 57 ჰაბანა, 53 ჰენდრიკს, 28 ფერმიულენ, 27 დე’ვილიერს
ბოჭვა: 13 მაკ’ქოუ, 8 რიდ, 7 რეთალიქ სრაშ -
19 კუცია სერფონტეინ, 17 მეტფილდ, 12 მთავარირა, 10 ფერმიულენ, 9 დე’ვილიერს ი.დიუ’პლესი ლოუ, 8 ეცებეთ, 7 პოლარდ სტრაუს ჰაბანა
გატარება: 2 ქეინ -
5 ი.დიუ’პლესი, 4 დე’ვილიერს, 3 ეცებეთ მეტფილდ პოლარდ, 2 კუცია ლოუ სერფონტეინ ფერმიულენ ჰენდრიკს
დაჯარიმება: 2 რიდ ო.ფრენქს - 3 მთავარირა, 2 მეტფილდ
ბურთის კარგვა: 4 სავეა, 3 რიდ, 2 დეგ ა.სმით ქრუდენ - 4 ლე’რუ, 3 ჰაბანა, 2 ჰენდრიკს
ღერძი (ფეხი/პასი/სოლო: ქრუდენ 8/23/12, ბარეთ 2/9/2, ა.სმით 8/93/5 -
პოლარდ 6/10/3, პინარ 5/24/1, ჰოუხარდ 8/23/2
ჯილა: დეგ 9/22/22, რიდ 12/16, სავეა 2/4/19, რეთალიქ 18/7, კ.სმით 11/13, ბ.სმით 2/7/13, მაკ’ქოუ 8/12, სრაშ 3/9, ქოულზ 5/6, ნონუ 2/5/4 -
ლე’რუ 7/12/14, დე’ვილიერს 1/2/10, ფერმიულენ 2/9
ავსტრალია 32:25 არგენტინა$ავს: ფოლაუ ბითემ (ვაით 71) კურინდრანი ტომუა (ბილ 53) ჰორნ <10-9> ფოლი ფიპს /
სლიპერ (ქოუან 51) პოლოტა-ნაუ (ჰენსონ 41) კეპუ (ელიგზანდერ 59) ქართერ (ჰორვილ 62) სიმონს; ფარდი (ჰიგინბოთამ 50) ჰუპერ^კაპ მაკ’ქალმან (ჰოჯსონ 70) -
3ლ: ჰუპერ (1 2) ბითემ; გ 5ჯ: ფოლი
არგ: ტუკულეტ იმოფ ვოშ ერნანდეს (დე’ლა’ფუენტე 51) მონტერო (გონსალეს-ამოროსინო 79) <10-9> სანჩეს ლანდახო (კუველი 56) /
აჟერსა (პოსტილიონი 51, აჟერსა 67-68) კრევი^კაპ (კორტესე 73) ერერა (ტეტას-ჩაპარო 59) გალარსა (მაკომე 59) ალემანო; ლეგისამონ (ვაეს 51) ფერნანდეს-ლოვე სენატორე (მაკომე 36-/) -
3ლ: მონტერო ვოშ ტუკულეტ; 2გ 2ჯ: სანჩეს
რეფ ჯექსონ (ზელ) 13/09 @ გოულდ ქოუსთ, სი’ბას (14 281)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...12&d=14106336855:0(3) 5:7(8) 8:7(16) 11:7(39) 14:7(40+2) /
21:7(45) 21:10(50) 24:10(55) 24:13(58) 29:13(60) 29:20(65) 29:25(71) 32:25(74)
* სქრამ.კომ’ის სტატისტიკა
http://www.espnscrum.com/the-rugby-champio...tch/207967.htmlბურთის ფლობა 58-42% (75-25 / 40-60)
ტერიტორია 61-39% (81-19 / 37-63)
სოლო 110-77 (420-344 მეტრი, გარღვევა 9-8
პასი 153-91, ოფლოუდი 5-7
ფეხით 8-19, სადგამიდან 6/8-4/6, არეკნით 0-0
ბურთი რაქიდან 88-55, აცლა 9-12, მოლი 2-0
ბოჭვა 75-132, გატარება 13-17
დაჯარიმება 12-15
თავისი*მეტოქის შერკინება 4*2-8*2, დერეფანი 11*3-3*3
წინსვლა (მეტრი: 68 ფოლაუ, 62 ფოლი ჰუპერ, 56 ბითემ, 44 ფიპს, 37 ჰორნ, 35 კურინდრანი -
107 მონტერო, 54 ტუკულეტ, 40 იმოფ
ბოჭვა: 9 მაკ’ქალმან, 8 ჰუპერ, 6 ფიპს -
16 კრევი, 13 ვოშ, 11 ერერა სანჩეს, 10 ალემანო გალარსა, 9 ლოვე, 8 სენატორე, 7 ლეგისამონ, 6 აჟერსა ერნანდეს მონტერო
გატარება: 2 ბითემ ელიგზანდერ ფიპს ჰუპერ -
4 სანჩეს, 3 ერერა, 2 გალარსა ვოშ
დაჯარიმება: 3 ფიპს, 2 ქოუან ჰუპერ - 2 ლეგისამონ სენატორე
ბურთის კარგვა: 3 ფოლი, 2 სიმონს ჰორნ - 2 კუველი მონტერო
ღერძი (ფეხი/პასი/სოლო: ფოლი 5/27/8, ტომუა 0/7/9, ფიპს 1/92/4, ბილ 0/1/2 -
სანჩეს 6/13/4, ლანდახო 2/23/2, კუველი 2/21/3
ჯილა: ფოლაუ 2/3/10, მაკ’ქალმან 2/11, ბითემ სლიპერ 3/9, კურინდრანი 0/10, ჰუპერ 1/9 -
ვოშ 3/3/11, ტუკულეტ 4/1/9, ლოვე 6/4, იმოფ სენატორე 5/5
საქართველოს თარიღითა და დროით შაბ 16/08 ავსტრალია 12:12 ზელანდია სიდნი
აფრიკა 13:06 არგენტინა$ პრეტორია
შაბ 23/08 ზელანდია$ 51:20 ავსტრალია ოქლენდ
არგენტინა$ 31:33 აფრიკა სალტა
შაბ 6/09 ზელანდია$ 28:09 არგენტინა ნეიპირ
ავსტრალია 24:23 აფრიკა$ პერთ
შაბ 13/09 ზელანდია 14:10 აფრიკა$ ველინგთონ
ავსტრალია 32:25 არგენტინა$ გოულდ ქოუსთ
4 რაუნდი ქ მ-წ*ფ სხვ ლ გატ:გაშ შინ გარ $ ზელანდია 16 3-0*1 +54 11/03 105:051 3-0 0*0 2
აფრიკა 10 2-2 +4 06/06 079:075 1-0 1-2 2
ავსტრალია 10 2-1*1 -23 07/10 088:111 2*0 0-1 0
არგენტინა 3 0-4 -35 06/11 071:106 0-1 0-3 3
ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე (*) 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია ($)
ტოლობისას: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
შაბ 27/09 აფრიკა 19.05 ავსტრალია ქეიპთაუნ
კვი 28/09 არგენტინა 02.10 ზელანდია ლა პლატა
შაბ 4/10 აფრიკა 19.05 ზელანდია იოჰანესბერგ
კვი 5/10 არგენტინა 02.40 ავსტრალია მენდოსა
შაბ 18/10 ავსტრალია 13.00 ზელანდია ბრისბენ [ბლ3]
@