სტრესს ვერ უძლებენ ფალავნობა ბოლო ანტრაქტის შემდეგ რომ ახლდება,
ზელანდიას არგენტინაში პრემიით მოგება ყოფნის ვადამდე პირველობისთვის http://Qaflan.netai.net/2014http://issuu.com/chveni-tamashiკალენდრის ბოლო მესამედში კივები და ოზები ბოკესა და პუმებს ეახლებიან. "ოლ ბლექსი" ოქლენდიდან შაბათს უნდა გამოფრენილიყო, მაგრამ რეისი გადაიდო. ამაზე უფროსობამ იხტიბარი არ გაიტეხა, არგენტინაში სავარჯიშოდ დრო მაინც საკმაოდ გვექნებაო, მაგრამ ვერ გათვალა მთავარი - ბიჭები სტრესს რომ ვერ უძლებენ და სვამენ.
ამჯერად ჩაიჭრა დამწყები 10 ნომერი არონ ქრუდენი, ვინც კიბოც კი მოირჩინა და დიდ სპორტში ამდენს მიაღწია. 25 წლის ოსტატს ფანებთან ლხინი რომ გაუგრძელდა, თვითმფრინავზე დააგვიანა. რეისი იმდენია, რომ მორაგბე გუნდს შორეთშიც დროზე ჩააკითხავდა, მაგრამ უფროსობამ განსაჯა, ბიჭმა რომ დააშავა, უნდა დაისაჯოსო და ქრუდენი სატურნეო რაზმიდან ამოშალა.
არონმა გადაცდომა მოინანია და 18 ოქტომბერს უაზრო, "მესამე ბლედისლოუზე" დაუბრუნდება ნაკრებს, მისი არყოფნით კი წელს მეორედ ეძლევა შანსი ნორჩ კონკურენტს, ბოდენ ბარეთს. ცოდვა გამხელილი სჯობს და რაგბეთში ამას უფრო ლაღი მობურთალის სახელი აქვს დაგდებული, მაგრამ კარში შეიძლება უზუსტოდ ურტყას.
მიდსს შეეზიარებაკივებს წლის ბოლომდე გამოაკლდა მკლავ-მოტეხილი მაჰა ნონუც. მას შეცვლის მოუხელთებელი მალაკაი ფეკიტოა, ვისაც პლეი-მეიქერობას ვერ დააბრალებ, გეიმ-ბრეიქერი კი ნამდვილადაა.
პირმშო რომ ვადამდე უნდა ეყოლოს კვაჭ დეინ ქოულზს, არგენტინაში ჩასული ისევ შინ გადაფრინდა, რიჩი მაკ’ქოუ კი შავ კვართს 133-ედ რომ მოირგებს, ეროვნულ რეკორდში შეეზიარება ლეგენდარულ ქოლინ მიდსს, ვისი მონაგარიც სულ რაღაც 55 კეპია!
პუმები ზელანდიას ამ მესამედაც ლა-პლატაში უხვდებიან. კივებმაც აღნიშნეს, რომ წლევანდელი არგენტინა სხვაა - ნაკლებს ჭიდაობს და რისკიანად ბურთაობს. მასპინძლები რომ შეუტევენ, 9 ნომრად ტომას კუველის დაწინაურებიდანაც ჩანს, მესამე ხაზს კი აკლია დაშავებული ხუან-მანუელ ლეგისამონი.
უნივერსიტეტების პირველობიდანზელანდიას დაუბრუნდნენ ძირითადი მორკინალები - სემ ვაითლოქი და ჯერომ კაინო. რაუნდის ადრიან მატჩში, ვაკეში კავკასიელები - როვიგოს ბურთაობის დასრულებისთანავე, ქეიპთაუნში შეიბმებიან აფრიკა და ავსტრალია.
ოზებმა კონცხზე ბოლოჯერ 1992 წელს იმარჯვეს, როცა აფრიკას აეხსნა აპარტეიდის გამო დადებული ყადაღა. ბოკეს მღლეტელს, ფრანსუა ლოუს კისრის ოპერაცია რომ დაჭირდა, 7 ნომრად იწყებს უპა მოჰოჟე, ვინაც ჩიტაზმა ზე 15-ში უნივერსიტეტების პირველობიდან აიყვანა, იაპონიიდან ხმობილი, 71-კეპოსანი სხალკ ბერგერი კი მარქაფაშია.
რუან პინარი თვე-ნახევრით რომ გამოვიდა მწყობრიდან, 9 ნომრად ფრანსუა ჰოუხარდი დაიწყებს. ავსტრალიამ შეცვალა ორივე გარემარბი, მაგრამ თადარიგი კი დააბალანსა - 5 ფორვარდიღა დაიტოვა, თითქო ბოკეს შერკინებისა აღარ ერიდება.
სხვაფრივ, ვოლაბთა ჰუქერობა თარსი საქმე რომაა, მორიგი 2 ნომერი საია ფაინგაა და ეგებ ეგეც დაშავდეს.
ფალავნობა * 2014 * ოთხი ერიმეხუთე შაბათი
წინა შაბათს აქეთ
* დაემატა, ^ დააწინაურეს, $ დაძრეს, # დაამარქაფეს
19.05 აფრიკა - ავსტრალია<< ბოკე
ბექ) 15 ვილი ლე’რუ, 14 კორნალ ჰენდრიკს, 13 იან სერფონტეინ, 12 ჟან დე’ვილიერს_კაპ, 11 ბრაიან ჰაბანა; 10 ჰანდრე პოლარდ, 9 ფრანსუა ჰოუხარდ^ /
ფორ) 1 ბისთ მთავარირა, 2 ადრიან სტრაუს, 3 იანი დიუ’პლესი; 4 იბენ ეცებეთ, 5 ვიკტორ მეტფილდ; 6 მარსელ კუცია$ 7 უპა მოჰოჟე* 8 დვეინ ფერმიულენ
მრქ) 23 ჯეი’პი პიტერსენ* 22 პეთ ლემბი, 21 კობუს რეინახ* / 16 ბისმარკ დიუ’პლესი, 17 ტრევორ ნიაკანე, 18 მარსელ ფან’დერ’მერვე; 19 ბაკის ბოთა* 20 სხალკ ბერგერ*
<< ვოლაბიზ
ბექ) 15 იზრაელ ფოლაუ, 14 ადამ ეშლი-ქუპერ* 13 ტევიტა კურინდრანი, 12 მეთ ტომუა, 11 ჯო ტომანე* 10 ბერნარდ ფოლი, 9 ნიქ ფიპს /
ფორ) 1 ჯეიმზ სლიპერ, 2 საია ფაინგა* 3 სეკოპე კეპუ; 4 სემ ქართერ, 5 რობ სიმონს; 6 სქოთ ფარდი, 7 მაიქლ ჰუპერ_კაპ, 8 ბენ მაკ’ქალმან
მრქ) 23 რობ ჰორნ# 22 ქერთლი ბილ, 21 ნიქ ვაით / 16 ჯეიმზ ჰენსონ, 17 ბენ რობინსონ* 18 ბენ ელიგზანდერ; 19 ჯეიმზ ჰორვილ, 20 სქოთ ჰიგინბოთამ
<< მსაჯები
რეფ) ნაიჯელ ოუენს (უელ; კიდ) ვეინ ბარნს (ინგ) / მატიო რეინალ (სფრ; ვიდ) გრემ ჰიუზ (ინგ)
შაბ 27/09 ქეიპთაუნ, ნუველანდს 19.05 საქ
<< ბალანსი
აფრიკა (1891-2014) 435: 277-137*21 (66.1%) +3298, 1230ლ
ავსტრალია (1899-2014) 570: 292-261*17 (52.7%) +2156, 1464ლ
პირისპირ (1933-2014) 79: 44-34*1 (1524:1381) ლ 180/141
აფრიკაში (1933-2013) 42: 32-10 (930:594) ლ 112/63
ქეიპთაუნში (1933-2013) 11: 8-3 (192:152) ლ 21/17
სამ-ოთხ ერზე (1996-2014) 41: 20-20*1 (916:917) ლ 86/90
აფრიკაში (1996-2013) 20: 16-4 (561:376) ლ 53/35
მანდელას სინზე (2000-2014) 25: 11-14 (590:601) ლ 59/65 ^ სინი 4-7
შარშან (2013) 2-0
38:12 (ბრისბენ 7/09) 28:8 (ქეიპთაუნ 28/09)
შარშანწინ (2012) 1-1
19:26 (პერთ 8/09) 31:8 (პრეტორია 29/09)
02.10 არგენტინა - ზელანდია<< პუმას
ბექ) 15 ხოაკინ ტუკულეტ, 14 ხუან იმოფ, 13 მარსელო ვოშ, 12 ხუან-მარტინ ერნანდეს, 11 მანუელ მონტერო; 10 ნიკოლას სანჩეს, 9 ტომას კუველი^ /
ფორ) 1 მარკოს აჟერსა, 2 აგუსტინ კრევი_კაპ, 3 რამირო ერერა; 4 მარიანო გალარსა, 5 ტომას ლავანინი* 6 ვენხამინ მაკომე^ 7 ხუან-მარტინ ფერნანდეს-ლოვე, 8 ლეონარდო სენატორე
მრქ) 23 ლუკას გონსალეს-ამოროსინო, 22 სანტიაგო გონსალეს-იგლესიას* 21 მარტინ ლანდახო# / 16 მატიას კორტესე, 17 ლუკას ნოგერა-პას* 18 ნაუელ-ტეტას ჩაპარო; 19 მატიას ალემანო# 20 როდრიგო ვაეს
<< ოლ ბლექს
ბექ) 15 იზრაელ დეგ, 14 ბენ სმით, 13 კონრად სმით, 12 მალაკაი ფეკიტოა* 11 ჯულიან სავეა; 10 ბოდენ ბარეთ^ 9 არონ სმით /
ფორ) 1 ვაიეთ ქროქეთ, 2 ქევენ მეალამუ^ 3 ოუენ ფრენქს; 4 ბროდი რეთალიქ, 5 სემ ვაითლოქ* 6 ჯერომ კაინო* 7 რიჩი მაკ’ქოუ_კაპ, 8 ქიარან რიდ
მრქ) 23 ქორი ჯეინ, 22 ქოლინ სლეიდ* 21 თი’ჯეი პერენარა / 16 ნეითან ჰარის* 17 ჯო მუდი, 18 ბენ ფრენქს; 19 ჯერემი სრაშ# 20 სემ ქეინ
<< მსაჯები
რეფ) ქრეიგ იუბერ (აფრ; კიდ) ჟერომ გარსეზ (სფრ) / ლეითონ ჰოჯის (უელ; ვიდ) დიონ ფან’ბლომესტეინ (აფრ)
კვი 28/09 ლა პლატა, ესტადიო სიუდად 02.10 საქ
<< ბალანსი
არგენტინა (1910-2014) 384: 207-167*10 (55.2%) +3743, 1456ლ
ზელანდია (1903-2014) 519: 396-104*19 (78.1%) +7011, 1775ლ
პირისპირ (1985-2014) 19: 0-18*1 (247:782) ლ 20/102
არგენტინაში (1985-2013) 8: 0-7*1 (130:254) ლ 9/30
ლა პლატაში (2012-2013) 2: 0-2 (30:87) ლ 2/11
ოთხ ერზე (2012-2014) 5: 0-5 (57:164) ლ 4/20
შარშან (2013) 0-2
13:28 (ჰემილთონ 7/09) 15:33 (ლა პლატა 29/09)
შარშანწინ (2012) 0-2
5:21 (ველინგთონ 8/09) 15:54 (ლა პლატა 30/09)
სთრიმები საქართველოს თარიღითა და დროით

>>
http://www.vipboxasia.co/sports/rugby.html
>>
http://www.sportcategory.com/c-11.html
>>
http://www.feed2all.eu/type/rugby.html
>>
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/შაბ 16/08 ავსტრალია 12:12 ზელანდია სიდნი
აფრიკა 13:06 არგენტინა$ პრეტორია
შაბ 23/08 ზელანდია$ 51:20 ავსტრალია ოქლენდ
არგენტინა$ 31:33 აფრიკა სალტა
შაბ 6/09 ზელანდია$ 28:09 არგენტინა ნეიპირ
ავსტრალია 24:23 აფრიკა$ პერთ
შაბ 13/09 ზელანდია 14:10 აფრიკა$ ველინგთონ
ავსტრალია 32:25 არგენტინა$ გოულდ ქოუსთ
4 რაუნდი ქ მ-წ*ფ სხვ ლ გატ:გაშ შინ გარ $ ზელანდია 16 3-0*1 +54 11/03 105:051 3-0 0*0 2
აფრიკა 10 2-2 +4 06/06 079:075 1-0 1-2 2
ავსტრალია 10 2-1*1 -23 07/10 088:111 2*0 0-1 0
არგენტინა 3 0-4 -35 06/11 071:106 0-1 0-3 3
ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე (*) 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია ($)
ტოლობისას: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
შაბ 27/09 აფრიკა 19.05 ავსტრალია ქეიპთაუნ
კვი 28/09 არგენტინა 02.10 ზელანდია ლა პლატა
შაბ 4/10 აფრიკა 19.05 ზელანდია იოჰანესბერგ
კვი 5/10 არგენტინა 02.40 ავსტრალია მენდოსა
შაბ 18/10 ავსტრალია 13.00 ზელანდია ბრისბენ [ბლ3]
@