ეწერა სამშაბათის "ჩვენს თამაშში"
"ოლ ბლექსიც" დამარცხდა ფალავნობის ფინიშზე ბოკემ ტიტულ-დაბევებულ "ოლ ბლექსს"
ცენტრის გაღმიდან გატანილი ჯარიმით 22 ტესტზე დაუსრულა წაუგებელი წყება,
არგენტინამ კი მარაქაში გარევიდან მე-18 მატჩშიღა იმარჯვა პირველად - შინ ავსტრალია ძლიაhttp://Qaflan.netai.net/2014http://issuu.com/chveni-tamashiრაგბი უალალესი სპორტია - გინდაც ცხრილში აღზევება გამორიცხული იყოს, გუნდი მაინც მოგებაზე ითამაშებს, მით უფრო, თუ მსოფლიოს მეორე ნომერი მსოფლიო თასის წინა წელს მსოფლიოს ჩემპიონსა და პირველ ნომერს ებმის. ჰოდა, ბოკემაც ბრძოლაში ყველაფერი ჩააქსოვა და იგებდა, მაგრამ ოლ ბლექსმა ისევ შემოაბრუნა თამაში, წინაც გავიდა და რომ არა რაგბული სასწაული, კვლავ გაიმარჯვებდა.
მაგრამ არა! სამყარო რომ ერთ’ფეროვანი იყოს, ძაან მოვიწყენდით. სპორტშიც სხვადასხვა გუნდმა უნდა იმარჯვოს, თორემ შემოეცლება მაყურებელი. კივებს ლამის ორი წელი იყო, აღარ წაეგოთ. ისინი ჩოქ’ბჯენიდან დაუძვრნენ ირლანდიასა და ავსტრალიას, მაგრამ კოკა ყოველთვის ვერ მოიტანს წყალსო და ბოკემ სრულიად რაგბეთს იმედი ჩაუსახა - ძნელად, მაგრამ ზელანდიის ძლევაც შესაძლებელი ყოფილა.
იაპებმა 5-წაგებიანი ნავსი გატეხეს, უფრო საგულისხმო კი ისაა, რომ არა-აფრიკულად, ლაღად იბურთავეს. ბოკეს ღერძმა პირველ ტაიმში სამი ლელო შეიტანა, გამარჯვების გოლი კი სათადარიგო ათმა შეაგდო. ლელო კივებმაც სამი დადეს. მათ მესამეც რომ გარდაესახათ, ფრე გამოვიდოდა; ლიამ მესამს რომ არ ეურჯუკა და ან თემიდას თვალი დაეხუჭა, ზელანდია ისევ მოიგებდა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია * 27:25
ზორზოხ ფორვარდებზებოკეს 8 ნომრად ნეკნ-მტკივანი დვეინ ფერმიულენი რომ დაიწყებდა, მოთელვის შემდეგღა გადაწყდა. აფრიკამ პირველი ლელო საკუთარი ნახევრიდან დაიწყო: ჟან დე’ვილიერსმა წინ დაუგორა კორნალ ჰენდრიკსს, ამან იან სერფონტეინს ამოუგდო ბურთი, ოფლოუდიდან კი ფრანსუა ჰოუხარდმა გაიჯეჯილა * 7:3
ინგლისელმა რეფმა აფრიკა შეტევაში ორჯერ დააჯარიმა. მეორე ლელოზე ხაზში რომ ჩაერთო ვილი ლე’რუ, ბრაიან ჰაბანა იზრაელ დეგს გაექცა, გადაწყობის შემდეგ კი ჰანდრე პოლარდმა ზორზოხ ფორვარდებზე აიღო გეზი და ფინტებით სამს გაუძვრა * 14:6
შავები ვალში არ დარჩენილან: ჯულიან სავეამ ფრთაზე გადაიკიდა და აიღო, ბოდენ ბარეთმა კი ოვალი მალაკაი ფეკიტოას გაატანა * 14:13
ტაიმის ბოლოს ჰოუხარდმა ლელოსკენ რომ გააგორა, ჰენდრიკსისა და ფეკიტოას სპრინტი კივმა მოიგო, მაგრამ ტელი-რეფმა დაასკვნა, ბურთი ლელოში დამცველმა შეიტანაო. ჰოდა, 5-მეტრა შერკინებიდან ჯეელმა პოლარდმა ერთ ციდა ფართობზე, ახლოდან აჯობა რიჩი მაკ’ქოუსა და კომპანიას * 21:13
საფირმო, ტოტალურიგანახლდა ბურთაობა და მორიგ გაგორებულზე კონრად სმითმა ფოტო-ფინიშითღა მოუგო კაპიტან დე’ვილიერსს, ვისაც მიამიტურად სჯეროდა, მეოთხე ლელო გავიტანეო. მალე ჯერომ კაინომ პასზე ხელი წინ ჩაუკრა მასპინძლებს და სხვაობამ 11 ქულას უწია * 24:13
აფრიკა ისეთ ტემპში თამაშობდა, რომ მენცრებს ეეჭვებოდათ, ვეღარ გაუძლებსო. და მართლაც, ოლ ბლექსმა საფირმო, ტოტალური, გამწელავი პასაობა გააჩაღა და ბარემ 15 წუთით ხელთ იგდო ინიციატივა. შეცვლები ბოკემაც გააკეთა, მაგრამ ბოლო მეოთხედის შუაში მაინც გატყდა და ხუთ წუთში წყვილი ლელო გაუშვა.
მაქამდე კივებმა ჯარიმა ორჯერ არ დაარტყეს კარში. გაქანებული სავეა კიდეზე გადადენეს ჰოუხარდმა და ლე’რუმ; მარსელ კუციამ თავის ლელოში გადასულ რაქში იღბლად დაამიწა ბურთი, თორემ ზელანდია ამტკიცებდა, ჩვენ დავდეთო; ქიარან რიდს სხალკ ბერგერმა გააგდებინა ბურთი, ლტოლვილ კონრად სმითს კი ლე’რუმ ჩაუჭრა პასი.
თვალი გაექცაფეკიტოას წითელ ზოლში დაუვარდა "გილბერთი"; ბარეთმა ჯეელი ცენტრი სატყუარად გამოიყენა, კონრადი კი დე’ვილიერსსა და სერფონტეინს შორის გასხლტა და ბენ სმითი ახეირა * 24:20
გუნდებმა ერთბაშად შეცვალეს 9 ნომრები. ბოკემ თავის ლელოსთან წააგო დერეფანი და ზელანდიამ ფაზები რომ აკინძა, სთივენ ლუატუა მიეძალა, ბოლო ჩათამაშებაზე კი ბურჯმა (!) ჩარლი ფაუმუინამ და რიდმა მარცხნივ მეტობა გამოაყენებინეს დეინ ქოულზს * 24:25
ბოკე წახდა - ორჯერ დერეფნიდან მოლიც ვეღარ დააწყო, ჯეი’პი პიტერსენი კი ტავერა ქერ-ბარლოუს ისე უშნოდ დაეჯახა, რომ სტუმრები ჰავბექის გარეშე დარჩნენ და დაშავებულიც ნახევარი წელი ვეღარ ირაგბებს.
პეთ ლემბიმ 40 მეტრიდან სცადა არეკნი, მაგრამ ოდნავ ააცილა და ის იყო, ზელანდიის 22-ში შერკინება უნდა დაწყობილიყო, რომ რეფს თვალი გაექცა სტადიონის ვეება ეკრანისკენ, რომელზეც ნელა ბევრჯერ აჩვენეს, თუ წინა ეპიზოდში მესამი ბერგერს მხრით როგორ დაეჯახა დახრილ თავში.
ჭკუას ვსწავლობთოსტადიონი აღშფოთდა. მატჩში მსგავსი წრე-გადასული ჰითი ბარემ ათჯერ შეუმჩნეველი ანაც დაუსჯელი რჩება, რეფმა კი თუმც კივის გასინბინება ვერ გაბედა, ჯარიმა მაინც დანიშნა. ჰოდა, ზეგნის გაუხშოებულ ატმოსფეროში ლემბიმ 53 მეტრიდან პირდაპირ დაჰკრა * 27:25, დარჩენილ ორ წუთში კი სტუმრები შეტევაში დაჯარიმდნენ.
ბურები მოგებამ გადარია, კივებმა კი დაიქადნეს, ყოველი მარცხით ჭკუას ვსწავლობთ და ვძლიერდებითო. ნაღდად ეგრევე იზარდა არგენტინა და მესამე ფალავნობის ფინიშზე პირველად იმარჯვა - ჩილეს საზღვართან, მენდოსაში, სადაც ორჯერ გადარჩენოდა აფრიკა.
მოჭიდავე პუმებმაც ბურთაობა სცადეს, მაგრამ 0:14 ჩამორჩნენ - მაიქლ ჰუპერმა პასი ჩაჭრა, მიეშველა სქოთ ჰიგინბოთამი, შემდეგ ფაზაში კი იზი ფოლაუმ ტევიტა კურინდრანს მისცა; მეორე ლელოზე ნიქ ფიპსმა შეატევინა საია ფაინგას, ხოლო ამან ჰიგინბოთამი ახეირა.
შემეშალა, აღარ გაგდებოაქედან მოყოლებული, არგენტინამ იძალა. ჰიგინბოთამმა წითელ ზოლში გააჩერა მარტინ ლანდახო; ჰუპერმა ლელოსთან გაახერხა თერნოვერი; მეთ ტომუას ისევ შეერყა ტვინი, მასპინძლებმა კი 13 ფაზა აკინძეს, მეტობა შექმნეს და ლეონარდო სენატორემ გაიხარა * 5:14
მეორე ტაიმის დასაწყისში ფიპსმა ბურთს რაქში ოფსაიდიდან მიჰკრა ფეხი და გაასინბინეს * 11:14. ფოლაუმ კიდეს უგანა და ოფლოუდი მიართვა კურინდრანს, მაგრამ ტელი-რეფმა ლელო ვერ დაამტკიცა. პუმებმა კიდევ იხეირეს მეტობით - ორასიო აგუჟამ ხუან იმოფი დაგეზა და არგენტინა დაწინაურდა * 18:17
მერე, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურობები მოხდა. უფალმა ოუენსმა ყვითელი უჩვენა ფოლაუს, ამხტარი ხოაკინ ტუკულეტი რად ჩამოაგდეო, მაგრამ ეკრანს შეხედა და მოედანზე დააბრუნა, შემეშალა, მანამდე გკრეს და თავი ვეღარ შეიმაგრეო.
ლაზერი მიანათეს70’ წუთზე ბერნარდ ფოლი 22 მეტრიდან ჯარიმას არტყამდა, ვაი-ფანებმა თვალში ლაზერი რომ მიანათეს. ბურთი ძელს მოხვდა, 74’ წუთზე კი ჰუპერი დარტყმაზე დაფარებისას გავით დაეჯახა ნიკოლას სანჩესს, რაც სინბინითა და გოლით დასრულდა * 21:17
შოუს ფინალი გროტესკად იქცა: ოუენსმა 2 წუთი და 20 წამი მოანდომა შერკინების ზედიზედ დაწყობას და ბოლოს სახელ-გატეხილი ოზები დააჯარიმა, რითაც მათი გურუს, იუენ მაკ’ქენზის წარმატების კოეფიციენტი 52 პროცენტამდე დაეცა.
ფალავნობა * 2014 * ოთხი ერიბოლო, მეექვსე შაბათი
აფრიკა 27:25 ზელანდია$აფრ: ლე’რუ ჰენდრიკს (პიტერსენ 58) სერფონტეინ დე’ვილიერს^კაპ ჰაბანა <10-9> პოლარდ (ლემბი 63) ჰოუხარდ (რეინახ 67) /
მთავარირა (ნიაკანე 73) ბ.დიუ’პლესი (სტრაუს 53) ი.დიუ’პლესი (მ.ფდ’მერვე 63) ეცებეთ (ბოთა 63) მეტფილდ; კუცია მოჰოჟე (ბერგერ 50) ფერმიულენ -
3ლ: ჰოუხარდ პოლარდ (2 3) 3გ: პოლარდ; 2ჯ: პოლარდ ლემბი
ზელ: დეგ ბ.სმით კ.სმით (ქროთი 74) ფეკიტოა სავეა <10-9> ბარეთ ა.სმით (ქერ-ბარლოუ 67, სლეიდ 75) /
მუდი (ბ.ფრენქს 41) მეალამუ (ქოულზ 49) ო.ფრენქს (ფაუმუინა 58) სრაშ (მესამ 49) ვაითლოქ; კაინო (ლუატუა 61) მაკ’ქოუ^კაპ რიდ -
3ლ: ფეკიტოა ბ.სმით ქოულზ; 2გ 2ჯ: ბარეთ
რეფ ბარნს (ინგ) @ 4/10 იოჰანესბერგ, ელის პარქ (61 261)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...18&d=14124668420:3(9) 7:3(13) 7:6(24) 14:6(28) 14:13(34) 21:13(40) /
24:13(47) 24:20(67) 24:25(70) 27:25(79)
* სქრამ.კომ’ის სტატისტიკა
http://www.espnscrum.com/the-rugby-champio...tch/207975.htmlბურთის ფლობა 51-49% (63-37 / 41-59)
ტერიტორია 51-49% (68-32 / 34-66)
სოლო 123-127 (420-516 მეტრი, გარღვევა 10-15
პასი 140-187, ოფლოუდი 10-11
ფეხით 18-18, სადგამიდან 5/6-4/5, არეკნით 0/1-0
ბურთი რაქიდან 76-68, აცლა 19-13, მოლი 8-2
ბოჭვა 105-127, გატარება 23-19
დაჯარიმება 12-10
თავისი*მეტოქის შერკინება 4*0-4*0, დერეფანი 12*0-14*3
წინსვლა (მეტრი: 76 ლე’რუ, 52 ჰოუხარდ, 44 ჰაბანა, 43 სერფონტეინ, 32 ფერმიულენ -
146 სავეა, 84 ფეკიტოა, 59 ბ.სმით, 51 კ.სმით, 42 დეგ
ბოჭვა: 11 კუცია, 10 მეტფილდ, 8 მთავარირა ფერმიულენ, 7 ი.დიუ’პლესი ეცებეთ, 6 დე’ვილიერს მოჰოჟე სერფონტეინ -
14 მაკ’ქოუ, 11 რიდ, 9 ვაითლოქ კაინო მუდი, 7 მეალამუ ა.სმით სრაშ ბ.ფრენქს ო.ფრენქს, 6 კ.სმით
გატარება: 4 დე’ვილიერს, 3 ეცებეთ ჰენდრიკს ჰოუხარდ, 2 ი.დიუ’პლესი სერფონტეინ -
3 დეგ ო.ფრენქს, 2 ვაითლოქ კ.სმით ფეკიტოა
დაჯარიმება: 2 ლე’რუ ფერმიულენ - 2 კაინო რიდ კ.სმით
ბურთის კარგვა: 2 ეცებეთ ლე’რუ ფერმიულენ -
4 სავეა, 3 კ.სმით, 2 დეგ ბ.სმით ფეკიტოა ო.ფრენქს
ღერძი (ფეხი/პასი/სოლო: პოლარდ 4/14/6, ლე’რუ 5/16/16, ლემბი 0/8/2, ჰოუხარდ 3/47/8, რეინახ 2/19/3 -
ბარეთ 7/41/8, დეგ 4/10/15, სლეიდ 0/9/0, ა.სმით 2/47/3, ქერ-ბარლოუ 2/11/1
ჯილა: სერფონტეინ 6/13, დე’ვილიერს 1/9/8, კუცია 1/10, ფერმიულენ 2/9, ბ.დიუ’პლესი 3/8 -
ფეკიტოა 2/9/15, სავეა 1/6/14, კ.სმით 8/8, მაკ’ქოუ 9/6, ვაითლოქ 9/4, ლუატუა 5/6, რიდ 4/6
არგენტინა 21:17 ავსტრალია$არგ: ტუკულეტ (დე’ლა’ფუენტე 75) იმოფ აგუჟა (ვოშ 70) ერნანდეს გონსალეს-ამოროსინო <10-9> სანჩეს ლანდახო (კუველი 59) /
აჟერსა (პოსტილიონი 67) კრევი^კაპ ტეტას-ჩაპარო (ერერა 64) გალარსა (ალემანო 74) ლავანინი; ვაეს მაკომე (ორტეგა-დესიო 14) სენატორე -
2ლ: სენატორე იმოფ; გ 3ჯ: სანჩეს
ავს: ფოლაუ ეშლი-ქუპერ კურინდრანი ტომუა (ჰორნ 31) ტომანე <10-9> ფოლი ფიპს სბ 43 (ვაით 64) /
სლიპერ (რობინსონ 59) ფაინგა (მენ-რეი 72) კეპუ (ელიგზანდერ 59) ქართერ ჰორვილ (სქელთონ 68) ფარდი ჰუპერ^კაპ სბ 74, ჰიგინბოთამ (შაც 59) -
2ლ: კურინდრანი ჰიგინბოთამ; 2გ ჯ: ფოლი
რეფ ოუენს (უელ) @ 5/10 მენდოსა, მალვინას
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...26&d=14124913570:7(4) 0:14(14) 5:14(35) 8:14(40+) /
11:14(44სბ) 11:17(48) 18:17(54) 21:17(75სბ)
* სქრამ.კომ’ის სტატისტიკა
http://www.espnscrum.com/the-rugby-champio...tch/207977.htmlბურთის ფლობა 57-43% (73-27 / 39-61)
ტერიტორია 60-40% (79-21 / 32-68)
სოლო 113-68 (392-304 მეტრი, გარღვევა 6-8
პასი 125-93, ოფლოუდი 12-9
ფეხით 10-13, სადგამიდან 4/8-3/5, არეკნით 0-0
ბურთი რაქიდან 84-51, აცლა 9-14, მოლი 5-6
ბოჭვა 74-117, გატარება 19-14
დაჯარიმება 9-16
თავისი*მეტოქის შერკინება 5*2-5*0, დერეფანი 9*0-8*2
წინსვლა (მეტრი: 56 იმოფ, 54 აგუჟა, 50 ტუკულეტ, 32 ვაეს, 30 კრევი -
107 ფოლაუ, 46 კურინდრანი, 42 ეშლი-ქუპერ, 32 ჰუპერ
ბოჭვა: 11 ვაეს, 7 იმოფ კრევი, 6 სანჩეს ტეტას-ჩაპარო -
15 ჰუპერ, 11 კეპუ ფაინგა ჰორვილ, 8 ჰიგინბოთამ, 7 ფოლი ქართერ ჰორნ, 6 ეშლი-ქუპერ სლიპერ ფიპს
გატარება: 3 აგუჟა, 2 ამოროსინო ერნანდეს ლავანინი - 3 ქართერ, 2 ტომუა
დაჯარიმება: - 2 ფიპს ჰორვილ ჰუპერ
ბურთის კარგვა: 3 ლანდახო სანჩეს - 2 ჰიგინბოთამ
ღერძი (ფეხი/პასი/სოლო: სანჩეს 2/22/5, ტუკულეტ 2/3/9, ერნანდეს 2/8/7, ლანდახო 0/52/7, კუველი 0/6/0 -
ფოლი 6/15/4, ფოლაუ 2/6/10, ფიპს 2/35/0, ვაით 0/10/0
ჯილა: ამოროსინო 0/9/8, სენატორე 2/6/7, კრევი ლავანინი 3/10, აგუჟა 1/2/9, იმოფ 5/7, ვაეს 2/8 -
@ ბურთი 10-ჯერ არავის მიუღია!
ირბ-ის რეიტინგი (6/10)
1 ზელანდია 9260, 2 აფრიკა 9041, 3 ინგლისი 8568,
4 ავსტრალია 8507, 5 ირლანდია 8344, 6 უელსი 8070,
7 საფრანგეთი 8001, 8 შოტლანდია 7778, 9 სამოა 7659,
10 არგენტინა 7597, 11 იაპონია 7563, 12 ფიჯი 7458
+/-: არგ 200 ავს, აფრ 114 ზელ
საქართველოს თარიღითა და დროით შაბ 16/08 ავსტრალია 12:12 ზელანდია სიდნი
აფრიკა 13:06 არგენტინა$ პრეტორია
შაბ 23/08 ზელანდია$ 51:20 ავსტრალია ოქლენდ
არგენტინა$ 31:33 აფრიკა სალტა
შაბ 6/09 ზელანდია$ 28:09 არგენტინა ნეიპირ
ავსტრალია 24:23 აფრიკა$ პერთ
შაბ 13/09 ზელანდია 14:10 აფრიკა$ ველინგთონ
ავსტრალია 32:25 არგენტინა$ გოულდ ქოუსთ
შაბ 27/09 აფრიკა$ 28:10 ავსტრალია ქეიპთაუნ
კვი 28/09 არგენტინა 13:34 ზელანდია$ ლა პლატა
შაბ 4/10 აფრიკა 27:25 ზელანდია$ იოჰანესბერგ
კვი 5/10 არგენტინა 21:17 ავსტრალია$ მენდოსა
ორი წრე ქ მ-წ*ფ სხვ ლ გატ:გაშ შინ გარ $ ზელანდია 22 4-1*1 +73 18/07 164:091 3-0 1*1 4
აფრიკა 19 4-2 +24 13/10 134:110 3-0 1-2 3
ავსტრალია 11 2-3*1 -45 10/16 115:160 2*0 0-3 1
არგენტინა 7 1-5 -52 09/17 105:157 1-2 0-3 3
ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე (*) 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია ($)
ტოლობისას: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
შაბ 18/10 ავსტრალია 13.00 ზელანდია ბრისბენ [ბლ3]
@