გამოქვეყნდა სამშაბათის "ჩვენს თამაშში" = როვიგოს გადამკიდე
ზელანდია სამგზის ჩემპიონია! ფალავნობის ბოლოსწინა, მეხუთე რაუნდში
ზელანდიამ იოლად იმარჯვა არგენტინაში და
ვადამდე, ზედიზედ მესამედაც იჩემპიონა, ხოლო
აფრიკამ ბოლოსღა გააბურთავა გათანგული ავსტრალიაhttp://Qaflan.netai.net/2014http://issuu.com/chveni-tamashiდასკვნითი ორი რაუნდის მასპინძელ ქვეყნებს - აფრიკასა და არგენტინას შორის იმდენად დიდია დროში სხვაობა, რომ ორივე მატჩისთვის თვალის მიდევნება თავის წვალებაა და მეტი არაფერი.
უარესიც, იაპებმა და ოზებმა თუ ინტენსიური, სასტიკი, ბოჭვით გაჯერებული რაგბი ითამაშეს, კივთა და პუმათა შეჯიბრი დიდოსტატთან პირველ’თანრიგოსანი მოჭადრაკის ცოდვილობასა ჰგავდა, და პარტიას დებიუტის შემდეგვე დაეკარგა აზრი.
ორივე მატჩში ლელოთა ბალანსი ერთნაირი, 4/1 გამოვიდა. ქეიპთაუნში კარში ოდენ 4 ჯარიმა დაირტყა, დაინიშნა 7 შერკინებაღა და დერეფანიც 22. ბოკეს ჰავბექს, ფრანსუა ჰოუხარდს ბურთი 132-ჯერ (!) მიუვიდა, ბოჭვა კი 81 წუთში 405 გაკეთდა და 52 გაცუდდა.
ამისგან განსხვავებით, სტატ’სამსახურმა ლა’პლატაში 219 ბოჭვა და 42 გატარება დათვალა. სამაგიეროდ, შერკინება დაეწყო ორჯერ მეტი (14), დერეფანი - ორით მეტიღა (24), მინი-რაქი კი 145 მოგროვდა ბოკე - ვოლაბიზის 249-ის საპირისპიროდ.
მარქაფამ მეტოქე წაახდინაქეიპთაუნში რაგბი გაზაფხულის ქარიან საღამოს, მშრალ მოედანზე მოეწყო. ნაკრიტიკებმა აფრიკამ ბურთაობა სცადა, მაგრამ მრავალმხრივ გადაამშალა. ოზებიც მაგრად დადგნენ დაცვაში და თავის’და გასაკვირად, 70’ წუთამდე სტუმრად იგებდნენ, მაგრამ ჯანი ვეღარ ეყოთ. ჰოდა, ბოკემ გაწაფული მარქაფა რომ ჩააბა ბრძოლაში, მეტოქე უცებ წაახდინა - 20 ქულა (3ლ გ ა) გაუტანა.
სტუმრებს გაუსაძლისი დატვირთვა დააწვათ: ერთბაშად 9 ვოლაბს ბოჭვა 15-ზე მეტი მოუგროვდა, ბოკეს ლეგენდებმა - ვიკტორ მეტფილდმა და სხალკ ბერგერმა კი ისე იომეს, როგორც კარიერის ზენიტში: პირველმა 16 ბოჭვა შეასრულა და 6 დერეფანი მოიგო, ხოლო მეორემ 26 წუთში 21-ჯერ წაიბურთავა და ოვალი 39 მეტრით წაწია წინ.
აფრიკამ თავიდან 17 შაბლონური ფაზა აკინძა, ლელო კი დერეფანში აგორებული, გრძელი მოლით კიდისკენ შეიტანა * 5:0. უმალ ტევიტა კურინდრანიმ (17 სოლო = 87 მეტრი) ერთმანეთს შეაჯახა ჰანდრე პოლარდი, ბრაიან ჰაბანა და თუმც ჰოუხარდი კისერში წაეტანა ადამ ეშლი-ქუპერს, ამან ყირაზე გადასვლით მაინც დაუმიწა * 5:10
29 ფაზა და არეკნიშესვენების წინ ბოკე ცდუნდა, კარის ნაცვლად ალამს დაუმიზნა და დერეფანი წააგო, მესამე მეოთხედში კი ავსტრალიას უნდა გაეზარდა ანგარიში, მაგრამ როგორც ხშირად მოსვლია, ვერ აბოლოვა მრავალ-პასა კომბინაციები. ამასობაში ბოკემ შეცვალა პოლარდი, ადრიან სტრაუსი და უპა მოჰოჟე, მაგრამ პეთ ლემბი რომ მწარედ დასცეს, პირველსავე ცდაზე, 63' წუთზე, კარის წინიდან ააცილა * კვლავაც 8:10
ეგრე არ უნდაო და აფრიკამ მეტოქის მეოთხედში 29 (ოცდა ცხრა) ფაზა რომ გადააბა, ლემბიმ ახლოდან დინჯად აწია არეკნი * 11:10. ამაზე ავსტრალია დაფაცურდა, თამაში გაშალა და იან სერფონტეინი იქეთ გაექცა. ნავარდი გააგრძელა მოშვიდკაცე კორნალ ჰენდრიკსმა, ორმხრივი თერნოვერის შემდეგ კი ბისმარკ დიუ’პლესიმ ჟან დე’ვილიერსი ახეირა * 16:10
მესამე ლელოზე ლემბიმ ერთ მტკაველ ნაკვეთზე ოთხი კაცი მოაღორა და შებოჭილი მაინც მისწვდა კარის ხაზს * 21:10, სირენის შემდეგ კი რეიდი მოაწყო სათადარიგო 9 ნომერმა, კობუს რეინახმა და ბერგერი რომ ორჯერ მიეშველა, ვილი ლე’რუმ და მეტფილდმა კაპიტან დე’ვილიერსს მეორე ალამიც მოანადირებინეს * 28:10
მაინც არაფერი უჭირთნამატჩევს ბოკეს გურუმ, ჰეინეკე მეიერმა გამორჩეულად აქო მაწრთობი ბეზლ კარზისი (ბლუ ბულზს საქართველოში ახლდა 10 წლის წინ), დე’ვილიერსმა კი ბარაქიანი მოგება შეიფერა, ესაო და საფინიშო სპურტი წინდაწინ დავგეგმეთო. აფრიკას დაუშავდნენ დვეინ ფერმიულენი (ნეკნები) და ჰაბანა (ტვინის შერყევა), ავსტრალიას კი - მეთ ტომუა (შერყევა) და ბენ მაკ’ქალმანი (ბეჭი)
ზელანდიას არგენტინაში ვერ გაყვა 10 ნომერი არონ ქრუდენი - ნასმურევს თვითმფრინავზე დააგვიანდა, კვაჭი დეინ ქოულზი კი მშობიარე ცოლის მისახედად შორეთიდან შინვე მიბრუნდა. პირველსავე წუთზე გაუსკდა წარბი ბურჯ ვაიეთ ქროქეთს და მეორე ტაიმში ბროდი რეთალიქსაც მწარედ მოხვდა თავში, მაგრამ "ოლ ბლექსს" იმოტოლა რესურსი აქვს, რომ მაინც არაფერი უჭირს.
აგერ, სეზონის ბოლომდე გამოვიდა მწყობრიდან მაჰა ნონუ, მაგრამ სრულფასოვნად კი შეცვალა ჯეელმა მალაკაი ფეკიტოამ (3 დარტყმა / 11 პასი / 15 სოლო = 80 მეტრი), ბოდენ ბარეთმა კი ხომ გამართულად აბურთავა გუნდი და სადგამიდან 6-დან ექვსიც გაიტანა. კივებმა ოთხივე ლელო ბექებით დადეს და პრემია რომ აიღეს, ბოკეს ისევ 6 ქულით უსწრებენ, ანუ აფრიკა მათ ვეღარანაირად ვერ დაეწევა.
თემიდამ სწორად განსაჯაპირველ ლელოზე, დერეფნიდან, პირველსავე ფაზაში, ფეკიტოას შემდეგ ხაზში ჩაემატა იზრაელ დეგი და წითელ ზოლთან ჯვარზე შეიყვანა ბენ სმითი * 0:13
მეორე თერნოვერს მოჰყვა - ფეკიტოამ მიიზიდა ორი, კონრად სმითმა მისცა ბენ სმითს, ამან კი დეგს დაუბრუნა ვალი * 3:20
მეორე ტაიმში, მესამე ლელომდე, ბარეთის მოკლე აბრაგანი კართან მოხსნა ჯულიან სავეამ, მაგრამ თემიდამ სწორად განსაჯა, რომ მდევარი დამრტყმელზე წინ იდგა.
თითქო არაფერი მომხდარაო, კივებმა კიდევ შეუტიეს და არონ სმითმა გრძელი, მომსხეპი პასით ფრთაზე გააქცუნა სავეა, ვინაც სამი პუმა გააბითურა სიმარდითა და ჯანით * 6:27
პრემიალურ ლელოზე ჯერომ კაინომ თავისი ნახევრიდან გაიჯეჯილა, სავეამ კი ოფლოუდი მიართვა თი-ჯეი პერენარას * 6:34
უსიტყვოდ ვაგებთო და არგენტინამაც დადო პრესტიჟის ლელო: ხაზი გაჭრა ხუან იმოფმა, მიჰყვა სანტიაგო გონსალეს-იგლესიასი, ხოლო ვენხამინ მაკომემ და ხუან-მარტინ ფერნანდესმა ლელო გაატანინეს ორასიო აგუჟას, ვინც თავიდან 23 კაცშიც არ ეწერა * 13:34
ფალავნობა * 2014 * ოთხი ერი მეხუთე შაბათი
აფრიკა$ 28:10 ავსტრალიააფრ: ლე’რუ ჰენდრიკს სერფონტეინ დე’ვილიერს^კაპ ჰაბანა (პიტერსენ 27-37, 41) <10-9> პოლარდ (ლემბი 59) ჰოუხარდ (რეინახ 78) /
მთავარირა (ნიაკანე 70) სტრაუს (ბ.დიუ’პლესი 59) ი.დიუ’პლესი (მ.ფდ’მერვე 66) ეცებეთ მეტფილდ; კუცია მოჰოჟე (ბერგერ 55) ფერმიულენ (ბოთა 62) -
4ლ: კუცია დე’ვილიერს (2 4) ლემბი; გ ა: ლემბი; ჯ: პოლარდ
ავს: ფოლაუ ეშლი-ქუპერ კურინდრანი ტომუა (ბილ 55) ტომანე (ჰორნ 67) <10-9> ფოლი ფიპს /
სლიპერ (რობინსონ 66) ს.ფაინგა (ჰენსონ 62) კეპუ (ელიგზანდერ 70) ქართერ სიმონს (ჰორვილ 41) ფარდი ჰუპერ^კაპ მაკ’ქალმან (ჰიგინბოთამ 59) -
ლ: ეშლი-ქუპერ; გ ჯ: ფოლი
რეფ ოუენს (უელ) @ 27/09 ქეიპთაუნ, ნუველანდს (44 955)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...89&d=14118553215:0(13) 5:3(25) 5:10(27) /
8:10(44) 11:10(70ა) 16:10(72) 21:10(79) 26:10(80+3$პ)
* სქრამ.კომ’ის სტატისტიკა
http://www.espnscrum.com/the-rugby-champio...tch/207971.htmlბურთის ფლობა 59-41% (56-44 / 62-38)
ტერიტორია 62-38% (62-38 / 63-37)
სოლო 195-130 (586-409 მეტრი, გარღვევა 4-4
პასი 212-171, ოფლოუდი 10-7
ფეხით 19-22, სადგამიდან 2/6-2/3, არეკნით 1/1-0
ბურთი რაქიდან 151-98, აცლა 15-20, მოლი 4-2
ბოჭვა 153-252, გატარება 20-32
დაჯარიმება 4-14
თავისი*მეტოქის შერკინება 3*1-3*0, დერეფანი 13*1-8*0
წინსვლა (მეტრი: 80 ლე’რუ, 58 დე’ვილიერს, 51 ჰოუხარდ, 47 ჰენდრიკს, 39 ბერგერ, 35 სერფონტეინ, 31 პოლარდ -
87 კურინდრანი, 64 ეშლი-ქუპერ, 47 ტომანე, 45 ფოლაუ
ბოჭვა: 16 მეტფილდ, 15 ჰოუხარდ, 13 ეცებეთ, 12 კუცია მთავარირა, 11 ი.დიუ’პლესი, 10 დე’ვილიერს სერფონტეინ, 6 ფერმიულენ -
22 ქართერ, 21 ფაინგა, 20 სლიპერ ჰუპერ, 18 კეპუ, 17 კურინდრანი ფარდი ჰორვილ, 16 მაკ’ქალმან, 11 ჰენსონ, 10 ფიპს, 8 ბილ ეშლი-ქუპერ ფოლი, 7 სიმონს ტომუა, 6 ფოლაუ ჰიგინბოთამ ჰორნ
გატარება: 4 პოლარდ, 3 სერფონტეინ, 2 ი.დიუ’პლესი მეტფილდ -
5 ჰუპერ, 4 ფოლი, 3 კურინდრანი ფიპს ჰორვილ, 2 ტომუა ფარდი ფოლაუ
დაჯარიმება: - 2 ფაინგა ფიპს ფოლაუ ჰიგინბოთამ
ბურთის კარგვა: 5 დე’ვილიერს, 3 პოლარდ, 2 კუცია ლე’რუ ჰაბანა ჰენდრიკს -
3 კურინდრანი ტომუა, 2 ფიპს ფოლაუ ჰუპერ
ღერძი (ფეხი/პასი/სოლო: პოლარდ 2/19/9, ლე’რუ 8/22/15, ლემბი 2/12/6, ჰოუხარდ 4/117/11 -
ფოლი 7/22/9, ტომუა 7/8/1, ფიპს 2/98/4
ჯილა: ბერგერ 5/16, მეტფილდ 7/13, დე’ვილიერს 1/6/12, სერფონტეინ 6/11, კუცია 1/15, სტრაუს 4/10, ფერმიულენ 1/11, მთავარირა 0/11, ეცებეთ 1/0/10, პიტერსენ 1/10 -
კურინდრანი 1/5/17, ფოლაუ 3/8/11, მაკ’ქალმან 5/10, ჰუპერ 1/13, ეშლი-ქუპერ 2/1/11, ფარდი 4/10
არგენტინა 13:34 ზელანდია$არგ: ტუკულეტ იმოფ ვოშ (აგუჟა 66) ერნანდეს (გონსალეს-იგლესიას 59) მონტერო <10-9> სანჩეს კუველი (ლანდახო 54) /
აჟერსა (ნოგერა-პას 65) კრევი^კაპ (კორტესე 70) ერერა (ტეტას-ჩაპარო 54) გალარსა (ალემანო 63) ლავანინი; მაკომე ფერნანდეს-ლოვე სენატორე (ვაეს 59) -
ლ: აგუჟა; გ: იგლესიას; 2ჯ: სანჩეს
ზელ: დეგ ბ.სმით კ.სმით (სლეიდ 72) ფეკიტოა სავეა <10-9> ბარეთ ა.სმით (პერენარა 65) /
ქროქეთ (მუდი 1-13, 54) მეალამუ (ჰარის 72) ო.ფრენქს (ბ.ფრენქს 70) რეთალიქ (სრაშ 54) ვაითლოქ; კაინო მაკ’ქოუ^კაპ (ქეინ 65) რიდ -
4ლ: ბ.სმით დეგ სავეა პერენარა; 4გ 2ჯ: ბარეთ
რეფ იუბერ (აფრ) @ 28/09 ლა პლატა, სიუდად (53 ათასი)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...92&d=14118712080:3(4) 0:6(9) 0:13(13) 3:13(17) 3:20(26) 6:20(36) /
6:27(58) 6:34(69$პ) 13:34(80)
* სქრამ.კომ’ის სტატისტიკა
http://www.espnscrum.com/the-rugby-champio...tch/207973.htmlბურთის ფლობა 53-47% (58-42 / 47-53)
ტერიტორია 50-50% (58-42 / 42-58)
სოლო 123-108 (505-610 მეტრი, გარღვევა 13-15
პასი 156-176, ოფლოუდი 18-15
ფეხით 9-17, სადგამიდან 3/4-6/6, არეკნით 0-0
ბურთი რაქიდან 85-60, აცლა 15-20, მოლი 4-1
ბოჭვა 97-122, გატარება 23-19
დაჯარიმება 11-11
თავისი*მეტოქის შერკინება 4*1-9*0, დერეფანი 11*1-9*3
წინსვლა (მეტრი: 112 იმოფ, 49 მონტერო, 47 კრევი, 44 იგლესიას, 41 მაკომე, 36 კუველი, 32 სენატორე -
115 დეგ, 104 სავეა, 80 ფეკიტოა, 75 კაინო, 37 ბ.სმით, 31 რიდ
ბოჭვა: 12 სანჩეს, 9 მაკომე, 6 ერნანდეს იმოფ მონტერო -
17 ვაითლოქ, 16 კაინო, 10 ო.ფრენქს ქროქეთ, 9 მაკ’ქოუ რიდ, 8 ფეკიტოა, 7 ბარეთ, 6 მეალამუ
გატარება: 3 ერნანდეს სანჩეს, 2 აჟერსა იმოფ სენატორე ტუკულეტ -
2 პერენარა რეთალიქ ა.სმით ბ.ფრენქს
დაჯარიმება: 3 აჟერსა, 2 სენატორე - 2 მაკ’ქოუ სავეა ო.ფრენქს
ბურთის კარგვა: 3 იმოფ ლავანინი, 2 ერნანდეს მაკომე ფერნანდეს - 4 ბარეთ, 3 კაინო პერენარა
ღერძი (ფეხი/პასი/სოლო: სანჩეს 3/24/5, კუველი 4/39/8, ლანდახო 0/22/1 -
ბარეთ 6/32/6, ა.სმით 5/47/3, პერენარა 0/11/5
ჯილა: კრევი 10/18, ფერნანდეს 14/7, იმოფ 4/10, მაკომე 6/8, ლავანინი 3/9, ერნანდეს 2/5/5, იგლესიას 7/5, სენატორე 4/7, ტუკულეტ 2/8 -
ფეკიტოა 3/11/15, დეგ 2/15/9, რიდ 13/9, კ.სმით 11/7, სავეა 1/6/9, ბ.სმით 5/7, რეთალიქ 7/5, კაინო 3/8
ირბ-ის რეიტინგი (29/09)
1 ზელანდია 9375, 2 აფრიკა 8927, 3 ავსტრალია 8707,
4 ინგლისი 8568, 5 ირლანდია 8344, 6 უელსი 8070,
7 საფრანგეთი 8001, 8 შოტლანდია 7778, 9 სამოა 7659,
10 იაპონია 7539, 11 ფიჯი 7456, 12 არგენტინა 7397
+/-: აფრ 103 ავს, ზელ 0 არგ
საქართველოს თარიღითა და დროითშაბ 16/08 ავსტრალია 12:12 ზელანდია სიდნი
აფრიკა 13:06 არგენტინა$ პრეტორია
შაბ 23/08 ზელანდია$ 51:20 ავსტრალია ოქლენდ
არგენტინა$ 31:33 აფრიკა სალტა
შაბ 6/09 ზელანდია$ 28:09 არგენტინა ნეიპირ
ავსტრალია 24:23 აფრიკა$ პერთ
შაბ 13/09 ზელანდია 14:10 აფრიკა$ ველინგთონ
ავსტრალია 32:25 არგენტინა$ გოულდ ქოუსთ
შაბ 27/09 აფრიკა$ 28:10 ავსტრალია ქეიპთაუნ
კვი 28/09 არგენტინა 13:34 ზელანდია$ ლა პლატა
5 რაუნდი ქ მ-წ*ფ სხვ ლ გატ:გაშ შინ გარ $ ზელანდია 21 4-0*1 +75 15/04 139:064 3-0 1*0 3
აფრიკა 15 3-2 +22 10/07 107:085 2-0 1-2 3
ავსტრალია 10 2-2*1 -41 08/14 098:139 2*0 0-2 0
არგენტინა 3 0-5 -56 07/15 084:140 0-2 0-3 3
ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე (*) 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია ($)
ტოლობისას: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
შაბ 4/10 აფრიკა 19.05 ზელანდია იოჰანესბერგ
კვი 5/10 არგენტინა 02.40 ავსტრალია მენდოსა
შაბ 18/10 ავსტრალია 13.00 ზელანდია ბრისბენ [ბლ3]
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 1 Oct 2014, 09:28