დაიბეჭდა გუშინდელ "ჩვენს თამაშში"
სტატისტიკურადაც საუკეთესონი ზელანდიამ სამხრეთის ფალავნობა
ზედიზედ მესამედაც ალალად რომ მოიგო, მაგას სტატისტიკაც გვიდასტურებს"ოლ ბლექსმა" ტიტული მეხუთე რაუნდის შემდეგ დაიბევა და თუმც შემდეგ დამარცხდა აფრიკაში, მაგით აღარაფერი დაშავებია. ერთი ეგაა მხოლოდ, რომ ირბ-ის რეიტინგის ლიდერთან და ძველ მეტოქესთან მოგებით ბოკეს ახალმა თაობამაც ირწმუნა საკუთარი ძალა და გაისად, მსოფლიო თასის წელს, ალბათ კიდევ მოუმატებს.
ზეპურ რაგბს სტატისტიკას რამდენიმე სამსახური უდგენს. "ოთხი ერის" მიმოხილვებს ვურთავდით სქრამ.კომიდან გამოხშირულ ბლოკს, ფინიშზე კი ჯამებს სამხრეთული "სანზარ" ალიანსის ოფიციალურ საითს დავესესხეთ. წყაროებს შორის მცირედი სხვაობა გარდაუვალია, ენა-კვიმატ გურუს, სქოთ ჯონსონს კი უთქვამს, სტატისტიკა ბიკინივითაა - შიგ ბევრი რამ ჩანს, ოღონდაც ყველაფერი არაო!
ფალავნობის 12 მატჩში 50 ლელო (საშუალოდ 4.2) დაიდო. სანზარის მიერ მოტანილი 11 მაჩვენებლიდან "ოლ ბლექსი" საუკეთესოა რვაში. წესრიგითა და რაქით პირველია არგენტინა, ვინაც აშკარად იზარდა, ცოტათი ყაიდაც შეიცვალა და მარაქაში გარევიდან მე-18 მატჩში პირველად იმარჯვა, აფრიკას კი ჯერაც ვერავინ სჯობს დერეფანში.
ზელანდია სხვებზე მეტად ახერხებს ხაზის გაჭრას, ბურთით დანავარდობს და ოფლოუდს ეშურება, მაგრამ დაცვაშიც ხშირად გადადის ზღვარს და მსაჯები აღარ პატიობენ. ავსტრალია ისევ დედლობს შერკინებაში, რის გამოც ბექების პოტენციალი გამოუყენებლი რჩება, აფრიკა კი ფრთხილობს - ოფლოუდს ერიდება.
სახიფათო პრეცენდენტიმედია ბოლო რაუნდში მომხდარ ამბებს კიდევ მიუბრუნდა და ჩვენც ვახსენოთ მთავარი.
ტესტ-რაგბის უგამოჩენილესმა რეფმა, აფრიკელმა ჯონათან კაპლანმა დაწერა, რომ ბოკე - ოლ ბლექსის მსაჯებმა მას შემდეგღა შენიშნეს ლიამ მესამის ურჯუკობა, რაც ტელევიზიამ ბევრჯერ და ნელა გაუშვა ეპიზოდი სტადიონის ვეება ეკრანზე. ჯარიმა და პეთ ლემბის გამარჯვების გოლი ამასღა მოყვა, ანუ სამართლის გაჩენაში გარეშე ძალამ დაიდო წილი, რაც სახიფათო პრეცენდენტს ქმნის.
რაგბეთი აღშფოთებულია არგენტინელი ფანობის საქციელით. უკვე მერამდენედ მოხდა, რომ ამათ სტუმარ ქიქერს თვალში ლაზერი მიანათეს და სამიზნე მოუშალეს. მენცრები გამოსავალს წესის შეცვლაში ხედავენ - მსაჯმა დარტყმა უნდა გაამეორებინოსო, ოფიციოზი კი ქომაგებსა და ჩაფრებს ამუნათებს, თქვენი მეზობელი ეგრე არა-რაგბულად რომ იქცევა, რატომ არ ალაგმავთო.
დასასრულ, ბედშავი ქერთლი ბილის გამოც. აბორიგენი ბიჭი თვითმფრინავში ხომ აუხირდა კავშირის მუშაკ მანდილოსანს და ახლა ეგეც გაცხადდა, რომ (ეტყობა) მასვე ეს’ემ’ეს-ებით ატერორებდა და მთელ გუნდთან აღადავებდა ... პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოთა გამომზეურებით. ამის გამო ვარსკვლავი განუსაზღვრელი ვადით მოკვეთეს და "ნამუსის სამსჯავროზეც" დაიბარეს, ნაკრებში კი, მეორე მგეზავად, მოკეთებული ქვეიდ ქუპერი დააბრუნეს.
"პლანეტ რაგბის" რჩეულნი15 იზრაელ ფოლაუ (ავს, 14 ბენ სმით (ზელ, 13 კონრად სმით (ზელ, 12 ჟან დე’ვილიერს (აფრ, 11 ჯულიან სავეა (ზელ; 10 ნიკოლას სანჩეს (არგ, 9 არონ სმით (ზელ) /
1 მარკოს აჟერსა (არგ, 2 ადრიან სტრაუს (აფრ, 3 რამირო ერერა (არგ; 4 ბროდი რეთალიქ (ზელ, 5 ვიკტორ მეტფილდ (აფრ; 6 ხუან-მანუელ ლეგისამონ (არგ, 7 მაიქლ ჰუპერ (ავს, 8 დვეინ ფერმიულენ (აფრ)
^ სულ: 5 ზელ, 4 აფრ არგ, 2 ავს
ფალავნობა * 2014 * ოთხი ერი საქართველოს თარიღითა და დროით
შაბ 16/08 ავსტრალია 12:12 0/0 ზელანდია სიდნი
აფრიკა 13:06 1/0 არგენტინა$ პრეტორია
შაბ 23/08 ზელანდია$ 51:20 6/2 ავსტრალია ოქლენდ
არგენტინა$ 31:33 3/3 აფრიკა სალტა
შაბ 6/09 ზელანდია$ 28:09 4/0 არგენტინა ნეიპირ
ავსტრალია 24:23 2/1 აფრიკა$ პერთ
შაბ 13/09 ზელანდია 14:10 1/1 აფრიკა$ ველინგთონ
ავსტრალია 32:25 3/3 არგენტინა$ გოულდ ქოუსთ
შაბ 27/09 აფრიკა$ 28:10 4/1 ავსტრალია ქეიპთაუნ
კვი 28/09 არგენტინა 13:34 1/4 ზელანდია$ ლა პლატა
შაბ 4/10 აფრიკა 27:25 3/3 ზელანდია$ იოჰანესბერგ
კვი 5/10 არგენტინა 21:17 2/2 ავსტრალია$ მენდოსა
ორი წრე ქ მ-წ*ფ სხვ ლ გატ:გაშ შინ გარ $ ზელანდია 22 4-1*1 +73 18/07 164:091 3-0 1*1 4
აფრიკა 19 4-2 +24 13/10 134:110 3-0 1-2 3
ავსტრალია 11 2-3*1 -45 10/16 115:160 2*0 0-3 1
არგენტინა 7 1-5 -52 09/17 105:157 1-2 0-3 3
ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე (*) 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია ($)
ტოლობისას: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
შაბ 18/10 ავსტრალია 13.00 ზელანდია ბრისბენ [ბლ3]
გუნდური სტატისტიკა2014 ლ გაჭ სოლ მეტ გბთ ბჭვ დრფ ოფლ შრკ რაქ სბ
ზელ *18 *57 *679 *2882 *120 *88.3 88.6 *70 *90.0 92.0 4
აფრ 13 34 610 2119 93 85.1 *88.9 32 84.0 94.0 1
ავს 10 34 658 2356 112 88.0 81.3 53 75.0 94.0 3
არგ 9 40 621 2044 89 83.4 81.0 60 88.0 *95.0 *0
11 მაჩვენებელი: ლელო, ხაზის გაჭრა, სოლო, მეტრი, გაბითურება, ბოჭვა%, დერეფანი%, ოფლოუდი, შერკინება%, რაქი%, სინბინი;
* საუკეთესო შედეგი
პირადი სტატისტიკაქულა: 52 ნიკოლას სანჩეს (არგ; 43 ჰანდრე პოლარდ (აფრ, ბერნარდ ფოლი (ავს; 37 არონ ქრუდენ (ზელ; 30 ბოდენ ბარეთ (ზელ; 28 მორნეი სტეინ (აფრ; 22 ქერთლი ბილ (ავს)
ლელო: 4 ჯულიან სავეა (ზელ; 3 რიჩი მაკ’ქოუ (ზელ, კორნალ ჰენდრიკს (აფრ, მაიქლ ჰუპერ (ავს)
ბოჭვა: 77 რიჩი მაკ’ქოუ (ზელ; 76 მარსელ კუცია (აფრ; 73 მაიქლ ჰუპერ (ავს; 56 სემ ვაითლოქ (ზელ, ვიკტორ მეტფილდ (აფრ, ქიარან რიდ (ზელ)
მბოჭავის გაბითურება: 27 იზრაელ ფოლაუ (ავს; 23 ჯულიან სავეა (ზელ; 18 ბენ სმით (ზელ; 17 ტევიტა კურინდრანი (ავს; 14 ჰანდრე პოლარდ (აფრ; 13 მაიქლ ჰუპერ (ავს)
ხაზის გაჭრა: 14 ჯულიან სავეა (ზელ; 9 ბენ სმით (ზელ; 7 ხუან იმოფ (არგ, მანუელ მონტერო (არგ, იზრაელ ფოლაუ (ავს, კორნალ ჰენდრიკს (აფრ)
სოლო: 76 ვილი ლე’რუ (აფრ; 69 იზრაელ ფოლაუ (ავს; 68 ჯულიან სავეა (ზელ; 63 აგუსტინ კრევი (არგ; 59 იზრაელ დეგ (ზელ, დვეინ ფერმიულენ (აფრ)
ნავარდი (მეტრი: 597 ჯულიან სავეა (ზელ; 498 იზრაელ ფოლაუ (ავს; 455 ვილი ლე’რუ (აფრ; 354 იზრაელ დეგ (ზელ; 300 ტევიტა კურინდრანი (ავს; 299 ბენ სმით (ზელ; 296 ხოაკინ ტუკულეტ (არგ)
ოფლოუდი: 13 ქიარან რიდ (ზელ, იზრაელ ფოლაუ (ავს; 12 ჯულიან სავეა (ზელ; 6 (ოთხი კაცი)
დერეფნის მოგება: 27 ქიარან რიდ (ზელ; 23 ვიკტორ მეტფილდ (აფრ; 19 მარიანო გალარსა (არგ; 17 დვეინ ფერმიულენ (აფრ; 14 იბენ ეცებეთ (აფრ, ტომას ლავანინი (არგ)
ოთხი ერი ჩრდილოეთშისაქართველოს თარიღითა და დროით
1/11 შტატები 23.30 ზელანდია ჩიკაგო
ბარბაროსები 18.30 ავსტრალია ლონდონი
8/11 ინგლისი 18.30 ზელანდია ლონდონი
ირლანდია 21.30 აფრიკა დუბლინი
უელსი 18.30 ავსტრალია კარდიფი
შოტლანდია 21.30 არგენტინა ედინბურგი
15/11 შოტლანდია 21.30 ზელანდია ედინბურგი
ინგლისი 18.30 აფრიკა ლონდონი
საფრანგეთი 24.00 ავსტრალია პარიზი
იტალია 18.00 არგენტინა გენუა
22/11 უელსი 21.30 ზელანდია კარდიფი
იტალია 18.00 აფრიკა პადუა
ირლანდია 20.30 ავსტრალია დუბლინი
საფრანგეთი 24.00 არგენტინა პარიზი
29/11 უელსი 18.30 აფრიკა კარდიფი
ინგლისი 18.30 ავსტრალია ლონდონი
@