რისკმა გაამართლა სამხრეთული ტესტების სტარტზე
ზელანდიამ ბოლოსღა დაალელოვა გაცხრილული ინგლისი,
ხოლო ავსტრალიამ საფრანგეთი გააბურთავა.http://Qaflan.netai.net/20142014 წლის ზაფხულის განრიგი >>
http://attach.forum.ge/post-17-1401790860.jpgინგლისს ბითუმად აკლდნენ პრემიერ’შიპის ფინალის მონაწილენი, ზელანდიას კი მხოლოდ დაშავებულნი - ჯულიან სავეა და ქიარან რიდ’ი. "ოლ ბლექსს" "იდენ პარქზე" ბოლო 20 წელში ზედიზედ 31-ჯერ მოეგო, ვარდებს კი კივეთში სულ ორჯერ (1973 2003) ემარჯვნათ.
სტუმრებმა ტოლი არ დაუდეს მასპინძლებს. ამათ ნოემბრის აქეთ ერთად აღარ ებურთავათ და მაგრად ურევდნენ; ქრის რობშოუ ჯობდათ ბრეიქ’დაუნზე და მანუ ტუილანგის ალაგმვაც უჭირდათ. ჰოდა, კივები პირველად 71’ წუთზეღა დაწინაურდნენ, ხოლო გადამწყვეტი და მატჩის ერთადერთი ლელო 78’ წუთზე შეიტანეს.
გოლების ამარამანამდე გავიდა 10 ჯარიმა და მეტი არაფერი. ვარდები ერთი ხანობა ორი გოლითაც იგებდნენ, მაგრამ ნახევარი მაინც ფრედ დასრულდა. 3:3-ზე ქორი ჯეინის გადაკიდებულთან მანუმ მიასწრო იზრაელ დეგს, 9:9-ზე კი, 57’ წუთზე, არონ სმითის დაგორებული ზედ ლელოსთან ვერ იხელთა ჯერომ კაინომ.
ინგლისი დაღუპა ჰავბექმა ბენ იანგსმა, ვისაც 12:12-ზე, შეტევაში რაქიდან გამოუვარდა ბურთი, ზორბა ბროდი რეთალიქმა გაიჯეჯილა და მარლენდ იარდი გაასინბინეს. ახლად შესულმა დენი სიპრიანიმ ბოლოჯერაც გაათანაბრა ანგარიში * 15:15, მერე კი ქევენ მეალამუს თერნოვერს ჯარიმა მოყვა.
მეტი ურტყესარონ ქრუდენმა გარისკა და კარში დარტყმის ნაცვლად უცებ გაათამაშა. ვიქთორ ვიტო ზედ ლელოსთან გააჩერეს, მაგრამ ტელი-რეფმა ვაიეთ ქროქეთს ზედახორაში ვერ დაუმტკიცა ლელო. 5-მეტრა შერკინებიდან შავებმა ჯერ გრძელ ფრთაზე შეუტიეს, მერე კი თი’ჯეი პერენარამ მოკლეზე მისცა ბენ სმითს და ამან ალამთან შეახტუნა კონრადი * 20:15
ინგლისს 71’ წუთამდე არავინ შეუცვლია, მაგრამ ბურთის ფლობითაც და ტერიტორიითაც 56-44% აჯობა მეტოქეს. ვარდებმა იძალეს ხაზის ჭრაში 8-5, მბოჭავის გაბითურებაში 22-13, ოფლოუდში 8-4 და რაქში 71-52, მაგრამ კივებმა ფეხით ტრადიციულად მეტი ურტყეს 34-25 და ბურთიც ნაკლებად კარგეს 12-18
წლის ბოლომდეფრანგებს ბრისბენში ძაან აკლდათ ბრძოლის ჟინი. თავდებოდა ტესტი და ანგარიში შემზარავი, 50:9 იყო. ვოლაბებმა პირველ ტაიმში ოთხი, სულ კი შვიდი (!) ლელო გაიტანეს და ბოლოსკენ რომ მოეშვნენ, გალებმა ჯერ ახლოდან და მერე შერკინებაში მორევით იხეირეს.
2012 წელს ავსტრალიას სამი კაპიტანი - ჯეიმზ ჰორვილ, დევიდ პოქოქ, ვილ გენია - დაემტვრა და დიდი ხნით გამოაკლდა. ახლაც 6’ წუთზე შეცვალეს 92 კეპის პატრონი, 31 წლის კვაჭი სთივენ მორ’ი, ვინც ნაკრებს პირველად ყოჩობდა, მაგრამ ბოჭვაზე მუხლი დაიშავა და წლის ბოლომდე გავარდა.
134 მეტრიოზთა პირველ ლელოზე მიეძალა ქლიფ პალუ, ჯეიმზ სლიპერმა დროზე გაუშვა პასი და იზი ფოლაუ სამ დამხვდურს მოერია. მეორეზე გაელ ფიკუმ ამაოდ სცადა ჩაჭრა; მესამეზე ტევიტა კურინდრანიმ ბურთს ხელი მარჯვედ წაუტყაპუნა; მეოთხეზე კი ფელიკს ლე’ბურიმ თავის ლელოში ორჯერ დააგდო ოვალი და მეთ ტომუამ დაუმიწა * 29:9
მეხუთე ლელო საათის თავზეღა გავიდა - ფოლაუმ ჯვარზე შეიყვანა ნიქ ქამინს’ი. მეექვსეზე ბრენდან ფოლიმ დაგეზა კურინდრანი და ამან ქერთლი ბილ’ი ახეირა, ბოლოზე კი იზიმ მიიზიდა ფიკუ და პეთ მაკ’ქეიბს გაატანა ოვალი. სულ ფოლაუს 6 პასი, 11 სოლო, 134 მეტრი, 4 გარღვევა და 6 გაბითურებული მოუგროვდა, ოზებმა კი ნავარდის მეტრაჟით 530-377 აჯობეს გალებს და ხაზის ჭრითაც 15-6
შორტითღა განირჩეოდნენზელანდია - ინგლისი და ავსტრალია - საფრანგეთი 3-ტესტა სერიებს მართავენ, აფრიკა კი ორჯერღა ერკინება უელსს და ერთხელაც შოტლანდიას. სამაგიეროდ, ბოკე ეთამაშა "მსოფლიოს, რომელსაც რუხი კვართი ემოსა და შორიდან შავი შორტითღა განირჩეოდა მეტოქისგან.
მსოფლიომ ქეიპთაუნში სულ ორჯერ წაივარჯიშა და თუმც რიხიანად დაიწყო, თანდათან შეეტყო შეუთამაშებლობა. აფრიკა, პირიქით, დაეწყო და შესვენებამდე ორი ლელო დადო:
ჯერ ჯეი’პი პიტერსენმა ფეხებს შორის მოისროლა ბურთი და ბრაიან ჰაბანა გააჭენა, მერე კი ვილი ლე’რუს, ჰაბანასა და ვიქ მეტფილდის კონტრ-შეტევა გოროზმა ბაკის ბოთამ დააგვირგვინა * 18:10
დერეფანში აგორებულითმეორე ტაიმში, 11 წუთის შუალედით, ბისმარკ დიუ’პლესიმ ორჯერ იხეირა დერეფანში აგორებული მოლით, მამუკა გორგოძე კი გვერდიდან დაჭიდებისთვის გაასინბინეს. ბოლოსკენ ჯიმი ქოუანიც გააგდეს წაქცეულის დაწიხლვისთვის და აფრიკამ რომ გაილაღა, კიდევ წყვილი ლელო მიითვალა * 47:13
უელსი უკვე აფრიკაშია და სამშაბათს (10/06) პორთ-ელიზაბეთში 34:12 ესპარინგა ზე 15-დან შარშან დათხოვნილ ქინგზს (იგივე აღმოსავლეთი კონცხი), ხოლო სხვა კელტები ამერიკაში მოგზაურობენ:
ზღვისრეთს ამუღამებენირლანდიამ მოკლე, შემოღობილ მოედანზე, საათის თავზეღა, პასის ჩაჭრით გატეხა უვარსკვლავებო არგენტინა, მაგრამ ჯონათან სექსთონიც დაემტვრა, შოტლანდიამ კი ტექსასურ ხვატში ლელოებით 3/0 აჯობა შტატებს.
იტალია ზღვისრეთს ამუღამებს და შერკინებით ორჯერაც ათრია ფიჯი, მაგრამ ამისმა სახელიანმა ბექებმა - ნემანი ნანდოლომ, ტიმოთი ნანგუსამ და ნაპოლიონი ნალანგამ იქეთ სამჯერ დაალელოვეს * 25:14
იაპონური სასწაულიწელს მორიგი სიახლეა "წყნარი ოკეანის თასზე: ზე-ორიგინალურმა ირბ-მა 6-გუნდა დასი ორ, გეოგრაფიულ ზონად გაჰყო, ოღონდაც ფალავანთა ფინალი (უსახსრობის გამო) აღარ დაუთქვამს.
იაპონიისგან "ამხანაგურად" ძლეულმა სამოამ ამჯერად კი შეკრიბა ლეგიონი, მაგრამ შინ მაინც ვერ აჯობა ტონგას * 18:18, იაპონიამ კი ვანკუვერში სასწაული მოახდინა - 16 ქულით ჩამორჩენილმა, მეორე ტაიმი 25:0 მოიგო, რითაც ირბ-ის რეიტინგის მე-15 საფეხურზე უთამაშებლად ავიდა საქართველო!
ზაფხულის ტესტები* პირველი ვიქენდი @ შაბ 7/06
ზელანდია 20:15 ინგლისიზელ: დეგ (ბარეთ 55) ბ.სმით კ.სმით ნონუ (ფეკიტოა 60) ჯეინ <10-9> ქრუდენ ა.სმით (პერენარა 71) /
ვუდქოქ (ქროქეთ 60) ქოულზ (მეალამუ 60) ო.ფრენქს (ფაუმუინა 55) რეთალიქ ვაითლოქ; მესამ (ვიტო 72) მაკ’ქოუ^კაპ კაინო -
ლ: კ.სმით; 5ჯ: ქრუდენ
ინგ: ბრაუნ იარდ სბ 70, ტუილანგი ისთმონდ მეი (პენელ 80) <10-9> ბერნს (სიპრიანი 72) ბ.იანგს (დიქსონ 80) /
მარლერ ვებერ (გრეი 71) ვილსონ (თომას 71) ლონჩბრი (ეთვუდ 71) პარლინგ; ჰესქელ (ჯონსონ 71) რობშოუ^კაპ მორგან -
5ჯ: ბერნს 4, სიპრიანი
რეფ ოუენს (უელ) @ ოქლენდ, იდენ პარქ (_)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...29&d=14021454540:3(3) 3:3(10) 3:6(19) 3:9(22) 6:9(25) 9:9(39) /
9:12(64) 12:12(67) 15:12(71სბ) 15:15(74) 20:15(78) * სერია 1-0
ავსტრალია 50:23 საფრანგეთიავს: ფოლაუ ეშლი-ქუპერ კურინდრანი (მაკ’ქეიბ 71) ტომუა (ბილ 63) ქამინს <10-9> ფოლი ვაით (ფიპს 63) /
სლიპერ (პ.ქოუან 63) მორ^კაპ (პოლოტა-ნაუ 6) კეპუ (რაიან 54) ქართერ სიმონს (ჰორვილ 71) ფარდი ჰუპერ პალუ (მაკ’ქალმან 55) -
7ლ: ფოლაუ ეშლი-ქუპერ ჰუპერ ტომუა ქამინს ბილ მაკ’ქეიბ; 6გ ჯ: ფოლი
სფრ: ბონევალ იუჟე ფიკუ (ლამერა 74) ფოფანა ლე’ბური (დიულენ 54) <10-9> მიშალაკ მაშნო (პარა 70) /
დომინგო (დებატი 54) გირადო (ტოლოფუა 70) მას^კაპ (სლიმანი 54) ვაამაინა (ფლონკარ 54) მაესტრი; უდრაოგო ბ.ლე’რუ (ბიურბონ 62) შული -
2ლ: პარა [საჯ] 2გ 2ჯ ა: მიშალაკ
რეფ იუბერ (აფრ) @ ბრისბენ, სან’ქორპ (33 718)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...30&d=14021458473:0(4) 3:3(5ა) 10:3(20) 15:3(24) 15:6(27) 22:6(33) 22:9(37) 29:9(40) /
36:9(57) 43:9(69) 50:9(72) 50:16(74) 50:23(80+3) * სერია 1-0
აფრიკა 47:13 მსოფლიოაფრ: ვ.ლე’რუ ჰენდრიკს პიტერსენ ფ.სტეინ ჰაბანა (მვოვო 69) <10-9> მ.სტეინ (ხუსენ 69) პინარ (დიუ’პრე 51) /
მთავარირა (სტენკამპ 65) ბ.დიუ’პლესი (ბრიც 60) ი.დიუ’პლესი (კნ.უსტჰეიზენ 65) ბკ.ბოთა (ფლ.ფან’დერ’მერვე 51) მეტფილდ ^კაპ; ლოუ ალბერც (ბერგერ 60) ფერმიულენ - 6ლ: ჰაბანა ბოთა ბ.დიუ’პლესი (3 4) ხუსენ ლე’რუ; 4გ: მ.სტეინ 2, ხუსენ 2; 3ჯ: მ.სტეინ
მსო: ო’ქონორ მიჩელ (ბ.სთენლი 62) რეინჯერ ულიფიე ჰ.გიარ <10-9> გიტო^კაპ (ტრენ-დიუკ 59) ქოქოთ (ჯ.ქოუან 65 სბ 74) /
ტაუმალოლო (ფერეირა 55) ბერდენ (ჰორ 48) ჰეიმან (სილიე 55) კრიერ (ტეკორი 41) ჰარგრივზ; გორგოძე სბ 48, ს.არმითიჯ (ლაპონდრი 62) ვილსონ -
ლ: ჰარგრივზ; გ 2ჯ: ო’ქონორ
რეფ ქლენზი (ირლ) @ ქეიპთაუნ, ნუველანდს (30+ ათასი)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...36&d=14021652650:7(6) 3:7(9) 8:7(17) 8:10(24) 11:10(31) 18:10(34) 18:13(40+) /
21:13(45) სბ(48მ) 26:13(49) 33:13(60) სბ(74მ) 40:13(79) 47:13(80)
* მამუკა გორგოძემ (საქ) შეუცვლელად ითამაშა
(2 პასი, 9 სოლო = 4 მეტრი, 1 გაბითურება, 2 ოფლოუდი, ბოჭვა 5/1, -3 ჯარიმა - სინბინი)
არგენტინა 17:29 ირლანდია2ლ: მონტერო დე’ლა’ვეგა; 2გ: სანჩეს გონსალეს; ჯ: სანჩეს / სბ: მაკომე -
3ლ: ჰენრი სექსთონ თრიმბლ; გ: სექსთონ; 4ჯ: სექსთონ 2, მედიგან 2
რეფ ჯექსონ (ზელ) @ რესისტენსია, სენტენარიო (21 ათასი)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...40&d=14021808420:3(10) 0:6(19) 3:6(27) სბ(29ა) 10:6(32) 10:11(35) /
10:16(43) 10:23(59) 10:26(68) 10:29(71) 17:29(80) * სერია 0-1
შტატები 6:24 შოტლანდია2ჯ: ვაილზ / სბ: კილიფი -
3ლ: ფისერ [საჯ] ჰოგ; 3გ ჯ: ლეიდლოუ
რეფ გოზერ (სფრ) @ ჰიუსთონ, ქომპას (20 001)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...56&d=14022319980:3(6) 3:3(11) 3:10(15) სბ(29ა) 3:17(31) /
6:17(51) 6:24(66)
ფიჯი 25:14 იტალია3ლ: ნანდოლო ნანგუსა ნალანგა; 2გ: რალულუ ნანდოლო; 2ჯ: ნანდოლო -
2ლ: [საჯ] 2გ: ორკერა
რეფ დოილ (ინგ) @ სუვა, ნეშენალ (12 ათასი)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...21&d=14021247750:7(10) 5:7(19) /
12:7(60) 15:7(66) 18:7(71) 18:14(76) 25:14(78)
ირბ "წყნარი ოკეანის თასი"სამოა 18:18 ტონგა2ლ: ოტო ლემი; გ 2ჯ: ტ.პისი / სბ: ს.ჯონსთონ -
2ლ: კატოა აფუ; გ: ფოსიტა; 2ჯ: ფოსიტა აპიკოტოა / სბ: ტაუფა
რეფ ბარნს (ინგ) @ აპია, პარქ (14 500)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...73&d=14023360850:7(23) 5:7(31) 5:12(40) /
8:12(60) 15:12(70) 15:15(73სბ) 18:15(79) 18:18(80+2) სბ(80+4ტ)
კანადა 25:34 იაპონია3ლ: ჰერნ მუნლაით პერის; 2გ 2ჯ: პრიჩარდ -
3ლ: ფუძიტა ტამურა ტუი; 2გ 5ჯ: გორომარუ / სბ: ჰორიე
რეფ ჰოჯის (უელ) @ ბენრაბი (ვანკუვერ) სვონგარდ (5 200)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...46&d=14022019895:0(7) 5:3(12) 5:6(15) 8:6(18) 8:9(28) 11:9(33სბ) 18:9(37) 25:9(40) /
25:14(42) 25:17(55) 25:24(63) 25:31(71) 25:34(80+)
ქულა: 2 სამ ტონ, 0 ფიჯ* - 4 იაპ, 0 აშშ* კან (* ჯერ არ უთამაშია)
ირბ-ის რეიტინგი [9/06]
1 ზელანდია 9381, 2 აფრიკა 8934, 3 ავსტრალია 8691,
4 ინგლისი 8568, 5 ირლანდია 8286, 6 უელსი 8070,
7 საფრანგეთი 8004, 8 შოტლანდია 7592, 9 არგენტინა 7571,
10 სამოა 7527, 11 ფიჯი 7470, 12 იაპონია 7458
13 ტონგა 7344, 14 იტალია 7156,
15 საქართველო 7046,16 კანადა 7006, 17 რუმინეთი 6808, 18 შტატები 6645,
19 რუსეთი 6343, 20 ურუგვაი 6186, 21 ესპანეთი 6065,
22 ნამიბია 5879, 23 ჰონკონგი 5847, 24 პორტუგალია 5773
+/-: შტლ 76 აშშ, ირლ 73 არგ, იაპ 69 კან, ფიჯ 49 იტა, ტონ 23 სამ,
ავს 3 სფრ, ზელ 0 ინგ * იაპ 183 სამ (33:14 შ)
მეორე ვიქენდისთრიმები
>>
http://www.vipboxasia.co/sports/rugby.html
>>
http://www.sportcategory.com/c-11.html
>>
http://www.feed2all.eu/type/rugby.html
>>
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/ პარ 13/06 რუმინეთი 20.00 ურუგვაი 1რ ბუკურეშტ
შაბ 14/06 სამოა 05.00 იტალია ი2 აპია
ფიჯი 07.00 ტონგა 2რ სუვა
ზელანდია 11.35 ინგლისი 2ტ დანიდინ
ავსტრალია 14.00 საფრანგეთი 2ტ მელბურნ
საქართველო 17.00 ესპანეთი 1რ ავჭალა
აფრიკა 19.05 უელსი 1ტ დურბან
კანადა 22.00 შოტლანდია შ2 ტორონტო
არგენტინა 22.40 ირლანდია 2ტ ტუკუმან
კვი 15/06 შტატები 06.30 იაპონია 2რ ლოს’ენჯელის
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 11 Jun 2014, 11:20