ვოლშისეული სამართალი სამხრეთული ტესტების ბოლო, მესამე ვიქენდზე
ზელანდიამ და ავსტრალიამ უსიტყვოდ ძლიეს ინგლისი და საფრანგეთი,
ხოლო აფრიკამ უელსთან კინაღამ წააგოhttp://Qaflan.netai.net/2014ღამის რაგბზე ფანობა ოჯახებად აღარ დადისო და ავსტრალიამ რვის ნაცვლად დღის სამზე, თანაც სიდნის მომცრო სტადიონზე, დანიშნა გალებთან მესამე რკენა. არჩევანმა გაამართლა: შოუმ 43 ათასი ქომაგი მიიზიდა, მაგრამ არენას შუქ-ჩრდილი ეფინა და მოსეირენიც წუხდნენ.
ვოლაბებმა საწყის საათში ოთხი ლელო ზედიზედ დადეს და 34:6 დაწინაურდნენ. წარმატებული გამოდგა 2011 წლის ალაფაზე, ავჭალაში ნამყოფი ვილ სქელთონის დებიუტი: სამოელმა გოლიათმა პირადი ანგარიში გახსნა და ოფლოუდიც კი გაუხერხა იზრაელ ფოლაუს, ვინაც მორიგი დუბლი შეასრულა.
ფრანგებმა ოზეთში სამივე ტესტი წააგეს. "ლე ბლეს" გურუმ, ფილიპ სანტ-ანდრემ მარცხი ტოპ 14-ს დააბრალა - ბიჭები გვეფიტებიან და ფრანგთა ადგილსაც უცხოელები იკავებენო. ორივე არგუმენტი სწორია, რაღაი თუ ზე 15-ის "წრიულ სტადიაზე" გუნდი 16 მატჩს მართავს, ფრანგულ კლუბს 26 რაუნდი უწევს, განაცხადები კი ჭრელზე ჭრელია.
რეკორდი გაიმეორესინგლისი წინა ორ ტესტში მაგრად დაუდგა ზელანდიას, მაგრამ სეზონის ფინიშზე, ქარსა და წვიმაში გატყდა და პირველ ტაიმშივე ოთხი ლელო გაუშვა * 6:29. ამით "ოლ ბლექსმა" ზედიზედ მე-17 ტესტიც მოიგო და გაიმეორა რეკორდი, რომელიც 1965-69 წლებში თავად დაამყარა, ხოლო 1997-98 წლებში - აფრიკამაც შეიძლო.
ზელანდიამ ავდარშიც გემოზე ინავარდა: 615-382 მეტრი! ფულბექ ბენ სმითს ბურთი 29-ჯერ (!) ჰქონდა: 7 დარტყმა + 6 პასი + 16 სოლო (115 მეტრი) და სამ-სამი გარღვევა და მბოჭავის გაბითურება. ჯულიან სავეამ ჰეთ-თრიქი სირენის შემდეგ გაასრულა და წარმადობა სასწაული გაუხდა - 23 ლელო 22 ტესტში, რაც ... გუნდის დამსახურება უფროა.
ვარდების დაცვა ფრონტის შუაში იჭრებოდა და ქრის ეშთონსაც გული ხშირად მაქეთკენ მიუწევდა. ლელოებზე მწყობრი ჯერ არონ სმითმა გასერა, მერე - არონმა ქრუდენმა, მერე კიდევ - ქორი ჯეინმა, ხოლო ბოლოს - ბენ სმითმა. ამას ერთი კადნიერი "წინ პასიც" შეემთხვა, სტუმართაგან კი შავტუხა მარლენდ იარდიღა ვარგოდა.
ხელის მოუხვევლადუელსმა, ლამის იყო, სასწაული მოახდინა - კარგა ხანს ჯობდა აფრიკას, მაგრამ ამან მოლის გორება დაიწყო და ვილი ლე’რუმაც აიწყვიტა. ბოკეს ბედად, კოლორიტმა სთივ ვოლშმაც წარბ-შეუხრელად გააჩინა სამართალი, რითაც კელტი ფანების წყევლა-კრულვა მოიმკო.
ალექს ქასბერთი რომ გაუსხლტა ფური დიუ’პრეს, ჯემი რობერთსი მიყვა, მეორედ კი ქასბერთმა თავად, ახლოდან დაასრულა შტურმი * 0:17. მოლთა ჩაქცევამ სინბინი მოახილვინა ერთბაშად ორ უელსელს; ჩაითვალა ერთი საჯარიმო ლელოც, მეორედ კი ჯეი’პი პიტერსენის რეიდით ლე’რუმ კორნალ ჰენდრიკსი ახეირა * 14:17
დასკვნით მეოთხედში უელსი 13 ქულით (30:17) იგებდა, მაგრამ ლე’რუმ ისევ დაფინტა, მერე კი მომსხეპი მიაწვდინა ჰენდრიკსს. ეს გაუსხლტა ჯორჯ ნორსს, მაგრამ ლიამ ვილიამსმა კიდეზე გადადენა.
ვოლში არ დაიბნა, ტელი-რეფის მოხმობით დარწმუნდა, რომ უელსის ფულბექი ურჯუკად, მხრით, ხელის მოუხვევლად დაეჯახა შემტევს და საჯარიმო ლელო ჩათვალა, სირენის შემდეგ კი სტუმრებმა ორჯერ შეამზადეს არეკნი, მაგრამ დენ ბიგარმა უსუსურად დაკრა.
იაპონია ათეულშიაფეხბურთს რომ არ დამთხვეოდა, არგენტინა პარასკევს ერაგბა სქოთებს და ლამის ბოლომდე უგებდა, მაგრამ დანქან ვიარმა 40 მეტრიდან შეუგდოთ ჯარიმა * 19:21
იაპონიამ სამოას, კანადასა და შტატებს მიაყოლა იტალიაც, ვინაც "ექვსი ერი" 0-5 ბალანსით დაასრულა და წყნარი ოკეანის ტურნეზეც სამი მარცხი იგემა.
სამოა მეორე კვირაა, ტუსი პისის ჯარიმებითღა იმარჯვებს - "მანუმ" ამჯერად სტუმრად ძლია ფიჯი, ვინაც ბოლო ათ წუთში ჯარიმა ოთხჯერ გადაიტანა კიდეზე, მანამდე კი ვერც ორი სინბინით იხეირა.
შტატებმა ხუთი წლის შემდეგ ისევ დაამარცხა კანადა, ვინც ერთი ხანობა წინ 17 ქულითაც იყო * 35:18. ამეების შედეგად იაპონია პირველად შეიჭრა ირბ-ის რეიტინგის მოწინავე ათეულში და არგენტინაც პირველად დაეშვა მე-12 ადგილამდე, იტალია კი 46 წერტითღა გვისწრებს.
ჩატეხილი ნეკნითბოკეს ერთი ტესტიც რჩება - შოტლანდიასთან, რის გამოც აფრიკის გუნდებმა ზე 15-ის ამ რაუნდის თამაშები თებერვალში გამართეს. ჰოდა, დამდეგ ვიქენდზე იბურთავებენ მხოლოდ კივები და ოზები.
ტესტებში ბრამბიზს დაემტვრნენ კვაჭი სთივენ მორი და 10 ნომერი მეთ ტომუა; ჰარიქეინზს - შუამარბი კონრად სმითი; ბლუზს - ჭაბუკთა მსოფლიო პირველობაზე, 10 ნომერი საიმონ ჰიქი.
ქრუსეიდერზს უბრუნდება რაგბიდან ნახევარი წლით დასვენებული დენ ქართერი, მაგრამ ქიარან რიდს დროდადრო ისევ უჩნდება ტვინის შერყევის სიმპტომები, რიჩი მაკ’ქოუს კი ინგლისთან ჩატეხილი ნეკნით უომნია და პლეი’ოფამდე მოუწევს უქმობა.
ზაფხულის ტესტები* მესამე ვიქენდი @ შაბ 21/06
ავსტრალია 39:13 საფრანგეთიავს: ფოლაუ ეშლი-ქუპერ კურინდრანი (ჰორნ 71) ტომუა (ბილ 55) ქამინს <10-9> ფოლი ვაით (ფიპს 59) /
სლიპერ (სიო 53) პოლოტა-ნაუ (ჩარლზ 69) კეპუ (ვიქს 59) სქელთონ (ჰორვილ 57) სიმონს; ფარდი ჰუპერ^კაპ პალუ (მაკ’ქალმან 64) -
5ლ: სქელთონ ფოლაუ (2 3) ჰუპერ ფიპს; 4გ 2ჯ: ფოლი
სფრ: დიულენ იუჟე ბასტარო ფოფანა ბონევალ (ლამერა 44) <10-9> ტალე (მიშალაკ 71) მაშნო /
მენინი (დომინგო 48) გირადო (ტოლოფუა 69) სლიმანი სბ 27 (დებატი 48) ფლონკარ (ბ.ლე’რუ 60) მაესტრი; დიუზოტუარ^კაპ უდრაოგო (ნიონგა 51) შული (პიკამოლ 59) -
ლ: გირადო; გ: მაშნო; 2ჯ: დიულენ მაშნო
რეფ პოლოქ (ზელ) @ სიდნი, ალიანს (43 188)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...51&d=14033504313:0(3) 10:0(9) 10:3(16) 13:3(18) სბ(27ს) 20:3(28) 20:6(35) /
27:6(43) 34:6(62) 34:13(66) 39:13(74)
* სერია 3-0 (50:23, 6:0, 39:13) ლ 12/3
ზელანდია 36:13 ინგლისიზელ: ბ.სმით ჯეინ ფეკიტოა (ქროთი 64) ნონუ სავეა <10-9> ქრუდენ (ბარეთ 45) ა.სმით (პერენარა 75) /
ვუდქოქ (ქროქეთ 64 სბ 73) ქოულზ (მეალამუ 45) ო.ფრენქს (ფაუმუინა 59) რეთალიქ (ტუი-პულოტუ 77) ვაითლოქ; კაინო (ვუდქოქ 75) მაკ’ქოუ^კაპ რიდ (მესამ 41) -
5ლ: სავეა (1 2 5) ა.სმით (3 4) 4გ: ქრუდენ 3, ბარეთ; ჯ: ქრუდენ
ინგ: ბრაუნ ეშთონ ტუილანგი ისთმონდ (ბარელ 41) იარდ <10-9> ბერნს (სიპრიანი 60) ბ.იანგს (დიქსონ 72) /
მარლერ (მულენ 66) ჰართლი (ვებერ 59) ვილსონ (ბრუქს 57) ლონჩბრი (ეთვუდ 22-28, 66) ლოზ; ვუდ რობშოუ ^კაპ ბ.ვუნიპოლა სბ 21 (მორგან 57) -
ლ: იარდ; გ 2ჯ: ბერნს
რეფ გარსეზ (სფრ) @ ჰემილთონ, ვაიქათო (25 800)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...60&d=14033607055:0(4) 5:3(8) 12:3(10) 15:3(18) 15:6(20) სბ(21ი) 22:6(28) 29:6(35) /
29:13(44) სბ(73ზ) 36:13(80+3)
* სერია 3-0 (20:15, 28:27, 36:13) ლ 9/4
აფრიკა 31:30 უელსიაფრ: ვ.ლე’რუ ჰენდრიკს პიტერსენ სერფონტეინ (ულიფიე 75) ჰაბანა <10-9> მ.სტეინ (პინარ 24-29) დიუ’პრე /
მთავარირა (სტენკამპ 66) ბ.დიუ’პლესი (ბრიც 66) ი.დიუ’პლესი (კნ.უსტჰეიზენ 59) ფლ.ფან’დერ’მერვე სბ 58 (დე’იახერ 46-49) მეტფილდ^კაპ; ლოუ ალბერც (ბერგერ 25) ფერმიულენ -
4ლ: საჯ (1^_ 4^ჰენდრიკს) ჰენდრიკს ლე’რუ; 4გ ჯ: სტეინ
უელ: ლ.ვილიამს ქასბერთ ჯ.დევის რობერთს ნორს <10-9> ბიგარ სბ 33, ფილიპს /
ჯენქინს (ჯეიმზ 75) ოუენს (რის 75) ლი (ჯარვის 52) ჩართერის სბ 30 (ბოლ 75) ავ.ჯოუნზ^კაპ; ლიდიეთ თერნბელ ფალეტაუ -
3ლ: რობერთს ქასბერთ ოუენს; 3გ 3ჯ: ბიგარ
რეფ ვოლშ (ავს) @ ნელსპრეიტ, მბომბელა (25 424)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...76&d=14034164380:3(13) 0:10(20) 0:17(23) სბ(30უ) 7:17(33სბ) 14:17(35) /
14:24(46) 17:24(56) 17:27(57) სბ(58ა) 17:30(66) 24:30(73) 31:30(79) ბოლო(80+2)
* სერია 2-0 (38:16, 31:30) ლ 9/4
არგენტინა 19:21 შოტლანდია2ლ: ორტეგა-დესიო ტუკულეტ; 2ჯ ა: სანჩეს -
2ლ: ჰოგ პირგოს; გ 3ჯ: ვიარ
რეფ ლეისი (ირლ) 20/06
@ კორდოვა, მარიო კემპეს (22 ათასი)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...38&d=14033059040:7(8) 5:7(14) 8:7(28ა) /
11:7(43) 11:10(56) 14:10(58) 19:10(60) 19:13(71) 19:18(74) 19:21(79)
იაპონია 26:23 იტალია2ლ: იამადა საჰუ; 2გ 4ჯ: გორომარუ / სბ: იამადა -
2ლ: საჯ^_ ბარბიერი; 2გ: ორკერა ალენ; 3ჯ: ორკერა / სბ: ვენდიტი
რეფ პეიპერ (აფრ) @ ტოკიო, ჩიჩიბუ’ნომია (13 816)
7:0(6) 7:3(8) 10:3(14) 10:10(20სბ) 13:10(24) 13:13(36) /
16:13(43სბ) 19:13(49) 19:16(53) 26:16(61) 26:23(76)
ირბ "წყნარი ოკეანის თასი"ფიჯი$ 13:18 სამოა2ლ: ნანდოლო ნალანგა; ჯ: ნანდოლო / სბ: ნაკარავა -
6ჯ: ტ.პისი / სბ: ოტო ლემი
რეფ რეინალ (სფრ) @ სუვა, ნეშენალ (7 350)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...70&d=14033877170:3(3) 5:3(12) 5:6(16) 5:9(26) 5:12(29) 5:15(40+სბ) /
10:15(42) 13:15(46) სბ(52ს) 13:18(65) სბ(74ს)
შტატები$ 38:35 კანადა$$4ლ: სქალი (1 3) ვაილზ თომპსონ; 3გ 4ჯ: ვაილზ / სბ: ლა’ვალა -
5ლ: ჰ.ჯოუნზ (1 5) ქარპენთერ პრიჩარდ ჰერნ; 5გ: პრიჩარდ / სბ: მაქ სინქლერ
რეფ ბერი (აფრ) @ საკრამენტო, ბონი ფილდ (_)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...90&d=14034546073:0(5) 6:0(10სბ) 6:7(23) 11:7(26) 18:7(32) 18:14(36) 18:21(40) 18:28(40+2 $პ) /
18:35(44) 21:35(52სბ) 28:35(61) 31:35(68) 38:35(71$პ) სბ(80+1შ)
ქულა: 6 სამ ^პირადით, 6 ფიჯ, 2 ტონ - 9 იაპ, 6 აშშ, 2 კან
* ოფიციალურად დაუდასტურებელი ცნობით,
სამოა - იაპონიის ფინალი ნოემბერში გაიმართება
ირბ-ის რეიტინგი [23/06]
1 ზელანდია 9381, 2 აფრიკა 8934, 3 ავსტრალია 8694,
4 ინგლისი 8568, 5 ირლანდია 8344, 6 უელსი 8070,
7 საფრანგეთი 8001, 8 შოტლანდია 7778, 9 სამოა 7659,
10 იაპონია 7539, 11 ფიჯი 7456, 12 არგენტინა 7398
13 ტონგა 7258, 14 იტალია 7092,
15 საქართველო 7046,16 რუმინეთი 6842, 17 კანადა 6801, 18 შტატები 6730,
19 ურუგვაი 6289, 20 რუსეთი 6206, 21 ესპანეთი 6065,
22 ნამიბია 5879, 23 ჰონკონგი 5847, 24 პორტუგალია 5773
+/-:
აშშ 134 კან, შტლ 115 არგ, სამ 99 ფიჯ, იაპ 32 იტა, ავს 2 სფრ, ზელ 0 ინგ, აფრ 0 უელ *
ურუ 115 რუს (13:6 ნ, რუმ 22 რუს (20:18 შ)
მეოთხე ვიქენდიშაბ 28/06
ფიჯი 07.00 ქუქეთი (მთშ) @ ლაუტოკა
აფრიკა 19.05 შოტლანდია (შ4) @ პორთ’ელიზაბეთ